ამდენი დაძაბული კვირის შემდეგ უკვე ოფიციალურად მომახსენეს, რომ მაქვეითებენ. აქამდე უბრალოდ ჭორები იყო რა თქმა უნდა ჩემ ზურგს უკან. დაქვეითებაზე მეტად ამაზე მომეშალა ნერვები. ერთმანეთში რომ ჭორაობენ და შენამდე მხოლოდ ქირქილი მოდის. მინდოდა მეღრიალა, ისე საშინლად ვგრძნობდი თავს. შენ რომ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვინც იგებს ახალ ინფორმაციას, რომელიც შენ გეხება. ამასთანავე რამდენიმე ადამიანი ან ჩეთში მოგწერს, ან ტელეფონზე დაგირეკავს, კითხვით "რა ხდება, როგორ ხარ???" მაშინ, როდესაც შენ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვისაც თავიანთ ამბებს უყვებიან. Guys, that 2 cases don't rule at all :) მერე იყო არჩევანის გაკეთების რამდენიმე საათი. რამდენიმე რა, დაახლოებით 2-2,5. ამის შემდეგ იყო არჩევანი წასვლასა და დაქვეითებას შორის, მე დაქვეითების ორი შესაძლო ვარიანტიდან შედარებით მოსახერხებელი ავირჩიე და პასუხს დაველოდე. არ მესმის, რატომ აძლევ ადამიანს არჩევანის საშუალებას, როდესაც საბოლოო ჯამში მაინც ისე აკეთებ, როგორც შენ გინდა?! მოვიფიქრებთ და გადავწყვიტავთ, ეგრე თუ გამოვაო. ანუ ეს ერთგვარი ილუზიის მიცემის უნიჭო მცდელობაა ხო??? ნუ მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გადაწყდა, რომ სხვა განყოფილებაში გადავდივარ. ორშაბათიდან მეწყება ტრეინინგები და ჯერჯერობით ვიქნები ჩვეულებრივ რეჟიმში.
- ები
- დილის 10 საათიდან მეორე დღის 10 საათამდე ვიქნები. ანუ 24 საათი ძილის გარეშე. ვთვლი, რომ ეს საკმაოდ უსიამოვნო ამბავია ჩემი ა) ნერვული სისტემისთვის, ბ) თვალებისთვის, გ) ორგანიზმისთვის ( რაღაცნაირი უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ხოლმე, როდესაც უძინარი ვარ, კისრიდან მუცლამდე სიცარიელის შეგრძნება დამივლის ხოლმე)
- წარმოიდგინეთ ამხელა შენობაში მარტო მე და სადღაც, რომელიღაც ოთახში რამდენიმე მამაკაცი, სახელად "დაცვა". ნამდვილად არ არის სასიამოვნო შეგრძნება.
თუმცა აქ გავიხსენებ ციტატას ჩემი დიშვილისა და ახლა უკვე ჩემი საყვარელი მულტფილმიდან "Маша и Медведь": Главное красиво поклониться! (ვინც ვერ მიხვდით, რაზეა საუბარი, ინებეთ ლინკი, სამწუხაროდ არა youtube-ის ) ანუ მაშამ არ იცის დაკვრა, მაგრამ ერთი პოზიტიური ფრაზით ამხნევებს საკუთარ თავს. ხოდა აი მაშასი არ იყოს...
+ ები
- მერე რა, სამაგიეროდ მომდევნო 3 დღე თავისუფალი ვარ და ძილის საშუალება მექნება.
- 3 თავისუფალი დღე ნიშნავს, რომ სხვა წინადადებზე შემიძლია თანხმობა განვაცხადო და ეს ისე მიხარია, რომ ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. მინდა ჯერ ჩავჯდე კალაპოტში და მერე მოვიძიო რაღაც-რაღაცეები. პლუს, ყველაფერ დანარჩენ საქმეებსაც მოვასწრებ.
- არ ვნახავ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ნერვებს მიშლიან და მაღიზიანებენ. ვიქნები ერთ პატარა, მყუდრო ოთახში სიმშვიდესა და სიწყნარეში ( ნუ დღისით სულ რაღაც 3-4 ადამიანი მაქსიმუმ და არა 20 და + უცხო ხალხის შემოსევები.
- ულიმიტო ინტერნეტი ( ნუ ეს ისედაც მქონდა, მაგრამ ახლა უკვე ფბ-ის ექსტრაქტით) + ტელევიზორი ( ამ ყუთს სახლში აღარ ვეკარები, არათუ სამსახურში, მაგრამ ალბათ მაინც ჩავრთავ ხოლმე მრავალფეროვნებისთვის) + დივანი ( აბა მთელი 24 საათი ჩემი მტერი იჯდეს სკამზე!)
- დავიდგამ მაგიდაზე საჭმელს/სასმელს. როცა მინდა, მაშინ შევჭამ/დავლევ, ვერავინ დამინახავს. წავიღებ წიგნს, წავიკითხავ. დაბალ ხმაზე მუსიკასაც ჩავრთავ.
- ჩავიცვამ, რასაც მინდა. არანაირი დრეს-კოდი!!!!!! (ეს ჯერ კიდევ არ იცით რამხელა პლუსია!!!!)
- და ალბათ ყველაზე დიდი პლუსი: ხელფასის მატება!!!
ამ ყველაფრის შემდეგ ცოტა არ იყოს და სკეპტიკურად ვუყურებ სიტყვას "დამაქვეითეს". ჩემს ფიქრებსა და აზრებს მოვათავსებდი ქვაბში, რომელსაც დავარქვამდი "ინკოჰერენტულად ვარ".
zzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzzz გადავახვიეთ.
ამ ამბის პარალელური ფაქტები....
ამ ამბის პარალელური ფაქტები....
