Black Sands

       ნელ–ნელა კარგი განწყობები მიქრება. თან აი ასე. რამდენიმე დღეა ჩემთან ვიღაცას აწინაურებენ და ყველა იმას განიხილავს, რომ მართალია უნდა დააწინაურონ, რადგან 3 წელია ამ პოზიციაზეა. ასეთი რაღაცეები რომ მესმის, თავი ყველაზე "დესფირით" ადამიანი მგონია. არა შურის გამო არა. მართლა არა. არ ვარ შურიანი.პირიქით, ძალიან მიხარია და ვთვლი, რომ აუცილებელია ადამიანისთვის მატერიალური წახალისება და გარდა ამისა, საქმიანობის გამოცვლა ან გადასხვაფერება.

      desperate ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ნუთუ მეც 3 წელი ვიქნები იმ ადგილას, რა ადგილზეც ახლა ვზივარ?! ამაზე სერიოზულად მეფიქრება ხოლმე. არადა 2007 წლიდან მოყოლებული სადაც კი მიმუშავია ვიყავი, ზუსტად იმავე პოზიციაზე ვზივარ და კარგად რომ დაითვალოს კაცმა, აღმოაჩენს, რომ 2011-2007 ტოლია 4-ის. ეს ამბავი სტრესში მაგდებს და მინდა ხოლმე, რომ საერთოდ არ მივიდე სამსახურში. სამსახურში, რომელიც მიყვარს. და მაინც...

     არადა, აი ჯადოსნურმა ჯოხმა რომ გაარღვიოს ჰაერის მასები და მე დამაწინაურონ, ზუსტად ვიცი რა ამბავიც ატყდება. "ეგ ხომ სულ რაღაც 2 თვის მოსულია" მონაგონი იქნება. ურთიერთობების გაფუჭებები და ზურგს უკან ჭორაობები. არადა, იდეაში ძლიერი ვარ და ა. შ. მაგრამ დაუმსახურებელი დაწინაურება ისაა, რისი წინააღმდეგიც მე ვიყავი მუდმივად. ახლა კი, რა გამოვიდა?!

     არადა მართლა დავიღალე ამ 4 წლიანი "ერთიდაიგივეობით". გამუდმებული და "გამუდმივებული". არადა ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ "ერთიდაიგივეობას" მირჩევნია ისეთი რაღაც ვაკეთო, რომელთა შორის ზოგი დებილობაა, ზოგი – პირიქით.
მაგ: პირველ დღეს – ფურცლების გადაქსეროქსება (დებილობაა, მაგრამ არა ყოველდღიური);
        მეორე დღეს – საბუთების A წერტილიდან B-ში მიტანა (ესეც);
        მესამე დღეს – დიდი ტექსტების შეთხზვა/შემოწმება/რედაქტირება (გრამატიკული და შინაარსობრივი კუთხით); ვგიჟდები ამის კეთებაზე 
         მეოთხე დღეს – რაღაც ამბების გარკვევა;
         მეოთხე დღეს – ვინმესთან ინტერვიუ. თუნდაც არც თუ ისე საინტერესო ადამიანთან (ოხ, ეს ბლოგერული სული  )
         მეხუთე დღეს – ბლოგზე შესვლა და პოსტვა;
         მეექვსე დღეს – სხვა ნებისმიერი საიტის განახლება/მონიტორინგი. facebook–იც საიტია, კი 
         მეშვიდე დღეს – ვიღაცეებთან ერთად, გუნდურად მუშაობა. ფაქტების განხილვა.
         მერვე დღეს – I.T. Dep–თან (ა.კ.ა. ინფორმაციული ტექნოლოგიის დეპარტამენტი) საინტერესო პროექტებზე მუშაობა. (იმ დღეს მთლა დეპ–ის დირექტორთან შევედი ამ ახალი იდეებით და ძალიან მომიწონა, ვითანამშრომლებ შენთანო).
         მეათე დღეს – საინტერესო ტრეინინგის ჩატარება.
         მეთერთმეტე დღეს – მივლინებით წასვლა რომელიმე ფილიალში.
         მეთორმეტე დღეს – საინტერესო შეხვედრებზე სიარული.

