Yesterday Was A Lie

And you don't know it
What hides inside me
If nothings so different
Don't close the door
I'm not asking for more

Oh God, I'd give my life for you
For just one second that was true
Keep me feeling so brand new

You know why yesterday was a lie

And even when you're sad
I walk away
And even when you're happy
I stay

Did I sale my soul for this feeling
So long ago
Did I give my heart for that waste
At the time

I'm not asking for much
Don't hide me
Then you wonder why my heart

Did I sell my soul for that feeling

You know why yesterday was a lie
I can't keep thinkin' I was right

Don't go


Ctrl C -სა და Ctrl V-ს დედაც...
ხელით ავკრიფე.
არადა ჩემი ნააზრევი შემეძლო დამეწერა, მაგრამ მუსიკა და ლირიკა ხომ სწორად იმისთვის არსებობს, რომ რასაც ფიქრობ, ის გამოხატო.
თავიდან ვიფიქრე, რაც მე მეხება, B ნიშანს გადავატარებ ზემოდანმეთქი, მაგრამ მაშინ რაღა დარჩებოდა B ნიშნის გარეშე...


რამე ძალიან სასაცილო და გიჟური სმაილიკი

პეპლები მყავს მუცელში.
აქამდე ვინმე რომ ამბობდა ამას, ვფიქრობდი ეჩვენებამეთქი.
მაგრამ არა...
მართლა ახლა დავიჯერე.
კიარადა ანუ დღეს.
კიარადა ვაიმეეე...
თურმე ეს რა ყოფილა...
ან რა უნდა...
ან რას მერჩის..
ან მე რა შუაში ვარ.
ან დღევანდელი დღე საერთოდ რა შუაში იყო.
ან რავიცი...
ვაიმეეეე...
რა სიგიჟეა.
რა ხდებოდა დღეს საერთოდ...
პეპლები მყავს მუცელში...
თუ ეს უკვე დავწერე სადღაც...
კიარადა ვაიმე კიდევ ერთხელ..
რა ხდებოდა დღეს???
ან მე რა შუაში ვიყავი???
ან წარბების აწევა და დაწევა და სასაცილო სახეების მიღება...
ან გიჟივით სირბილი...
გიჟივით სირბილი კუს ტბის ტრასიდან ქვევით...მანქანების მისადგომებამდე...
გიჟივით სირბილი და კივილი...
ვაიმე ეს რა იყო..
მე რა შუაში ვიყავი...
მთელი სამყარო მე მომქონდა ამ სირბილში...
ზევიდან ვეშვებოდი და იმიტომ.
თავი ქეით უინსლეტის პერსონაჟი როუზი მეგონა, რომელსაც ლეონაროდ დიკაპრიოს გმირი ჯეკი "ტიტანიკი"-ს ამაღლებულ ადგილზე აყენებს და ქეითსაც ჰგონია, რომ მთელი სამყარო მოჰქონდა იქ დგომისას...
უი, ერთი და იგივე სახელიც დაგვემთხვა მე და ქალბატონ უინსლეტს.
ან ამდენი საღეჭი რეზინა რატომ???
ვაიმე რა საგიჟეთი იყო...
ან ეს ხელები საერთოდ რა შუაში იყო???
ასე ბუნებრივად რომ გრძნობდნენ თავს...
კუს ტბაზე ჯამში რამდენი წუთი ვიყავი???
5?
10?
15?
და რატომ???
ან ეს ელექტრონული ტრეკები???
კიარადა... სიმღერები უფრო სწორად...
იმიტომ, რომ ლირიკაც იყო სიმღერებში...
და ბეჭდები???
ხო, ბეჭდებზე დაკვირვება ნამდვილად ღირდა...
ისე იმ ბეჭდებთან შედარებით ჩემები ძალიან საწყლები იყვნენ...
ჩემი გახეხილი, 10-წლიანი ვადით რომ მიკეთია უკვე რომელიმე არათითზე, ვერცხლის ბეჭედი...
და ხელები???
ვინმე უყურებდა ხელებს???
ვაიმე, ეს რა იყო...
მუცელში პეპლები მყავს...
ოღონდ მართლა!!!
ნეტავ მარიამისა და ბაკოს გარდა ვინმეს თუ სჯერა...
ბაკომ ფბ-ზე დამიკომენტა: " super! qali varo shen unda tqva :* "
მხოლოდ ამ ორმა მითხრა მიყევიო...
ვაიმე რა საგიჟეთი იყო დღეს...
ან საყურე როდისღა დამეკარგა...
ალბათ სირბილისას მომძვრა, ისედაც ციცქნა იყო...
ან ის შავი ძაღლი რატომ მიღრენდა მე???
ან ასეთი შავი რატომ იყო???
ან რატომ იღრინებოდა???
ან მისი პატრონი რატომ დამცინოდა, როცა მისი ძაღლის მეშინოდა...
მე რა შუაში ვიყავი...
რამე ძალიან სასაცილო და გიჟური სახე რომ ჰქონდეს, ისეთი სმაილი მინდა, მაგრამ ვერ ვპოულობ.
მუცელში პეპლები მყავს...
არა, უკვე მთელს სხეულში...
და თუ ორგაზმზე ლეგენდები დადის, მოვითხოვ რომ პეპლებზეც დადიოდნენ მითები და ლეგენდები!!!
მთელს ტანშია უკვე...
ახლა არ შემეშვებიან ნეტავ..
და ხელები რა დღეში იყვნენ???
კუს ტბიდან სახლამდე...
oh, gosh... რა მეშველება რა...


