პოსტი წასვლამდე N 2

დღეს ფბ-ზე დავასტატუსე: "არ მჯერა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ სხვაგან გავიღვიძებ." რეალურად არა მარტო გავიღვიძებ, არამედ დავიძინებ, ზღვაზე წავალ, ქალაქებს დავათვალიერებ და გავერთობი, მაგრამ უშუალოდ გაღვიძებაზე დავწერე. ეს კი იმიტომ, რომ დღეს, გაღვიძებისას, სიზმრიდან გამოსული, რამდენიმე წამი (ალბათ 5-7) აქეთ-იქით ვიხედებოდი. უკვე სხვა ლოგინში ხომ არ ვარმეთქი. ჩემი სახლის ლოგინის დანახვისას კი უზომოდ შემომიტია რაღაც გრძნობამ. ეს გრძნობა ალბათ ნივთების მიმართ მიჩვევა და მათი სიყვარულია. რამდენადაც სწორად ვიცი, ფეტიშიზმი ჰქვია ნივთების სიყვარულს და ალბათ საკმარისი კატეგორიით მახასიათებს, თუმცა მშვიდად ვარ, რადგან მე არ ვარ მარტო. ხალხს უყვარს თავისი მობილური, საფულე, ჩანთა, ტანსაცმელი და კიდევ მილიონი ნივთი. მე მაგალითად ძირითადად მობილურსა და საკანცელარიო ნივთების მიმართ მაქვს მსგავსი გრძნობა.

ხო, გუშინ კონსტიტუციის ქუჩაზე რომ არის "კან-ვენ-სნეულ-დერმატ-რაღაცა" (ვერ დავიმახსოვრე სახელი) იქ ვიყავი პროფესორ ალეკო (ალექსანდრე) კაციტაძესთან. რაღაც მალამოები ერთმანეთში (მათ შორის ერთ-ერთია ბავშვის კრემი) და ის წაისვიო. და კიდევ რაღაც წამალი დალიეო. ერთხელ დამხედა მხოლოდ და წადი შაქრის ანალიზი აიღეო. აუუ, მე ხომ ნემსს ორგანულად ვერ ვიტან, თან ექთანს ვეუბნები ერთი წლის ავიღე ანალიზი ზუგდიდში და 88 მქონდამეთქი. მან ყოვლად უშინაარსო სახით: "არვიცი, ახლაც უნდა აგიღო". მართკუთხედის ფორმის რაღაც ნივთის ერთი კუთხე ჩამასო თითში (მართლა ჩამასო). მერე ის რაღაც აპარატში ჩადო და აპარატმა გაჭედა. ნუ რათქმაუნდა ჩემზე უნდა გაეჭედა   . უი, თავიდან უნდა ავიღო ანალიზიო   , ამიღო სხვა თითიდან. ცოტა მომატებული მქონია, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ნორმაში მაინც ვჯდები  . მერე შემიყვანეს ისევ ბ-ნ ალეკოსთან, ოღონდ ამჯერად კაბინეტში. კითხვები დამისვა ხოდა მოკლედ ის, რომ არაფერი არ გჭირს, უბრალოდ შენ თვითონ გაქვს ნაწვალებიო. აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარო. რეცეპტის პურცელს, დიეტის ფურცელიც მოაყოლა, თანხა გადავიხადე და ფრიად კმაყოფილი წამოვედი. გზაში დიეტის ფურცელს ვკითხულობდი და სიცილი ამივარდა   . ისეთი რაღაცეები არ შეიძლება, საერთოდ არ უნდა მივდიოდე იტალიაში. საწებელი არაო, ტომატი არაო, ძეხვი არაო. აბა იტალიური პიცა როგორ ვჭამო??? ცარიელი ცომი??? ან სპაგეტი უსოუზოდ???     ნუ მოკლედ არ ვაპირებ დაცვას. დაე კუჭმა და კანმა ერთად მაგინონ (ნუ აქამდე მხოლოდ კუჭი მაგინებდა, ახლა კი - კოლექტიურად). დღეს პსპ-ში გადავედი, ბავშვისთვის რაღაცეები უნდა მეყიდა. ჩამოვთვალე ეს, ის, ეს, ის და ბოლოს დავამატე: "და რამე უბრალო, იაფფასიანი ბავშვის კრემი"-მეთქი. ფარმაცევტს თვალები გაუფართოვდა და სათვალის ზემოდან ამომხედა. იფიქრა ბავშვისთვის იაფფასიანსა და უხარისხოს რატომ ყიდულობსო. მაგრად ვიხალისე   .მერე ავუხსენი ჩემთვის მინდამეთქი. ნუ მოკლედ. მთავარი ისაა, რომ სრულებით ჯანმრთელი ვარ და არაფერი მჭირს.

ხვალ უკვე უნდა ნელ-ნელა გადმოვიღო ტანსაცმელი.
ეს ის.
იმედია არაფერი დამრჩება.
თუ რამე მოგაფიქრდათ, შემახსენეთ კომენტარის სახით.
მინდა რამე წიგნი ვიკითხო გინდ თვითმფრინავში, გინდ - რავიცი. სადაც დრო მექნება.
ვფიქრობ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" წავიღო თუ ფრედის "99 ფრანკი" ან არვიცი, აქაც მჭირდება რჩევა. თუ არ დაგეზარებათ, იქნებ მირჩიოთ.


დღეს 27-ია უკვე.
28 - წვრილმანი საყიდლები, ლინზები, მზის დამცავი რომელი ვიყიდო თაას უნდა ვკითხო.
29 - ჩავალაგო ყველაფერი. თან ისე, რომ 15 კილოზე მეტი არ იყოს.
30 დღე - მორალურად მოვემზადო იმისთვის, რომ უნდა ვიფრინო და უნდა გადავიდე უცხო ტერიტორიაზე.
30 საღამო - უნდა ვინერვიულო და ამის ფონზე კბილები კანკალს დამიწყებენ. დაველოდო როდის გადასცდება ღამის 12 საათს.
31 გამთენია - ღამის 2 საათზე აეროპორტში უნდა ვიყო. რეგისტრაცია: მგონი 03:00, ჩასხდომა: 04:00, მიუნჰენი: 05:55, ჩასხდომა: 13:05, კალიარი: 15:00
მიუნჰენის აეროპორტში უნდა ველოდოთ მთელი 6 სააათი   , იქნებ სადმე გავიდეთ ორ ნაბიჯში და ვჭამოთ რამე   . იქნებ მიუნჰენში ლუდსაც გამოვკრა ხელი   .

ესეც შესაბამისი სიმღერა.
მთელი დღეა ამ ვიდეოს ვუყურებ და ვცეკვავ.