ანუ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც იყოს სიახლე, საინტერესო პროცესი, საინტერესო ადამიანები, რომლებისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება. საინტერესო დისკუსიები და ზოგადად საინტერესო ურთიერთობები, გარემო.

ამის მაგივრად მაქვს ჩემი პატარა კუნძული. ამ კუნძულზე ზის ერთი გოგო, რომელსაც არავინ ესაუბრება.  ეს გოგო აკეთებს თავის ყოელდღიურ ერთსა და იმავე საქმეს. არავინ ეკონტაქტება საერთოდ. ნუ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვიღაც მოდის და რაღაცას ავალებს. ან საბუთები მოაქვთ ჩემთან. ან კიდევ რაღაც. ან კიდევ რაღაც. ან სულ არაფერიც არ არის და მე მაინც ჩემს საქმეს ვაკეთებ.

ხო, მაგისტრატურის თანხა შევიტანე ბოლომდე და მადლობა ღმერთს, არავინ გამრიცხა. ახლა დიპლომი მაქვს დასაწერი და ისეთი "მამის მკვლელი" თემა ავირჩიე, მეტი რომ არ შეიძლება   მაგრამ რა ვქნა, მიყვარს ჩემი საქმე/სპეციალობა/პროფესია. ამასთან გული მწყდება, რომ უფრო კარგ სასწალებელს რომ არ ვამთავრებ. მინიმუმ 5 სფეროა, რომელიც მაინტერესებს და კურსების გავლა მინდა. ამას რომ ვამბობ, ბევრს ეცინება. ძლივს სწავლა მოვრჩითო. ხო, ხალხი მასიურად ზარმაცია. 

წინ სტაგნაციის 3-4 წელია გასავლელი, არადა. 




ზუსტადაც რომ, განწყობის შესაბამისი სიმღერა.
ჩემი მაიმუნები ანუ Bonobo ისევ და ისევ. 

თქვენ მას არ იცნობთ

დიდი ხანია მინდოდა აი ასე მარტივად მოვკალათებულიყავი ჩემს სკამზე, ასე ვნებიანად ჩამეგდო კომპიუტერის კლავიატურა ხელში და ასე გემრიელად, ანუ ხელის მარტივი და ჰაეროვანი მოძრაობებით დამეწერა პოსტი ადამიანზე, რომელიც ყველასათვის კარგად არის ნაცნობი.

არადა არა.

ის არის ჩემი მუზა (თითქმის ყოველთვის), ჩემი ავატარი (ნუ იდეაში მე ვარ ჩემივე ავატარი, მაგრამ გარეგნობით ის ჰგავს :)))) ), ჩემი სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭას რეალური სახე ( ნუ ჯერ რათქმაუნდა მე შევისისხლხორცე ავატარი და მერე აღმოჩნდა, რომ ისიც ჰგავს ამ სურათის გოგოს).
ყოველდღე სამსახურში მისვლა მიხარია. ვიცი იქ დამხვდება და ან მომწერს რამეს, ან დამირეკავს, ან ჩამოვა/მნახავს.




არ მახსოვს სად და როგორ, მაგრამ „მზიურში“  „მზის ზეიმზე“ რომ შორიდან ვუყურებდი, ეგ მახსოვს. მაშინ ის ბავშვებს დიდ მზეებს ახატავდა სახეზე. მე კი უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს ფორუმელი გოგო ამა და ამ ნიკის ქვეშ წერდა.
მანამდე ფორუმი იყო, სადაც უბრალოდ მის პოსტებს დიდ ყურადღებასაც თითქოს არ ვაქცევდი. დიდად არც ის მიწერდა რამეს. სულ ეს იყო. მეტი არაფერი.
მერე მახსოვს ბლოგის კომენტარში დამიწერა, ძალიან საყვარელი ხარ და მომწონხარო. მერე კიდევ კომენტარი. არაერთი. „რა საყვარელი ხარ, ქეთ.“