დღეს თუ არ მეხება შენი ხელები...
თავს არ მოგაბეზრებ, არ შეგეხები...
თუ ვინმე გაგიგებს, ეს მე ვიქნები...
ხვდები...

ახლა ეს სიმღერა გამახსენდა...
ძალიან მიყვარს...

Discover Simple, Private Sharing at Drop.io

ირაკლი

გადის
წამები...
წუთები...
საათები...
დღეები...
თვეები...
კვარტლები...
წლები...
და რა???

არც არაფერი...
ისევ ისე მიყვარს...
ისევ ისე ვუსმენ...
ისევ ისე ჩემთან არის...
ვიცი, ცუდად რომ ვარ, მისი ხმა დამამშვიდებს...
მისი სიტყვები მანუგეშებს...

ვფიქრობდი რომელი სიმღერა დამედო...
ყველამ ყველა სიმღერა იცის...
ძველიც და ახალიც...
ხოდა იმას დავდებ, რომელიც ნაკლებად არის გავრცელებული...
დღეს ირაკლი ჩარკვიანის დღე მაქვს...

მენატრება...
სულ მენატრება...
როცა არ ვუსმენ, მაშინაც...
ახალი სიმღერები მინდა მისგან...

შენtimental

მიყვარს ეს ადამიანი... 
უბრალოდ საყვარელია და საყვარელ მუსიკას ჰქმნის. 




რა მაგარი, როდესაც წარმოიდგენ წვიმიან ამინდს...
წარმოიდგენ რა... ახლა ხომ წვიმს...

წყალს, მთელი ძალით რომ მიისწრაფის მიწისაკენ...
თითქოს უნდა, მიწას მიეფეროსო, ჩაეხუტოსო და არასოდეს მოშორდეს... 
ამ დროს ცას შეგიძლია ახედო და თეთრი ღრუბლების იქით, ღმერთს მადლობა უთხრა, რომ ცოცხალი ხარ.
მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი არაერთხელ გდომებია.
პრინციპში ახლაც გინდა, მაგრამ ახლა მაგისთვის არ გცალია.
რადგან უკვე არსებობს ადამიანი, რომელსაც სჭირდები.
და სჭირდები იმდენად ეგოისტურად, რომ თვითონ საერთოდ ვერ იაზრებს ამას.
უბრალოდ ყოველი მისი საქციელით რწმუნდები, რომ უკიდეგანოდ სჭირდები.
არადა ყველა ეს საქციელი ინსტინქტურია და ანუ გაუაზრებელი. და ანუ ბუნებრივი.
დღეს დილის 12 საათზე დავიძინე, ისევ ჩვეულ რიტმში ვათენებ ღამეებს. 