ეს ზუსტად ის სიმღერაა, რომელსაც ჯუდ ლოუ და მეთ დეიმონი მღერიან "Talented Mr. Riply"-ში.
ესეც აგერ, თუ მოგინდათ:

პოსტი წასვლამდე N 1

დიახ!!!
იდეაში ჩემი ჰაბიტუსი: ყურებამდე გაკრეჭილი და "ვაიმე, რა მაგარია იტალია." და მთელი ამბები. 
რეალურად კი ყოვლად უემოციო (რა გასაკვირია არა??? ), დადებილებული, "გაუღიმარი ხელმწიფე". 
ბავშვი უკვე ხშირად არც თუ ისე სასიამოვნოა ჩემთვის. მისი ტირილი, "ხელში დაიჭირე", "ერთი წამით შეხედე, რას შვრება", "კალიასკა ამოიტანე"-ებით, მატერიალური დანახარჯებითა და ა შ. 
მატერიალური რა - ჩემი ჯიბიდან არაფერი გადის, დედაჩემის ჯიბიდან გადის და რაც დედაჩემის ჯიბიდან გადის, ის მე მაკლდება, რადგან მე არ მაძლევს ფულს.

ახლა ცოტა უკან ვიწევი ზურგით და ვაჟა-ფშაველას დასაწყისში არქივი რომაა, იმის კენწეროზე დამონტაჟებულ მონიტორზე  L.G.-ის კაშკაშა რეკლამას ვუყურებ. რატომღაც დამჩემდა ღამ-ღამობით, კომპიუტერთან ჯდომისას მისი ყურება. რა უაზრობაა "მამენტ". 

"хорошо сейчас в Берлине" - როგორც ჩემი საყვარელი, რუსული ფილმის "Питер ФМ"-ის ერთ-ერთმა პერსონაჟმა თქვა და ოცნებას გაუყვა. იმის არ იყოს, "კარგია ახლა იტალიაში" - ვფიქრობ მეც და მეც ოცნებას მივუყვები. აგერ ოცნებაც. 
მივდივარ პირველად უცხო ქვეყანაში და სრულიად მოუმზადებელი ვარ. არადა რაღა დარჩა. სულ რაღაც 4-5 დღე.
მე კი არა ტანსაცმელი გამოლაგებული,
არა სხვა პირადი ნივთები,
არა ახალი ნაყიდი წვრილმანები.
არადა ელემენტარული მზის დამცავი და მისთანები ხომ როგორ მჭირდება.
ლინზები მაქვს საყიდი, ჩემი ლინზები 3-თვიანია და იანვრის მერე ანუ 7 თვე არ მიყიდია და მანამდე როდის ვიყიდე, არ მახსოვს.
პლუს კიდევ...
აუ რავიცი რა...
ხვალ კან-ვენში მივდივარ. მინდა კანის გამოკვლევა ჩავიტარო.  აბა ნორმალურია ყველა კოღო მე რომ მასკდება ტანზე??? საშინლად გამოვიყურები. ამის გამო ვისაც არ ეზარება, ყველა მე მიზუზუნებს: "გოგო არა ხარ??? რას გიგავს მკლავები???" და ნუ მოკლედ, ტვინი გამომიღეს, წაიღეს და სადღაც ნაგავსაყრელზე დააგდეს. მე არვიცი რა მჭირს და სულ ჩემი კანითა და სისხლით ვიკვებები. სულ ვიწიწკნი და მერე ნერვები მეშლება, ასე რატომ მაქვსმეთქი. არადა ექიმთან არ დავდივარ ხოლმე, ერთადერთი კბილებს ვყვები ზედ. უბრალოდ ბიძაჩემი გაგიჟდა ჩემი კოღოებ-ნაკბენი სხეული რომ დაინახა და ასე და ასე, ამასთან მიდიო.

მინდა რაღაცეები ვიყიდო წასვლამდე, ჩემი ფეხები.
დედაჩემი მეუბნება ფულს მოგცემ იტალიაში რაღაცეები რომ იყიდოო. აქ მომეციმეთქი. არა, აქ არ დაგიმსახურებიაო. ლოგიკა, თავისი რკინებით.
მერე კიდევ სულ რაღაცის დაყვედრება და ნუ მოკლედ.

სამსახურიდან გამოშვების მერე რაც მეკუთვნის, იმას 31-ში ჩამირიცხავენ მაინცდამაინც. არადა 30-ში ღამე ანუ 31-ში დილით მივფრინავ.
"კაროჩე, პოლნი პიზძეც".



ზოგჯერ ვფიქრობ, რატომ ავიტეხე ეს იტალია. წავსულიყავი ბათუმში.

კანის უკურნებელი და სასიკვდილო დაავადება მჭირდეს.
დავისვენებდი საამურად და სამუდამოდ.

უბრალოდ...

უბრალოდ იტალიის ვიზა ჩამირტყეს და დღეს მე უბედნიერესი ვარ.

სულ ეს მინდოდა დამეწერა.
კიარადა...
ემოციებისგან სავსე კი არა, აი წყალი ჭიქაში რომ აღარ ეტევა ხოლმე და რომ ისხმება ხოლმე.
კიარადა
ანუ ემოციების წყლის მაგივრად.
კიარადა...
ვაიმე...
რას ვიფიქრებდი.
თან ჩემი პირველი გასვლა ქვეყნიდან.
თანაც რა ქვეყანაში.
ჩემს საოცნებო ქვეყანაში.
აი აი აი აი აი იმდენი რაღაც და იმდენი ღიმილი და ღიმილაკი
და სიცილი და სიცილაკი, რომ მეტი არ შეიძლებოდეს.
თან ერთი სულელური თვისება, რომელიც მახასიათებს...
თუ რამე მიხარია, აუცილებლად მინიმუმ 5 ადამიანს უნდა დავუმესიჯო.
რატომ ვაკეთებ ამ დებილობას, არვიცი.
იქნებ იმ ადამიანს სრულიად ფეხებზე ჰკიდია ჩემი სიხარული?!
მაგრამ რავიცი, მე მაინც ეგრე ვიქცევი.
და მინდა ხოლმე, რომ ისიც ბედნიერი იყოს.
უჰ...
ცოტას ამოვისუნთქებ და მერე კიდევ დავწერ რამეს.
რა ხდებოდა საკონსულოში და ასე შემდეგ.

La mia Italia, il mio uomo, la mia vita, la mia ispirazione, il mio incantesimo e qualcosa di molto più

იტალია...
ეს რაღაც საოცრებაა ჩემთვის. 
ქვეყანა, რომელიც არაერთი წელია ფარულად თუ ხილულად მიყვარს. 
მესიზმრება. 
მელანდება. 
ხშირად უბრალოდ თვალს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, ვითომ მილანისა თუ ფლორენციის ქუჩებში დავიარები. მერე რომსა და ვენეციისკენ მივიჩქარი.
გზად მილიონი იტალიელი მხვდება.
მე ღრმად მჯერა, რომ იტალიაში ყველა ოცნება სრულდება. 
რასაც კი მე ჩავიფიქრებ. 

