ეგ რომ შემეძლოს, ბარემ მთებს გადავდგამდი.
არა, ეს რათქმაუნდა ხუმრობით, უბრალოდ ვცდილობ თავი გავიმართლო. არ შემიძლია ამ სათაურების მოფიქრება და...
რომ არ მეძინებოდეს, მოვყვებოდი რამე ამბავს, მაგრამ...
ჰმ... არადა საერთოდ არ მეძინება. დილის 5-6 საათზე ვიძინებ და 3-6-მდე კროსვორდებს ვხსნი. ვიხსენებ ძველ დროს, როდესაც მე და მამაჩემი ერთად ვხსნიდით. მაგარი იყო. არა, ეგრე არა. მართლა ძალიან მაგარი იყო.
გაიცანით, ეს ჩემი საყვარელი მუსიკალური საიტია. მანდაც თქვენთვის ვარ (K84u ანუ Kate for you). დღეს ვიღაცის "რიქუესთი" უნდა დამეიგნორებინა და არვიცი როგორ, შემომემატა და ეგრევე ეს დამიწერა:

საუბარია ჩემს სტაფილოსფერთმიან ხუჭუჭაზე.
"ოოო, კარგი რა, კარგი რა, კარგი რა, კარგი რა, კარგი რა, კარგი რა, ნუ აი კარგი რა. რა ტორი, რის ტორი, ტორის ამ სიმღერას არასოდეს ვშლი არც მობილურიდან, არც კომპიუტერიდან, არც მითუმეტეს Media Player-დან და მითუმეტეს არც last.fm-ის scrobble list-იდან,მაგრამ რა შუაშია ახლა ტორი, კარგი რა. და საერთოდ, რატომ მოგინდა იმის დასმა, მართლა მე ვარ თუ არა პროფილის სურათზე??? რომელი საუკუნეა მაგ კითხვას რომ მისვამ??? ახლა ვინღა მეკითხება ეგ გოგო მე ვარ თუ არა." - აზრები ჩემს ტვინში. მოქმედება კი შემდეგი: friend removed.
დღეს ჩემი წითელი საათი გავაკეთე სულ რაღაც 2,5 ლარად მეტროში. რა შუაში იყო ახლა ეს. უბრალოდ როცა ხელფასები, სტიპენდიები და პენსიები მქონდა, მაშინ არ მიქნია ეს ამბავი. არადა რა ადვილი იქნებოდა.
სტუ-ს ადმინისტრაციულშიც ვიყავი, ბუღალტერს ვეჩხუბე, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 2 დღეში ამხელა თანხის გადახდა და რა არის დეკანატი 1 ოქტომბერს ამბობს ბოლო ვადას და თქვენ - 15 დეკემბერსმეთქი. არადა არ ვაპირებდი აგრესიის გამოხატვას, მაგრამ თვითონ "რა იყო გოგონი, რაშია საქმე?" უხეშად რომ მითხრა, ზრდილობა გვერდზე გადავდე. მოკლედ რა. "ეს სად ვცხოვრობთ volume N 5654385604356546367658" - როგორც ნუცა ამბობს ხოლმე. დავწერე განცხადება და წამოვედი. არადა თურმე 15 დეკემბრამდე არის ვადა და რა ჯანდაბა უნდათ. ფუ, იდიოტები რა.
facebook-ი ისევ დაყოფილია სასტავებად (ვიცი, რომ ქართულად "ჯგუფი" არის, უბრალოდ "სასტავი" უფრო უხდება ამ შემთხვევაში). ისევ. უკვე სახელებიც მოვუფიქრე არაერთ ჯგუფს:
"ასობა პრადვინუტი სასტავი"
"ბათუმის კინო-ფესტივალის სასტავი"
"აბანოიდების სასტავი"
აბანოიდების სასტავთან არსებული 3-კაციანი სასტავი"ანუ ნიფნიფა, ნაფნაფა და ნუფნუფა.
""ძაააააააან სიხარულები ხარ" სასტავი" - იგულისხმებიან 19 წლამდე ბლოგერები.