ვიფიქრე დღისით დავიძინებმეთქი, მაგრამ ჩემმა დამ ცოტა ხანი მიხედეო.
ისეთი რაღაც გავაკეთე, აქეთ გავხდი მისახედი.
გვერდით მივუწექი და გვეძინა ერთად.
თან ორივეს ჩაცმულებს.
შემოვიდნენ, გაიცინეს, გავიდნენ.
წერტილუკამ თავისი ერთი ბეწო ხელის მტევანი ცხვირზე მომადო და გაიზმორა, თითქოს შემახსენა, აქ ჩემს მოსახედად ხარ შემოსულიო...



ეს სიმღერა გუშინ აღმოვაჩინე და სულ მას ვატრიალებ. 


წერტილუკა

    
        




ტკბილეული

იმდენად მიყვარს, რომ არ არსებობს შემთხვევა, რომ არ ვჭამო.
აი უბრალოდ არ არსებობს.
ძალიან მიყვარს.

ტორტი
ნამცხვარი
პეროგი
"პეჩენია"
"პონჩიკი"
ქადა
ნებისმიერი სახის ფუნთუშეული.

გარდა ამისა
შოკოლადი
იოგურტი
მარწყვი
ნესვი
მარმელადი
ლიქიორი
ხაჭოს "სიროკი"
და კიდევ მილიონი რამ, რაც არის ტკბილი.

გამორჩეულად საყვარელი შოკოლადი არის რათქმაუნდა ბაუნტი. ეს არის შოკოლადი, რომელსაც პოსტიც კი მივუძღვენი თავის დროზე.აი აგერ პოსტიც. ახლა რომ გადავიკითხე, ზუსტად იგივეს დაწერის სურვილი გამიჩნდა. ეს არის შოკოლადი, რომელიც ყოველთვის მინდა. ერთხელ სიფოს (ერთი ფორუმელი) სკაიპის ნარდში 7:0 მოვუგე, ხოდა მეორე დღეს 7 ცალი ბაუნტი მომიტანა. თან აი ისეთი, ერთში 3 ცალი რომ დევს. ანა (ჰერმიონე) მეხვეწებოდა ერთი ცალი (1 შეკვრა) მომეციო, მე კი ერთი ცალი მივეცი, გაგიჟდა, რა ღორი ხარო. ღორი იდეაში არ ვარ, მაგრამ ბაუნტიზე მეკეტება ყველანაირი აზროვნების უნარი. ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ახლოს ვარ ადამიანთან თუ არა, ვთხოვ ხოლმე, რომ ბაუნტი მიყიდოს. იმიტომ კი არა, რომ ფული არ მაქვს, ზედმეტი ლარიანი ყოველთვის მოიძიება ჩემს საფულეში. უბრალოდ აი ეგეთი აკვიატება მაქვს, რომ აუცილებლად ვიღაცას უნდა ვთხოვო ბაუნტის ყიდვა.

მაგარ, შავი შოკოლადი სასტიკად არ მიყვარს. ანუ აი რომ ამბობენ ნამდვილი შოკოლადი არისო, ვერ ვიტან, არ ვიკარებ. ძალიან მიყვარს "Alpen Gold"-ი. არა მარტო მწვანე, ყვითელიც.

კიდევ ძალიან მიყვარს ბურთულებიანი (რუსულად пористый) შოკოლადი "Millennium", რომელსაც სულ ვყიდულობდი "პოპულში" თან თეთრი იყო, თან თხილიანი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გააქრეს და დღემდე არ არის. ყავისფერი დევს მხოლოდ. კი, ესეც კარგია, მაგრამ ამას თხილი არ აქვს.