წინა კვირას მთელი 7 დღე ძალიან დაღლილი ვიყავი, მინდოდა ლოგინში მეკოტრიალა და ბევრი მეძინა. მთელი კვირა იმდენად დამღლელი იყო, რომ არაფერი დაშავდებოდა საღამოობით თუ დავისვენებდი. ეს დასვენება კი შუა კვირაში დავგეგმე. მაგრამ ალესანდრომ არ მომასვენა. დაკვირვებული ვარ, როდესაც უკიდურესად დაღლილი ვარ, მაშინ არ მანებებს ხოლმე თავს. როცა მასთან ერთად ბოდიალი მინდა, მაშინ ან მივლინებაშია, ან ფეხბურთია რომელიმე სტადიონზე, ან კიდევ რა, ან კიდევ რა. 
- andiamo Katarina.
- არა, ძალიან დაღლილი ვარ.
- guardate quello che un tempo meraviglioso, andiamo, per favore. 
- ვკვდები, ისე მეძინება. შემეშვი!!!
- no, io voglio uscire e voglio che tu venga con me. 
- იქნებ სხვა დროს. 
- no, altro momento siamo in due che essere occupato, vieni Katarina. 
- oh mio dio, va bene. მოვდივარ. რა ჩავიცვა???
- mettiti quell vestito che ti ho comprato. Ti sta molto bene. 
- არ შემცივდება???
- certamente no, fuori fa troppo caldo, il paese e' in flamme.

ალესანდროს ნაჩუქარი წითელი კაბა ჩავიცვი. გრძელი თმები გადავივარცხნე, სახეზე მსუბუქი მაკიაჟი, ტუჩებზე - წითელი ტუჩსაცხი. ასეთდროს მისთვის "Mia Bella Katarina" ვარ ხოლმე. ზოგჯერ ვფიქრობ ეს წითელი კაბა ზედმეტად მოკლე ხომ არ არისმეთქი, მაგრამ არაო და რავიცი. ალბათ მეჩვენება. მისაღებ ოთახში რომ გამოვედი, ჩვენს ძველებურ ტახტზე 2 ბილეთი შევნიშნე. ხელში ავიღე და რას ვხედავ. ლა სკალა. აივანი. საუკეთესო ადგილები. "კარმენი". მთავარ პარტიას კი ვინ თუ არა ნინო სურგულაძე ასრულებს. ალესანდრო უკნიდან მომეპარა, ხელები შემომხვია და თმებში მაკოცა -  "Mia Bella"  წარმოიდგინეთ ლა სკალას უზარმაზარი თეატრი. ულამაზესი. რამდენი ცნობილი წარმოდგენა დადგმულა აქ და დღეს მე უნდა დავესწრო ქართველი მეცო სოპრანოს სასწაული ნიჭის დემონსტრირებას. მივედით. შესასვლელი გადაჭედილი იყო. როგორც იქნა ადგილები დავიკავეთ და დაიწყო...
გახსოვთ "ლამაზი ქალი"??? აი ის მომენტი, როდესაც რიჩარდი და ჯულია თეატრში არიან??? დაახლოებით მსგავსი სახით ვიჯექი. ნინო შეუადარებელი იყო. ისეთი ვნება, ისეთი ემოცია, ისეთი ტემპერამენტი, ისეთი გრძნობები მოდიოდა მისგან, რომ სანდროს გადავუჩურჩულე: "she's real Georgian"-მეთქი, რაზეც თანხმობა მივიღე, თუმცა იქვე დაამატა: "Or maybe Italian". რა ხმა აქვს ამ გოგოს, ვგიჟდები ხოლმე.
არაჩვეულებრივი სანახაობა იყო, სანის დიდი მადლობა გადავუხადე.


ამავდროს ბუნებრივ მოთხოვნილებას უკიდეგანოდ შევეწუხებინე, ამიტომაც მე და ალე გავეშურეთ მისი საყვარელი რესტორნისკენ. ეს ხომ რათქმაუნდა რესტორანი "Sadler"-ია, სადაც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. მე გარდა კერძებისა, ინტერიერი მომწონს. ნახეთ როგორი დახვეწილი გარემოა. ალემ უპირველეს ყოვლისა "ბაგრატიონი" მოატანინა. ასეთ დროს ორივეს გვიყვარს ღვინის სმა, არადა ღვინო ჩემგან ძალიან შორსაა, მაგრამ ის დღე გამონაკლისი იყო.

ალემ ეს კერძი შეუკვეთა, სულ მავიწყდება მისი სახელწოდება. ხო, აი ეს არის, რასაც აგერ ხედავთ. მე იმდენად არ მიზიდავს მსგავსი "ჩაღლა-ბუღლა" რაღაცეები, რომ მზერაც კი გულს მიწუხებს და შესაბამისად გონებას არ ვიტვირთავ ზედმეტი სახელების დამახსოვრებით. შემადგენლობები ამგვარია: ბადრიჯანი (და აი ამ სიტყვის შემდეგ როგორ უნდა მივიკარო ეს კერძი???? ფუჰჰჰ. ) პომიდორი, მაკარონი, რომელიღაც მწვანილი, სოუსი და კიდევ მილიონი სუნელი თუ ინგრედიენტი. ალე გიჟდება მსგავს კერძებზე და ამასაც რომ მიირთვამს, სიამოვნებისგან კვნესის ხოლმე.





მე კი - იქიდან გამომდინარე, რომ საჭმელში ექსპერიმენტები არ მიყვარს, მირჩევნია ისეთი კერძი მივირთვა, რაც არაერთხელ არის დეგუსტირებულ-შეყვარებული ჩემს მიერ. გარდა ამისა,  ჯერ კიდევ ვცდილობ საქართველოსთან ვიყო დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ისეთ კერძებს მივირთვამ, რომლებიც ახლოს არის ქართულ სუფრასთან. ან ახლოს თუ არა, ვიცი მაინც რისგან მზადდება. აი მაგალითად ეს. ძნელი მისახვედრი არ არის, რა არის ეს და რისგან არის მომზადებული. თან თუ გავითვალისწინებთ მის საოცარ მსგავსებას ქართულ ხაჭაპურთან - გენიალური არჩევანია. სახელია "Cuisine Pizza". ნუ ერთადერთი ისაა, რომ სოკოიანია და რათქმაუნდა მე არქეოლოგიური გათხრები ჩავატარე და სოკო გამოვიღე. პლუს, გამოვიღე ხახვები. სანდრო მეხუმრება ხოლმე, შენ მართლა ხაჭაპური გდომებიაო, მაგრამ ეგრე არ არის. მე მაინც გულწრფელად მჯერა, რომ პიცას მივირთვამ ხოლმე. ხოდა თუ ვინმე დაინტერესდებით, აგერაა მისამართი: Via Ettore Troilo 14, Milan 20136, Italy.

