Truth about cat and rat

გილოცავთ ქეთევანობას.
და თუ კიდევ არსებობს ვინმე, ვისაც ჩემსავით უხარია 26 სექტემბერი, მაშინ მე მას დამატებით ვჩუქნი ერთ ღიმილს. არა, ორ ღიმილს. და ორივეს დახუჭული თვალებით.

დღეს კარგად ვარ. მართლა კარგად.
დაწყნარებული, დამშვიდებული, მშვიდი ჰაერის ამომსუნთქველი და ჩამსუნთქველი. მშვიდი ჰაერი როგორიაო, არ მკითხოთ, მეც არ ვიცი. მთავარი ისაა, რომ მჯერა, რომ იგი არსებობს და მთავარია მას გრძნობდეთ. აი ეს ისაა, რომ ჩაისუნთქავ ხარბად და თან თვალებსაც ხუჭავ.

ჯერ კიდევ გუშინ საღამოს ვფიქრობდი, რომ აზრი არ ჰქონდა რაღაც-რაღაცეებზე ნერვიულობას და ვიღაცაზე ფიქრს. მაგრამ დღეს რომ დავფიქრდი, ღმერთს უყვარს ადამიანებთან ხუმრობა. ღმერთს ადამიანების გამოცდაც უყვარს. და მაშინ, როდესაც იგი კარს გვიხურავს, ფანჯარას ღიას ტოვებს. ან თუ ფანჯარაც დაკეტილია, მაშინ ესე იგი ან კარი და ან ფანჯარა ჩვენ თვითონ უნდა გავაღოთ. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც კარგი უნდა ხდებოდეს და არ ხდება. თორემ რაც მოსახდენი არ არის, ის საბოლოოდ არც ხდება.

გუშინ ისევ კამათი, ისევ ნერვების შლა და არც არაფერი. დახურული მეილი. გავიფიქრე, ერთი ამ ჩხუბების დედაც-მეთქი და კომპიუტერი გამოვრთე. არც მიფიქრია, თუ ვინმეს კიდევ გაახსენდებოდა, რომ ქეთევანობა თენდებოდა. არადა თითქოს რიგითი მერკანტილური სისულელეა. არადა მაინც. მე ხომ მერკანტილური სისულელეებზე ყურადღების მიმქცევი ვარ.

დღეს სულ 4-5 ადამიანმა (ფბ-ზე მოლოცვებს არ ვთვლი ამ შემთხვევაში) მომილოცა თავისი ინიციატივით და არა სადმე ამოკითხვით თუ ვინმეს ყურის მოკვრით. და წარმოიდგინეთ რა მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ძალიან კარგი და საყვარელი "მეგამარჯობე" ადამიანი მოდის შენთან საგანგებოდ, რომ შენი დღესასწაული მოგილოცოს. ნახევარი დილა იმაზე ვფიქრობდი, რა საოცარია "მეგამარჯობე" მილოცავს პირველი და არა ის, ვინც "გამარჯობა"-ზე ბევრად მეტია. ის ხმას არ იღებს ამ თემაზე. არადა ვსაუბრობთ მთელი დილაა. მერე მე მომდის თავში უამრავი აზრი იმის შესახებ, რომ დაავიწყდა. არადა რელიგიური დღესასწაულები მგონი ზედმიწევნით იცის, მაგრამ ქეთევანობა დაავიწყდა. ან მოლოცვა დაავიწყდა. ან უბრალოდ არ მოისურვა ლმოცვა. მერე უცებ:
 - gmail ნახე?
 - არა, საქმეს მოვრჩები და ვნახავ.
რამდენიმე წუთში address bar-ში ვწერ mail.k84u.com, user, password  და მოლოცვის მეილი!!! და თან ღამის 2 საათზე მოწერილი. არადა ვიკამათეთ მანამდე რამდენიმე წუთით ადრე. არადა როგორ არ ველოდებოდი. სასწაულად ვიყავი დარწმუნებული, რომ არ დამხვდებოდა. მაგრამ მაგაზე მთავარი იყო ტექსტი. დამამშვიდებელი, მზრუნველი ტექსტი. ალბათ მე რომ კარგად გამიცნო, მაშინ მიხვდა, რომ შაბლონური მისალოცი ტექსტებით დიდად არ ვიხიბლებოდი.

