Enrique Iglesias - Heartbeat ft. Nicole Scherzinger




ახლა რაღაც ამ სიმღერის ხასიათზე ვარ.
და ახლა შეყვარებული ვარ.
ოღონდ ისა...
კიარადა...
ვიზეო ნუ მკითხავდეთ, თუ შეიძლებოდეს.
არც არავიზე, ხომ იცით.

ხოდა სანამ მანამ
და მანამ სანამ ასეთი რაღაცეები მე ჯერ კიდევ მაშტერებს...
კიარადა სიმღერებში, ფილმებსა და ნაწარმოებებში, თორემ რეალურ ცხოვრებაში უკვე აღარ...
ხოდა კიარადა...
სანამ ისევ მაშტერებს, მანამ ვუსმენ.

კლიპი აქვს საოცრად ვნებიან/ტემპერამენტიან/მიმზიდველ/ყველანაირი.
შავი კლიპი და სხვა ფერების შესვლები ყოველთვის ჭრის ხოლმე მარკეტინგულად.
და წარმოიდგინეთ, შავი და წითელი ხომ საერთოდ.
შავი ხომ მამაკაცის ფერია, წითელი კი - ქალის.
ჭრის, კი ჭრის.
თან ბლოგერიდან კიარადა იუთუბიდან დავწერე ეს პოსტი.
თუმცა ეს რა შუაში იყო?! 
კიარადა ხო.

კიარადა...
ასეთ სიმღერებზე ვდნები ხოლმე.
კიარადა...
საერთოდაც არ ვდნები, რა არის აქ დასადნობი, ღმერთო ჩემო?! 
კიარადა უჰ...

I can feel your heartbeat. 

Take that progress

მიიღეთ ის აღმაფრენა, რასაც ამ პოსტში გთავაზობთ. ძალიან გესიამოვნებათ.
ისე კი სხვანაირად ასე დავწერდი: Take That - Progress. 
დიახ, იმ თითქმის 15 წლიანი აღმავლობის თუ დაღმავლობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ჯგუფი ისევ აღსდგა. ოღონდ ამჯერად რობი უილიამსთან ერთად. 
დიახ, რობი ისევ Take That-შია.
ეს არის სასწაული, რომლისაც მილიონობით გულშემატკივარს და მათ შორის მეც, არ სჯეროდა. ვერც კი წარმომედგინა, თუ ასეთი რამ მოხდებოდა. 
მაგრამ მოხდა!!!
და აი ისინი წარსდგნენ მაყურებლის წინაშე X Factor-ის სცენაზე. სასწაულად შეასრულეს ზუსტად ის სიმღერა, რომელსაც მე უკვე ვუწოდებ ალბომის მთავარ სიმღერას და ჯგუფის გაერთიანების ჰიმნს. 

სანამ ვიდეოს ნახავდეთ, გეტყვით, რომ მისი ნახვისას ავტირდი. ეს იყო ფაქტიურად ჩემი ბავშვობისთვის თვალის გადავლება. 
სცენაზე გამოსვლამდე ძალიან კარგი კოლაჟია ჯგუფის შესახებ გაკეთებული. 
First there were five: არაჩვეულებრივი ალბომები, წარმატება, კონცერტები...
და Then everything changed: განცხადება რობის წასვლის თაობაზე. 
მილიონობით ატირებული გულშემატკივარი, გაცრუებული იმედები.
4 წევრისგან შემდგარი ჯგუფის კონცერტები, რომელთაც აშკარად აკლდათ მეხუთე. 
და აი tonight four became five!!! დანარჩენების მიერ რობის გამხნევების, მადლობისა და სიყვარულის გამოხატვის მომენტები. 
აუცილებლად ნახეთ. Take That. 
განათდა მხოლოდ რობი და დაიწყო. აქ ეგრევე ამეტირა. ვუყურებდი მისი თვალების მოუსვენარ მოძრაობებს, მის წყლიან, მწვანე თვალებს და ვფიქრობდი რა ხდებოდა იმ მომენტში მის გულსა და გონებაში. 
თან მომდევნო წელს დიდი ტურები აქვთ უკვე დაგეგმილი, როგორც გარიმ თქვა.
კითხვაზე: How does it feel to be back in the band? რობი პასუხობს: It feels absolutely magical, fantastic.
პირდაპირ youtube-მა "არ მომცა" კოდი, ამიტომ სამწუხაროდ, უნდა დავდო მხოლოდ ლინკი.
ხოდა ახლა აუწიეთ დინამიკებს, ბასებს (მე პირადად ავუწიე) და ჩართეთ ეს ვიდეო. 



ამ სიმღერის ოფიციალურ ვიდეოს რაც შეეხება, აგერ ამასაც გთავაზობთ. კლიპიც და ტექსტიც ისეთი სიმბოლურია. თუნდაც სპორტული ნავი, რომელსაც Progress აწერია. თუნდაც ის, რომ რობის სტილს არაჩვეულებრივად ესადაგება ეს სიმღერა.



არაჩვეულებრივი ალბომია. 
ინებეთ და ისიამოვნეთ. 