მეორე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ვენეციასა და ფლორენციაში გადავსულიყავით. ალე მაოცებს. შეუძლია სამსახურიდან დაეთხოვოს და მე წამიყვანოს ულამაზეს ქალაქებში. თანაც, გარდა ამისა, როგორც თვითონ ამბობს, არაფერი დაშავდება, თუ ერთი დღე სამსახურს გააცდენს და ვენეციაში გადავა. ისე ამბობს, ახლა მე რომ ვთქვა, წამო, ბაკურიანში გადავიდეთ, მაგრამ იტალიელები ყველაფერზე "გადავიდეთ"-ს ამბობენ. ვენეცია - არის საოცარი სილამაზის ქალაქი. უამრავი ხიდით, არქიტექტურული ნამუშევრითა და სახლით. მართლაც რომ სიყვარულის ქალაქია. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და ამ სიყვარულით აღსავსე არ ჩამოდიოდე ვენეციაში. ეს ალესაც არ ესმის, ამიტომაც ჩამოვედით აქ. "ალე, ხომ კიდევ ჩამოვალთ ვენეციაში???", თუმცა ალეს არ ესმის ქართული, მხოლოდ უმარტივესი ქართული ესმის.



ფლორენცია კი ეს არის ჩემის აზრით (და არამარტო ჩემი) იტალიის ყველაზე ლამაზი და კულტურულად სრულყოფილი ქალაქი. უამრავი მუზეუმი, უამრავი ძეგლი, კულტურული ობიექტი. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩამოვიდე იტალიაში და არ მოვინახულო ფლორენცია.სურათებს გაგიზიარებთ.  მე რომ აღტაცებული ვარ და ემოციებში ვარ, ალესანდრო დამცინის. რათქმაუნდა, ის ხომ ამას ყოველთვე ან სულაც ყოველწელს ხედავს (მინიმუმ!!!), ხოდა რავიცი აბა, რა ვთქვა, უბრალოდ ლამაზია და მე მომწონს.


და მომდევნო დღის მონახულების ობიექტი!!! ადგილი, სადაც ყველა გზა მიდის!!! ქალაქი, რომელიც არ აშენებულა ერთ დღეში!!! (ცნობილი ფრაზაა და ალბათ თქვენც გაგიგიათ : "Rome wasn't built in a day."  და მართლაც თუნდაც რად ღირს ის უზარმაზარი, გალავანივით გარშემორტყმული კოლიზეუმი. კოლიზეუმი ანუ მეორენაირად რომ ვთქვათ, ამფითეატრი ფლამიუმი. სიტყვა "კოლიზეუმი" მოდის კოლოსისგან, რომელიც ოდესღაც იქვე იყო, თუმცა შემდეგ გაუჩინარდა და ხალხმაც ის მალევე მიივიწყა, თუმცა "კოლიზეული" კი - დარჩა. ბევრ სურათს შორის რატომღაც ამის დადება მომინდა. ღამით კოლიზეუმში სანათებს ანთებენ და მისი სინათლე მთელ ქუჩას. ძალიან ლამაზია.




უი, ალემ Roman Coliseum Card მაჩუქა. აი ასე გამოიყურება. შიგნით კი ღია ბარათია და "Ti amero' per tutta la mia vita" წერია. აგერ იყიდება http://www.zazzle.com/roman_coliseum_card-137636222834344884


ისეთი დაღლილები და გათიშულები ჩამოვედით, რომ ჯერ მაცივარს მივადექით და მერე - ლოგინებს. მაგრამ მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს უნდა მოუწყო დღესასწაულები. 

თვის ბოლოს ვგეგმავთ სარდინიაზე, კერძოდ კი - კალიარიზე (Cagliari) წასვლას და ზღვაზე გარუჯვას. მე მაინც შვებულება ავიღე და სანდრინიოც აიღებს. იმედი მაქვს, კარგად გავერთობით და რაც მთავარია, არაჩვეულებრივად დავისვენებთ. ერთი სული მაქვს. 




ეს პოსტი ამ სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია. უთბილესია 
   
 Discover Simple, Private Sharing at Drop.io  
          





დღეს არის 21/07/10  და ეს პოსტი დრაფთებში დევს 29/10/08-დან მოყოლებული. უბრალოდ თითქმის 2 წელი მუზა არ მქონდა ამ პოსტის დაწერის. ახლა კი იტალიის საელჩოსგან პასუხს ველოდები და ვნერვიულობ. არც კი მჯერა, რომ შეიძლება რომსა და კალიარიში წავიდე. 

თურმე

არა..
კი ვიცოდი, მაგრამ ახლა ერთი-ორად დამაფიქრა ამ საკითხმა.
რა ძნელი ყოფილა 100%-ით დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება.
ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ და მაინც არაფერი.
დადიხარ წინ და უკან.
ხან ამას აკეთებ, ხან - იმას.
ხან აქ მიდიხარ, ხან - იქ.
მერე ცდილობ მეგობრები მოიკრიბო გარშემო...
არა მეტიც.
ფუტკრებივით მოისიო.
"არიქა რჩევა მინდა და მოდით."
"არვიცი, რა ვქნა."
"არვიცი რა იქნება ამის შემდეგ."
მაგრამ ისინიც კითხვას აქეთ გიბრუნებენ, თანაც უპასუხოდ.
"და შენ რა გინდა???"
"და შენ როგორ გირჩევნია???"
"ჯერ შენ გაერკვიე, რა გინდა."გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან შორენა.
თითქოს ამით ორ კურდღელს იჭერენ.
პირველი ის, რომ რეალურად აინტერესებთ, შენ რა გინდა. რომ მერე უკეთესად მოახერხონ დახმარება.
მეორე კი ის, რომ თავიდან მალე მოგიცილონ. ქვე-ტექსტი ისაა, რომ "რაც გინდა, ის გიქნია" და "როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეცი. მერე მე არ დამაბრალო".

ვდგავარ ტრიალ მინდორზე.
სრულიად მარტო.
სრულიად.
ვუყურებ მზეს დღისით,
ვუყურებ მთვარეს ღამით.
ვითვლი ვარსკვლავებს ყოველ ღამე.
და მე დავდივარ ამ მინდორზე.
და მე ყველაფერს ვაკეთებ ამ მინდორზე.
იდეაში.
და მე ვიხედები ამ ტრიალი მინდვრის იქით.
რა არის???
უცბად შორენა მახსენდება, რომელიც "გარღვეულივით დაბარბაცდა და გადაეშვა ქარაფიდან".
ქვევით უფსკრულია.
ლამაზი, ფერადი, თავისუფალი, როგორშიც მინდა მოხვედრა.
მაგრამ არ შეიძლება, რადგან ეს კარგს არაფერს მომიტანს.
ეს ხომ უფსკრულია, რაც ზიანს მომაყენებს.
ირგვლივ არავინაა.
მხოლოდ ბანალური არსებები.

