ახლა როგორ ვარ??? ჩემს დიდ სკამზე ვარ წამოწოლილივით.
მადლობა ვიღაცას, რომ ეს სკამი დამიდგა. გემრიელად მოკალათებულს სულაც არ მაღელვებს
ის ფაქტი, რომ სამსახურში ვარ და განწყობა სხვანაირი უნდა მქონდეს. ყურში მშვიდი და
ამინდის შესაბამისი ჰანგები და მშვიდად ვარ. მიყვარს ზაზა მარჯანიშვილი და თბილისიდან
ვუსურვებ მას პროფესიულ წინსვლასა და წარმატებებს. ერთი პერიოდი ჩემი გზის მელოდია
იყო ის, რასაც ახლა ვუსმენ. სახლიდან სამსახურამდე მხოლოდ „So...“, სამსახურიდან სახლამდეც
მხოლოდ „So“. საერთოდ ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ მუსიკასა და სიმღერას გაცილებით დიდი
ძალა აქვთ, ვიდრე ნათქვამ სიტყვებს.
გუშინ მია ჩემთან დარჩა. მორიგი „ელვისობა“ გვქონდა,
როგორც პერწკლმა უწოდა. შემდეგ სახლში წამოსვლისას აი ასე სპონტანურად ვუთხარი წამოდი
ჩემთან–მეთქი. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ჩემი უბანი, ქუჩა, ეზო სასწაულად მიყვარს
და გუშინაც ეგ მომენტი იყო ჩემს გონებასა შიგან.
ჩემთან მისვლისას მალევე მიას გემოვნებით გემრიელი ფუნთუშები ვიყიდეთ. აი ისეთი
გემრიელი, მია როგორის სურათებსაც დებს ხოლმე.
მისივე თხოვნით გავაკეთე ფბ–ის ანგარიშის რეაქტივაცია.
შევედით ჯერ იქ, მერე იქ. სასიამოვნო ფილმი გვინდოდა, რომელიც არც ერთს არ გვექნებოდა
ნანახი. ასეთი რომ ვერ გავიხსენეთ, ისევ ძველი „What happens in Vegas” ჩავრთეთ
და სიცილ–ხარხარშიც დრო გავიდა.
მე მაინც ის მერკანტილური სულელი ვარ, რომელიც გამუდმებით
უდიდეს ყურადღებას აქცევს მერკანტილურ სისულელეებს. აი მაგალითად, როგორ ახრამუნებს
მია ჩიფსებს ან როგორ მოუხდა ჩემი შინდისფერი ქვედაკაბა. ან აი ის, თუ როგორი თვალებით
ვუყურებდით რაფაელისა და როჯერის (მე მას ხან როჟეს ვეძახი, ხან როჟერს, ხან როჯეს
და ხანაც აი ასე, ანუ როჯერს) ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ და ძლიერ თამაშს. ვინმემ იცოდა,
რომ ბავშვობაში ჩოგბურთის ყურებას ძალიან დიდ დროს ვუთმობდი??? არც არავინ. რადგან
ახლა აღარ არის ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შემიძლია დავჯდე და დავტკბე ერთობ ნაცნობი
სპორტსმენების თამაშებით.
იცით რა ტკბილად და თბილად გვეძინა?! იდეაში ესეც ერთ–ერთი
მერკანტილური სისულელეა. რომ შეგიძლია ბალიშებზე თავების დადებისას ისაუბრო რომანის
გმირებზე, გაარჩიო მათი პირადი ცხოვრება, დაახასიათო ისინი და რაც უფრო მეტად აკვირდები
მათ, მით მეტად გიყვარდება ისინი.
ან რა სასიამოვნოა პუტკუნა მეფუნუშესთან საუბარი, როდესაც იცი, რომ ის გემრიელი და თბილი ფუნთუშებით გამოგიშვებს.დღეს უკვე 31 აგვისტოა და ველოდები შაბათ-კვირას, როდესაც მია კვლავ ჩემთან. აუ ეს იქნება ძალიან მაგარი დღე.
![]()




8 კომენტარი:
რა საყვარლები ხართ! :**
ფაქტიურად, ის შაბათ-კვირაც მოვიდა :) ეს მუსიკაც ძალიან მოუხდა პოსტს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ათასჯერ მომასმენინე და მეგონა, მომბეზრდა :დ
რაღაცნაირად ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე :>
ლაიქ ;))
tkbili dge gamovidoda funtushebit da filmebit da ambebit ^_^
აუ კი.
და გუშინაც იგივე იყო
და დღესაც :)
qetiko, tu ici shen, internetshi roca hsemovdivar, skaipis,facebookis da mailis shemedeg egreve shens blogshi rom shemovrbivar, tundac ori wutit vijde kompiutertan, mainc :))<3
არც კი ვიცი რა გითხრა. ასეთ რაღაცეებს რომ ვკითხულობ, დებილივით მეცინება ხოლმე. ისეთი სასიამოვნო სიტყვებია, რომ ვერც კი აგიღწერ. აი მართლა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ძალიან <3<3<3
:))
Post a Comment