"Nestle"-ს შოკოლადი ყოველთვის უგემრიელესია. ძალიან მიყვარს. "ბამბანერკა"-ც ძალიან კარგია.

რაფაელო. მმმმ. ვგიჯდები. ამასწინათ აღმოვაჩინე სახლში. ხოდა მთელი ყუთი ისე შევჭამე, რომ ყუთი საერთოდ არ გამიხსნია.. და თან ყველაზე ღადაობა ის იყო, რომ ის ცარიელი ყუთი უკანვე შევინახე. დედაჩემმა მითხრა, თუ გამოცალე, ყუთი რა ჯანდაბად შეინახეო. რავიცი, რომ გგონებოდა, რომ რაფაელო გვქონდა სახლშიმეთქი. ჩემი ლოგიკა rules  :))))))))))))))))

საყვარელი რამ, რაც აგრეთვე არასოდეს მბეზრდება, არის რათქმაუნდა პეპსი. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც 5-6 მაღაზიას თუ სუპერმარკეტს ჩამოვივლი, რომ ვიყიდო. ერთი პერიოდი ძალიან დეფიციტი იყო და იმ დროს საშინელი "ლომკა" მქონდა. ნერვებ-აშლილი დავიარებოდი. ამას წინათ ნათიას ვუთხარი ლექციაზე მოსვლამდე, პეპსი მიყიდემეთქი. ესეც აკვიატებული ჩვევა.

და თუ არაფერი მსგავსი არ მეგულება სახლში, მაშინ შაქარი....
შაქარი უპირველეს ყოვლისა.
დღეში 1-4 კოვზამდე.
ყოველთვის ჩუმად ვიპარები სამზარეულოში.
და ჩუმადვე ვჭამ.
ერთხელ დედაჩემი შემოვიდა და გადაირია, ისევ დაიწყეო???
"ისევ" იმიტომ, რომ ბავშვობაში სერიოზულად "შემჯდარი" ვიყავი.
წარმოიდგინეთ მამაჩემი ხშირად მთხოვდა წყლის მიტანას, როდესაც ის წამოწოლილი იყო. რამდენჯერაც სამზარეულოდან წყალი გამომქონდა, იმდენჯერ ერთ კოვზ შაქარს ვჭამდი. მაგრამ მერე გადავეჩვიე, რადგან ჭიანი კბილები ამოვიღე და აღარ ვჭამდი, რადგან ჯანმრთელი კბილების ხელახლა დაჭიანება არ მინდოდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, ისევ შევეჩვიე, თუმცა შემცირებული დოზებით.

რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც არ შაქარს ვეტანებოდი და ამ დროს სახლში ვერაფერ სასუსნავს ვერ ვნახულობდი, "ლომკა" მეწყებოდა. დავდიოდი სამზარეულოში უაზროდ, ვიქექებოდი უჯრებში. ტკბილის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია. მაგრამ ახლა უკვე შაქრით ვახერხებ "ლომკის მოხსნას". სამაგიეროდ საუკუნეა შაქრიანი ჩაი არ დამილევია. ნუ ანუ ჩაი არ დამილევია ძალიან დიდი ხანია.
 და ყველაზე კარგი და სასიამოვნო ისაა, რომ არ ვსუქდები ტკბილეულობაზე.
საერთოდ ისედაც ცოტას ვჭამ, მაგრამ ტკბილეულზე რეაქცია არ აქვს ორგანიზმს.

მაინც ვცდილობ, რომ შაქარი არ ვჭამო, მაგრამ "ლომკა" მაქვს, მიჭირს ტკბილი სასუსნავის გარეშე. ამ დროს ძირითადად წყლის დალევას ვცდილობ, თუმცა ეს ყოველთვის არ მეხმარება.