ამ ჩანაწერს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ უკვე მე-8-ედ გამომიშვეს სამსახურიდან.
ამ ჩანაწერს ვაკეთებ არა იმიტომ, რომ პირადი ცხოვრება მაქვს აწეწილი.
ეს ჩანაწერი საბოლოო ჯამში არც იმას ეხება, და მითუმეტეს არც იმას.
უბრალოდ ეს ჩანაწერი ყველაფერს ეხება.
ალბათ დგება მომენტი, როდესაც უნდა მიიღო არც თუ ისე დიდი გადაწყვეტილება.
მე კი დავდივარ აქედან იქ, იქიდან - აქ.
და რა???
არც არაფერი.
ხალხი გამუდმებით რაღაცას მოითხოვს ჩემგან.
ოჯახის წევრები - გამოცოცხლებას.
თანამშრომლები (აქ უკვე ყოფილნი) - ნაკლებ პანიკას, "არ-განცდას", უპანიკობას და მეტ ღიმილს.
მეგობრები - კარგ განწყობას.
ქალები - დაინტერესებას ყველა იმ ქალური სისულელით, რაც მათ აინტერესებთ.
მამაკაცები - მათთან ფლირტს.
ნეტავ ვინაა ის თუნდაც ერთადერთი ადამიანი, ვინც არაფერს ითხოვს ჩემგან და ჩემთანაა მიუხედავად იმისა, როგორი ვარ და როგორ ვიქცევი.
არ შემიძლია ხელოვნური ხასიათები და ქცევები.
რაღაც ახალი მინდა გავაკეთო, რითიც საკუთარ თავს ვასიამოვნებ და არა სხვას.
ვდგავარ უფსკრულის პირას და ვფიქრობ.
გადავხტე თუ ისევ ასე ვიყო.
და იქნებ გადახტომა ჭრელ ფერებში უკეთესია, ვიდრე დადგენილი წესების მიხედვით ცხოვრება.
მიჭირს და ძნელია.
მთელი 2-3 თვე მკაცრი დრეს-კოდის მიუხედავად სამსახურში კეტებით ვიარე.
და რომ ვინმეს ვენახე, პასუხი მზად მქონდა.
უტაქტო, უზრდელური, მაგრამ სამართლიანი და ლოგიკური.
"არ ვარ თანამშრომელი და როგორც მინდა, ისე ვიქცევი.
ეგ თქვენი შინაგანაწესები და "უნდა"-ები კი მხოლოდ თანამშრომლებზე ვრცელდება.
ასე რომ ... " და ეს ყველაფერი ღიმილის თანხლებით.

რაღაც მომენტში უკვე დავიძახე "ჰოპლა" და არვიცი ახლა სად ვარ...
მგონი ჰაერში.
თუმცა ისევ ჩემი გონება თუ მეტყვის საითკენ გავაგრძელო არსებობა.
ჯერ-ჯერობით ჰაერში ვარ.
ისევ.

იმდენი რაღაც მიტრიალებს კიდევ თავში და სიტყვების ნაკლებობას განვიცდი.
ვერ ვახერხებ კონცენტრირებას.
არადა მინდოდა ყველაფერი ამომეღო, რაზეც ამ დღეებში ვფიქრობდი.
რაღაც გაუფასურებას ვგრძნობ და გული მწყდება ამაზე.
ეს დღეები თუ კვირეები მეფიქრება იმაზე, რომ ზოგიერთები როგორც ქალს ისე მიყურებენ და არა როგორც ადამიანს.
და ამაზე არაადამიანურად მწყდება გული.
თითქოს სიამოვნებთ ჩემთან თამაში.
და მე ისევ ტრიალ მინდორზე ვარ.
დავდივარ აქეთ-იქით და ვფიქრობ ამ ხალხთან გადავხტე თუ ისევ ერთფეროვან და ერთ ფერში გადაწყვეტილ მინდორზე დავრჩე.
არადა მათთან უფრო საინტერესოა.

ვერ ვიტან, როდესაც გრძელი ფრჩხილები მაქვს.
არადა მანიკურს ხშირად ვიკეთებ, მაგრამ ფრჩხილები ჯინაზე ძალიან მალე მეზრდება.
და თითების მაგივრად, ფრჩხილებს ვურტყამ კლავიშებს.
ამიტომაც სიმღერასთან ერთად, ფრჩხილების ტკაცა-ტკუცს ვუსმენ.
და მაღიზიანებს მე ჩემი გრძელი ფრჩხილები.
და აღმაგზნებს ჩემი ხმაურიანი კლავიატურა.
აღმაგზნებს მე ის, რომ დიდი, ბუთქუნა და ძნელად რომ დასვამს ეკრანზე ბგერებს, ისეთი კლავიშები აქვს.
მაგრამ მე მაინც მაღიზიანებს გრძელი ფრჩხილები.

და მობილურზე ისევ მესიჯებია.
ფლირტებისა და გახალისებების შესახებ.
და მე ისევ ვცდილობ თავი დავაღწიო ამ ყველაფერს.
და მინდორზე დარჩე.
ვახ.


რაღაც სხვაგან ვიყავი, ამ პოსტის წერა რომ დავიწყე.
და ახლა სხვაგან ვარ, რომ ვასრულებ.
არადა ორივე შემთხვევაში სახლში ვარ და რავიცი აბა...
ხოდა ისა...
დეპრესიაში არ ვარ საერთოდ.
უბრალოდ ასეთი ვარ.



თურმე ამ სიმღერის გარდა არაფერი ჩამირთავს ამ პოსტის წერის განმავლობაში.
კლიპი ამ წამს ვნახე და სიცილი ამივარდა.
რამდენი დამთხვევა...
მეტროდან მგონი აღარ ამოვდივარ.
და რავიცი, რა აღარ.