"ჩემი ყოფილი თანამშრომლების სასტავი" - ნუ აქ კი ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იგულისხმებოდეს წესით, მაგრამ მე ერთ ფილიალს ვგულისხმობ, სადაც 20 კაცი მუშაობს სულ და 20-ვე დარეგისტრირებულია fb-ზე.
"სკოლის დროინდელი სასტავი" რამდენიმე ცალი.
"მიშელის სასტავი" - ო, ღმერთო, აყვავდა ზუგდიდი :D :D :D
"კახეთის სასტავი"
"მარკეტოლოგთა სასტავი"
ო, ღმერთო. როგორ გვიყვარს ეს სეპარატიზმი და როგორ ვერასოდეს ვიტანდი. არადა მე ყველა ზემოთ ჩამოთვლილ და არ-ჩამოთვლილ/დავიწყებულ სასტავთან მართლა საკმაოდ კარგი დამოკიდებულება მაქვს. კიარადა საკმაოდზე კარგიც. სულ მოკითხვები და ასე შემდეგები.ყოველ შემთხვევაში ჩემგან წრფელი დამოკიდებულება მიდის. მაგრამ აი ეს სეპარატიზმი მართლა რაღაც გაეჩხირება კაცს. კლასშიც ასე იყო. რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი სასტავი და ისინი დღემდე ეგეთები არიან. დარწმუნებული ვარ, კლასის ქეიფს რომ მოვაბათ თავი, თაკო, თიკო და ანკა (პირობითი სახელებია) ისევ ერთმანეთს მიუსკუპდებიან და ისევ ერთმანეთს გაუბამენ ლაქლაქს და არა იმ კლასელებს, რომლებიც დიდი ხანია არ უნახავთ.
მაგრამ ეს ხომ საქართველოა და ქვეყანა, სადაც უამრავი პოლიტიკური დაჯგუფებაა (ანუ ამ პოსტის სტილს რომ არ ვუღალატო, სასტავი) და ხალხმა უკვე აღარ იცის, ვის დაუჭიროს მხარი. არადა ამერიკაში მხოლოდ 2 პარტიაა: რესპუბლიკელები და დემოკრატები.
მე როგორ ვარ???
მკიდია ყველანაირი სეპარატიზმი. საერთოდ ყველანაირი.
სკოლაში ვიყავი და: 4 კლასი გამოვიცვალე ერთ სკოლაში და ალბათ ამიტომაცაა, რომ არც ერთ სასტავში არ ჩავირიცხე. საბოლოოდ რომ ვუფიქრდები, არც არასდროს მდომებია. სულ იყო ულამაზო ჭორაობები, ფარული თუ ღია დაპირისპირებები. მე კი ეს არ მიზიდავდა და თან გარდა მშობლიური 4 კლასისა, დანარჩენი 3 კლასის მოსწავლეებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ვიცნობდი უფროსკლასელებსაც და უმცროსებსაც. კომუნიკაბელური ვიყავი და იმიტომ.
სამსახურში ვიყავი და: 6 ფილიალი მოვიარე. 6 ფილიალი. თქვენ ხომ არ ეხუმრებით??? 6*15 ადამიანი (კაკ მინიმუმ) + ის ფილიალები, სადაც არ ვმუშაობდი +რეგიონების ფილიალები +პლუს სათაო ოფისის თანამშრომელთა უმეტესობა მეილით, ტელეფონით თუ ჩეთით გაცნობილი. ვინ აღარ მეუბნებოდა, შემზე ამდენი წლით ადრე ვარ მოსული და ჩემზე ბევრად მეტს იცნობო. აქაც კომუნიკაბელური ვიყავი და იმიტომ.
