ეს პოსტი

არაფერზე არ არის. საერთოდ არაფერზე. ეს პოსტი იმაზეც კი არ არის, შაბათს რომ კარგად გავერთე. ეს ბლოგი არ არის მემატიანე და იმიტომ.

ეს პოსტი იმაზეც არ არის, ჩემი საყვარელი მომღერალი რომ გარდაიცვალა. ეს ბლოგი ნეკროლოგიური არ არის და იმიტომ.

ეს პოსტი იმაზეც არ არის, რომ მან გააჩერა არსებობა იმისა, რაც ჩემს სულს ასე უყვარდა.
ეს პოსტი იმაზეც  არ არის, რომ მას საკმარისი ხნის განმავლობაში ვუსმენდი და ყოველ დილით ვუსმენ ერთსა და იმავე სიმღერას უკვე რამდენი ხანია.

არცერთი პოსტი არ წამიკითხავს, რაც კი მის შესახებ იყო. ვერ ვიტან გარდაცვალების შემდეგ რომ იხსენებენ, რომ თურმე მაგარია და მოდი დავწერ.
ზურასთან ეს კომენტარი დავტოვე კიდევაც.


მის ოფიციალურ Fb გვერდს წამში ასზე მეტი თაყვანისმცემელი ემატება. გაგიჟდები რა.

ჩემი პატარა გოგო!! რატომ გადაწყვიტე, რომ ეს საზიზღრობები შენ დაგეხმარებოდნენ?! რატომ გადაწყვიტე, რომ ბლეიკი კარგ რამეს მიგაჩვევდა?! ის ხომ just another ნაძირალა იყო. უბრალოდ შენ ის ზედმეტად გიყვარდა.
რატომ გიყვარდა ასე ძლიერ??? რატომ უძღვნიდი სიმღერებს, რატომ უმღეროდი ამ სიყვარულს???


არადა გეუბნებოდნენ, გირჩევდნენ, გთხოვდნენ შეშვებოდი მას და ყველაფერს, რაც მასთან იყო დაკავშირებული. რატომ არ დაუჯერე მამაშენს, რომელსაც შენი გამოჯანმრთელება უნდოდა?!
 რატომ გახდა ჰიტი ის სიმღერა, სადაც ამბობდი:
They tried to make me go to rehab but i said 'no, no, no'
Yes I've been black but when i come back you'll know know know
I ain't got the time and if my daddy thinks I'm fine
He's tried to make me go to rehab but i won't go go go





შენ იმდენად გიყვარდა ბლეიკი, რომ თანახმა იყავი მასთან ყოფნის გამო საკუთარი ცხოვრება დაგენგრია:
I'm gonna, I'm gonna lose my baby
so I always keep a bottle near'




I wish you have said "YES YES YES"!!!!


კი, ძლივს მოხდა ის, რომ დაშორდი. მაგრამ მერე რა?!
რა შეიცვალა??? არც არაფერი.
იღვიძებდი მარტო და რა???
მღეროდი
It's okay in the day I'm staying busy
Tied up enough so I don't have to wonder where is he
Got so sick of crying
კიდევ კარგი, იმას მაინც მიხვდი, რომ მთელი შენი მილიონები ნარკომანი და ლოთი ბლეიკისთვის არ უნდა დაგეტოვებინა.

ამ სურათში განსაკუთრებით გრაციოზული ხარ.
მოდიხარ და მოგაქვს ყველაფერი!

ეს სიმღერა კი სამუდამოდ დარჩება ჩვენთან.

ზოგჯერ


სხნი ბლოგს. მერე ისევ ხურავ, მერე ისევ ხსნი. და ამას აკეთებ დღეში თუ არა, კვირის განმავლობაში რამდენიმეჯერ და რა??? - არც არაფერი.
უბრალოდ არ იცი როგორ თქვა ის ყველაფერი, რაც დალექილია სადღაც. და იმ "სადღაც" ადგილს გული თუ გონება ჰქვია. არ ვიცი რომელი, სულ მეშლება ხოლმე ეგ ორი. უბრალოდ ვიცი, რომ ზოგჯერ მენატრება სულ სხვა დრო. დრო, რომელიც არასოდეს დამდგარა, მაგრამ მაინც მენატრება.
და რა კარგია, როდესაც გყავს ადამიანი, რომელსაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლია გაუგზავნო წერილი. მერე რა, რომ ელექტრონული. დღეს მაგას ჰქვია წერილი.