სანამ მე მეძინა

  • ჩემი უშველებელი კოსრპუსის უკან (თუ წინ) რომ კორპუსია. კიარადა დიაგონალზე უკან... ნუ მოკლედ როგორცაა,მცხოვრებმა ბიჭმა გადაწყვიტა, რომ The Beatles, Radiohead, Coldplay, Stereophonics Robbie Williams-ის სიმღერათა ტექსტები თუ იცის, ე. ი. გიტარით ხელში უნდა იჯღნავლოს კიდევაც. პლუს დრამერიც უნდა აჰყვეს. სანამ მე მეძინა, ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები კედლებზე გასულან მათი სმენით. მე კიდევ კარგი ისეთ ოთახში მძინავს, მხოლოდ ჩიტები, მანქანები და ხალხის ხმამაღალი საუბრები თუ გამაღვიძებს. ჯერ ბავშვთან მივედი, მერე მიშელთან გამოვედი და ვეკაიფე, რა ერთი და იგივე playlist-ი გაქვთ ორივე ოთახშიმეთქი. :D
  • სანამ მე მეძინა, ერთი დღის განმავლობაში 4-ჯერ მივიღე ცხელი შხაპი და 3-ჯერ გავიხეხე კბილები. 
  • მეზობელ ქალს ვუსმინე, რომელიც თავის შვილს "მიშკუნას" ეძახის მთელი ეზოს გასაგონად. მერე რა, რომ ვიღაცას, ვისაც 1 კვირა დღე აქვს გამოსაძინებლად, ტკბილად სძინავს. 
  • 4 ივლისი დადგა, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. Barack, happy independence to you and your country :* You should know, I love U. 
  • სანამ მე მეძინა, დაგეგმილა ლიტერატურულ კონკურს "საბა 2010"-ის გამართვა. ვეღარ გავიგე რა. შარშან აპრილში იყო. ახლა უკვე აზრიც აღარ აქვს ტვ-ის ჩართვას. "ოსკარი" ქე-მაინც ვიცი, რომ თებერვლის რომელიმე დღესაა და ყურადღებით ვარ ხოლმე.
  • ოთხშაბათს პირველი გამოცდა მაქვს. თან აუდიტში. 250-ე და 500-ე საერთაშორისო სტანდარტი უნდა შევისწავლო საფუძვლიანად. კობა რა ლექტორიაო??? კობა ის ლექტორია, ვისთანაც შეგიძლია საგანი კარგად არ ისწავლო, მაგრამ არ-სწავლა ძალიან, ძალიან, ძალიან გაგიტყდება, ქეთევან!!! სხვა ლექტორებისგან განსხვავებით.  ასე რომ აზიდე სხეული ლოგინსა ზედა. 
  • წინა კორპუსში (თუ უკანაში) მიმდინარე გიტარისა და დასარტყამი ინსტრუმენტების ურითმო რტყმას უკვე "alter vision" ვუწოდეთ. ცოტა-ღა უკლია მაქამდე და იმიტომ. :D
  • რამეფრად ხელებს უნდა ვქნა რამე. ძვირფასო კოღოებო! ნუთუ ასეთი გემრიელი სისხლი მაქვს??? ახლა ვზივარ აივნის კარ-გამოხსნილ ოთახში და ფარდა ვერ გადამიწევია გემოზე, ვიხუთები და სამაგიეროდ კოღოებს ვემალები. 
  • ხალხს რომ ვეუბნები ლუდი მინდამეთქი, "+1"-იო მაუწყებენ, მაგრამ რომ ვაყოლებ: "და ხინკალი"-მეთქი, განცვიფრებას ეძლევიან, ზაფხულიაო. არადა ვაიმეეე... როგორ სასწაულად მენატრევა ცხელი, პირის მთუთქავი ხინკალი. 
მე მაპატიეთ...
ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ უნდა გამომექვეყნებინა, მაგრამ ხან რამ და ხან რამ შემაფერხა. 

ლექცია

ჩანაწერებს ვაკეთებ არა მხოლოდ ბლოგში, არამედ ბლოკნოტში. ეს კი იმიტომ, რომ წერა ყველგან მინდება:სამსახურში, მეტროში, ლექციაში, ავტობუსში, ყველგან. 
მაშ ასე: 
განვიხილავ ჩემთვისა და ნათიასთვის "სასიამოვნო" შემთხვევას. 
ახალი სემესტრიდან ანუ სადღაც დაახლოებით თებერვლიდან დაგვინიშნეს ახალი ლექტორი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოვიდა. დაგვიწყო მე ვარ ესა და ეს. უნდა შეგასწავლოთ ბიზნეს-ურთიერთობები. 
საგნის სახელწოდებაა ბიზნესის ხელოვნება. (ასეა ხო ბოთე???)
პარალელურად მე რათქმაუნდა ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი და წავიდა ორი საზიზღარი მაგისტრანტ-ბლოგერის ჩანაწერები. 

მე - რა შუაშია ამის დისერტაციები ჩვენთან??? ამასაც ლაზვიაშვილი ეტაკა??? (ლაზვიაშვილი წინა სემესტრში გვყავდა, რომელიც საკუთარი ქება-დიდებას, სერტიფიკატების ურიცხვ რაოდენობასა და საკუთარ უსაზღვრო ნიჭზე მრავალჯერადად გვაუწყებდა. 6 მარტს ჰქონია დაბადების დღე და ისე გაუხარდა 5 მარტს, ჩაათვლაზე რომ ვუთხარი, ხვალ დაბადების დღე მაქვსმეთქი, რომ ლამის ცას ეწია.)
ნათია - "მე თქვენთან რუსეთიდან ჩამოსული თვითმფრინავი ვარ(P.S. დეპორტირებული)"
მე - სალომესთვის სავიზიტო ბარათი მიუცია და არიქა!!! გავამრავლოთ xerox :D მაგრამ რუსული მობილურის ტელეფონის ნომერი რომ წერია, ეს ალბათ ვეღარ გათვალა. :D
ამასობაში ლექტორმა მოისურვა გაეგო რა იყო ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორ მამაკაცს/ქალს ამოვირჩევდით და რა კრიტერიუმები იყო ჩვენთვის მთავარი. 
ნათია - საუბრები ოჯახზე, სექსზე და ჯანმრთელ ბავშვზე.
მე - სექსი ზემოდან თუ ქვემოდან???
ნათია - ტკბილად იძინე. 


ეს იყო ამ ადამიანთან პირველი ლექცია. მიუხედავად პირველი შთაბეჭდილებისა, მართლა სანტერესოდ მიჰყავდა დისკუსია, ასე რომ მე სულაც არ მეზარებოდა საღამოს 8 სააათზე 7-8 სართულის ფეხით ავლა. მართალია მთელი რვა სართული ჟუჟუნას და სტუ-ს ერთად ვლანძღავ იმის გამო, რომ პირველი 7 საათამდე მუშაობს ლიფტში, მეორეს ადმინისტრაცია კი - ჟუჟუნას ანდობს ხოლმე 6 ლიფტის გასაღებს და შესაბამისად 6-ვე დაკეტილ-ჩარაზულია, მაგრამ ამ საგანზე დასწრება მაინც საინტერესოა. 

რამდენიმე კვირის წინ შევდივართ ისევ ლექციაზე და ზემოთ ხსენებული ლექტორის მაგივრად გვხვდება სრულიად სხვა პერსონა. ჩვენი ლექტორი კი რაღაც ბიზნეს-შეხვედრაზე იმყოფებოდა ჩვენი ლექციის დროს. 
ჯერ ორი ბოთე დებილებივით შევედით აუდიტორიაში, სადაც ჩვენი ყურდაფჩენილი ჯგუფელები ერთფეროვანი სახის გამომეტყველებით ისხდნენ. 