მერე მე ვფიქრობდი, ასე როგორ შემიყვარა, საერთოდ არ მიცნობს–მეთქი. და მაინც, მიუხედავად ამისა, სულ ვგრძნობდი მის გვერდით ყოფნას.
მერე „ელვისში“ მე და გოჩა ვიყავით და გვერდით ვიღაცამ გოჩას შესძახა: „გაბოჯი (ანუ
gabo.ge)!!!”. 

აი ისეთია რა. როგორი "ტიპშებიც" მე მევასებიან.
არის სასწაულად პირდაპირი. ამაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს. არასოდეს ფარისევლობს, პირდაპირ და ღიად ამბობს იმას, რაც სათქმელია და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
ამის–და გამო არსებობენ ის ადამიანები, რომლებსაც ის, რბილად რომ ვთქვა, ძალიან არ მოსწონთ. მაგრამ მას ეს ისევ და ისევ ფეხებზე ჰკიდია, ცხოვრობს ამ "ვიღაცის მიერ მისი არ–მოწონებ"–ის პარალელურ სამყაროში.
არ ჩალიჩობს, რომ ვინმეს თავი მოაწონოს და მითუმეტეს შეაყვაროს. 

აი ამ პირდაპირობისა და არ–ფარისევლობის გამო მე არაადამიანურად მიყვარს.
არ არის მოთამაშე, არის პოხუისტი, ძველი ბიჭი, ჩემი არ იყოს.
თუმცა ჩემგან განსხვავებით, ქალური. 
ჩემსავით ბევრს იცინის. ა არა, ის ისტერიამდე და ტირილამდე არ მიდის ხოლმე. 
ჩემსავით უყვარს უარყოფითი შინაარსიის სიტყვების გამოყენება დადებით კონტექსტში და ეს ადეკვატურად ესმის. მაგ: არასოდეს გაბრაზდება, თუ მე ვეტყვი "საზიზღარო, მეზიზღები!" ან " აუ რა გოიმი ხარ." აქეთ "აუ რა ქაჯი ხარ" აქვს დამუღამებული. 
არის კეთილი, იცის რა გულწრფელი და რაც მთავარია, მყარი ურთიერთობა. 
რამდენიმე დღეა დააწინაურეს და სანამ ხალხი ბოღმისა და შურის ეპიცენტრში ყოფნას ამჯობინებდა, მე მთელი რამდენიმედღიანი სიხარულის შოკი მჭირდა.
ამ შოკიდან ჯერ ვერ გამოვსულვარ. მთელი გულით მახარებს მისი წარმატება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ იმსახურებს.
მსიამოვნებს ის მცირედი დახმარება, რასაც შიგადაშიგ მთხოვს ხოლმე. არ მეზარება, რადგან უზომოდ მიყვარს.

საერთო სურათის დადება მინდოდა, მაგრამ მაინც უცხო ხალხი შემოდის. ხოდა იყოს. თუ რამეა ჩემი fb-ზე ნანახი გექნებათ. 

სხვა მეტი რა დავწერო, არ ვიცი. თუ კიდევ რამე გამახსენდა, დავწერ. 
მანამდე კი ვიქნები უაღრესად ბანალური. 
zicke, ძალიან მიყვარხარ. 





