სავსე თებერვალი

ალბათ საკმაოდ შესამჩნევი იყო ის, რომ 1 იანვრის მერე არაფერი დამიწერია. მიზეზები იყო არც თუ ისე ცოტა. თუმცა ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო თებერვლის წყალობით. ანუ 1 თებერვლიდან ყოველდღე დავწერ ახალ პოსტს, რომელსაც ექნება წერილის ფორმატი. საკმაოდ გაბედული და თამამი საქციელია იმ თვალსაზრისით, რომ რაც არ უნდა ბევრი პირადი ხასიათის ჩანაწერი მქონდეს გაკეთებული, წერილის სტილის მქონე არამგონია ბევრი მათგანი იყოს. ნუ მოკლედ, რაც არის, ეგ არის. გადავწყვიტე, ყოველი დღე ამა თუ იმ ადამიანს მივუძღვნა. ვნახოთ რა გამოვა. 

იდეისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ციციკორეს, აი ამ პოსტისთვის. 
მაშ ასე. სია შემდეგნაირად გამოიყურება: 
Day 01 — Your Best Friend
Day 02 — Your Crush
Day 03 — Your parents
Day 04 — Your sibling (or closest relative)
Day 05 — Your dreams
Day 06 — A stranger
Day 07 — Your Ex-boyfriend/girlfriend/love/crush
Day 08 — Your favorite internet friend
Day 09 — Someone you wish you could meet
Day 10 — Someone you don’t talk to as much as you’d like to
Day 11 — A Deceased person you wish you could talk to
Day 12 — The person you hate most/caused you a lot of pain
Day 13 — Someone you wish could forgive you
Day 14 — Someone you’ve drifted away from
Day 15 — The person you miss the most
Day 16 — Someone that’s not in your state/country
Day 17 — Someone from your childhood
Day 18 — The person that you wish you could be
Day 19 — Someone that pesters your mind—good or bad
Day 20 — The one that broke your heart the hardest
Day 21 — Someone you judged by their first impression
Day 22 — Someone you want to give a second chance to
Day 23 — The last person you kissed
Day 24 — The person that gave you your favorite memory
Day 25 — The person you know that is going through the worst of times
Day 26 — The last person you made a pinky promise to
Day 27 — The friendliest person you knew for only one day
Day 28 — Someone that changed your life
Day 29 — The person that you want tell everything to, but too afraid to
Day 30 — Your reflection in the mirror
 
ინგლისური ყველამ ვიცით (ავად თუ კარგად), ამიტომაც არ ვთარგმნე. ხოდა ვნახოთ. და კიდევ ის, რომ 28 დღიანი თებერვალში როგორ ჩავატიო 30 დღის მანძილზე დასაწერი, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიზამ რამეს. რამდენიმე ადრესატი ერთი და იგივე ადამიანია, ასე რომ ბარემ გავაერთიანებ. 

წავედი, ორშაბათი დაიწყო. დავიძინებ ამის დედაც ჯეკ.  

 

 

HTC :love:

Set your fingers free. :))




