აი იცით რა არის???
ვერ ვხვდები ხოლმე, რატომ არის ხალხი ასეთი შეუვალი?!
რა ემართებათ და რატომ არიან მყარი გარსით გარშემორტყმულნი?!
გადიან, გამოდიან, მერე ისევ გადიან, გამოდიან. ათასგვარ სისულელეზე გესაუბრებიან.
- მაგალითად გეტყვიან ზუსტად რომელი ბრენდის სუნამო არის უფრო მძაფრი, გრილი, საზაფხულო.
- რომელი ყავა უყვართ, რომელი ჩაი.
- რომელი ფეხსაცმელი მოეწონათ რომელიმე ონლაინ საიტზე და დაწვრილებით შეუძლიათ გაზომონ მისი ქუსლი.
- რომელი ტუჩ–საცხი უკეთესად გამოკვეთავს ტუჩებს და რომელი სახის კრემია აუცილებელია შენი მოუწესრიგებელი სახის კანისთვის.
- დაწვრილებით განიხილავენ რომელიმე ფეხბურთელის ილეთს. დაწვრილებით და არგუმენტირებულად დაასაბუთებენ გოლის გატანის შესაძლებლობას. რატომ სჯობს სერ ალექს ფერგიოსონი ვისენტე დელ ბოსკეს და ფაბიო კაპელო კარლო ანჩელოტის.
- დაწვრილებით მოგიყვებიან რომელი მსახიობი რომელი კინო როლით სჯობს მეორეს.
- ზოგი დაწვრილებით მოგიყვება ბავშვს როგორი მეთოდებით უვლის და მიმდინარეობს ბჭობა იმაზე, თუ რომელი ფაფა სჯობს, შვრიის თუ მანის.
- რომელი ბრენდის შარვალი იყიდოს დღეს არადა ხვალ ან ზეგ.
- დებილებივით იცინონ სრულ იდიოტობაზე.
ეს ერთი და სხვა მრავალი...
მრავალი და მრავალზე მრავალი.
და აი დგება მომენტი, როდესაც შენ ეს ყველაფერი არ გაინტერესებს. შენ უბრალოდ სხვაგან ხარ და ფეხებზე გკიდია ეს ყველაფერი.
მაგრამ ეს იმიტომ არა, რომ მე არ მიყვარს:
- სუნამო ან არ ვხმარობ. პირიქით, ძალიან მიყვარს Davidoff-ის "Echo". სასწაულად მიყვარს. აგრეთვე Tommy Hilfiger-ის "Tommy Girl", რომელიც კალიარიში ვიყიდე აგვისტოში და რამდენიმე კვირის წინ გამითავდა და რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ჯერ არ იყიდება. აგრეთვე Hugo Boss-ისა და Adidas-ის სპორტული სურნელები.
- ჩაი, ყავა მართლა არ მიყვარს. მაგრამ აი ჩაის რაც შეეხება, შემიძლია ფეხით გავუყვე ქუჩებს და ჩემს საყვარელ სარდაფში მივირთვა უგემრიელესი ჩაის ფარტო ასორტიმენტი.
- Online Shopping-ი. კარგით რა, ამით მაინც ვერავინ გამაკვირვებს რა. ბოლო–ბოლო 2 წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული, გამოწერილი მაქვს ისეთი სერიოზული ნივთები, როგორიცაა ლეპტოპები, ფოტოაპარატი არაერთი + უამრავი ტანსაცმელი უამრავი ახლობლისთვის. ამას დამატებული, ჩემს მიე რდაწერილი ტუტორიალები zicke–სა და Ocnebis Qali-სთვის.
- კოსმეტიკა. რომ არ მიყვარდეს, პირადი კოსმეტოლოგი არ მეყოლებოდა "Hair Haus"-ში და დაბადების დღეზე მოგროვებულ თანხებს არ დავხარჯავდი პომადაზე, "ბლესკზე", თვალის ჩრდილებზე, ფერუმარილზე და "ტუშზე" (რომლის ხმარება სულ რამდენიმე დღეა რაც დავიწყე და ჯერჯერობით ცოცხალი ვარ).
- ფეხბურთი. მე რომ ფეხბურთის ყურება დავიწყე, 1996-1997 წელი იდგა თიფლისსა შიგან და მე 9-10 წლის გახლდით. დღემდე ზეპირად მახსოვს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი ფინალი ბარსელონაში, სადაც ფრედი მერკური უზარმაზარ ეკრანზე, ხოლო მონსერატ კაბალიე ცოცხლად უმღეროდა ამ ქალაქს. ხოლო მანჩესტერისა და მიუნჰენის ბაიერნის თამაში წუთებში უნდა დაწყებულიყო. მახსოვს გერმანელი ფეხბურთელის – მარიო ბასლერის მიერ მე–6 წუთზე გატანილი გოლი და ჩემი იმედ–გაცრუება. თუმცა ბოლოს, თამაშის ბოლო წუთებზე ინგლისელების მიერ გატანილი 2 გოლი და ჩემი კივილი ღამის რომელიღაც საათზე. ეს იყო 1999 წლის 27 მაისი.