წიგნები, სუვენირები, კონკურსები

პარასკევს, 20 მაისს გაიმართა წიგნის გამომცემლობა "დიოგენე"–ს ახალი მაღაზიის გახსნა. მაღაზიისა და გამომცემლობის ახალი მისამართია ა. აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის უკან).
მე და მიამ გადავწყვიტეთ არ დავკლებოდით ასეთ ლამაზ საღამოს და საღამოს 7 საათისკენ უკვე აღნიშნულ მისამართზე გახლდით.
"დიოგენე" არის ორსართულიანი. პირველი სართული მთლიანად მაღაზიაა, მე–2 კი – გამომცემლობა. არის ძალიან მყუდრო, თუმცა ხალხის ურიცხვი რაოდენობის გამო გადაადგილება იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. მე და მიამ ფაქტიურად წიგნებიც კი ვერ დავათვალიერეთ წესიერად, თუმცა ეს მხოლოდ თავიდან.




აქ თავს იყრის უამრავი წიგნი არა მხოლოდ ქართულ, არამედ სხვა ენაზეც. 
გაიმართა რამდენიმე კონკურსი, რომელთა გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ერთ–ერთი კონკურსი იყო ბლოგერების, რომლის მონაწილეთა შორის ვიყავით მე, მიაბექა და ვასასი. კონკურსებში მოპოვებული ქულები გროვდება და რომელიღაც კონკრეტულ მომენტში გადაიცვლება საჩუქარში, იქნება ეს წიგნი თუ სუვენირი. 


ამის შემდგომ გამოჩნდა ულამაზესი და უგემრიელესი წითელი ტორტი, რომელიც ლამაზად იყო გაფორმებული.



რათქმაუნდა ტორტზე გაიმართა მტაციაობა. :D



ეს სურათი ბოლოსკენაა გადაღებული. უკვე ხალხი ცოტა იყო და წიგნებისა და სუვენირების დათვალიერების საშუალება უკეთესად გვქონდა.

მოკლედ, "დიოგენე" გელოდებათ ახალ მისამართზე, ახალი წიგნებით, შეხვედრებით, კონკურსებით და რაც ყველაზე მთავარია, ხალისიანი განწყობით. 

ჩემი კაცი განგსტერია

თქვენ არ იცნობთ ჩემს კაცს.
ის არის ყველაზე გიჟი.
უპირველესი ის არის, რომ მე ვუყვარვარ.
ან შეიძლება მე მგონია ასე.
ერთხელ, როდესაც ახალი გაცნობილი მყავდა, ვკითხე:
If I fell in love with you, what would you do about it?
მან კი ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე მიპასუხა:
Everything.







ის ციხიდან ახალი გამოსულია, 
როგორც თვითონ ამბობს ქუჩის გარჩევების გამო იჯდა.
მაგრამ მე ეს არ მაღელვებს. 
ის დავიქირავე, რომ მე დამიცვას. 
მე რაღაცნაირად დაუცველი ვარ., უმწეო. 
მთელ ქალაქში ჩემი სურათებია მიმოფენილი. 



გაზეთები–ჟურნალები–ბილბორდები–ტელევიზორი – ყველგან მე ვარ. 
ქუჩაში ვერ გავსულვარ, მაღაზიაში შევედი და ყველა მე მიყურებდა. 
როგორც ყველა ციხიდან გამოსული, ისიც ქუჩის ბიჭია.


ჰყავს ბოსი, რომელსაც არ უნდა, რომ ემორჩილებოდეს. 
მე შარლოტა მქვია, ცნობილი მსახიობი ვარ და ცოტა ხნით კინოსგან ვისვენებ. 
დავიღალე.
ძირითადად სულ ქუდსა და სათვალეებში ვარ.


პაპარაცები არ მასვენებენ, ჩემი სახლის ირგვლივ არიან მუდმივად ჩასაფრებულები. 
და დაცვის დაქირავებაც მაგიტომ გადავწყვიტე. 
ვიცი, დამიცავს. 
ვუყვარვარ და იმიტომ. 
ამას წინათ უბრალოდ წინ დავუდექი, მივუახლოვდი, მივეფერე.
მერე დანარჩენი ბუნებრივად მოხდა. 
უნაზესი ღამეები მასთან გატარებული. 