სამსახური


ჩემი "ძერსკი" ტელეფონის "არაძერსკი" მაღვიძარა. (ანუ არანაირი მუსიკა, უბრალოდ ვიბრაციის ჟრიალი)
ზოგჯერ კომოდზე შემოდებული HTC.
ზოგჯერ ხელის გულში მაგრად დაჭერილი და მუცელზე შემოდებული, თითქოს ჯვარივით მადევს და ვკვდებიო. მაგიტომაც მტკივა ხელი მეორე დილით.
work: 07:05 a.m. თვალის გახელა როგორ მიჭირს. თითქოს წებო მაქვს ჩასხმულიო. dismiss - მეორე მაღვიძარა დარეკავს.
mezareba: 07:25 a.m. ესეც dismiss - კიდევ 10 წუთი.
jandabaaaaa: 07:35 a.m. - ოფიციალური ადგომის დრო.
საბნის გადაძრობა, გაზმორება, ჩაფუთვნა და ოცნება იმაზე, რომ 8 საათი ჯერ არ დაწყებულა და მობილურმა ტელეფონმა აურია საათი. (ხომ ხდება ხოლმე, რომ უეცრად ჰოპ! და ზამთრის დროზე გადადის?!)
არადა აი 3-ჯერ არ-დაჭერილი dismiss ისაა, რომ სათითაოდ დარეკავს ყოველ 5 წუთში თითოეული.
გამათბობელთან დგომა.
ფანჯარაში ყურება.
ისევ ხალხი, რომელიც მიყვარს - ქუჩის მეეზოვეები.
ისევ შური მათ მიმართ.
ბევრი მთქნარება.
თვალების ტკივილი.
რაღაცის გადაცმა და ამოცმა აბაზანაში შესვლამდე.
აბაზანა.
ცივი თბილისი.
კაშნე, ხელთათმანი, ქუდი, როლინგი, შალის ჯაკეტი და ქურთუკი.
და სადღაც ორი თვალი. ძლივს.
და ორი ნესტო. ეგეც ძლივს.
ბნელი თბილისი.
არადა 22 დეკემბერი ჩავლილია და იდეაში მივემართებით დღის დაგრძელებისკენ.
არადა რა სიმშვიდეა.
და მაინც - მეზიზღება.
ერთი უბნიდან - მეორეში.
არ მინდა.
არ მინდა წერა იმაზე, რაზეც და ვიზეც მეფიქრება.
იმიტომ, რომ ეს მე მასუსტებს.
მასუსტებს ფიქრი უსულო საგანზეც.
მასუსტებს ფიქრი სულიერზეც.
და საერთოდ ოოჰჰჰჰ!!!
"ბაუნტი" და "პეპსი" მაშინ გამახსენდეს ხოლმე, როდესაც მაღაზიასთან ახლოს ვარ. და არ გამახსენდეს ხოლმე მაშინ, როდესაც სააკაძის მოედანზე ვარ. იქ მხოლოდ "კოკა-კოლა"-ა.
და ისევ წერეთლის გამზირი.
ისევ ორშაბათები.
გაუთავებელი ორშაბათები.
და მხოლოდ ერთი კვირა.

მე მაპატიეთ მორიგი იდიოტური პოსტი. ალთას ვიყავი და ბალთას გავედი. მაგრამ წარმოიდგინეთ პოსტი, რომელიც კვირების განმავლობაში იწერება, რა non-worth reading გამოდის ხოლმე. ხოდა აგერ არის ესეც.


ა ხო. სამსახური. ვუყურებ პოსტის სათაურს და ვხვდები, რომ სიტყვა "სამსახურზე" ეს კომენტარი უნდა გავაკეთო.
:oh....
გაგიკვირდებათ რატომ და გეტყვით: იმიტომ, რომ ჩემი უსაყვარლესი მომღერლის სიმღერის ციტირებას ვახდენ.
"Well I already know that you'd find some way to sneak me in and oh"
ხოდა  ეს ისეთია რაღაცას ვამბობდე, ვყვებოდე, ეს ასეა, ის ისე და სამსახურის ხსენებისას "ოჰ".




