არაფერსაც არ დავწერ

     ყველაფერი მაშინ იწყება მაშინ, როდესაც ლურჯ ფონზე ეს ორი სიტყვა წერია. ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ დავაჭირო. არადა, თითქმის არასოდეს ვიცი, რა უნდა მოხდეს დაჭერის შემდეგ. დაიჯერებს კი ვინმე, თუ ვიტყვი, რომ ახლაც ანალოგიური სიტუაციაა. უბრალოდ მივხვდი, რომ წერის სურვილი იმდენად დიდია, რომ who cares რას დავწერ.



     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მაბამს ერთი ცნობილი ადამიანის ამერიკელი ქორეოგრაფი ფბ-ის ჩეთში. ნუ მართალია აქ შებმა არ არის, მაგრამ ამის შემდეგ იყო, უბრალოდ დასკრინვა დამეზარა.

































   
     მერე მე მიჩნდება მის მიმართ შეკითხვა და მე თვითონვე მეღიმება დებილურად. (ჩემი დებილური ღიმილი - როდესაც მამაკაცს ვუსვამ რაიმე შეკითხვას, რომლის პასუხი 100-ით თუ არა, 80%-ით მაინც ვიცი. თუმცა-ღა მაინც ვსვამ, რადგან თანამოსაუბრის პასუხი მაინტერესებს). რაღა როგორ მიცნო, ეს არ იყო Ketevan-ის ამოკითხვას რომ ეპოტინებოდა??? Well yes, but in english I am Kate. ან ეს არ იყო, ჩემი ქართული სავიზიტო ბარათი ხელში რომ აიღო და "hmm, probably I will need to have this translated" რომ შემომძახა?! მე კი ჩემი კორპორატიული ღიმილის თანხლებით უჯრიდან ინგლისური სავიზიტო ბარათი ამოვაძვრინე და 28-32 კბილის (ჯერ არ ვიცი რამდენი კბილი მაქვს, სიბრძნის კბილები ამომდის მგონი მემილიონედ და სათვალავიც ამერია) გამოჩენით მივუგე: Oh, I can give you an English version of that. კარგია, რომ სავიზიტო ბარათზე Ketevan კი არა, Kate დავაწერინე, თორემ რა ეშველებოდა უიზის. ხოდა ახლა უიზი ბედნიერია, რადგან  არ დაიღლება ისეთი სიტყვის წარმოთქმით, რაც მისთვის რთული და უცხოა.

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მწარედ მომწონს ეს ფეხსაცმელი. ოღონდ ვერ გავიგე უფრო "შუზი"-ა თუ სპორტული კეტი. რაც არ უნდა იყოს საზიზღრად მომწონს და საზიზღრად მენანება 95 დოლარი +საკომისიო+შიფინგი. თან რათქმაუნდა არაკორპორატიული ფეხსაცმელია და რაღათქმაუნდა ნერვები ამეთხრება, რადგან 24/5-ზე ვერ მივიკარებ. ხოდა სანამ ეს 95$ ჩემი დემოტივატორია, მე საყვარლად და ღიმილით აღსავსე ველოდები ფასდაკლებას. მგონი ამაოდ.



     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ მიხარია ხვალ ჩემი გოგოების ნახვა. თითოეული მათგანი რაღაცნაირად ახლობელია ჩემთვის და ვეცდები, რომ ხვალინდელი დღე სასიამოვნო იყოს მათთვის. ისიც მინდოდა მეთქვა, რომ ალკა ჩამოვიდა და იმედია, ისიც მოვა ხვალ.



     დაწერას იმაზე ვაპირებდი, თუ როგორ უნამუსოდ ვკითხულობ ორჰან ფამუქს ნახევარ წელიწადზე მეტი ხანი და რა უნამუსოდ ვალოდინებ ნატალიას. არადა მიამ რომ იცოდეს, როგორ არ მიყვარს წაუკითხავი წიგნის გათხოვება, მაპატიებდა. :D

     დაწერას იმაზე ვაპირებდი, რომ ისეთ ადამიანთან დავმეგობრდი, რომელთან მეგობრობას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემგან სასწაულად შორსმდგომია. სასწაულად მიკვირს ეს ამბავი და ალბათ ეს გაკვირვებაც ნორმალური მომენტია. დღესაც კი ვერ ვგებულობ მეგობრები ვართ თუ არა.