სიმღერები:
1) The Flood
2) Sos
3) Wait
4) Kidz
5) Pretty Things
6) Happy Now
7) Underground Machine
8) What Do You Want From Me?
9) Affirmation
10) Eight Letters

და გარდა ამისა, ტრეილერი იმ დოკუმენტური ფილმისა, რომელიც მალე გამოვა ჯგუფზე.

Look Back, don't stare :))

thinking about movie people

ამასწინათ ვფიქრობდი, ფილმებს რის მიხედვით ვარჩევ ნეტავ-მეთქი. მერე საკუთარ პოსტებს გადავხედე ფორუმზე, ფილმების მოთხოვნის თემაში. ჩემს მიერ დაწერილ პოსტებს გადავხედე,  ერთი და იგივე შინაარსის პოსტი მაქვს დაწერილი.არაერთი.


ესეც თითქოს არაფრის მაუწყებელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ გავერკვიე მეზარება თუ უბრალოდ სურვილი არ მაქვს სხვა ჟანრის ფილმების ნახვისა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც მე ვდებ აქ "movies to be seen" პოსტებს, ყველა აღნიშნულ ფილმს აუცილებლად ვნახულობ, თუ მოვახერხე მისი პოვნა. 
მეზარება - ხშირად ისეთი დაღლილი ვარ, რომ მინდა ტვინი აღარ დავღალო რთული სიუჟეტის მქონე ფილმების შინაარსის გადახარშვით. დაღლილობა მრავალნაირია. ზოგჯერ ფიზიკური, ზოგჯერ მორალური. ნებისმიერ შემთხვევაში დაღლა დაღლაა და ფილმები კი არსად გამექცევიან. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ, რომ ერთხელაც არ ვიქნები დაღლილი. ეს "ერთხელ" არაერთხელ დამდგარა, მაგრამ მაშინ 7 ფანჯარა მაქვს ერთ ბრაუზერში გახსნილი და ვიღას ახსოვს კინო. 
სურვილი არ მაქვს - ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდი, მაგრამ ვშიშობ ეს საკითხი ყველასათვის გასაგებია. წარმოიდგინეთ, ამდენი სტრესი, უსიამოვნება, კამათი, განაწყენება და არაერთი "ასე შემდეგ"-ი. იმის-და მიუხედავად, თუ ვინ არის თითოეული ამ სტრესისა თუ განაწყენების უშუალო მონაწილე ( მე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომლის ისტორია მალევე მოდის ჩემამდე). ინფორმაცია, რომ ვიღაც ვიღაცას ცუდად მოექცა. ვიღაცას რაღაცაში არ გაუმართლა და კიდევ ვინ მოსთვლის. 
ამ ბოლო დროს ისიც კი მაღიზიანებს, როდესაც ვიღაც მსახიობს ვხედავ სახლში თუ გარეთ თხლად-ჩაცმულს. და ამ დროს ჩემს ფანჯრებს ისე საშინლად უქიქინებს ქარი, რომ დაშორება ციმბირამდე რამდენიმე ათეული კილომეტრიღა მგონია და მეტი არა. 
ეს ყველაფერი ინტერნეტში მოძიებულ ფილმებს შეეხება, მაგრამ გარდა ინტერნეტისა არსებობს ტელევიზორი. ტელევიზორი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უფუნქციო იყო. თუმცა-ღა ახლა გადავწვიტეთ, რომ ისევ მოგვენატრა და ისევ გადავიხადეთ სააბონენტო. ღამით კი, კომპიუტერიდან ამდგარს ისევ მისკენ მივეშურები და მისი ჩართვისას არც ინტერნეტია და არც იმის არჩევანი, უყურო ამ ფილმს თუ არა. 

ერთ-ერთი მიუზიკლი, რომელიც წლების წინ ვნახე სრულიად შემთხვევით და ახლაც ასე  გადავეყარე რამდენიმე დღის წინ, იყო Hair (თმა). მაშინ არაფერი ვიცოდი მის შესახებ, ტიტრებიდან არ დამიწყია მისი ყურება და ამიტომ. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ თურმე "თმა" ეწოდება და თურმე მილოშ ფორმანის ფილმია. რუსთავი2-ზე გადიოდა, მეც დავჯექი და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე.

მანამდე იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგსხვა არხზე Miss Congeniality (მის კონგენიალურობა) გადიოდა. ალბათ ყველას აქვს ნანახი ერთხელ მაინც. სანდრა ბალოკის, ბენჟამენ ბრეტისა და მაიკლ კეინის მონაწილეობით. ბენჟამენმა ჯულია რობერტსთან თანაცხოვრებით უფრო გაითქვა სახელი, მაგრამ ახლა მასზე არ ვაპირებ წერას. 