cat

ჯერ ბლოგებს არ ვკითხულობ. ვიცი უმეტესობა საახალწლო განწყობის მატარებელი იქნება და მე რა განწყობა მაქვს, არ ვიცი. რომ გავიგებ ან ვინმე მეტყვის, მადლობელი ვიქნები. ახალი წელი არაფერია, გარდა კიდევ ერთი წლის წასვლისა და ახლის მოსვლისა. ერთადერთი პოზიტივი ჩემი წლის მოსვლაა.
კატისა და კურდღლის წლის მოსვლას ველოდები 1999 წლიდან. 1999 კარგი წელი იყო და მაშინ რომ გავიგე, რომ ჩემია, 12 წლის გავლას ველოდებოდი. ხოდა აი ისევ მოვიდა. თუმცა მაშინ სულ რაღაც 12 წლის ღლაპი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ რამეს 1) ვერ ვაცნობიერებდი, 2) სხვანაირად აღვიქვამდი. ძალიან მიხარია, რომ ზუსტად იმ 3 ცხოველის ნიშნის მატარებელი ვარ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ჩემს ინდივიდთან. ჩემის მოკლე ჭკუით ეს შემთხვევითი არ ყოფილა და მიხარია, რომ ზუსტად ჩემი საყვარელი ცხოველები არიან ამ ამბავში "გარეულნი". ზოდიაქოსი რამდენად მჯერა არ ვიცი. მხოლოდ დილით ვუსმენ ხოლმე, ისიც ხანდახან. აი ეს მაშინ ხდება, როდესაც ტაქსის მძღოლი რომელიმე რადიოს მასმენინებს და რადიოს წამყვანი ფურცლიდან სხაპა-სხუპით კითხულობს ვერძი.... კურო... ტყუპები.... მაშინ ერთი სული მაქვს ხოლმე, რომ სპიდომეტრმა იმდენი რიცხვი არ დაწეროს, რომ რადიოს წამყვანმა ბოლო ზოდიაქომდე ჩასვლა ვერ მოასწროს. ისე, რატომაა თევზები მე-12 ნიშანი, ვერა და ვერ ვხვდები. არადა მე-2 და მე-3 თვის შემაერთებელი ნიშანია. კარგი, გავიარეთ. ხოდა, იმას ვამბობდი, რომ ვერასოდეს ვიქნებოდი ზოდიაქოთი მაგალითად გველი, დრაკონი, ტყუპები, ხარი, სასწორი (მირჩევნია ისევ სულიერი საგანი ვიყო, ვიდრე უსულო ნივთი), ღორი, მამალი. ბუნებამ ზუსტად იმ ცხოველების პროტოტიპად მომავლინა, რაც ვარ მთელი 23 წელი.

კურდღელივით
  1. ფიზიკური:  
  • მიყვარს სტაფილო. შემიძლია განუზომელი რაოდენობით მივირთვა. ბავშვობაშიც ძალიან ბევრს ვჭამდი. ღრმა ბავშვობაში კი "პლაპლიპლო"-ს ვეძახდი და დედაჩემი მიმალავდა ან იმ რაოდენობით არ მაძლევდა, რადგან ალერგიული ვიყავი. ახლაც ზედმეტს რომ ვჭამ, დედაჩემი მეუბნება გეყოფაო. 
  • მაქვს ძლიერი კბილები. ყოველთვის უდიდეს ყურადღებას ვაქცევდი მათ და მე ვამაყობ, რომ მაქვს ლამაზი, ბუნებრივი, იდეალური კბილები. და მინდა, ისინი უფრო იდეალურებად ვაქციო ბრეკეტების საშუალებით, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თან ჩემი სტომატოლოგი მიმტკიცებს, არ გჭირდებაო, მაგრამ მაინც მინდა :(  შეიძლება გარეგნობის სხვა შტრიხები დიდი ვერაფერი მქონდეს, მაგრამ კბილები ნამდვილად მეამაყება. და მაშინ, როდესაც ღვიძლი შეიძლება მეშლებოდეს, მას მიჰყვებოდეს ყელი თავისი საყვარელი გლანდებით, უგრძნობი ნეკა თითი და რავიცი კიდევ რა, კბილები მუდამ წესრიგშია.  