ხოოოოდა... ჩემმა დამ რძიანი შოკოლადი მომიტანა გუშინ და ახლა მას მივირთვამ.

13-th day of existance

რაღაც ისეთია რა ეს ყველაფერი...
ყველაფერი რა...
რა და აი ყველაფერი.
მაგალითად ჰაერიც კი.
აი ასეთი დაუგეგმავი.
ჰაერი კი არა... ამინდი.
მეზიზღება მაისი.
ვერ ვიტან.
ამინდები კი მარტისაა.
დედაჩემი მეუბნება, საშინელი წვიმიანი ამინდებია, მაისი მარტს დაესესხაო.
ნუ ეს ხომ დედაჩემის მეთოდია, თუ ამინდი არ მოსწონს, მარტის ამინდი უწოდოს. კბენის ერთ-ერთი მეთოდთაგანი.
არადა მაისი როგორ მეზიზღება.
და ძირითადად სულ ოჯახური რაღაცეების გამო.
5 მაისს იმ გარდაცვლილი ბებიის დაბადების დღეა, რომელმაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ დედაჩემი გააწამა. ამას მე რომ ვხედავდი, ჩემთვის ვიგრუზებოდი.
6 მაისს გიორგობა. სამწუხაროდ ეს მხოლოდ აჭარის რევოლუციის დროს შევიტყვე. კიდევ ერთხელ გავიხსენე მამაჩემი.
14 მაისს თამარობა. ანუ დღეს. გილოცავთ ყველას განურჩევლად სახელისა. და ვულოცავ ჩემს დას - თამუნას, რომელსაც ყვავილები ამოვუტანე დღეს. მიუხედავად ყველაფრისა და არის. ნეტავ მას თუ ახსოვს ეს... მეეჭვება. 26 სექტემბერს რომ ქეთევანობაა მაგაზე უკვე აღარ ვამბობ არაფერს, მაგრამ 2 ცალი 6 მარტი უ-"გილოცავ დაბადების დღე"-ოდ გაატარა.
17 მაისს მამაჩემის გარდაცვალების დღეა. და ყოველი წლის 17 მაისს ვცდილობ ცრემლები შევიკავო. თუმცა დღესაც კი 3 დღით ადრე უბრალო რიგითი ჩანაწერის კეთებისას ეს არ გამომდის.
31 მაისს მამაჩემის დაბადების დღე. ხო, დაბადების დღემდე ზუსტად 2 კვირით ადრე გარდაიცვალა. ზუსტად 2*7, ზუსტად 14.
ვარდობისთვის ყვავილი - ანუ ვარდი. არ მიყვარს, ვერ ვიტან, მეზიზღება.

ერთადერთი რაზეც ვაფრენ, ესაა მარწყვი...
მარწყვი არის ჩემთვის N 1 ხილი.
ძალიან მიყვარს მართლა.
ფორუმზე ერთი ბიჭი სულ მარწყვის სურათებს მიდებს ხოლმე და მეცინება.