პოსტი ამაზეც არ არის. უბრალოდ როდესაც ამ უკანასკნელს ვუყურებდი, ჩემმა დამ მითხრა მაიკლ კეინზე, ეს ხომ იცი "Hair"-ში თანაშობს, წეღან რომ უყურებდიო. მეც დავეთანხმე, უი კი, ეგრეც ვიფიქრემეთქი. 
მთელი დღეები ვფიქრობდი ცხოვრებაზე. მაინც რა არის ეს ცხოვრება-მეთქი. 1979 წელს კაცმა მიუზიკლში ითამაშა და აგერ უკვე 2000-ში, 21 წლის შემდეგ - სანდრა ბალოკის გმირს ალამაზებს-მეთქი. "Hair" მართლა ძალიან მიყვარს და ახლა უკვე მაიკლის გამო - მითუმეტეს. თუმცა მერე ისევ იმაზე მეფიქრებოდა - გინდ მსახიობი იყოს და გინდ - ვინმე, სრულიად არაცნობადი სახე, ყველა ბერდება და საბოლოოდ კვდება-მეთქი. 

იმავე დღეს, გვიან ღამით კი "Riding In Cars With Boys" "დამხვდა" ერთ-ერთ არხზე დაწყებული. დრიუ ბერიმორის, სტივ ზაანის (რომელიც ყოველთვის საყვარელია ფილმებში), ადამ გარსიასა და ბრიტანი მერფის მონაწილეობით. ვგონებ, ესეც ყველას უნახავს. მე ადრე ვნახე და აღარ მახსოვდა. არადა დრიუს ისეთი სახე აქვს, რომ ხშირად ვერ ვგებულობ კომედიური მსახიობია თუ არა. მაგრამ ფილმი მართლა სენტიმენტალური იყო. არადა რეალურ ცხოვრებაში, ჩემს ირგვლივაც რამდენი გოგო გათხოვილა პატარა ასაკში და რამდენს დანგრევია ოჯახი მეუღლის ნარკომანობის გამო. ფილმის ყურებისას სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორი რეალური სცენებია-მეთქი. მართლა რეალური სცენები იყო და პრინციპში რეალურადაც დასრულდა. სოფიმ დაწერა ადრე თავის პოსტში "დრიუს ფილმებში ყველგან არის სცენა, სადაც გოგოები სავარძლებზე სხედან და საუბრობენ"-ო. ხოდა მეც აღმოვაჩინე ანალოგიური კადრი ამ ფილმში. ამ მომენტში ბევი (დრიუ) ეუბნება ფეის (ბრიტანი) - მართლა კარგი დედა ვარ და მართლა მიყვარს ჩემი შვილი თუ არაო. 

ეს ზემოთ ნახსენები კადრი არ არის, ბუნებრივია. სამწუხაროდ ინტერნეტში ვერ მოვიძიე სავარძლებზე სხდომის კადრი, მაგრამ მართლა არსებობს. ფილმს უყურეთ და ნახავთ. აი "სავარძლის" კადრამდე კი ეს კადრია, სადაც ბევერლიც, ფეიც და სხვებიც ბევერლის შვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ. ბრიტანი მერფი რეალურ ცხოვრებაში, სულაც არ დაბერებულა, ისე გარდაიცვალა. 

ახლა კი, როდესაც ამ პოსტს ვწერდი და Michael Caine-ის ბიოგრაფიას გადავავლე თვალი, აღმოჩნდა, რომ იგი საერთოდ არ მონაწილეობს "Hair"-ში. ჩემს დას შეეშალა, რადგან მთავარი როლის შემსრულებელი მართლა ძალიან წააგავს კეინს. თუმცა კეინიც თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო და მისთვისაც ანალოგიურად გაირბენდა 21 წელიწადი. მის ფილმოგრაფიასთან გაცნობის შედეგად კი ის აღმოვაჩინე, რომ მონაწილეობს ფილმში, რომლის თანამედროვე ვერსიაში ჯუდ ლოუ გვევლინება და ზუსტადაც ჯუდის მონაწილეობით ეს ფილმი მე სულ რამდენიმე კვირის წინ ვნახე. მე ალბათ დიდხანს ჩამესმება ინგლისური ინგლისური ენა. ჯუდი ხომ ინგლისელია და The Beatles-ების ცნობილი სიმღერის "Hey Jude"-ის გამო დაარქვეს მშობლებმა ეს სახელი. ახლა კი გადავწყვიტე, რომ ამ ფილმის მაიკლ კეინისეული ვერსიაც ვიხილო უახლოეს მომავალში. რა დამთხვევაა, მაიკლიც რომ ინგლისელია. და კიდევ ერთი - მე პირადად ვიძლევი პირობას, რომ მაიკლი ჯუდზე არანაკლებ სიმპატიურია. ორივე შემთხვევაში სცენარის სიუჟეტი ბილ ნოუტონს ეკუთვნის და მაგით მივხვდი, რომ ერთი და იგივე სიუჟეტია ორივე შემთხვევაში.





პ.ს. ისე კი რომანტიულ კომედიებზე გამახსენდა, აგერ ახალი ფილმი გამოდის ნატალისა და ეშტონის მონაწილეობით. მე ხომ ჩასაფრებული ვარ ასეთ ფილმებს. ტრეილერი ამ პოსტს ბონუსად.
No Strings Attached.