აგერ გამოვამზეურე copy paste-ის მაგიერ.










პ.ს. მეილზე პასუხი მისი გაგზავნიდან რამდენიმე წუთში მომივიდა. :)) მერე რა, რომ მამრობითი სქესია. მათ იციან ნამდვილი მეგობრობა.

და საერთოდაც!

იღლები ყველაფრისგან.
უპირველესად კი ყველაფრისგან. 
გინდა სიმშვიდე აქაურ ცხოვრებაში და სულის სიმშვიდე იქაურ ცხოვრებაში. 
მე აქაურშიც სულის სიმშვიდე მინდა. ჩემი სიგიჟეებით. 
ნეტავ რატომ არის ძნელი ამ ყველაფრის მოპოვება. 
ნეტავ რა სიამოვნება მიიღო ჩემმა თანამშრომელმა სამსახურის ჩეთში საკუთარი თავის პიარით და ჩემი ანტიპიარით. არ ვიცი. 
ის კი ვიცი, რომ ჩემმა მეორე თანამშრომელმა არანაირი სიამოვნება არ მიიღო ჩემი ცრემლიანი სახის ყურებით დღის ბოლოს. 
რატომ არ ესმის ჩემს ამხანაგს ჩემი აბსოლუტურად უბოროტო ხუმრობა თუ ფრაზა და რატომ მეუხეშება, როდესაც ის ასჯერ უხეშია???
რატომ უნდა გამოვსულიყავი ჩემი ჯგუფელების საერთო ფბ ჯგუფიდან???
და საერთოდაც, რატომ ვიხლართები ხოლმე ასეთ იდიოტურ სიტუაციებში??? 
და საერთოდაც 2 საყვარელი თანამშრომლიდან ორივე რატომ მიდის საზღვარგარეთ მაინცდამაინც დღეს ღამით??? ანუ ერთსა და იმავე დროს. 
და საერთოდაც!


კიარადა...
რა მარტივია, რომ ადამიანს ეს ფრაზა მისწერო. და იგრძნო სიცივე. 

თურმე რა მარტივად იწერება ეს სიტყვები და არადა რა რთულად ითქმის. რადგან წარმოთქმის დროს უყურებ ადამიანს და გიჭირს ემოციების მოთოკვა, თავის ხელში აყვანა ამიტომაცაა ვიღაც რამდენიმე ხნის წინ მეუბნებოდა ფრაზას: თუ ვერ მეუბნები, მომწერეო. არადა გვერდით მეჯდა. 


და საერთოდაც! ხომ არსებობს სიტყვა "აპოლიტიკური", "ალოგიკური", "ასექსუალური", ხოდა იარსებოს სიტყვა "ამოყვარულმა". მე ვარ ადამიანების "ამოყვარული". არ მიყვარს ადამიანები. სიმშვიდეს მირღვევენ. იჭრებიან მასში და მე  მეხებიან. აი ისე, თევზი წყალში ცურვისას თავისთვის რომ არის, დაცურავს და არსებობს. როგორც კი ვინმე შეეხება, ეგრევე შეხტება და რადიკალურ მოძრაობებს იწყებს. აფორიაქდება. ხოდა ანუ...

და საერთოდაც! დაიკიდე ეს ყველაფერიო, მირჩევენ. არ დავიკიდებ. დაიკიდეთ თქვენ სადაც გინდათ. და ნუ შემაღონეთ ამ თქვენი იდიოტობამდე მისული პოხუიზმით,  ვახ! მე უბრალოდ იმ კონკრეტულ ტექსტებს ვიკიდებ, რასაც მეუბნებიან. როგორც ადრე ერთმა ფორუმელმა თქვა: უბრალოდ დაიკიდე, როდესაც რაღაც **ეობას გეუბნებიან-ო. ხოდა მეც საყვარლად ვიღიმები, სამაგიეროდ იმ ადამიანებს persona non grata-დ ვაცხადებ და მაგით მთავრდება ყველაფერი. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ ფორმალობაა. ცივი ფორმალობა. 