     2. თვისობრივი:

  • ვარ კურდღლისნაირი მშიშარა. ტადააამ!!! და აი აქ ფარდა ეხდება სიმართლეს. ბოლო ეღება ჩემს სიმამაცეს, უშიშრობას და ასე შემდეგ ყველაფერს. სიმამაცის ნიღაბი თავისით მძვრება და მეც იძულებული ვარ, ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. რაც არ უნდა ვითამაშო, კბილები ამიკანკალდება, თუ რაღაც ისე არ მოხდა, როგორ უსაფრთხოდაც მინდა, რომ ხდებოდეს. თუნდაც უკანასკნელი პური იყიდებოდეს მაღაზიაში, მოვკვდები და ვერ გავალ ღამის 8-9 საათის შემდეგ მის საყიდლად. აი შანსი არაა. ეგ კი არა და ბავშვობაში დღისითაც მეშინოდა ეზოში გასვლის. მაინც ნარკომანებით იყო სავსე ჩემი უბანი. ამიტომაც არასოდეს ვთამაშობდი ეზოში. არასოდეს. არ ვიცი რა არის ეზოში თამაშის გემო. სახლში ვიჯექი ჩემს სათამაშოებთან ერთად. 
  • მახასიათებს კურდღელივით კანკალი. კანკალი გამოწვეულია ხოლმე არა მხოლოდ შიშით, რაც ზევით აღვნიშნე, არამედ ზოგადად სხვა საკითხებითაც, როგორიცაა სიცივე, ნერვიულობა და სხვ. უპირველეს ყოვლისა მიკანკალებს ხოლმე ტუჩები, მერე უკვე თითები. 
  • მახასიათებს თვალების "ფახული" ამაზე მე თვითონ მეცინება, მაგრამ სანამ არ მითხრეს, არ ვიჯერებდი. აი იცით როგორ??? აი ეს ვიდეო ნახეთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმიდან და მიხვდებით რას ვეძახი მე თვალების "ფახულს". მისით გამოვხატავ ყველაფერს. სიყვარულს, ფლირტს, მოწონებას, აგრესიას, ირონიას. ნუ მოკლედ ბევრ რამეს.

     
თევზებივით

  • ჩემი დინებით მივედინები. მივყვები ცხოვრებას. ბევრი რამე არ მომწონს. ძალიან ბევრი რამე არ მომწონს, მაგრამ მაინც მივედინები. არ მიყვარს ქაოსი, ალიაქოთი, მიყვარს სიმშვიდე. 
  • ჩუმი ვარ. ძალიან ჩუმი. დედაჩემს სასწაულად უკვირს ყველა შენ როგორ გეძახის კომუნიკაბელურს, სახლში ყუმივით ზიხარო. მართლა ეგრეა. სახლში ჩემი ყოფნა არ იგრძნობა. ღამით გამათბობელთან სიბნელეში ვზივარ უჩინრად. მიყვარს სმენა, ვლაპარაკობ იშვიათად, და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ჩემთან. ხოდა მოდის და მოდის. მე მაინც ჩუმად ვარ და პირშჳ წყალი მაქვს ჩაგუბებული თევზივით. არ მიყვარს, ვერ ვიტან და მეზიზღება, როდესაც ადამიანს არ აცდიან საუბარს. როდესაც ამას ვხედავ, საერთოდ ხმას არ ვიღებ და ხალისი მეკარგება საერთოდ ამ სიტუაციაში ხმის ამოღების. მიუხედავად სიჩუმისა, აუტისტი ნამდვილად არ ვარ. შემიძლია ვიხმაურო. ძალაუნებურად ვექცევი ხოლმე ყურადღების ცენტრში და მე ვცდილობ, რომ ეს ყურადღება სადმე გაქრეს და ამ მიზნის მისაღწევად შემიძლია ვისაუბრო თუნდაც ნიავზე. ოღონდ კი ნიავი გახდეს ჩემზე აქტუალური. 
  • ჩემთანაა მუდამ. "გავიმუდამე" სხეულზე და ყოველ დილით აბაზანაში შესვლა მიხარია. როდესაც შემიძლია საკუთარ მოშიშვლებულ ბეჭს შევხედო. 
კატასავით
  1.  ფიზიკური
  •  მიყვარს რძე, ყველი და საერთოდ, რძის ნებისმიერი პროდუქტი. შემიძლია ძალიან დიდი რაოდენობით მივიღო. ყველი თუ არის ოჯახში, ე. ი. საჭმელი არის. 
     2. თვისობრივი
  •  მიყვარს გაზმორება. თუ დილა გაზმორების გარეშე დავიწყე. მორჩა, დღე არ იქნება სასიამოვნო. ვიზმორები დიდხანს. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. ხანდახან საბანსაც ვიხდი, ვიზმორები, მერე ისევ ვიხურავ და ძილის შებრუნება მინდა. უმეტეს შემთხვევაში, ძილის შებრუნება არ შეიძლება, ამიტომაც ისევ ვიზმორები და სამწუხაროდ, ვდგები ლოგინიდან. 
  • ვკრუტუნებ. განუზომელი რაოდენობით. მძინავს, მღვიძავს. შეიძლება სიფხიზლეში ნაკლებად ვაკეთო ზრდილობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ მინდა ამის კეთება. აი იხილეთ ეს ორი ვიდეო.