მერე მანქანით სადღაცისკენ. 
მიყვარს მის მანქანაში ჯდომა. როგორც მინდა, ისე ვზივარ.
თავს კომფორტულად და დაცულად ვგრძნობ მასთან. 





ერთხელ ვკითხე,  ჩემს ადგილას სად წახვიდოდი–მეთქი და ლოს–ანჟელესშიო. 
თან შემპირდა, მეც წამოვალ. უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელიო. 
მეც წამოვედი,  ის კი ჯერ არ გამოჩენილა. 
ნეტავ რატომ???


ზერო პოზიტივები

თუკი არსებობს თვე, რომელიც მეზიზღება, ეს მაისია.
მისი ძველი სახელწოდებაც ნერვებს მიშლის, რადგან ვარდიც არასოდეს მყვარებია და შესაბამისად ვარდის დღე მუდამ რაღაც ამპარტავნობის ტოლფასი იყო ჩემთვის.

საერთოდ არ მიყვარს ლიდერები. ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და არაფრის მეფობას არ ვაღიარებ. არც ვარდისას – ყვავილებში, არც ლომისას – ცხოველებში, არც არწივისას – ფრინველებში და საერთოდ. ჩემი საყვარელი ყვავილი არის გიაცინტი (3–4 სხვადასხვა ფერში, მათ შორის ჩემს საყვარელ ლურჯ ფერში), საყვარელი ცხოველი – ვეფხვი (ხოდა თან ეგ ხომ კატისებრთა ოჯახიდანაა, ამიტომაც ჩემი ოჯახიდანაა. ჩემი ზოდიაქო კი ყველამ იცის), ფრინველებში კი მტრედი (ხალხის არ ეშინია და იმიტომ, თანაც მშვიდია).

ახლა ძალიან აღელვებული ვწერ. აზრებს ვერ ვალაგებ და მინდა მქონდეს ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევაც დამილაგებდა არათუ მხოლოდ აზრებს, არამედ ცხოვრებას. მაგრამ სადაა?!


***********
17 მაისი–31 მაისი



ვერ ვიტან მაისს. 17 მაისს ხომ განსაკუთრებით.
დღეს მამაჩემზე ვფიქრობდი. ვერც სასაფლაოზე ავედი, ვერც ეკლესიაში შევედი და საერთოდ რა. ხშირად მესიზმრება და მენატრება ხოლმე. ოღონდ ეს მონატრება ინდივიდუალურია. ჩემებურად მენატრება. გაბრაზებული არა, მხოლოდ გაღიმებული მინდა. თვალწინ მიდგება ხშირად. მერე გიოშა, შაბათ–კვირას მოსული 1 წლის ღლაპი, სეხნიის სურათს უყურებს როიალზე შემოდებულს და ალბათ თავისი ტვინით, რომელიც სულ რაღაც 100 გრ შეიძლება იყოს, აანალიზებს ვინაა ეს კაცი. ხვდება ვითომ??? არა, ვერ ხვდება. რას მიხვდება, დედამისს ვერ ანსხვავებს ჩვენგან და ყველასთან ერთნაირად მოდის ხელიდან ხელში. მერე რაღაც მიმიკებში ვიჭერ, რომ მამაჩემს ჰგავს. 17 მაისი კი ისევ ის თარიღია, როდესაც დედაჩემი ძალიან გვიან ღამით სახლში მოვიდა, მე გიჟივით კარი გავუღე და "ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად... დაისვენა" თქვა. მე რკინის კართან ჩავიკეცე და ჩუმად ავქვითინდი. მას მერე არაერთი წელი გავიდა და მეც იდეაში მას შემდეგ გავიზარდე "რეზკად". მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, არაერთ ჟურნალში დაიწერა მასზე. დღეს კი ყველა გამჭვირვალე სივრცე მამაჩემი იყო. ზუსტად 14 დღეში 31 მაისია. მისი დაბადების დღე. და ისევ იგივე ემოციები. გიოშა 8 თვიანია, თორემ დაემთხვეოდა 31 მაისს და არა 1–ს. მაგრამ მაისია მაინც და არა 30 აპრილი.