ისე ჩემ თავზე ვბრაზდები, ოღონდ ჩუმად. ვამჩნევ, რომ ღამით უფრო გაღიზიანებული ვარ ხოლმე. დილით უფრო რაციონალურად ვაზროვნებ და ვხვდები, რომ წინა ღამით პატარა ბავშვივით ვიქცეოდი. აი დღესაც ასე დამემართა. ღამით რომ მეუბნება რაღაცას, მესმის, მაგრამ არ ვუსმენ. მგონია, რომ ვეზიზღები (ეს ყოველ მესამე ახლობელ ადამიანზე მგონია ხოლმე). მგონია, რომ მისგან აგრესია და უხეშობა მოდის და ამის გამო მე უფრო ნერვები მეშლება, აგრესიით ვპასუხობ. ის მპასუხობს "კარგი". და ამ "კარგი"-ში იგულისხმება, "კარგი, მერე დაფიქრდები და მიხვდები, რომ სულელურად მოიქეცი". მეორე დილით კი მგონია, რომ იგივე ტექსტს სხვანაირად მეუბნება. ალბათ ეგრეცაა. რბილად, თბილად, ახლობლურად, მეგობრულად და მე ისევ ვიცი, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მე ეს მამშვიდებს და მანუგეშებს. აი დღესაც დავმშვიდდი.

საჩუქრის ჩუქება უყვარს ჩემ გარდა ვინმეს??? აი მე იმის ყურება მიყვარს, ადამიანი სახის რა გამომეტყველებით იღებს ხელში ამ საჩუქარს. ატრიალებს, ატრიალებს, ატრიალებს. ათვალიერებს, ცდილობს თითოეული დეტალი შეისწავლოს, მერე დადებს. შენც ღიმიალიანი სახით უყვები ეს რა ნივთია, საიდან მოვიდა და ა. შ. მერე ისევ იღებს, ისევ ატრიალებს. მერე ფიქრობს - სად დადოს, როგორ დადოს, რაში ჩადოს. და შენ უბრალოდ ჩუმად, ხმის ამოუღებლად უყურებ, აკვირდები და გსიამოვნებს მისი სახის სასაცილო გამომეტყველება, ღიმილი. და მე მიუხედავად იმისა, რომ ესეც მერკანტილური სისულელეა, მე ეს მომენტი მაინც უზომოდ მიყვარს.

არადა რამდენიმეჯერ შევეკითხე თქვენი ოთახი რომელ საათზე ცარიელდება-მეთქი და ისეთი დრო მითხრა, ვიფიქრე, ჯანდაბას სახლში გვიან მივალ-მეთქი. ვიფიქრე, ცარიელ ოთახში შევიპარები, უჯრაში ჩავუდებ და მეორე დღეს დახვდება-მეთქი. მაგრამ მერე ვიფიქრე, ზევით აღწერილი მომენტის არ-ნახვა არ შეიძლება და მოდი პირდაპირ მივცემ-მეთქი. არც მინანია.

სასწაულები ხდება ხოლმე წმინდა ქეთევანობაზე.
და იდეაში ალბათ ჩვენ სულ ასე ვიჩხუბებთ. მე ისევ აგრესიული ვიქნები და ის ისევ იტყვის: "კარგი". მეორე დღეს კი ისევ მეგობრები ვიქნებით. და ალბათ არაფერია ამაში დიდად საგანგაშო, 'cause we are best friends. :)



პ.ს. სათაურს რაც შეეხება, ჩვენი ზოდიაქოებია გარითმული. კატა ვირთხას დაუმეგობრდა. რა არ ხდება ცხოვრებაში?!


This creature of pain has found me again




Junior Boys - This Is Goodbye  იცით ხო??? ამას წინათ დავდე აქ, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო.
მაშინ 
  1. არ ვიცოდი, რა ხდებოდა;
  2. იმედი მქონდა რაღაცეების;
  3. იმედი მქონდა, რომ ძალიან მარტივად და რათქმაუნდა უმტკივნეულოდ მოგვარდებოდა ის ურთიერთობა, რომელსაც ასე დავკანკალებდი 12 ივლისიდან დღემდე. 
არა, თქვენ არ იცით ეს სიმღერა. 
ეს დასასრულის სიმღერაა. ძალიან კარგი ურთიერთობის დასასრულის სიმღერა. და სამაგიეროდ ჭკვიანური ცხოვრების დასაწყისი. და რამდენჯერაც მე ურთიერთობებზე ცხვირი წავიტეხე, ნეტავ იმის მემილიონედი ჭკუა მესწავლა. მაგრამ რათქმაუნდა შეცდომები ყოველთვის დუბლირებული მაქვს. განმეორებადი და დეჟავუს ტიპის, შინაარსით "მე ხომ ეს უკვე დამემართა?! ნუთუ კიდევ ვერ ვისწავლე ჭკუა?!". ვერა, მეგობრებო, ვერა. მე ჭკუას არ ვსწავლობ, რადგან რესურსი არ მაქვს. თუმცა ყველა იმ ურთიერთობებს შორის, რაც მქონია, ეს ყველაზე წრფელი, ყველაზე გულუბრყვილო, სუფთა და მნიშვნელოვანი იყო. 

