დღეს ამინდმა იმაიმუნა. ჯერ მზე, მერე წვიმა და ანუ მაიმუნური ამინდი. როდე ისევ "მარტიშკა"–ს მეძახის და მე ისევ არ ვიცი, რატომ დამარქვა. მაგრამ როგორც წინა პოსტში ვთქვი it's OK, მეცინება კიდეც. პოსტის ინსპირაცია მაიმუნია თუ წვიმა, ვერ გავიგე, მაგრამ მაიმუნის ერთ–ერთ ჯიშს ვუსმენ და, კიდევ ერთხელ და ოღონდ არ ვიცი მერამდენედ, ვრწმუნდები, რომ მუსიკისა და ლექსის ძალა უსაზღვროა და როდესაც ეს ორი რამ შერწყმულია, მე იდეალურ სამყაროში გავდივარ. იდეალურ ანუ იმ სამყაროში, სადაც ყველა ჩემი საყვარელი სიმღერა მყარად არის ჩემი. პოსტის წერის მომენტშიც ჩართული მაქვს და ძალას მმატებს ყოველივე აქ დავწერო თითების ისეთი თავისუფალი მოძრაობით, თითქოს რეალურ ცხოვრებაშიც შემეძლოს ამ ყველაფრის ასე თავისუფლად გამოხატვა. აა, უი მე რომ საუბარი მიჭირს, ბავშვობაშიც მიჭირდა (თითქმის არასოდეს გავდიოდი დაფასთან რაიმე საგნის მოსაყოლად) და აქედან გამომდინარე ჩუმად ყოფნა და ადამიანების სმენა რომ მიყვარს, ეს არ იცოდით, მგონი.
ხოდა აი ჩემი ბონობოც აგერაა. ტოტალური ინდი და უნისექსი.
დღეს ვფიქრობდი, რით განისაზღვრება ბედნიერება–მეთქი. ნეტავ როდის დგება ის მომენტი, როდესაც შენ შეგიძლია საკუთარ თავს შესძახო: გამარჯობა, მე ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია!!!
რა მარტივია ხოლმე ზოგჯერ ამ ყველაფერზე მოკლედ საუბარი და რა ძნელია ამის გააზრება, გაცნობიერება და გარდა ამისა, ალბათ არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, რომელიც ერთნაირად ახსნის სიტყვა "ბედნიერება"–ს.
დღეს ისევ მარტია, ისევ ჩემი თვეა. კიდევ 2 დღე და 3 საღამო არის დარჩენილი მორიგი მარტის დასრულებამდე და მე ისევ ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩემი თვეა. თავმდაბლობები მარტში არ ვიცი რას ნიშნავს.
ხოდა იმას ვყვებოდი, რომ ამინდები ზუსტადაც რომ "მარტულია". (არ ვიცი არსებობს ეს სიტყვა თუ არა, ამიტომაც თავის დაზღვევის მიზნით ბრყალებში ჩავსვამ.) ისევ "მარტული" ამინდები. ანუ დღეს გუშინწინ – სეტყვა, გუშინ – მზე, დღეს – წვიმა, ხვალ – თოვლი და ზეგინდელი ქარბუქი თუ ფრიად არანორმალური შემთხვევაა დანარჩენი 11 და–ძმისთვის, მარტი ყურებს არ იბერტყავს ვინმეს სმენით და ყველას ეუბნება, რომ მე ვარ და როგორც მინდა ისე ვჭრი და ვკერავო.
გუშინ მზიანი ამინდი იყო, თუმცა რაღაცნაირი მზიანი ამინდები რომ არის ხოლმე, აი ისეთი. არც იქით, არც აქეთ. მე ხომ ბედი არ მაქვს. თუ მაქვს??? მშვიდად შევხვდი იმას, რომ თანამშრომელმა მანქანა გამიჩერა, ვიფიქრე მიცნო, ხომ სახლში მიდიხარ–მეთქი და დასტურის შემდეგ ჩავუჯექი. ამდენი დღე ჩუმად იყო, ამ ფრაზის შემდეგ კი ვეღარ მოითმინა და... აუ შენ საიდანღაც სასწაულად მეცნობიო. შევახსენე ყველაფერი. არა, დიდი არაფერი, უბრალოდ ერთხელ ერთად ვიქეიფეთ. არა, დიდი არაფერი. უბრალოდ ეს ის ძვირფასი და უკიდურესად შემეცნებით პერიოდის ჟამს იყო. შემეცნებითი იმ მხრივ, რომ შეყვარებული ვიყავი და ნუ მოკლედ, დანარჩენი კი წერია ამ ბლოგში მილიონი კუთხით აღწერილი და 7–ვე ბრუნვაში ნაბრუნები. თავში ხელები შემოირტყა, ვაიმეეე, რა დებილი ვარ, როგორ ვერ გიცანიო. მე მაგაზე მეტად იმაზე მქონდა რეაქცია საჭეს რომ აუშვა ორივე ხელი. ნუ მოკლედ.
დღეს წვიმამ გამაბედნიერა. არადა არც წვეთი დამსხმია და არც თვით პროცესი მინახავს. ერთი ის იყო, ვიღაცამ მითხრა და მე სიმბოლურად ფანჯარაში გავიხედე. უცბად საოცარი გრძნობა დამეუფლა იმისა, რომ სასწაულად ძლიერი ვარ და პარალელურად სასწაულად სუსტი. მათემატიკა ოდნავ მაინც ხომ იცით??? თორემ ოდნავზე ბევრად კარგად მე ვიცი მხოლოდ და მხოლოდ!!!! (ვხუმრობ და არ ავარდეთ. და საერთოდაც მარტია, ნუ მიბურღავთ ერთ უფერულ ორგანოს, რომელიც თმის ღერიდან კისრამდე მაქვს ალვის ხესავით აწოწილ ორგანოში გაუნძრევლად არის მოთავსებული). ხოდა ანუ ჩემი სისუსტე და სიძლიერე ორ ერთმანეთის პარალელურ, არამკვეთ ( თუ "არა მკვეთ" ან "არა–მკვეთ") სიბრტყეშია მოთავსებული. მე და წვიმა ისე ვართ, როგორც თევზი და წყალი და რა არის თურმე იცით??? მე ძალები მაქვს რაღაცეებისთვის, არადა შემიძლია წამებში ვიტირო იმაზე, რომ ოთახში მარტო დავრჩი ან რაიმე სხვა სახის უაზრობა.
ახალი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში. ოღონდ არ ვიცი ამ ეტაპს რა ჰქვია. და საერთოდაც მგონია, ეს პოსტი არის რაღაცის დასასრული. თითქოს ამ პოსტით უნდა დავასრულო მე ბლოგერობა, რადგან ეს პოსტი იქნება შემაჯამაბელივით და ამაშივე ყველაფერზე დავწერ. ამიტომაცაა ალბათ ასეთი დიდი.