***********
გარეწარი


აი შენ თვითონ უნდა ადგე და გახვიდე ოთახიდან/თამაშიდან/გასაცლელი ადგილიდან/და ა. შ. –დან. უბრალოდ ამისთვის სათანადო სიძლიერე და ნებისყოფა უნდა გქონდეს. მე კი ეს არ მაქვს.  ისევ ისეთი გარეწარი ვარ, როგორიც თუნდაც შარშან ვიყავი და ისევ ისეთივე შეცდომებს ვუშვებ, როგორებსაც შარშან ვუშვებდი. ჩემი გაზრდა მხოლოდ პირადობაზე და ნაოჭების მომრავლებით ფიქსირდება. დღესაც კი ვერ გავდივარ, ამიტომ ის გავაგდე, ვერ ვაზროვნებ. გათიშული ვარ. კიდევ ერთი დასრულებული, გაურკვეველი ურთიერთობა და ისევ ჩემი გაშეშება. ბევრი საუბარი. რა როგორ არის, როგორ შეიძლება იყოს და ასე შემდეგები.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვწერ.
გათიშული ვარ ღამის 4 საათზე და კლავიატურაზე წვიმს. დიდი ხანია, ასე არ მიტირია.
წერასაც ვერ ვაგრძელებ ამ თემაზე. უბრალოდ 2 ადამიანიდან რომელიმე დამნაშავეა და დღეს ეს ადამიანი მე ვარ. დებილი ვარ და გარეწარი. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ მასთან მინდა ყოფნა. თან ძალიან.

ეს ტექსტი კი ზუსტად ამაზე:
For 27 years Ive been trying to believe and confide in
Different people Ive found.
Some of them got closer than others
And someone wouldnt even bother and then you came around
I didnt really know what to call you, you didn't know me at all
But I was happy to explain.
I never really knew how to move you
So I tried to intrude through the little holes in your veins
And I saw you
But thats not an invitation
Thats all I get
If this is communication
I disconnect 

Ive seen you, I know you
But I dont know
How to connect, so I disconnect





***********
წაშლილი ფაილების სასაფლაო


დღეს ანამ მითხრა, რომ კომპიუტერი გაუფუჭდა. ის ზიპ–ფოლდერები, რომლის შენახვაც ვთხოვე, სანამ მე გავაკეთებდი კომპიუტერს, მისი კომპიუტერის დაფორმატებას გადაყვა. სურათები, ჩემი, სხვისი, "ვორდი"–ს ფაილები – ყველაფერი ქარს გაყვა. მთელი დღე ცარიელი ვარ. 
თითქოს მიწა გამომაცალესო. 



ჩასაკბეჩი

ამდენი ხანია ინტერნეტი არ მქონია.
ნუ აი თითქმის 2 თვე. გადარევასა და გაგიჟებას მივეცი, მაგრამ გუშინწინ ისევ ჩემი მეზობლის დახმარების ხელი. ხოდა აი ისევ მაქვს კომპიუტერი წესრიგში. მართალია ყოველდღე მინიმუმ 3 დისკიდან ვიწერ სიმღერებსა და სურათებს. პლუს, ჩორვენსა და ჰერმიონეს აქვთ ჩემი რამდენიმე ფოლდერი, რომელსაც ამ დღეებში უკან გამოვითხოვ, მაგრამ მაინც დავბრუნდი ინტერნეტ–სივრცეში.

ხოდა კიარადა ანუ პოსტი ჩემს დაბრუნებაზე არ არის იდეაში. ხოდა აი პოსტის მეორე გადასახვევი, რის შესახებაც მინდა დაწერა. 