პ.ს. და იმედია არცერთი ჭკუათმყოფელი არ იფიქრებს, რომ პოსტი ჩემს სასიყვარულო ურთიერთობას ეხება. 

პ.პ.ს. წინ ცივი და უარაფრო, უგრძნობი და ზედაპირული დამოკიდებულებებისკენ!! ამბობენ, გრძნობების ფეხებზე დაკიდება ადვილიაო. ამბობენ რა, მე ვამბობ ამწამს. ხოდა წინ!!!

ესაა პასუხი გულისტკენაზე, რაც დღეს ვიწვნიე :)


და ახლა იცით თქვენ ეს სიმღერა???

14/09 4 ever

They tried to make me go to rehab but I said "no, no, no"
Yes I've been black but when I come back you'll know, know, know
I ain't got the time and if my daddy thinks I'm fine
He tried to make me go to rehab, but I won't go, go, go.










Happy Birthday, Amy :(




Movies to be seen (ep. 5)

ვიცი, რომ ძალიან გამეწელა ეს პოსტი. არაერთხელ დავიწყე, მაგრამ იმდენად ვერ ვიპოვე კარგი ან ნორმალური ფილმები, რომ ამ პოსტის წერას მალევე შევეშვი. ახლა კი, ასეა თუ ისე გამოჩნდნენ ფილმები, რომლებიც ასეა თუ ისე საინტერესონი არიან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გთავაზობთ არა მხოლოდ უახლეს, არამედ გასული წლების ფილმებსაც, რომლებიც მე პირადად არ მინახავს. მაშ ასე:

1) The Other Woman
 ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ ნატალი პორტმანი, ლიზა კუდროუ და სკოტ კოენი. ფილმში არის მოთხრობილი იმის შესახებ, თუ როგორ შორდებიან ცოლ-ქმარი და როგორ ქორწინდება ეს მამაკაცი სხვა ქალზე.



2) Sympathy For Delicious
მოთხრობილია ინვალიდი მამაკაცის შესახებ, რომელსაც აქვს უნიკალური ძალა, რომ მოარჩინოს და განკურნოს ადამიანები. ყველა, საკუთარი თავის გარდა. მთავარი როლის შემსულებლები არიან: მარკ რუფალო, ორლანდო ბლუმი, ჯულიეტ ლიუისი



3) Blindness
რა ხდება მაშინ, როდესაც დილით გაიღვიძებ და უეცრად აღმოაჩენ, რომ ვერ ხედავ, ბრმავდები. მერე იგებ, რომ მარტო შენ არ ხარ ასე. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს უნარი გააჩნია, შენი ცოლია. მთავარ როლებში: მარკ რუფალო, ჯულიანა მური.



4) The Vow
ფილმი რეიჩელ მაკადამისა და ჩემი საყვარელი ჩენინგ ტატუმის მონაწილეობით. ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც უეცრად მოყვება ავარიაში. ავარიის შემდეგ კი გოგოს არაფერი და არავინ ახსოვს, მათ შორის არც მისი მეუღლე.



5) Stop Loss
მიუხედავად საომარს ყველაფერი მეზიზღება, მაინც გამოიჩხრიკა ფილმი, რომელმაც დამაინტერესა. ალბათ მასში მონაწილე მსახიობების გამო. როლებში: რაიან ფილიპი, ჩენინგ ტატუმი, ჯოსეფ გორდონ-ლევიტი, ები კორნიში.



6) I Don't Know How She Does It
სარა ჯესიკა-პარკერი ისევ იმ ჩვეულ სტილშია, ვგულისხმობ ფილმის განმავლობაში ავტორის ფუნქციის კარგად შეთავსების უნარს. ამჯერად ის დაქორწინებული ქალია, რომელიც ყველაფერს სასწაულად ახერხებ, შვილები, ქმარი, კარიერა. როლებში: სარა ჯესიკა-პარკერი, პირს ბროსნანი, გრეგ კინერი.



7) 50/50
მთავარი გმირი უცბად იგებს, რომ სიმსივნე აქვს. ყველა არის საოცრად შეწუხებული. ექიმი კი მხოლოდ იმას ეუბნება, რომ გადარჩენის შანსი არის 50/50-ზე. როლებში: ჯოსეფ გორდონ-ლევიტი (რომელიც გადაპარსულ თავში სასწაულად ჰგავს რათქმაუნდა ისევ და ისევ ჰიტ ლეჯერს), სეტ როგენი და ანა კენდრიკი.



