წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, რომელიც რაღაცას აშავებს. „რაღაცა“–ში ბევრი რამის წარმოდგენაა შესაძლებელი. მაგალითად, რამეს ამტვრევს, ტეხავს ან კიდევ მილიონი სხვა რამ. და რატომ??? იმიტომ, რომ ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. არსებობს მეორე ადამიანი, მასზე უფროსი, რომელიც ცდილობს ამ პატარა ბავშვს აუხსნას, რომ ეს საქციელი არ არის კარგი საქციელი. უხნის არა ერთნაირად, არამედ მრავალნაირად, მრავალი განსხვავებული გზით. უნდა, რომ ეს პატარა ბავშვი უკეთესი გახდეს მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უკვე თავნებაა და როგორც თვითონ უნდა, ისე იქცევა. და ეს უფროსი ადამიანი ბედნიერია. კიარადა ორივე ბედნიერია. ბავშვიც სწავლობს უფროსისგან და უფროსიც ხედავს შედეგებს. ბავშვი არაფერს ტეხავს და უფროსი ძალიან უყვარს. ცხოვრობენ ისინი მეგობრულად და კარგად.
გადის დრო, მათ ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, რომელიც ცივდება. უფროსი ცდილობს მკაცრი იყოს და ამიტომაც ცდილობს დისტანციის შეგრძნებას მიაჩვიოს ბავშვი. ბავშვი ამას ძალიან განიცდის, რადგან მის გარდა არავინ ჰყავს გულშემატკივარი. და ამ დროს ის ისევ დაჯდება და დაიწყებს რაღაცის მტვრევას. თუმცა ეს ხდება მხოლოდ ერთხელ და ამის შესახებ უფროსს არაფერს ეუბნება. თვლის, რომ უფროსისგან ერთი ამბის დამალვა არ არის დიდი დანაშაული. ![]()



4 კომენტარი:
შენზე ემოციურ ადამიანს არ ვიცნობ, მართლა :დ
მე - შენზე სტაფილოსფერს... :))
საჩინიაეშ
უდაიოტსა ლი...
Post a Comment