ამდენი ხანია ინტერნეტთან არ ვყოფილვარ (თუ არ ჩავთვლით ჩემს allmighty ტელეფონს, რომლის საშუალებით ფბ–სა და მეილზე შევდიოდი) და როდესაც გუშინ უკვე სრულად შევედი, პირველი რაც ვქენი ფბ–ზე შევედი ისე, რომ ყველაფერი კარგად დავათვალიერე, წავშალე წასაშლელი და ასე შემდეგები. 
მათ შორის შევაჭერი facebook>>messages>>other, ყველანაირი ინფორმაციას რომ გადაეყრები ადამიანი, ეგ ადგილია ზუსტადაც რომ. ხოოოოდა, აი ამ პოსტის მთავარი ინსპირაცია.

ვაჟა ვიღაცაშვილის მესიჯი:

ვაა, შენ რა მაგარი ვიღაც ჩანხარ, პირდაპირ ჩასაკბეჩი ხარ. არ გინდა facebook–ები გავცვალოთ? მაინტერესებ. 

ჰმმ... ამ პოსტის იდეაც მაშინ გამიჩნდა. (თან რეალურად რომ ვაღიარო, რამენაირად ხომ უნდა დავბრუნებულიყავი ბლოგსა შინა).


შემდეგ შევედი ფორუმზე, სადაც დამხვდა სრულიად უცხო ადამიანის პმ:


ამის მერე შენც ზიხარ და შენთვის ფიქრობ, რა მომენტში გახდი საინტერესო სრულიად უცნობი ადამიანისთვის.
და იმასაც ხვდები, რომ ეს სრულებით არ გხიბლავს.
კიარადა, უფრო სწორად, არ იცი როგორი იყო.
ყოვლად ინდიფერენტული დამოკიდებულებითა და ამასთანავე თვალების აქეთ–იქით ტრიალით შესცქერი ამას და ელოდები ვარსკვლავებს ცაზა შინა და დედამიწასა ზედა.
ოო ღმერთო, ვარსკვლავი გაიმეტე ჩემთვის და ცოტა მეტი ძალა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიყო ბიჭი.
კიარადა...
რა საინტერესო?!
საერთოდ არ იცნობ.
იცნობ ისე, შორიდან.
უბრალოდ რომ რაღაც აქეთ-იქით და მორჩა, იმის იქით არაფერი.
და მერე მაინც გეტყვის საინტერესო ხარო.
და შენ მერე შედიხარ შენს ერთადერთ და განუმეორებელ ბუნაგში და წერ ყველაფერ ამაზე.
მერე ვინმე პოულობს ამ ნაწერს და კითხულობს.
და საერთოდაც არ ენაღვლება, რომ შენ მხოლოდ შენი კოკაინის დოზა გინდა და მეტი არაფერი.

კიარადა, ეს იქით იყოს და ყოველთვის მეფიქრება ხოლმე ადამიანებზე, უფრო კონკრეტულად კი – მამაკაცსა და ქალზე. (ამაზე ის ანეგდოტი მახსენდება: ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით დედა და მამა :D ) ნუ მოკლედ.
ასეთი ტიპის პმ–ები არაერთი მომდის დღესაც კი და რაღაც უცნაური განწყობა მეუფლება.

რატომ ინტერესდებიან ჩემით??? რა უნდათ??? შემეშვან რა. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რომ "მოდი ვიღაც შევაბა/მოვხიბლო/მოვეწონო/შევუყვარდე". ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ტიპის გოგოებს. რაღაც გაურკვეველი არის ხოლმე ეს საკითხი. შევეჩვევი ხოლმე, რომ ყურადღებას არავინ იჩენს ჩემ მიმართ და მშვიდად ვარ. არ ვფორიაქობ. ვცხოვრობ კარგად, ბიჭივით მარტივად. ოღონდ მართლა კარგად და მართლა მარტივად.


ამ სკაიპის შემთხვევითი ადამიანებისგან ერთ დიიიიიიიდ ფოლდერს გავაკეთებდი, სახელწოდებით "დეგრადირებული თაობა". მე გულწრფელად მიყვარს block ღილაკი.