და ეს ამბავი ანუ ყველას გაცნობა, საჭიროა არა იმიტომ, რომ "რა იცი , რაში გამოგადგება ის ადამიანი", არამედ უბრალოდ კარგია, როდესაც ბევრ ადამიანს იცნობ, ბევრიც აქეთ გიცნობს.ბევრი ადამიანი გაინტერესებს, ბევრნაირი ხასიათი, ჩვევები, თვისებები. აბა "მე ბრედ პიტი მიყვარს და შენ - ჯორჯ კლუნი, ამიტომ არ მესმის შენი და ვერ გეურთიერთობები" რა უბედურებაა. ეს რაღაც ჰაერივით არის ჩემთვის. უბრალოდ არ შემიძლია ამის გარეშე და არ მესმის ინტროვერტების.
ავიღოთ იტალიის მაგალითი: მართლა ძალიან ბევრნი ვიყავით წასულები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და კალიარიში (სარდინიის მთავარი ქალაქი) ვიყავი სულ 7-8 დღე. სამწუხაროდ, მართლა არ მეყო. თუმცა ეს იყო რაღაც სასწაული ინტერესი ადამიანების მიმართ. ყოველი დღის განმავლობაში შანსს არ ვუშვებდი ხელიდან, რომ მინიმუმ რამდენიმე ადამიანი არ გაცნო, არ დავინტერესებულიყავი მისი სამშობლოთი, ისტორიებით (იგულისხმება ადამიანების პირადი ისტორიები, "რა გადახდათ ამა თუ იმ მომენტში".) რაზე შეუძლიათ ბევრი საუბარი დაუღალავად. და ამ დროს ჩემთან ერთად წამოსული ორი ქართველი გოგო არავის მიეკარა. ნუ არავის არა, მაგრამ ალბათ სულ 10-15 ადამიანს, ისიც ზედაპირულად.
იტალიელმა ჯიოვანიმ მითხრა, ძალიან კომუნიკაბელური და სასიამოვნო მოსაუბრე ხარ, იმათგან განსხვავებითო. იგივე მითხრა ინგლისელმა ალანმა და დაამატა, ეგ შენი ქართველი გოგოები კი ყველას ზემოდან უყურებენ, ბევრს ჭორაობენ სხვებზე და არავის ესაუბრებიანო. აზერბაიჯანელმა ფარიზამ კი, ой, какие-то странные эти твои грузинки. Ни с кем не общаются и как-то плохо на всех смотрят. და გაითვალისწინეთ, რომ სულ რაღაც 2-3 დღეში მითხრეს ეს მე. ენა გადამეყლაპა. რა მეთქვა??? მხარი ამება??? არადა ფაქტი ფაქტად რჩება. ეგრე იყო. არადა მე ხან ვისთან ვცეკვავდი, ხან ვისთან, აბა სურათი ფედერიკოსთან, აბა ემანუელესთან, აბა კორინა და ჯორჯთან, აბა მილანელ მარჩელოსთან დავჯდები სადილზე, ან სარდინიელ მატეოსთან, ან ბერძენ ანა-მარიასთან და სლოვაკ ირინასთან.
შედეგი: უამრავი უცხოელი ადამიანი. დღეს ერთის fb-ზე ვარ, ხვალ - მეორისაზე. ესაა facebook-ის უპირველესი დანიშნულება და ესაა ურთიერთობა!!! ან შეიძლება ეს არ არის, მაგრამ მე ასე მესმის და ასე ვიქცევი. დღეს მილანელი მარჩელოს დაბადების დღე იყო და იტალიურად (დიდება Google translate-ს) მივულოცე. ძალიან გაუხარდა
დღეს-დღეობით ორი ყველაზე მეტ კომენტარს ვტოვებ ცოლ-ქმარი ლიზარდების fb-ებზე. ჩემთვის, ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო fb-ელები არიან და აბსოლუტურად შორს დგანან რაიმე სახის სასტავისგან. უბრალოდ ჰყავთ უამრავი ნაცნობი და საინტერესო სტატუსები.
მე სხვანაირად არ შემიძლია.
უბრალოდ არ შემიძლია.
ეს სიმღერა მაქვს რამდენიმე დღე ძალიან სერიოზულად აკვიატებული.
მიყვარს Bonobo, საჩემო სიმღერები აქვს.







.jpg)