ა და კიდევ.
დღეს 14-ია და ჩემს სახლში 13 დღის არსება ასლოკინებს.
ოღონდ მის მიმართ ჯერ არანაირი გრძნობა არ მაქვს.
საძინებელში რომ შევდიოდი, თითებით ცხვირის ნესტოები შევიკარი. სურნელი ტრიალებს რაღაცნაირი. არ მსიამოვნებს. რაღაც.
ხოდა ასლოკინებს.
რა ოთახშიც არ უნდა შევიდე, ყველგან მისი სლოკინი მესმის.
ა ნუ, ვე-ცე-ში არა, მაგრამ მანდ ხომ მხოლოდ ბუნებრივ მოთხოვნილებებზე შევდივარ.
მთელს სახლში ასლოკინებს.
"მაღაზიაში ჩადი და 2.5 კგ ხორცი იყიდე"-ს ამბავია. სულ 2.5კგ არის წონით.
დაიწყეს ახლა ვაიმე თვალები ვისი აქვს??? ვაიმე ცხვირი??? ვაიმე ნახე ხელი როგორ უდევს. ვაიმე ნახე...
ან ბიჭი რომ ვიყო, ვიტყოდი, ტვინი მომი***ეს ამ "ვაიმე ნახე"-ებითმეთქი.
მაგრამ სამწუხაროდ გოგო ვარ.
კიარადა მე მაინც გოგო ვარ. ყველა უბედურებასთან ერთად.
ვიქნებოდი ბიჭი.
გავიპარსავდი კვირაში ერთხელ წვერს.
ან სამსახურის პირობებში 2 დღეში ერთხელ.
და ეგ იქნებოდა მთელი მოწესრიგებულობა.
სველ ხელს გადავისვამდი თმებზე და Hugo Boss-ს გავისხამდი.
და ეგ ვიქნებოდი.
მერე გავიდოდი გარეთ, არ ვიქნებოდი სენტიმენტალური.
"პოხუისტი" ვიქნებოდი, ცხოვრებისეული.
მეკიდებოდა ყველაფერი.
არავინ მიაქცევდა იმას, რომ მე ვიღაცის შეყვარებული ვიყავი 11 თვის წინ.
არც იმას, რომ გუშინწინ ღამე ვიღაც გოგოსთან, სახელიც რომ აღარ მახსოვს, სექსი მქონდა.
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე, რაა მამ....
კიარადა სექსი თუ არ ჰქონია, რაა მამაკაცი.
ასე რომ არავინ მეტყოდა რამეს.
ჩემი შვილიც ჩემს გვარის პატრონი იქნებოდა. თან ყოველგვარი ზედმეტი თავის ატკიების გარეშე.
გადავიპარსავდი თავს.
უფრო თამამად ვიქნებოდი მაღალი.
უფრო თამამად ვიქნებოდი გრძელი გვარის პატრონი.
უფრო თამამად მოვხიბლავდი საწინააღმდეგო სქესს.
ან უფრო მარტივად დავიკიდებდი.


რატომ უნდა მჭირდებოდეს იმის მტკიცება, რომ მეც მინდა ყურადღება?
რატომ უნდა ვამბობდე იმას, რომ ახლობლების მიმართ საშინელი ეჭვიანი ვარ, ხოლო - საყვარელი მამაკაცის მიმართ - არასოდეს....
რატომ უნდა ვამბობდე ამას???
ნუთუ ასე ძნელია ამის მიხვედრა???
და ყოველთვის პირიქით რატომ ჰგონიათ???
არ მინდა... პასუხებიც კი არ მინდა ამ ყველაფერზე.
ჯერ სახლში შემოსული არ ვიყავი, ქეთუნამ დაიჭიროსო და მერე თითი მივადე წერტილოვან ცხვირზე და დაიწყო განგაში, მე-3 მსოფლიო ომი.
ხოდა ავდექი და გამოვედი.
არ შემიძლია რა.
ქე-მაინც მარტო ვცხოვრობდე, რომ არ ვუყურებდე ამ ყველაფერს.
და ქე-მაინც მეცოდინებოდა ვინ როგორ არის ჩემს მიმართ.
არა, ცოდნით ახლაც ვიცი, მაგრამ აქსიომა იქნებოდა.
მაგრამ ცალკე ყოფნას ფული უნდა, მე კი დღეს უკვე აღარ ვიცი მერამდენედ, სამსახურიდან გამომიშვეს.
ზედმეტი ფული დავხარჯე დის ყვავილებში.
ზედმეტი რა, ვიყიდე და სულელმა არ დავყნოსე.
რომ დავყნოსე, მადლობა ვუთხარი გიგი უგულავას ქუჩებში სანაგვე ურნების დადგმისთვის. მერე იგივე გამყიდველს 1.5სთ-ის მერე ვეწუწუნე, მაგრამ შედეგი - 0. ვერ დავუმტკიცე ვერაფერი. თურმე გვირილებს ყველის სუნი უნდა სდიოდეს. უკეთესები ვიყიდე.
საძინებლიდანაც გამომაძევეს. ახლა დიდ ოთახში მომიწევს უზარმაზარ ტახტზე ძილს მიცემა. ეგ კარგია, მომწონს. უბრალოდ გამოძევების ფაქტი არ მომწონს.