ჩემი "კიარადა" ვერსიები ერთმანეთში ირევა (ზმნა: არევა) და ირევა (ზმნა: აღრევა). არ ვარ მე ეს ჩასაკბეჩი, საინტერესო,მიმზიდველი, ლამაზი, მომხიბვლელი, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ადამიანი. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვარ და მარტივზე რთული ვარ. არ მხიბლავს ეს "მოდი ახლა ეს ბიჭი შევაბა" სიტუაციები. ურო მაჩუქოს ვინმემ. ოღონდ ზემოდან ეწეროს: "ჯერ ადრესატს ჩაარტყი და მერე შენს თავს".

არადა ახლა რომ მე ზუსტადაც შემთხვევითი ურთიერთობის მუზეუმის ექსპონატმა გამხვია ანალოგიურ ისტორიაში, იმას რა ვუწუდო, აღარ ვიცი უკვე. მეუბნება საინტერესო ხარ, შენთან არ ვიძაბები, მსიამოვნებს შენთან ურთიერთობაო. და მე თავს ზემოთ ძალის მაგივრად, ჩალა მაყრია. ო, გოშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh, ო, გაშ. o, gosh.

და უკანასკნელი ადამიანი, რომელიც მახეში არგაბმის პერსპექტივით მეგონა, სოფოკლეა. თხოვდება ივნისში და მე თავზარი შემომეცა. ხან მიას მივწერე, ხან სოფოს ვუღრინე. არადა მართლა შოკში ვიყავი რამდენიმე დღე. ხან რომელი უცხოელი მეგობარი ტაგავდა სურათში და ხან – რომელი. მია მამშვიდებდა, მეც ეგრე ვიყავიო.

და ახლა რა ხდება???
და მაინც, მე ბუზი ვარ, რომელიც ბზუის. სულ ბზუის.
და ის ექსპონატი მაინც ობობაა, თავისი გრანდიოზული ქსელით.
და მე მაინც ვბზუი, როდესაც ქვეცნობიერად მისი ვარ. მინდა თუ არ მინდა.
და ბუზი ორმაგად ბზუის, როდესაც ობობის ქსელში ხვდება.
და აი ჩემს თავს ვერ ვიტან ხოლმე.
როგორც ბუზს ვერ ვიტან. მაგრამ სასწაულად მეცოდება ხოლმე, როდესაც მას ამ ქსელში გაბმულს ვხედავ. ძალიან მებრალება ხოლმე.
თავად ქსელის მომენტია საშინელი. თორემ ობობასთან თავს სასწაულად კარგად ვგრძნობ.
ამ დღეებში ასჯერ ვკითხე, რატომ მოგეწონე–მეთქი და სიტყვას ბანზე მიგდებს სასწაულად. მივხვდი, რომ შენთან კარგად ვარო. მე რომ ვფიქრდები, არ ვიცი პასუხი. იმიტომ, რომ მე ვერაფერს ვხედავ ჩემს თავში მოსაწონს. და აი ზუსტად ამაზე მეშლება ნერვები. რომ მაინც მოვწონვარ. უხილავი ძაფია ჩვენს შორის. მაგრამ იმდენი, რომ ვერ გაგლიჯავ. ის რითი მომწონს??? არ ვიცი. ხელის მტევანით და ყბით. დიახ, მე ხომ გარეგნობის ჩემეული აღქმა მაქვს. ისე კი სასწაული მიხვედრილობით, სასწაული მიხვედრილობით და დაკვირვებულობით. აი ყველაფერს აკვირდება და მე ეს აღმარფრთოვანებს. სასწაულად თან. არ არსებობს რამე გამოეპაროს. სასწაულად მიზიდავს.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულ–არარეალურია და მაინც მე დინებას მივყვები, მისი არ იყოს. ასე მინდა და იმიტომ.


პ.ს. ეს კი იმ პმ–ის ბოლო აკორდი. რავი ისე იდოს მაინც.