    მაგრამ არაფერსაც არ დავწერ. არაა საჭირო და იმიტომ. 

post without a name

     დღეს კვირაა. მართალია გუშინ ღამის 3 საათზე დავიწყე ამ პოსტის წერა, მაგრამ ისე საზიზღრად მეძინებოდა, რომ draft შევინახე და აი დღეს უკვე, 18 დეკემბერს ვაგრძელებ და იმედია, დავასრულებ კიდევაც.
     გუშინ შაბათი იყო და თან ბარბარობა. გილოცავთ ყველას, ღმერთი გფარავდეთ. თბილისში რაღაცნაირად ვხვდებით ხოლმე ცივი სეზონის დღესასწაულებს. სასწაულად ნისლიანი ამინდის ფონზე ხალხი ვალდებულების გამო რომ არის გამოსული სახლიდან. ამას ამინდიც გრძნობს და მზის მაგივრად ნისლს იმეტებს ჩვენთვის.
     გუშინ იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში საკმაოდ ბევრნი ვართ და საკმაოდ ხალისია, ნაწილმა გადაწყვიტა მცხეთაში წასვლა. მე არ ვიცი წავიდოდი თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ნაცვლად იმისა, რომ სახლში დავრჩენილიყავი, სამსახურისკენ გავსწიე. გავსწიე და დანარჩენ სამ გოგოსთან (რომელთა შორის ერთ-ერთი ზიკე იყო) 1/4 წვლილი შევიტანე უზარმაზარი ნაძვის ხის მორთვაში.
     სულ ეს სიმღერა მაქვს აკვიატებული და სად ვიყავდი აქამდე?!
 


     ისე რამხელა მნიშვნელობა აქვს თურმე, ვისთან ერთად აკეთებ რაიმე საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა საქმე სასიამოვნოა თუ არა. მთავარია განწყობა. ნაძვის ხე ჩემს დეპარტამენტში, ზუსტად ჩემი სამუშაო მაგიდის გვერდით დგას. წინასწარ ვიცი, რომ ჩემს დეპარტამენტში ეს ნაძვის ხე და მისი მომრთველები დიდ არმოწონებას დავიმსახურებთ და მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ზიკეს დეპარტამენტი ჩემს დეპარტამენტს არ უყვარს და პლუს, ჩემი უშუალო უფროსი იშვიათად რომ რამე მოეწონოს. თუმცა მე და მარიკას უკვე გვაქვს პასუხი გამზადებული, რომლის შინაარსიც ასეთი იქნება: После боя кулаками не машут ( ანუ ბრძოლის შემდეგ არ იქნევენ მუშტებს). თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდოდა, მოსულიყო გაკეთების პროცესში და გაკეთებულზე უკვე ნუ იქნევენ მუშტებს და თუ მაინც ვერ შეეგუებიან ჩვენს მიერ მორთულ ნაძვის ხეს, მაშინ კი ბატონო, აგერ კიბე, აგერ სათამაშო, აგერ მაკრატელი და აგერ კრეატივი.

                               ნაძვის ხე კი ასე გამოიყურება:


   

     ჩვენც (ანუ 4 გოგო, ვინც მოვრთეთ) აღფრთოვანებულები ვართ-მეთქი, ვერ ვიტყვით, მაგრამ რისი საშუალებაც მოგვეცა ( იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ კორპორატიულ ფერებშია ნაძვის ხე გადაწყვეტილი), მგონი ნორმალურია. ნუ ერთი რაც გადავწყვიტეთ ისაა, რომ ეს ლენტები, რომლებისგანაც ბანტები გავაკეთეთ იქვე, მოვაშოროთ. ამის გამო ორშაბათს უნდა მივიდეთ ადრე, თორემ მთელი მომდევნო წელი რისხვა არ აგვცდება 




     ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის. მთავარია მართო საკუთარი თავი და მხრებზე გედოს თავი იმისათვის, რომ მართვა შეგეძლოს. და თუ იპოვნე შენიანი, არ გაუშვა მარტივად და ერთი ხელის მოსმით. სხვა ყველაფერს ეშველება ალბათ. 

in Vain

ახლა, როდესაც ღამის 3 საათის დადგომას აკლია სულ რაღაც 8 წუთი, ვცდილობ სწრაფად დავწერო სათქმელი. მაგრამ მერე ვფიქრობ: ამის დედაც, ჯეკ! მეწერინება და რა დროს დროის შეზღუდვაა. არადა ხვალინდელი დღე სამუშაოა და მე უკვე მინიმუმ მე-5 სიზმარს უნდა ველოლიავებოდე.



არც კი ვიცი, როგორ დავიწყო და საერთოდ რა ჯანდაბა დავიწყო. უბრალოდ ეს არის მემილიონე სიტუაცია ერთი და იგივე სიუჟეტით. არაფერი შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტი არ მომხდარა. მე ხომ ეს სიუჟეტი ისედაც ვიცოდი. სცენარი კარგა ხნით ადრე დაიწერა და მე უბრალოდ მრავალჯერადი მსახიობი ვარ.

И я тебе друг, а ты мне не то что бы.(c) Земфира

ხოდა სისულელეა! ამაოა!



რა ცინიზმია?! გუშინ ვაპირებდი ბლოგში დამეწერა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. კიარადა რაღა გუშინ?! დღესაც. ჩემ გვერდით მჯდომ ადამიანს საერთოდ არ ვეკონტაქტები, გარდა იმ მცირე აუცილებელი (საქმესთან დაკავშირებული) შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა წინადადებების შეკოწიწება და ამოღერღვა. და აი ერთადერთი ისაა, რომ ბოლო 2-3 დღეა აქტიურად ვაწვდი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე ბედნიერი და კარგ ხასიათზე ვარ. და რატომ ვაკეთებ ამას, ვერ ამიხსნია. აი ესაა ცინიზმი საკუთარ თავზე. პარალელურად საკუთარ თავსაც ვატყობინებ, რომ უბედნიერესი ვარ და ვერავინ და ვერაფერი გამიფუჭებს განწყობას. კარგი რა.

სისულელეა ყველა მცდელობა. ყველანაირი სახით გამოხატული. მთავარი ისაა, რომ თუ ოდნავ მაინც გაქვს უნარი მომავლის განჭვრეტისა, უნდა შეჩერდე და საკუთარ თავს შესძახო: "არ ღირს, აზრი არ აქვს!" - და ცხოვრება გააგრძელო ისევ ისე, როგორც მანამდე ცხოვრობდი. წაიკითხავ ვიღაცის ნაწერებს და მიხვდები, რომ შენ იქ არ უნდა იყო. არ უნდა დატოვო ვერბალური კვალი. შეცდომით ხარ მოხვედრილი. უბრალოდ ყოველთვის უნდა შეგეძლოს ადგომა და წასვლა.

И я тебе друг, а ты мне не то что бы.(c) Земфира

რამდენიმე წუთის წინ ვფიქრობდი ჩემს ბლოგზე. არის ერთი, რიგითი, პირადი ბლოგი და ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ყველანაირი ვიზიტორები და რანგები მემილიონე ხარისხოვანია. არ ვწერ სენსაციებს და არ მაქვს ფბ-ზე მისთვის შექმნილი გვერდი. არ ვაშეარებ ყველგან, სადაც კი მაქვს ამის შესაძლებლობა. არ ვცდილობ, რომ დავსპამო ნაცნობ-მეგობრებ-ბლოგერების თვალები. მხოლოდ ერთი ჯგუფი - Blog Readers და ეგაა. ხოდა ის მომენტია, რომ ეს სიტუაცია უფრო მშვიდად მამყოფებს. ანუ ის ხალხი, ვინც კითხულობს მუდმივად და იციან რას როგორ ვგულისხმობ. და კარგია, რომ არ ვაკითხებ იმ ხალხს, ვისაც ყოველდღე თუ არა, ყოველთვე მაინც ვხედავ. თორემ ასეთი ადამიანი, რამდენჯერაც შესაძლებლობა მიეცემოდა, იმდენჯერ მეტყოდა: შენ ის არ ხარ, ჩემზე გაბრაზებული რომ ხარ და ამაზე ბლოგში დაწერეო???? დიახ, მე ვარ ეგ ადამიანი და დიახ, მე შენზე გაბრაზებული ვარ. ხოდა ჩათვალე, რომ პირში გეუბნები. ბლოგია ჩემი ენა. თუარადა უნდა შევიზღუდო და ვწერო ის, რის შესახებაც დაწერა დიდად არ მინდა. სამაგიეროდ ის ვიღაც იქნება კმაყოფილი.
უბრალოდ ხალხს, ვინც თვლის, რომ შენ ზედმეტი ხარ, იმათ შეგიძლია მისწერო:


ამასწინათ კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რომ ხალხი იყოფა სამ ნაწილად:

  1. ვინც მეძახის "Kate"-ს, "ქეთ"-ს, "კატია/კაწია"-ს, "კატა"-ს და ასე შემდეგ. ("ქეთო"-ს გარდა. "ქეთო" ორგანულად მეზიზღება. )
  2. ვინც მეძახის "ქეთუნა"-ს (და ვინმე იფიქრებს, რომ ეს კნინობით-ალერსობითი ფორმაა??? ჰმ, აბა დედაჩემს და ოჯახის სხვა წევრებს კითხეთ, თუ ეგრეა), "ქუთა"-ს, "ქუთი"-ს, "ქუქი"-ს (რას არ გაიგებ 1,5 წლის ბავშვისგან), "ქუთ-ქუთა"-ს.
    და
  3. ვინც მეძახის "ქეთი"-ს. 
ხოდა თუ თქვენ პირველ კატეგორიაში არ შედიხართ, უბრალოდ ტაბი დახურეთ. ეს ბლოგი სათქვენო არ არის. თქვენთან მირჩევნია, რომ მქონდეს მშვიდი, ფორმალური, მოზომილი ურთიერთობა. დღეს იმდენჯერ დამიძახეს"ქეთი", რომ ყველაფერს ადვილად მივხვდი. არ უნდა ეცადო ადამიანს დაუმეგობრდე მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ადამიანია. და საქმე ჩემს სახელში საერთოდაც არ არის, საქმე განწყობასა და ურთოერთობაშია. 


И я тебе друг, а ты мне ну кто мне ты... (с) Земфира

 ამ სიტყვებს კი საკუთარ თავს ვეტყვი. ისევე როგორც ზემა ეუბნება საკუთარ თავს...


Не бери себе в голову, Земфира не бери,
Прогоняй ностальгию мимо, дымом в потолок
И не трогай телефон и заусенца,
Ты же можешь, я то знаю. 


Кроме счастья, 
Есть зима, простуды, просто невезенье. 
В воскресенье ты же будешь улыбаться 
И казаться, между прочим, лучше всех.

Объясни себе важное, пусть долго - объясни,
Разозлись, если хочешь, можешь ввысь и разозлись.
Выбирай себе же сны и настроенья,
Впечатленья, я-то знаю:

Кроме счастья,
Есть зима, простуды, просто невезенье.
В воскресенье ты же будешь улыбаться
И казаться, между прочим, лучше всех.









so I'll just walk away. :)

In Time

არვიცი ნახეთ თუ არა ფილმი "In Time", რომელზეც მიწერია ამ პოსტში. მაგრამ თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. მე პირადად მომეწონა. ამ სურათებს რაც შეეხება, ისინი ფილმიდან არ არის. უბრალოდ W Magazine-მა გადაიღო ჯასტინ ტიმბერლეიკი და ამანდა სეიფრიდი პოლიტიკურ პროექტში.