და საერთოდაც! რა უბედურებაა, რომ მუსიკას არავინ უსმენს ამ ბლოგში. ტყუილად ხომ არ ვდებ არა??? მე მაინც ერთგულად ვდებ სიმღერებს და მაინც ერთგულად ნერვები მეშლება და გული მწყდება, რომ არ უსმენთ. ოღონდ ეს ვის ეხება, არ ვიცი. ზოგადად ვამბობ. არადა პოსტის კითხვა მუსიკის გარეშე ისეთი რაღაცაა, როგორც ჩაის დალევა ადუღებული წყლის გარეშე. 



და საერთოდაც! დღეს პარასკევია. ჩემი საყვარელი დღე. თან 1987 წლის 6 მარტი პარასკევი იყო, იცოდით??? მე კი. 
ხვალ ძილის დილაა.
დღეს გიოშა 5 წუთით მოიყვანეს და რომ დავუძახე,  ეგრევე მოიწია ჩემსკენ. მაგას მაინც ვუყვარვარ!!

28

რეტროსპექტიულად მახსენდება ჩემი თავი 13 წლის ასაკში, როდესაც მე სადღაც ვარ. თბილისის გარეთ, მგონი ზუგდიდში.
გარეთ 2000 წელი დგას, აგვისტო. 
მანამდე ივნისი, 11, ჩემი დის დაბადების დღე და გოგონა გაბერილი მუცლით. 
აგვისტოში კი ჩამოსვლისას კარადის კარში მხვდება სურათი, დედაჩემი და მამაჩემი რაღაცნაირი სახეებით. მე მიხარია ეს სურათი, არადა ვერ ვხვდები საიდან მოვიდა ეს სურათი. რაღაცნაირი სახეები, ანუ ლოდინით და გაკვირვებით სავსე. 
მე - ეს სურათი მე არ ვიცოდი, სად გადაიღეთ???
დედაჩემი - უი ეს სამშობიაროში ვართ. დათუნა რომ დაიბადა.
სურათიც ისეთი, ცისფერ და თეთრ ფერებში. მიხვდები, რომ სამშობიაროა. დედაჩემის თაობაში და დედაჩემის გვარში ეს პირველი შვილიშვილია, არქმევენ დავითს. ამ ოდესღაც გაბერილი გოგოს ძმის სახელს. 
ბავშვი მეც მაინტერესებს და მივდივარ ჩემს სეხნიასთან, რომელიც იგივე ოდესღაც გაბერილ-მუცლიანი გოგოა 20 წლის ასაკში. დიახ, 20 წლის იყო, როდესაც შვილი გააჩინა და დავითი დაარქვეს. მერე რამდენიმე თვეში გახდა 21-ის. 
ვერ მიპოვნია ის ერთადერთი სურათი, სადაც მე და დათუნა ვართ ერთად. მე 13 წლის, დათუნა - თვეების. 
მას მერე მისვლები, მოსვლები, საჩუქრები, თამაშები, მერე მანგლისში წასვლა და მთელი ზაფხული იქ ყოფნა, როდესაც მე 17 წლის პირველი ეროვნულ-გამოცდებ-ჩაბარებული ვარ. იქ ყველაფერი, რაც კი შეიძლება. 
თორემ აბა 3-4 წლის ნიკოლოზი ერთხელ მყავს სულ ნანახი. 
28 რიცხვი მისი, დედამისის და ბიძამისის დაბადების რიცხვია და დედამისს ეგონა, რომ ივნისის 28-ში საავადმყოფოდან სახლში წავიდოდნენ. 28 დათუნას რიცხვია და ცუდი არაფერი მოხდება. თუმცა ყველაფერი ძალიან ტრაგიკულად დასრულდა. 
28 ივლისს კი დათუნა 11 წლის გახდებოდა. 
რეტროსპექტიულად, კადრებში მახსენდება მისი სიცელქე, დაჭყანვები, "ქეთუნა დებილო"-ები, ღუტუნი, სირბილი, ყველაფერი, სულ სულ ყველაფერი.