****
ჩემი ჯგუფი...
ეს რაღაც ენით აღუწერელია. 
ეს უნდა ნახო. 
არის ერთი კერესელიძე, რომელიც ენას არასოდეს აჩერებს იმ მოტივით, რომ "მოდი ვიტყვი, რა მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვი, მთავარია, რომ ჭკვიანი გამოვჩნდები." მის მენტალურ ნაკლს ისიც ემატება, რომ არის რბილად რომ ვთქვა, არც თუ ისე სიმპატიური და მსუქანი და მაგრად რომ ვთქვა, ... . მაგრამ გარეგნობა მართლაც არ არის პირველ-ხარისხოვანი და ყურადღება მისაქცევი, რომ იქცეოდეს ნორმალური შეგნებული ადამიანივით, როგორც მაგალითად ამას მეორე მსუქანი ადამიანი აკეთებს. 
არის მარი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მთელი თავისი სასწავლო ცხოვრების განმავლობაში სულ პირველ მერხზე იჯდა და 4-იანი არასოდეს მიუღია. ენის არ-გამჩერებელი და კლინიკური შოკი ჩვენი ჯგუფისა. 
თუმცა მისნაირი არაერთია. ძირითადად ქაქანები და ძირითადად ტვინის ბურღები. 
გვყავს შეყვარებული წყვილი, რომელიც ერთმანეთს მგონი 1 მმ-ის რადიუსით არ შორდება და ვერ ხვდებიან, რომ ლექციის მსვლელობისას ერთმანეთის ლოღვნა არც თუ ისე ლამაზი, ეთიკური და კულტურული ჟესტია. 
გვყავს ჩემი მოგვარე, რომელთანაც კარგ დამოკიდებულებაში ვარ, მაგრამ მისი გვარი იმ შემთხვევაში მაღიზიანებს, როდესაც სიას ან ნიშნებს აცხადებენ გვარის მიხედვით. ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება. 
არის ერთი ირაკლი, რომელზეც ადრე დავწერე კიდეც. მისი გვარი კი ისეთია,რომ სულ "გადადექი"-ს ვეძახით.
მას ფარულად თუ ხილულად ეფლირტავება თეონა. თეონა "სწერვა"-თაგან ერთ-ერთია. სულ სამნი ვართ. თეონა სულ იმის დემონტრირებაშია, რომ ძალიან ენამახვილია, რეალურად კი მისი იუმორი ზოგჯერ დამღლელია. ერთხელ გაჩერებაზე ირაკლის ნათიასა და მის დასანახად მხარზე თავი ჩამოვადე და ''ქალური ამბები" დავიწყე, რისთვისაც თეონასგან დაბოღმილი თვალები, ბოთესგან კი - სიცილ-კისკისი მივიღე. მე კი, როგორც დამპალმა და საზიზღარმა არსებამ, თეონას ცივი მზერა ვესროლე და "ვჭორაობთ"მეთქი მივუგე.მაგრამ ჩემს თვალებში იკითხებოდა:" რა გინდა??? მიხედე რა შენს საქმეს, მინდა და ვეხუტები!!!" სად იყო თეონა ბაკალავრიატის 4 წლის მანძილზე??? თეონა მაშინ "ილიაუნი"-ში იყო, მე და იკას ერთად რომ გვიტარდებოდა ლექციები. ზოგჯერ მინდა, რომ ეს ხმამაღლა დავუყვირო, მაგრამ მეზარება. ბოთესთვის არაერთხელ მითქვამს არადა.
გვყავს სალომე, რომელმაც მგონი ისიც არ იცის, რომ მაგისტრატურაზე სწავლობს. არასოდეს არაფერი არ იცის. შეიძლება საგანი ჰქონდეს ნასწავლი, მაგრამ მე ამ ცოდნაზე არ მაქვს საუბარი. "გოგო არვიცი, აქ გვაქვს ლექცია???" და ა.შ. 

გვყავს ნინო, რომელიც იმ ყველის ვაჭარს მაგონებს, რომელიც სულ იცინის. ამაზეც ნერვები გვეშლება მე და ნათიას. ვერ გაგვიგია, როგორ შეიძლება ადამიანი სულ იცინოდეს მინიმუმ 28 და მაქსიმუმ 32 კბილით. თუ ცუდ ნიშანს იღებს, ჩვილივით გამეტებით ტირის და საჭიროებს მოფერებას, რომელიც ასე გაიჟღერებს: "აააალა ნინო, აააალ იტილო, აააალა ნინო, ალაა". 
გვყავს ია, რომლის მაკიჟის რომელიმე ერთი კომპონენტით დაწყებული სამოსის რომელიმე ერთი კომპონენტით დასრულებული ყველაფერი სხვადასხვა ფერის აქვს. თუმცა სხვებთან შედარებით მას ვასმენინებ ხოლმე, როდესაც ჯგუფს რისხვას ვაყრი. 
კიდევ შალვა, რომლის ატანაც არ გვაქვს. ერთხელ იდიოტობები თქვა ნათიაზე და მე ეგრევე ყვირილი დავუწყე: "ნათიას პირში უთხარი, თუ მაგარი ხარმეთქი". 
ის სწორედაც ის შალვაა, რომელმაც მე, თეონა და ნათია ჯგუფის ყველაზე "სწერვა" გოგოებად შეგვრაცხა მთელი აუდიტორიის გასაგონად. ნუ თეონა მოთამაშეა. ირაკლის ეთამაშება და ირაკლიზე თამაშობს, ასე რომ არ ვცნობ მის "სწერვობა"-ს. მე და ბოთე კი - მართლა საზიზღრები ვართ. ნათია მოხევეა, მე - მთიული. თუ ოდესმე ითამაშებს და ითვალთმაქცებს ან მოხევე და ან მთიული, მაშინ მთებს ბარში ჩამოვიტან. მაგრამ მერე რომ ვუკვირდები, პირდაპირები ვართ. თავს რომ ვერ ვიკავებთ, ხმამაღლა ვამბობთ. 
და ბოლოს ნათია - უბოთესი უბოთესთა შორის. მეზიზღება, მიყვარს, მერე ისევ ვერ ვიტან, მერე ისევ მენატრება. მერე ცემა მინდება, მერე ისევ ვუმესიჯებ, მერე საუბრისას თითებს მიტკაცუნებს. არადა მთელი 4 წელი ზედ არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვის. მერე ჩემი ბლოგი წაიკითხა და კიდევ მერე მითხრა შენი ბლოგი რომ წავიკითხე, მივხვდი,რომ შენ ჩემნაირი ხარო. 
ჭორაობა??? ხო, რავიცი. ჩვენ ისე ვართ, რომ პირდაპირ ვეუბნებით ყველაფერს. აუდიტის ლექტორმა მეთორმეტეჯერ რომ დაიწყო იმის გამოცხადება, თუ როდის და რა სახით გვექნება გამოცდა, ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა წამოვიძახე: "აუ რა გჭირთ, რა ვერ გაიგეთმეთქი. მეასეჯერ უნდა თქვას მაინცდამაინც?"-მეთქი. აი ასეთი ფეთქებადი ვარ მე და ვერ მიტანს მთელი ჯგუფი, რადგან ეგრევე აგრესიაზე გადავდივარ. 
ჭორაობა ბლოგზე??? არა მგონია ეს ჭორაობა იყოს, ყველამ კარგად იცის ვიზე რას ვფიქრობ. ვინც არ იცის, ის არაა ისეთი ახლობელი, რომ იცოდეს. მოყვარეს - პირში, მტერს - პირს უკან. ნუ მტრები არ არიან, მაგრმა არც მოყვრები, ასე რომ... : )




