3 years of existence

ზოგადად: არც კი მჯერა, რომ უკვე ასეთი დიდია ჩემი ბლოგი. არადა ფაქტია. რაც ხდება, სულ ხდება. და რაც სულ ხდება, ყველაფერი იწერება აქ. იცვლის მკითხველებს. იყო პერიოდი, სხვა მკითხველები აქტიურობდნენ, ახლა სხვები აქტიურობდნენ. მომავალში ვინ იაქტიურებს არც ბლოგმა იცის და არც მისმა პატრონმა.
მცირეოდენი ისტორია: დაარსების თარიღი არის 2007 წლის 23 ოქტომბერი, როდესაც ეს პირველი პოსტი ანუ პროლოგისეული ბევრი წერტილით დაიწერა. მას შემდეგ მოვდივართ და მოვდივართ. ავტორსაც და ბლოგსაც ჰქონდათ დაცემის პერიოდები, მერე ისევ ადგომის პერიოდები, მერე ისევ დაცემის, მერე ადგომის და ასე მოვედით დღევანდელ დღემდე.
მობეზრება: არა, არასოდეს მომბეზრებია. არაერთხელ მქონია "ლომკა" (ქართულად არვიცი ეს სიტყვა.), მაგრამ მობეზრებით არასოდეს მომბეზრებია.
დიზაინი: სულ 3-ჯერ შევუცვალე და ჯერ-ჯერობით არსებული ძალიან მომწონს. ჩემს ფერებშია: სტაფილოსფერი, ნაცრისფერი, ცოტაოდენი ლურჯი/ყავისფერი/წითელი/თეთრი, ბაცი ვარდისფერი, კრემისფერი.
კატეგორიები: ამ მხრივ გააჩნია რა შინაარსის პოსტს ვწერ; თუ ცნობილ ადამიანებზე - Celebs, თუ ფილმებზე - Cinematography, თუ ცუდ ხასიათზე ვარ - ჯანდაბა, თუ რამე პატარა დეტალიც კი მახარებს - ყველა ეს პატარა შპუნწიკი, თუ სადმე ყოფნისას ბლოკნოტში დავწერე ყველაფერი და იმას ვაკოპირებ -უცბად გაკეთებული note-ები, თუ სადმე გასართობად ვიყავი - Party Fever, თუ იტალიაზე - Italian Job, თუ ყოვლად სისულელეები წერია პოსტში, ის აუცილებლად just-ში უნდა იყოს გაწევრიანებული. თუ საქართველოს მარაზმებზე ვწერ - ჩვენი ქვეყანა, როგორც ასეთი.  ჩემი დაღლილი მუზები - ოოო, თუ აქ ჩავაგდე რამე, ე. ი. წერის მუზა საერთოდ არ მაქვს. თუ ჩემს პატარა მოთხრობებს ვწერ, ის აუცილებლად Novels-ში იქნება. მას ცალკე გვერდიც აქვს გამოყოფილი. ძირითადად ესენია, დანარჩენები უნდა გადავახარისხო კარგად. ზოგი საერთოდ წავშალო
სპამები: შემაღონეს!!!! მაგრამ ერთ კარგ ხერხს მივმართე: 100 დღეზე ადრე თუა პოსტი დაწერილი, იმაზე კომენტარის დატოვებისას მოდერაცია მაქვს ჩართული. რადგან სპამერები ძირითადად ძველ პოსტებზე აკომენტებენ ხოლმე. მერე ყველას ერთად ვყრი ერთ საქაღალდეში და ერთიანად ვშლი.
ვიზიტორები: ყველას, ვისაც უნდა. რაოდენობა 0-დან + უსასრულობამდე. ამ საკითხზე ჩემი რეაქცია - 0. მეტიც,ბლოგი მწყრალად არის ისეთ ბლოგებთან, რომლებიც "მუშაობენ" ვიზიტორებზე. არცერთ ჩემს პოსტს არასოდეს ჰქონია ვიზიტორების მოსაზიდი სათაური. :მაუსზე ხელის დადების სმაილიკი:
სტატისტიკა: 2010 May - 2010 October