ფაქტი N 1
ამ ამბით შეწუხებულმა და ერთ ადამიანთან არც თუ ისე სასიამოვნო საუბრის შედეგად დავწერე მეილი და გავუგზავნე. მეილის შინაარსს არ დავდებ, მაგრამ საკმაოდ ემოციურ განწყობაზე მყოფი რომ სასიამოვნოს არაფერს დავწერდი, ფაქტია. საღამოს, სახლში მისვლისას კი მომივიდა:
ადამიანი N 2
:love: :love:
![]()







26 კომენტარი:
მოკლედ,ჩემი აზრით ღირდა ეს "დაქვეითება",ერთ უძილო ღამესაც გაუძლებ არაუშავს:)
მე მაინც მოგილოცავდი დიტუაციიდან გამომდინარე ))
სოფ - ხო, მეც ეგრე ვფიქრობ. :)))
კიწ - კი კი, მართლა მოსალოცია ახლა რომ ვუკვირდები :*
ქეთო, მომენატრე ! დიდი ხანია არ შემოვსულვარ შენთან, ახლა შემოვიჭყიტე და ერთიანად წავიკითხე ბოლო პოსტები.
მიხარია კარგად რომ ხარ :))
ქეთიიიიი - როგორ ხარ??? რა ხდება შენკენ ახალი??? მეც ძალიან მენატრები <3<3<3<3<3<3<3
კარგად ქეთ, დაკავებული ვარ უბრალოდ და დიდი ხანია არ შემოვსულვარ შენთან :) სწავლაზე ვარ კონცენტრირებული, 15 ივლისს მიღებაა უკვე უნიში და testdaf-ი მჭირდება.ვმეცადინეობ, იმედია ჩავაბარებ.დანარჩენი არაფერია ახალი, კოლნში გადმოვედი საცხოვრებლად ორი თვეა,აქ მინდა სწავლა.შენ როგორ ხარ, ყველაფერი რიგზე გაქვს?!
ძალიან მახარებს შენი ამბები.
ტესტდაფი სერიოზული ტესტია და კარგად მოემზადე. თბილისშიც იყო ეგ ტესტი გოეთეს ინსტიტუტში, მაგრამ მე მერე დამეზარა და თან მუშაობა დავიწყე. ხოდა შენ ბოლომდე მიაწექი, ყველას ხომ არ ეძლევა შანსი. მე მჯერა, რომ შესძლებ.
მე არამიშავს, ამ ბოლო დროს უაზროდ და უმოტივოდ გახარებული ვარ, მე თვითონაც რომ არ ვიცი რატომ.
რა კარგია, მიხარია ქეთ :*
პოსტე ხოლმე რა.
რამდენადაც შესძლებ ხოლმე რა.
:)) ჰო, მეც მინდა.გული მწყდება რომ არ ვწერ, ათასი საინტერესო რამე ხდება. მადლობა საყვარელო <3
კი კი, მესმის. მაგრამ მაინც. :*** ხომ იცი, რომ ძალიან მიხარია შენი გამოჩენები.
:*:* მეც მიხარია შენი არსებობა :))
და სულ მენატრება ხოლმე შენი კომენტარები და პოსტები <3<3<3
ქეთ, მეც მაგრად მენატრები და მომაკლდი. ეს ორი დღეა გათენდება თუ არა შენთან შემოვდივარ ხოლმე და ისე მსიამოვნებს, ისე კარგად ვგრძნობ თავს, ძალა მომემატა რაღაცნაირად.. <3<3<3<3<3<3
რა საყვარელი ხარ <3<3<3
<3 შორიდან გეფერები ბევრს.. :*:*:*:*
მეც გილოცავ, 3 დღე დასვენება მაგარია თუ ხელფასსაც გიმატებენ + ნაკლები სტრესი გექნება, ხო გახსოვს იმ შემოსევების გამო რა დღეში იყავი :)))
მეც ქეთ <3<3
ხოოო!!! აი ზუსტად!!! მადლობა ნინ :****
და სად მუშაობ? :?
ერთ-ერთ ორგანიზაციაში.
შენი ძალიან კარგად მესმის, თუნდაც სიტყვა "დაქვეითება" ყურს ძალიან ცუდად ხვდება.
თუმცა როგორც აღმოჩნდა ახალ თანამდებობასაც ჰქონია თავისი პლიუსები.
მთავარია არ მოტყდე და ყოველთვის ისწრაფვოდე უკეთესისკენ. :)
კომპანიები დაილია?!. თუ მანდ გაჩერება არ გინდა ეძებე და ისეთ ორგანიზაციასაც მიაგნებ სადც უკეთესი პირობები იქნება.
ჩემი დაკვირვებით, მთავარია სტაჟი გქონდეს 1 წლიანი მინიმუმ და მერე ბევრ კომპანიაში იქნება კარი ღია ახალი თანამშრომლისთვის.
:)
კი კი ნამდვილად.
დიდი მადლობა გამხნევებისთვის.
xelpass gimateben, dress code=yvelaze didi jado ar agxsnes, shecham-dalev, gaivli=gamoivli nebaze, gqeneba interneti da ...
daqveiteba qvia amas ? :)
sad mushaob? (ushablonuresad davayoleb, Tu saidumlos ar warmoadgens ? )
ხოდა მეც მაგას ვამბობ, რომ არ ჰქვია. უბრალოდ მე მეგონა, რომ ერქვა. :D
ერთ-ერთ ორგანიზაციაში.
hooo-daa dzalian kargi... mivyevi, mivyevi shens blogs da mgoni analogiuri grafiki mqneba dges, rogoric shens sam dgeshi ertxel gaqvs- anu 24 saatiani : )
უი...
დიდი მადლობა :პ
Post a Comment