     
  • კნავილის პროტოტიპი ანუ ტვინის ბურღვა ფემინისტურ მოტივებზე შემიძლია ერთი საკითხი  ამოვიჩემო ნებისმიერი შინაარსისა. მაგალითად, რატომ არ არის კარგი ამინდი?! და ამაზე მართლა ტვინი წავიღო. ვიწუწუნო დაუსრულებლად. არ გავჩერდე, არ გავჩერდე, არ გავჩერდე და გული დამწყდეს, თუ ვიღაცამ მითხრა გეყოფა, გაჩერდიო. ამაზე შეიძლება ტირილი დავიწყო. ამ დროს პატარა ბავშვივით ჭირვეული ვხდები. ვიდეოც შესაბამისი:
  • მიყვარს მოფერება. ვგიჟდები, როდესაც ვინმე თავზე მეფერება, თმებზე რომ მეხება. ააააა, ამაზე ვითიშები. მეც მიყვარს იქით თავზე ფერება, თუმცა ამას იშვიათად ვაკეთებ, რადგან ხალხს არაადეკვატური რეაქცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით და მე სასტიკად მეზარება ახსნა-განმარტებები. (ამას წინათ ჰერმიონემ მომაკითხა სახლში და შუა ჭორაობისას მთხოვა, გეხვეწები ის გამიკეთე, ორივეს რომ გვიყვარსო. მაგარია თავზე და თმებში ფერება) კიდევ მიყვარს კისერსა და თითებზე. მაგარია. მაშინ მართლა კატასავით გათიშული ვარ ხოლმე. 
  • მიყვარს კომფორტი და სიმყუდროვე. არე-მარე, სადაც თბილად ვარ და არ მცივა. ყოველთვის შემიძლია სიმაღლის-და მიუხედავად სავარძელში ოთხად მოკეცილი ჩავჯდე მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ თბილად ვიყო. მიყვარს ბუხარი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით შემიძლია მას მივუჯდე. 
  • გამუდმებით მჭირდება ვინმე, ვინც მეყოლება დასაყრდენ ობიექტად. ბებიაჩემია ჩამოსული და მასზე მეტად ახლა არავინ მინდა. ძალიან ბევრჯერ ვეხუტები და ვეფერები.

    გარდა ამისა
  • სახელიც ისეთი მაქვს. cat = ქეთ  
  •  Cat Power. არის ასეთი მომღერალი, რომელიც ძალიან მიყვარს. აგერ ერთ-ერთი კატური სიმღერა.
  • აა ხო, ნარციზი რომ ვარ, ეგ ვთქვი ხომ უკვე წინა პოსტში?!
    უბრალოდ ძალიან მიხარია, მე ამას მთელი 12 წელი ველოდი. 

p.s. და ფბ-ზე კურდღელი მიყენია ავატარად. მაგრად ჰგავს.