- ოოო, კინემატოგრაფიითაც ნუ გამაკვირვებთ გთხოვთ, სასწაულად მიყვარს და მყავს უამრავი საყვარელი რეჟისორ/მსახიობი.
- ბავშვი. მართლა კარგი დეიდა ვარ და კითხეთ ჩემს დას, თუ არ გჯერათ. შენ რომ ართობ და ეთამაშები, ეგრე ვერავინ აკეთებს მაგას და მაგიტომაცაა, გიჟდება შენზეო.
- შარვლის ყიდვა მინდა ზუსტადაც, რომ. თან აი ყველაფერი ზუსტად ვიცი რა და როგორი. ერთადერთი ის არ ვიცი, საფულე როდის იქნება ამისთვის მზად.
- ხო ნუ, ჩემი სიცილი ცალკე პოსტს ითხოვს. ახლობლებმა იციან ჩემი ჩაბჟირება და მერე პარალელური ტირილი.
არამედ, ეს უბრალოდ იმიტომ, რომ შენ სხვაგან ხარ და ვერც ახერხებ ამ ყველაფერში სათანადოდ ჩაყოლა/მიყოლას (ანუ follow–ს). და ზუსტად ისაა ჩემი ნერვების მომსპობი, რომ აი ასეთ ადამიანებს სხვა თემებზე ვერ დაელაპარაკები. ვერ აუხსნი, რომ შენ რაღაც გწყინს ან გიხარია. ასეთ ადამიანებს ვერ ავუხსნი, რომ
- მე ყოველ დილით მინდება საკუთარ სხეულს ვაკოცო სვირინგის ადგილას და თავიდან ავიცილო ყველა კითხვა, როგორიცაა "ვაიმეეეეე, მართლა გაქვს???"
- მინდა დებილივით ვიარო ქუჩებში და სრულიად უცნობ ადამიანებს ვუღო სურათები და ავიცილო კითხვები: "მარტო როგორ უნდა იარო, არ გეზარება, რა მუღამია???"
- მინდა გოგოს ვაკოცო ისე, როგორც ნატალი პორტმანი კოცნის მილა კუნისს ან სკარლეტ იოჰანსონი – პენელოპე კრუსს და არ გავიგო კითხვა: "ლესბოსელი ხარ???"
- მინდა დავიჭირო რომელიმე სტაფილოსფერ–თმიანი ბიჭი და არც მეტი, არც ნაკლები, თმებში მივეფერო, სათითაოდ დავუკოცნო თითოეული ღერი და არ გავიგო "რამ მოგაწონა ეს ბიჭი???"
- შემიძლია ქუჩაში ვიცეკვო და არ მოვისმინო: "რა წესია, ტეხავს."
- არ მინდა გათხოვება და არ მესმის "როგორ არ უნდა გინდოდეს საყვარელი მამაკაცი გვერდით, აბა შინაბერა ხომ არ დარჩები?!" და "შვილი არ გინდა???"–ზე პასუხი მაქვს: შვილის გაჩენა ქმრის გარეშეც ხერხდება ამ საუკუნეში.
- არ მინდა ქორწილი და ვგმობ "ნუთუ არ გინდა, რომ ეს დღე შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყოს?!
და რასთან მაქვს საქმე??? რას ვეჯახები??? იმას, რომ ადამიანების ენა არ მესმის და ეს არაფრისმთქმელი ურთოერთობა/დამოკიდებულებები სრულიად უცხო და გაუგებარი ხდება ჩემთვის. არ ესმით და ვერ იგნებენ, რომ არსებობს არაერთი ადამიანი, ვინც მისგან განსხვავებულად ფიქრობს და სხვისი აზრის პატივისცემა არც თუ ისე ძნელია.
მაგრამ შედეგი ნოლი.
არ შემიძლია, ცუდად ვხდები და მართლა არ ძალმიძს ასეთი ადამიანები. არასაჩემოა და მე მიჭირს ამ ადამიანებთან ურთიერთობები.
პ.ს.
ერთი თანამშრომელი: ქეთი, შეყვარებული არ გყავს???
ჯერ ხომ ის, რომ რა წესია ასეთი შეკითხვის დასმა იმ ადამიანისთვის, რომელიც 2–3 დღე არ არის, რაც იცნობ.
მერე კიდევ, რა შენი საქმეა?!
მე: არა, არ მყავს.
იგივე გოგო: რატომ, წუნია ხარ???
მაგრამ შედეგი ნოლი.
არ შემიძლია, ცუდად ვხდები და მართლა არ ძალმიძს ასეთი ადამიანები. არასაჩემოა და მე მიჭირს ამ ადამიანებთან ურთიერთობები.
პ.ს.
ერთი თანამშრომელი: ქეთი, შეყვარებული არ გყავს???
ჯერ ხომ ის, რომ რა წესია ასეთი შეკითხვის დასმა იმ ადამიანისთვის, რომელიც 2–3 დღე არ არის, რაც იცნობ.
მერე კიდევ, რა შენი საქმეა?!
მე: არა, არ მყავს.
იგივე გოგო: რატომ, წუნია ხარ???


