ამანდა "In Time"-ის შესახებ: "ეს ფილმი არის მომავალზე, სადაც ფული იცვლება დროზე. ჩემს გმირს უყვარდება ჯასტინის გმირი. ჩემს გმირს სურს, რომ მას მისცეს მთელი დრო იმისათვის, რომ მან გადაარჩინოს სამყარო. ეს ძალიან რომანტიულია. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, მე ყოველთვის ძალიან მიყვარს ჩემი რომანტიული პენსონაჟები"







მე მეტ არაფერს დავწერ, ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ფილმს უყუროთ. 

A Piece of something to call mine...

დგება ხოლმე დღეები, როდესაც ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ. და ეს დღე რომ მოდის, უაზროდ მეღიმება და ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს. ასეთ დღეებში მინდება ყველა ამ ადამიანს სათითაოდ ჩამოვუარო, სათითაოდ გულში ჩავიკრა და ვუთხრა: მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ!


მერე ვფიქრდები იმაზე, თუ რამდენად ბანალურ და პრიმიტიულ სიტყვად იქცა "მიყვარხარ" და არაფერსაც არ ვაკეთებ. ყველაფერს ისე ვტოვებ, როგორც არის. არადა ადამიანი მართლა ბევრი მიყვარს. 


ჭამაზე უფრო და უფრო მეტად ვამბობ უარს. და საერთოდაც, ჭამა არის სისულელე. ტყუილად დახარჯული ფული, დრო, ენერგია, ელ.ენერგია და რავიცი, რა აღარ. მაგრამ გვინდა თუ არა, ვერ ვამბობთ მასზე უარს. 


ხალხი სახის ისევ ერთი და იგივე გამომეტყველებით დადის ქუჩაში. ისევ უკვირთ ადამიანი, რომელიც ყურთსასმენებით უსმენს მუსიკას ან ადამიანი, რომელიც ფოტოაპარატით ცდილობს კადრების დაფიქსირებას. არადა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი გუშინ აიპოდითა და ფოტოაპარატით. 


მინდოდა თბილისი გადამეღო. აი ისეთი თბილისი, როგორიც მელამაზება ხოლმე პერიოდულად. მაგრამ არც არაფერი გამომივიდა. ჯერ ის იყო, რომ ხალხმა დამაკომპლექსა. მერე ის, რომ თუ გაქვს ფოტოაპარატი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სურათების გადაღება გეხერხება. ხოდა ფოტოაპარატი უკანვე შევინახე. :(


მინდა უკეთესი გავხდე. და პლუს, უკეთესად გავხდე. მინდა ხშირად ვიყო ასეთ განწყობაზე, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს და მეც სულ მეცინება.
აი მაგალითად, გიორგიმ ჩემი კოცნა ისწავლა და რამდენიმეჯერ მაკოცა. მიხვდა ალბათ, რომ სათამაშოების კოცნას ჩემი სჯობს.


მაგრამ მანამდე მინდა ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. დაშვებული დაშვებულია და დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ აწი მინდა წინ ვიარო და არ ვფიქრობდე მათზე. მე ისინი ისედაც მახსოვს.


ისიც მინდა, რომ უფრო კეთილი გავხდე, უფრო მოსიყვარულე. ბევრი რამ მინდა ვისწავლო და მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობისას რაღაც-რაღაცეებს ვიძენ. და მსიამოვნებს, როდესაც ადამიანებისგან კარგ რამეებს ვსწავლობ. ალბათ ეს რომ არა, უბრალოდ მივაღწევდით 18 თუ 30 წელს და მორჩა. ამოვწურავდით ჩვენი განვითარების ლიმიტს.


ისევ ძველებურად ვფიქრობ, რომ "პოხუიზმი" არის გამოსავალი. ზიკესთან მაგიტომ ვმეგობრობ, რომ ზუსტად აქვს ეს ფრაზა გააზრებული. იმ დღეს მითხრა სამსახურში: სულ ფეხებზე მკიდია, ესა და ეს ადამიანი ჩემზე რას ფიქრობს და რას იძახის"-ო და გამეცინა. მეგონა ჩემი აზრები წაიკითხა. და მართლაც, რა დროს მაგაზე ფიქრია, როდესაც სხვა ადამიანები გველოდებიან იმისათვის, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ.


და ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ  ახლა ვწერ ამ პოსტს. ანუ მაშინ, როდესაც არ მყავს შეყვარებული და ანუ ის ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი გვერდით, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი უნდა იყოს. ეგ რომ მოხდება, ალბათ დებილურ პოსტებს დავწერ და სანამ ეგ მომხდარა, ეს დავწერე. ასეთი მინდა ვუყვარდე ხალხს. რადგან მე სულაც არ ვთვლი, რომ იმისათვის რომ ადამიანები გიყვარდეს და მათაც აქეთ უყვარდე, აუცილებელია ვიღაცას "ჩემი შეყვარებული" ერქვას. სიყვარული ხომ ბევრად მეტია, ვიდრე სტატუსი "შეყვარებული" და "მეუღლე".



ასეთი დამიმახსოვრეთ, როგორიც ამ სურათებში ვარ. ღიმილიანი და ხალისიანი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სურათთაგან ერთ-ერთი ჩემთვის რთულ პერიოდშია გადაღებული, მე მაინც ვიცინოდი.

































One day before New Year

ოხ, ისევ ეს მერკანტილური სისულელეები.
რეკორდებს ვამყარებ წვრილმანების დამახსოვრებასა და წვრილმანებზე დაკვირვებაში. მერე დებილივით ან ვტირი რაღაცაზე დარდისგან ან ვტირი ბედნიერებისგან.
საქმე არც თითის მემილიონე გაჭრაშია ქაღალდისმიერი საშუალებით. გინდა, რომ ერთი ხელით, ერთ მუშტში დაკუჭო და ჩააგდო ნაგვის ყუთში, მაგრამ ახლა უკვე იცი, რომ ამის გაკეთების გეშინია და ამიტომაც აკეთებ ორით. აგდებ ნაგვის ყუთში, რომლის დაცლაზეც დამლაგებელი უარს სახის ღრუბლიანი გამომეტყველებით გეუბნება და გპირდება, რომ ორშაბათს დაგიცლის. 
სამაგიეროდ ჩემი მეზობელი თანამშრომელი უდარდელია და მე მისი უნამუსოდ მშურს. ფურცელზე იწერს ყველა უცნაურ სახელსა და გვარს და მპირდება, რომ წლების შემდეგ უკვე კოლექცია ექნება. და ალბათ, სავარაუდოდ 40 წლის შემდეგ შვილიშვილებს ეტყვის, რომ არსებობს ქალის სახელი - სირმა, კაცის სახელი - ჯუგლი და გვარი - ჭოტრიკიშვილი. მე კი ისევ ვცდილობ გავიღიმო და ცხოვრებისეულ ოპტიმიზმზე ვიფიქრო.
დღეს ITდეპ-მა მეილი გამოგზავნა ყველასთან, სადაც ჩემს  დეპ-ში მესამე ადგილზე ვიყავი გასული მოწესრიგებულ თანამშრომელთა სიაში და მესიამოვნა. რა კარგია, როდესაც ვიღაც რაღაცას ხედავს.



მერე ვინმე შემოვა და გკითხავს, საბურთალოზე როგორ მოხვდეს და მე სახლში მინდება იმწამსვე. ოცნებებში განავარდებად ჩავთვლიდი იმას, რომ სადმე ქალაქგარეთ მინდა ბუხრიან სახლში. ეგ ხომ ყოველ ზამთარს მინდა და კიდევ მინდა ლიქიორის წრუპვა, ლეპტოპი, რომელიც არა და არ მაქვს და ცხელი "ადიალა", ფეხებთან შემოკეცილი, ჩემი დაუვარცხნელი თმები, აგრეთვე რამდენიმე ახლობელი მეგობარი და და ბევრი სიცილი.
დღეს სამსახურიდან გამოსვლისას, პირველად ვიგრძენი, რომ მოდის ახალი წელი და არც კი ვიცი, რა განწყობა უნდა მქონდეს. რაც არ უნდა იყოს, კატის, კურდღლის და ანუ ჩემი წელი იყო. გული მწყდება, რომ მიდის, მაგრამ ის მახარებს, რომ 31 დეკემბერიც კატისაა და დღეები ჯერ კიდევ დარჩენილია საიმისოდ, რომ ვისიამოვნო ჩემი წლით.
როგორია თბილისის ერთ-ერთი გამზირი წინასაახალწლოდ? ხომ ისედაც იცით. და მაინც, ჩემი ნიკონის ნახევრადპროფესიონალი და ჩემი არაპროფესიონალი თვალით ასეთია.  

მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში Freya 5-8-ჯერ დამირეკავს და მე 10-16-ჯერ მოვატყუებ, რომ "2 წუთში მანდ ვიქნები". უკვე მუქარის მესიჯებიც მოდის: Gareeet. populshi viyavi da viyinebi. im gonna kiil u. მე ისევ მეცინება და ავტობუსში ხალხის სახეებს ვაკვირდები. გახარებულ სახეებს, რადგან სალარომ "პრინტერის ზოგადი შეცდომა"-ო და კონტროლიორი  ამაოდ უჩხიკინებს.
ჩავდივარ თავისუფლების მეტროსთან და ვხვდები, რომ pepsi ჩემი ერთადერთი ულიმიტო სიყვარულია. თან აი ქილის pepsi სულ სხვაა. ავდივარ ტაბიძეზე. თურმე ტაბიძე ის ქუჩაა, რომელიც მრავალი წელია მიყვარს, ოღონდ მე არ ვიცი მისი სახელი. Freya ეგრევე კისერზე ხელს მაჭერს და მე ისევ უცოდველ სახეს ვღებულობ as a default. :D უახლოესი 5 წუთის განმავლობაში ტაბიძეზე არცერთ კაფეში არ გვიშვებენ და ვეშვებით შარდენზე. შევდივართ რომელიღაცაში და უი, ჩემი ყოფილი სამსახურის უფროსი. რათქმაუნდა, არ ვესალმები. მას ჩემი სახელი არ ახსოვს და მე მე მისი გახსენება მეზარება. არადა 2011 წელს ვიყავი მაგასთან. უბრალოდ იდიოტი ტირანი იყო და არის კიდევაც.
ესეც განწყობები. 































უცბად წინა ახალი წელი გამახსენდა და ეს სურათიც იდოს.

ალკა-პალკა მალე ჩამოვა და მერე რა, რომ მე მაინც ტირილი მინდა, როდესაც ყურადღებას ვაქცევ პატარა მერკანტილურ სისულელეებს.

p.s. ნეტავ მე ოდესმე html-ს ვისწავლიდე და პმს არ მიტრიალებდეს ორგანიზმში :/

Life In A Day

არვიცი, იქნებ საკმაოდ დამაგვიანდა ამ ვიდეოს დადება, მაგრამ დღეს ვნახე პირველად და ჩავრთე.
ვიდეო საკმაოდ ემოციურია. მთელი 1,5 საათი (უფრო ზუსტად კი 1:34:56) შეუჩერებლად ვუყურე, როგორც ფილმს. არადა დოკუმენტური ფილმი არასოდეს მაინტერესებს ხოლმე. ან თითქმის არასოდეს.
ამ ვიდეომ კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. იყო არაერთი მომენტი, როდესაც ცრემლები ვერ შევიკავე. მე აქ რაზე მეშლება ნერვები და თურმე რაები ხდება დედამიწაზე. თუ არ გენანებათ საათნახევარი, ჩართეთ ვიდეო და თბილად მოკალათდით. არამგონია ასეთ რამეს ყოველდღე უყურებდეთ.

On July 24th, 2010 thousands of people around the world uploaded videos of their day to YouTube to take part in Life in a Day, a historic cinematic experiment to create a documentary film about a single day on earth.

Oscar-winning director Kevin Macdonald whittled down over 4500 hours of footage into a 90-minute film that wowed audiences at the Sundance Berlin and SXSW Film Festivals earlier this year.

Now after releasing in theaters across the globe, the film has returned to where it all began. Watch it for free, and be sure to explore the channel to learn more about this amazing piece of history.




ეს კი მისი ლამაზი ოფიციალური გვერდი youtube-ზე.
http://www.youtube.com/lifeinaday?feature=inp-gh-lif