8) The Descendants
ვისაც მოგენატრათ ჯორ კლუნი, ეს ფილმი თქვენთვისაა. და თუ გინდათ იხილოთ ის მამის როლში - მითუმეტეს.



9) Moneyball
ბრედ პიტი და ბეისბოლი - ჰმმ, საინტერესოა. სულ უფრო და უფრო ემსგავსება რობერტ რედფორდს. (პ.ს. ბრედის ფრაზა, რომელსაც შვილს ეუბნება: don't google in internet, watch tv, talk to people :D )




10) The Ides Of March
პოლიტიკური დრამა ჯორჯ კლუნის, რაიან გოსლინგის, პოლ ჯიამატისა, ფილიპ სეიმუ-ჰოფმანისა და მარისა ტომეის მონაწილეობით.



ვინაიდან ზოგი მათგანი ძველია, გავითვალისწინე ეს ამბავი და ამ პოსტში ცოტა მეტ ფილმს შემოგთავაზებთ.

11) Contragion
ფილმი ეპიდემიური დაავადების შესახებ, რომელიც როგორც ტრეილერი იუწყება, საკმაოდ დრამატულად და საინტერესოდ ვითარდება. როლებში: მეტ დეიმონი, გვინეტ პელტროუ, ლორენს ფიშბორნი, ჯუდ ლოუ, მარიონ კოტილიარდი.



12) The Dark Knight Rises
არ მიყვარს ახალი ბეტმენის სერიები. ჩემთვის ბეტმენი ეპოქა არის ის, რომელშიც ჯორჯ კლუნი, კრისტიან სლეიტერი, უმა თურმანი, არნოლდ შვარცენეგერი, ნიკოლ კიდმანი, ჯეკ ნიკოლსონი მონაწილეობდნენ. ახლა კი ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიები "ყლაპავს" ამ ფილმს და ის ძველი ბეტმენი სადღაც ქრება. შუმახერი კი ნოლანმა შეცვალა.  ჩემის აზრით, ამ ფილმის ყურებამდე პირველი ბეტმენიდან დაწყებული ყველა სერია უნდა ჰქონდეს ნანახი და ეს ერთობ ბუნებრივიცაა. ვინმეს წარმოუდგენია წიგნის შუაში მისვლა პირველი თავების წაკითხვის გარეშე??? მიუხედავად ამ ახალი სერიების დაწუნვისა, მაინც ვნახავ. როლებში: ენ ჰეთევეი, ჯოსეფ გორდონ-ლევიტი, კრისტიან ბეილი, გარი ოლდმანი, მარიონ კოტილიარდი, მორგან ფრიმანი, მაიკლ კეინი.



13) Margaret
გოგონა, რომელიც ხდება მოწმე ავტობუსის მძღოლის მიერ ქალის მოკვლისა. მთავარ როლებში: მარკ რუფალო, მეტ დეიმონი და ანა პეკუინი (გახსოვთ ალბათ "The Romantics"-დან)


14) Drive
აი ბოევიკიც. რაიან გოსლინგისა და კერი მულიგანის მონაწილეობით. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა.


15) The Rum Diary
ოხ ჯონი, ჯონი, შენ არასოდეს გეშლება სიუჯეტების არჩევა. :)))



16) Abduction
რატომღაც მომინდა ტეილორ ლოტნერის ხილვა. ხოდა აი ფილმიც მის სტილშია :D



17) Fireflies In The Garden
ოჯახური დრამა ჯულია რობერტსის, უილიამ დეფოსა და რაიან რეინოლდსის მონაწილეობით.


18) In Time
კვლავ ბოევიკი, თან სავსებით ჩამთრევი. როლებში: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ამანა სეიფრიდი, ოლივია ვაილდი და სილიან მერფი ( "Inception" ალბათ ყველამ ნახეთ და იცით ეს ადამიანი)


19) Straw Dogs
ჯეიმს მერსდენის მონატრებით ავხსნიდი ამ ყველაფერს.



20) Weekend
ფილმი ჰომოსექსუალისტების მიერ გატარებულ უქმე დღეების შესახებ.


21) Cafe
რომანტიული კომედია ჯენიფერ ლავ-ჰიუიტის მონაწილეობით.


22) Trespass
ვისაც მოგენატრათ ნკ და ნკ ან თქვენს ენაზე რომ ვთქვა, ნიკოლას კეიჯი და ნიკოლ კიდმანი, ეს ბოევიკი თქვენთვისაა. ნუ კემ ჯიგანდეტს მგონი არასოდეს ეღირსება დადებითი პერსონაჟის კინოროლები. :D