ავატარი: მთელი 3 წლის მანძილზე სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო. სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო მონაწილეობს ერთ-ერთ უთბილეს სიმღერაში: და ამასთან, სტაფილოსფერთმიანი ხუჭუჭა გოგო არის ემინა კუნმულაჟი (ბოლო სურათში). რათქმაუნდა სამივე გოგო სხვადასხვაა, მაგრამ სამივეს აერთიანებს სტაფილოსფერი ხუჭუჭა თმა.
დომეინი: დიახ!!! საკუთარი com დომეინი. რომლის მფლობელიც ა/წ მარტიდან არის. არ დამავიწყდეს მარტში ანგარიშზე 10 დოლარის შეტანა!!! დომეინში იგულისხმება უნივერსალური მეილის მისამართიც, რომელზეც დაჭერისას შეგიძლიათ მეილი მომწეროთ.
universe: აქ ყველაფერი ეგეთია. universe სამყაროს ნიშნავს რომ იცოდეთ. ხოდა სამყაროსეულია აქ ყველაფერი. სიმღერა, პოსტები. თუ არ გჯერათ, საიდბარს შეხედეთ.
ტვიტერი: ეს რამდენიმე თვეა, რაც მაქვს. მათთვის, ვისაც უნდა იქაც გამომაყოლოს თვალი. (კიარადა ჩემს პოსტებს, არ დაიბნეს ახლა ხალხი :დ )
ფბ: არა, არა და კიდევ ერთხელ არა. ბლოგი არის ბლოგი და ფბ არის ფბ. იქ არასოდეს დავწერ, რომ ცუდ ხასიათზე ვარ და თუ რამეს ვა"შეარ"ებ, მხოლოდ ბლოგერები და ფორუმელები ხედავენ.
კიდევ რამდენიმე სიახლე:
1) პოპულარული პოსტები გამოვიტანე. უფრო სწორად მე უბრალოდ ეგ ფუნქცია ჩავრთე და ყველაზე პოპულარულად რომელიც მიიჩნია ბლოგსპოტმა, გამოაგდო და საიდბარში მოათავსა.
2) Amazon.com-ის ბანერები დავდე. თუ ვინმე ჩემი ბლოგიდან გადავა მანდ, ძალიან დამავალებთ, რადგან სპეციალური აქციები გავრცელდება ჩემზე, როგორც მათი ხშირი კლიენტისთვის. თუარადა დაიკიდეთ.
3) ვიდეო: ეს სულ რამდენიმე დღეა, რაც დავამატე. ვფიქრობდი ღირდა თუ არა. ამ ეტაპზე ძალიან მინდოდა. ეს არის Faithless - Crazy English Summer. ამ ეტაპზე ეს სიმღერა არის ჩემი ამოჩემება ალბათ დიდი ხნით. ძალიან ხშირად ვუსმენ ხოლმე.

სულ მგონი ეს იყო.
23 ოქტომბერია დღეს. ზუსტად 3 წელი.

ერთხელაც

დავწერ პოსტს, სადაც ვიტყვი, რომ მე გავფრინდი მერცხალივით.
გავფრინდი:

  •  სადაც ვცხოვრობ და არა სადაც ვარსებობ. 
  • სადაც არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა გარდა სამართლებრივად დადგენილი კანონისა, რომელსაც "კოდექსი" ერქმევა.
  • სადაც არ არის ქართული პანაშვიდ-გასვენებები, სადაც ხალხი ძირითადად იმისთვის დადის, რომ საკუთარი გარდერობი გააცნონ ხალხს და სხვა მისი ოდესღაც ნაცნობი ნახონ (ისიც ამავე ლოგიკით მოსული) ა და კარგი, 5 წუთით მისვლა ჭირისუფალთან მისასამძიმებლად. 
  • სადაც არ არის ქართული იდიოტური ქორწილები
  • სადაც არავინ ფიქრობს, ჭორაობს და ნსჯის  რომელი რელიგიური მიმდინარეობის არის მეორე ადამიანი. ან იქნებ საერთოდ არ არის რომელიმეს მიმდევარი და არც აპირებს, რომ იყოს.
  • სადაც არავინ ფიქრობს, ჭორაობს და ნსჯის როგორი სექსუალური ცხოვრება აქვს მეორე ადამიანს. ან იქნებ საერთოდ არ აქვს სექსუალური ცხოვრება და არც აპირებს, რომ ჰქონდეს. 
  • სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმამაღლა გამოთქვას პროტესტი მიმდინარე უსამართლო მოვლენების მიმართ. 
  • სადაც მე ვარ ბედნიერი. 
  • სადაც ისეთ ამბებში ვღებულობ მონაწილეობას, როგორ დღეშიც დღეს საფრანგეთია. 
  • სადაც ვარ კულტურული ადამიანების გარემოცვაში. იქნება ეს ნაგვის დაყრა, გინება, ფურთხება, ცემა, საქმის გარჩევები ქუჩაში თუ კიდევ რამე სხვა. 
  • სადაც ეკონომიკა არის ნორმალურ მდგომარეობაში. 
  • სადაც მაქვს ჩემი განათლების შესაბამისი და შესაფერისი სამსახური. 
  • სადაც ყველა ვარსკვლავს ვითვლი ყოველღამე უკლებლივ. 
  • სადაც შემიძლია ბევრი რამის შეძენა ჩემთვის და სულ ჯიბეში არ ვიყურები. 
  • სადაც გვერდი-გვერდ დგანან მეტალ- და კლასიკური მუსიკის მსმენელები და არ აყენებენ ერთმანეთის გემოვნებებს შეურაცხჰყოფას. 
  • სადაც შემიძლია ვიარო ისეთი ტანსაცმლით, როგორითაც მინდა. და არავინ მაყოლებს თვალს თავისი მანქანიდან არიქა ქალის ფეხებს ვხედავო. 
  • სადაც დავდივარ თეატრებში, გამოფენებზე, მუზეუმებში და დავესწრები არაერთ კულტურულ ღონისძიებას. 
  • სადაც ქალაქები არის ისეთი ლამაზი, რომ მე მუდამ მინდება ასე ბოდიალი. აი ზუსტად ასე.
  • სადაც არ მაქვს სუიციდალური აზრები და ყოველი დილის გათენება მიხარია. 
  • სადაც ისევ დამიბრუნდა ხატვის მუზა, რომელიც მე-7 კლასის მერე აღარ მომსვლია. 
  • სადაც უფრო ნაკლებს ვტირი და განვიცდი იმ მოვლენებს, რაც მოხდა და ხდება ჩემს ირგვლივ. 
  • სადაც ვსვამ ხოლმე შოკოლადს და არა უგემურ კაკაოს.
  • სადაც გადავიხოტრავ თავს და ამის გამო არავინ შექმნის პანიკას. 
  • სადაც ბევრს დავდივარ ველოსიპედით და არ მეშინია, რომ მანქანა გადამთელავს.
  • სადაც...
და მეც სკარლეტივით ვარ დაკარგული ამ უცხო ქვეყანაში, მეც lost in translation ვარ, და მეც ნელ-ნელა ვემსგავსები სკარლეტის გმირს. მერე რა, ცუდი რა არის ამაში. 
მეც დავდივარ წვიმიან ამინდებში გამჭვირვალე ქოლგით. 

    მეც მიკეთია პარიკი ჩემს გადახოტრილ თავზე.

    მეც ვზივარ უცხო ქალაქის ფანჯარაზე და გავყურებ რამდენად განვითარებულია იქაურობა.

    და კიდევ ბევრი "სადაც" მოიყრის თავს და მე გაღიმებული ვივლი,
    ისევ მოვუსმენ ჩემი საყვარელი ჯგუფის ამ სიმღერას და ისეც დავუკვირდები ამ სიმღერის ტექსტს.




    თუ ეს "ერთხელაც" ერთხელაც დადგა, დავწერ ამ პოსტს. მაგრამ რაღაც ძალიან მეეჭვება. 

    ცნობილი ადამიანების დედ-მამიშვილები

    წარმოგიდგენთ ამა თუ იმ პოპულარული ადამინის დებსა და ძმებს. ზოგი მათგანი ძალიან ჰგავს თავის სისხლის ნათესავს. ზოგი საერთოდ არა.
    ინებეთ და დატკბით.

    ანჯელინა ჯოლი და მისი ძმა - ჯეიმს ჰევენ ვოიტი. (მოგეხსენებათ მათი მამა ცნობილი ამერიკელი მსახიობი - ჯონ ვოიტია, რომელთანაც ენჯის გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა)



    ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი დასთან - ანტონიასთან ერთად.