***


ლექციას ატარებს ვიღაც 75 წლის მამაკაცი, რომელსაც ხმა ერთ წამში ეხრინწება, მეორეში - კი მოსდის, მაგრამ მერე ისევ ეხრინწება და ნუ მოკლედ.
ნათია - საწყალი:((( ვერ ხვდება,რომ უბერავს. 
მე - ვაიმე!!! ეს ვის დაკარგვია, ხომ არ იცი???
ნათია - "კომპუტერი"
მე - ამან რა იცის, რა არის კომპიუტერი.
ნათია - გონზე არაა ცხოვრების. 
მე - "ზატო" სათვალე უკეთია 15 ზომით დიდი.
ნათია - კომაში ვარ!!!
მე - ქარი უბერავს და ეს საწყალი ფურცლებს იჭერს. ირაკლის სახეს შეხედე  :D :D :D
ნათია - და მარი როგორ ყვება ბაზარში? :))))
მე - ეგ ოღონდ ალაპარაკე და მეტი რა უნდა. 
ნათია - "ბოდიშით"
მე - "ზატო" დიპლომები და დისერტაციები აქვს, იიიიშ!!
ნათია - გავარტყი ეგეთ ხარისხებს. 



ლექტორი:
პროგნოზირება და რისკი - გადაწყვეტილების მიღების უშეცდომო მნიშვნელობა (გლობალიზაციის პირობებში მსოფლიო ეკონომიკაში)
პროგნოზირება - მეცნიერული და ალბათური მსჯელობა მომავლის შესახებ, მომავლის განჭვრეტა. 
გლობალიზაცია - მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაერთიანება. 
პროგნოზი - მომავლის განჭვრეტის შედეგი. 
მოდელი - უცნობის ნაცნობი ფორმით გამოხატვა. 
ალბათობა - რაიმე მოვლენის მოხდენის რიცხვითი შეფასება ( 0≤a≤1)






და ჩანაწერი ლექციაზე:
დიდი ხანია არ ვყოფილვარ ლექციებზე. აქედან გამომდინარე, მომენატრა... თუმცა ის, ვისი ლექციაც მინდოდა (აუდიტი), სადღაც წასულა, ხოდა ახლა მე-2 ლექციას ვესწრებით. 
ლექტორი ამ შემთხვევაშიც სხვაა, ის რატომღაც გვიცდენს და ახლა სხვა გვიტარებს. 
მე - ცრემლიანი ლოყებითა და თვალებით. 
ნათია - კარე შავი თმით ხითხითებს. 
ია - გარუჯული. 
შალვა, ირაკლი, თეონა - ენამოსწრებულები. 
"სისწრაფეც მაღალი აქვს კომპუტერს" - ეს არის დღის ფრაზა. 
რა უნდა, რას გვერჩის?! ან ვინაა???
რა განწყობაზე უნდა იყოს 12 სტუდენტი, როდესაც ლექტორს 10 ზომით დიდი ზომით დიდი სათვალე უკეთია და უჭირს წინადადების იმ ხმაზე წარმოთქმა,რომ ჩვენ გავიგოთ. აზრის ჩამოყალიბებაც სირთულესთანაა დაკავშირებული. სამაგიეროდ, დიპლომი და სერტიფიკატი ექნება მრავლად და დისერტაციები დაცული და წიგნები გამოშვებული და კიდევ რამე და კიდევ რამე. ასაკი - 75-ს ზემოთ. არადა მომავალზე, კომპიუტერზე, სიახლესა და გლობალიზაციაზე გვესაუბრება. ჩემი და ნათიას გამოთვლით მისი მომავალი ჩვენი, ჯერ კიდევ იდეაშიც რომ არ ვიყავით ის პერიოდია, ანუ სადღაც 40-50-60-იანები. საბჭოთა კავშირის მძვინვარება როდესაც სჭარბობდა "ქართსა შინა".
პეპსის მაგივრად კოკა-კოლა შემომეყიდა და ვცდილობ იმით მაინც მოვიკლა წყურვილი. 
20:37 სრულდება უკვე. სახლში "წერტილუკა" მელოდება და მისი წერტილოვანი ცხვირი მენატრება. გარეთ ვიყურებითკიდევ კარგი, ფანჯარა ღიაა და თბილისი გარეთაა. 2 მერცხალი ცას ეთამაშება . ცა დღეს აგრესიული არ არის, თბილია და მოსიყვარულე. მერცხალი რა... ჩემთვის ცაში მფრინავი ყველა ჩიტი მერცხალია. თბილისი ფიქრობს, იღიმის, მოძრაობს, ტკბება ზაფხულის მეორე დღით. ანძას გავხედე. ფუნიკულიორი თავისი ჭრელი ფერებით მიბრუებს თვალებსა და გონებას, დამცინის: " მე ასე ვცელქობ, შენ კი კიდევ 40 წუთი მანდ უნდა იჯდე." "სკამზე ძლივს დაჯდა" - მიჩურჩულებს ნათია. ხმაც იხლიჩება. რაღაც ხუმრობას ამბობს და იცინის. შაკოც ფსევდო სიცილით უბამს მხარს, თუმცა მალევე ვხვდებით, რომ ხუმრობაზე კი არა, ლექტორზე გვეცინება ყველას. დიდი ძალისხმევით ვცდილობ ჩემი საქვეყნოდ ცნიბილი ისტერიული სიცილი შევიკავო, ნათია მირტყამს, გაჩერდი, ახლა არ დაიწყოო. იქით კერესელიძე რათქმაუნდა სიბრძეებს აფრქვევს. ეგ ხომ ჩვენი ჯგუფის კომაა. უცბად "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" მახსენდება, ვიღაც რომ გახდება ცუდად და კლასის 97% რომ მიყვება. ეს რა შუაში იყო ახლა??? მაგრამ ლექციაა ასეთი. 
თბილისი უკვე გამოწვევაზე მიდის. მთლიანად დაბნელდა. ფუნიკულიორი ისევ მე მეპრანჭება და მეკეკლუცება. ღმერთო, რა სიმწარეა. ბოთემ მობილურით აღბეჭდა ლექციის მსვლელობა. ორივე სამსახურებიდან მოვდივართ და ორივეს გული გვაქვს შეღონებული, რომ ლექცია ასე მომადუნებელია. 

ნათიას კომენტარი: 
ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ როგორც წესი, ოთხშაბათობით ტექნიკური უნივერსიტეტის ბოროტი ბიძები ანუ დაცვა 9 სთ-ზე ამოდის მე-7 სართულზე და გვიქრობს ხოლმე შუქს. ანუ ეს ბრძანებაა, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ წესით და რიგით, ჩვენი ლექცია კი 9:30-ზე მთავრდება. 
არცერთ დღეს არ მინატრია იმ ფორმიანების ამოსვლა, მაგრამ დღეს ვინატრე...
ნეტავ შუქი ჩააქრონ..
ნეტავ...