    ვიქტორია ადამს-ბექჰემი და მისი და - ლუიზა



    შერონ სტოუნი დასთან - კელისთან ერთად.



    კიანუ რივზი და მისი დები - კიმი და კარინა



    კაილი და დენი მონოუგები (მგონი დენი ყველაზე ცნობილია სხვა ადამიანების დედ-მამიშვილებთან შედარებით)



    ბრედ პიტი და მისი ძმა - დაგი


    პენელოპე და მონიკა კრუსები ( და არა კრუზი!!!) ჩემი ფავორიტები. ორივე ერთად არის ცნობილი ესპანელი ბრენდის "Mango"-ს სახე. საოცრად გვანან ერთმანეთს. 



    ლესლი, ჯენიფერ და ლინდა ლოპესები



    ლინდსი ლოჰანი დასთან ალიანასთან და დედასთან დინასთან ერთად



    ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რუსი მსახიობი ძმები - ალექსეი და ანდრეი ჩადოვები. 



    ბრიტნი სპირსი და მისი და - ჯეიმი ლი



    სკარლეტი და ჰანტერ იოჰანსონები



    ბიონსე და სოლანჟ ნოულსები. თმის ფერი რომ არა, ძალიან გვანან ერთმანეთს. 



    ორლანდო და სამანტა ბლუმები



    კოლინ ფარელი დასთან - კლოდინთან ერთად.


    ჟიზელ ბიუნდჰენი დებთან ერთად.



    ჯესიკა ალბა და მისი ძმა - ჯოშუა



    ოუენ და ლუკ ვილსონები. ხო, ესენიც ერთნაირად ცნობილები არიან. 



    ხოო, ეს აუცილებლად უნდა დამედო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რუსული ჯგუფის ტყუპი წევრები, ძმები "გრიმები" ბორისი და კონტანტინე. 



    ჰილარი და ჰეილი დაფები





    ჯეიკ და მეგი ჯილენჰაალები. უკომენტაროდ



    სამგზის დედა

    როდესაც შვილი გიჩნდება 10/10/10-ში, ძალიანაც კარგია. განსხვავებული და სხვებისგან გამორჩეული თარიღია აშკარად. მაგრამ როდესაც წინა ორი შვილები დაიბადნენ 08/08/08-ში და 09/09/09-ში, ეს ფაქტიურად შეუძლებელია, არ მეთანხმებით???

    რაც არ უნდა იყოს, გაიცანით ჩედ და ბარბი სოპერები (Chad and Barbie Soper). მათი ქალიშვილი კიარა (Cearra) დაიბადა 10 ოქტობმერს, მეორე ქალიშვილი ქლოე (Chloe) დაიბადა 2008 წლის 8 აგვისტოს, ხოლო ვაჟიშვილი კამერონი (Cameron) 2009 წლის 9 სექტემბერს.

    ოჯახი არის როკფორდიდან, მიჩიგანის შტატიდან (Rockford, Michigan). მათ მალევე მიიქციეს ადგილობრივი ჟურნალისტების ყურადღება, თუმცა ოჯახს NBC-ის "TODAY"-ზეს არ სურდა გამოჩენა.

    "რა სიგიჟეა" - განუცხადა ბარბი სოპერმა Grand Rapids Press-ს. "მე არც კი ვიცოდი, თუ თქვენ ამას რომელიმე გადაცემაში გაუშვებდით"


    სამგზის დედას არ უთქვამს, რომ მესამე შვილს 10/10/10-ში ელოდებოდა.
    "სასაცილოა" - აცხადებს ბარბი."თითოეულ შვილს თავისი რიცხვი ექნება"
    აპირებს თუ არა მეოთხე შვილის გაჩენას 11/11/11-ში??? ცოლ-ქმარმა ერთხმად განაცხადეს, რომ არა.
    "არავითარ შემთხვევაში" - ჩვენ 3 შვილი გვინდოდა და მოხარული ვარ, რომ გვყავს კიდევაც."


    ბარბი, კიარა, კამერონი, ჩედ და ქლოე სოპერების ბედნიერი ოჯახი.

    მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონები

    ჟურნალმა "Forbes"-მა შეადგინა ქალთა ყოველწლიური რეიტინგი გავლენიანობის მიხედვით.  როგორც იუწყება სააგენტო "Reuters", ამ წელს "Forbes"-მა ტაქტიკა შეცვალა და ამჯერად ქალები ზემო აღნიშნულ სიაში მოახვედრა არა სიმდიდრისა და ძალაუფლების მიხედვით, როგორც ადრე ხდებოდა, არამედ შემოქმედებითი მოღვაწეობისა და აქტიურობის მიხედვით.

    1) მიშელ ობამა. "Forbes"-ის მიხედვით, პირველ ადგილს იკავებს აშშ-ის პირველი ლედი. (იშშშშ )


    2) მეორე ადგილს იკავებს ამერიკული კომპანია "Kraft Foods"-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ირენე როზენფელდი.



    3) პოპულარული ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი.


    4) მთელი 4 წლის მანძილზე გერმანიის რაიხ-კანცლერი ანგელა მერკელი პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა ახლა მეოთხეზე ჩამოვიდა.


    5) ამ ადგილს იკავებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - ჰილარი კლინტონი.


    6) "PepsiCo"-ს აღმასრულებელი დირექტორი  - ინდრა ნუი (ამ ქალის არაფერი მინდა, ერთი ქარხნის გარდა, სადაც უთვალავი "pepsi" იქნება. )



    7) ლედი გაგა. პრინციპში თუ გავითვალისწინებთ მის მიერ დადგმულ შოუებსა და შოკში ჩაგდებულ მრავალრიცხოვან ადამიანებს, მოხვდებოდა კიდეც. გარდა ამ რეიტინგისა, 24 წლის მომღერალი დაასახელეს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სარძლოდ. (ვინმემ ურო ჩამცხეთ. )



    8) მე-8 ადგილზეა ავსტრალიური კომპანია "Westpac"-ის პრეზიდენტი - გეილ კელი.


    9) მომღერალი, მუსიკალური პროდიუსერი, მსახიობი, მოცეკვავე და მოდელი - ბიონსე ნოულსი დასახელდა მე-9 პოზიციაზე.


    10) და ათეულს ასრულებს ტელეწამყვანი - ელენ დიჯენერესი.




    100-ეულში მოხვედრილია 70 ამერიკელი, 4 ფრანგი (მათ შორის საფრანგეთის პირველი ლედი - კარლა ბრუნი-სარკოზი, რომელმაც 35-ე ადგილი დაიკავა), 2 ავსტრალიელი, ბრაზილიელი, ინდოელი და სინგაპურელი მანდილოსანი.

    ჟან-პოლი თავის ამპლუაშია

    რა საჭიროა მუდმივად ჩარჩოები. ყველა ხომ არ იქნება იდეალური წონის, ღმერთო ჩემო.
    აი მაგალითად, ცნობილმა ფრანგმა დიზაინერმა ჟან-პოლ გოტიემ გადაწყვიტა, რომ მძიმე-წონიანი მანდილოსნებისთვისაც ქმნის ის საინტერესო ტანისამოსებს. 
    ცნობილმა პროვოკატორმა დიზაინერმა კიდევ ერთხელ შოკში ჩააგდო აუდიენცია პარიზის მოდის კვირეულზე. მან პოდიუმზე გამოიყვანა ამერიკელი პანკ-მომღერალი ბეტ დიტო, რომელიც სხეულის ფრიად გაბარიტული ზომებით გამოირჩევა (155სმ სიმაღლის ფონზე 95კგ გახლავთ). ის გამოჩნდა მოკლე კაბაში. 



    ასეთი გზით გოტიემ ხმამაღლა გამოხატა თავისი პოზიცია: მისი მოდა ვრცელდება ნებისმიერ ქალზე და არა მხოლოდ იმაზე, ვისაც შეუძლია იდეალური სამოდელო ტანით დაიკვეხნოს. 



    ახალი კოლექცია ეწინააღმდეგება ტრადიციულ მოდას. ჟან-პოლი ჰფენს ქვედა საცვლებს, რომელთაც მინიჭებული აქვს საღამოს ან თუნდაც ყოველდღიური ტანისამოსის სტატუსი. ასევე ყურადღება ექცევა ასიმეტრიულ კაბებსა და კორსეტებს, ქურთუკებს, შორტებსა და აჟურულ კოლგოტებს.