თუ გინდათ, ამ სიმღერას მოუსმინეთ.
თუ არ გინდათ, რა აზრი აქვს ამ პოსტის წაკითხვას, ერთი ვიცოდე.

მეტი არაფერი.
სულ ეს იყო.
უბრალოდ
ჩემს სახლში 13 დღის არსება ასლოკინებს.

ქუჩაში...

არვიცი საიდან დავიწყო, ან რა დავიწყო ან რა უნდა ვთქვა.
ახლა ვცდილობ გავიხსენო როგორი ვარ ქუჩაში.

აქვე უნდა განვიხილოთ 2 შემთხვევა.
თუ სამსახურში მივდივარ:
აუცილებლად მაცვია პერანგი, მისი მეგობარი ჯაკეტი, ფეხსაცმელი და შარვალი. თუ დილით დედაჩემმა შარვალი დამიმალა მოტივით "რა სულ შარვალი გაცვია ბიჭივით?!", მაშინ იძულების ფორმით მაცვია ქვედაბოლო. მაგრამ მადლობა ღმერთს ეს იშვიათად ხდება.

თუ სამსახურში არ მივდივარ:
აუცილებლად მაცვია რომელიმე ჩემ სპორტული მაისური, მისი მეგობარი ჯინსის შარვალი, მათი მეგობარი amazon.com-დან გამოწერილი ლურჯი კეტები და ჯინსის ქურთუკი. ზაფხულშიც მსგავსად, თუმცა უფრო მოშიშვლებული მაქვს მხრები, რის შედეგადაც მიჩანს სვირინგი და მავანნი და მავანნი მაკვირდებიან სხვადასხვანაირი თვალები. "როგორ შეიძლება ქართველ გოგოს ჰქონდეს თან ამხელა, თან ფერადი და თან ასეთ გამოსაჩენ ადგილას სვირინგი?" ამ დროს უნდა ნახოთ როგორ მეცინება ხოლმე :)))))))))

ერთხელ სახლის ფორმით ვიყავი სახლიდან გამოსული. ანუ მეცვა სვიტრი და ადიდასის სპორტული შარვალი. შუა პეკინზე პოლსკი უნდა მენახა. ჯერ ავტობუსის გაჩერებაზე ვიღაც ქალმა მითხრა, ადრე გოგოები უფრო ქალობდნენ და ახლა კი რა კარგია, რომ ასე სპორტულად გაცვიაო და გამიღიმა. მართალი რომ ვთქვა, გამიკვირდა. მერე ბუკიას ბაღში მალოდინა სალომ. რაც უფრო დიდი ხანი აკვირდები ვიღაცას ან რაღაცას, მით უფრო ბევრს ფიქრობ რაღაც-რაღაცეებზე. მე არ დამითვლია რამდენმა ადამიანმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მაგრამ გარწმუნებთ ნახევარი საათის პირობაზე საკმაოდ ბევრი იყო. ნუთუ არ შეიძლება 23 წლის გოგო ქუჩაში გამოსული იყოს ადიდასის სპორტული შარვლით???

ავტობუსის გაჩერებაზე:
თუ დილაა ვდგავარ ფეთიანივით. სულ მეჩქარება. ვარ საშინელი არაპუნქტუალური. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის ეს და დროის მხრივ არ მზღუდავენ. ხშირად მე თვითონ ვთხოვ ხოლმე, რომ მითხრან 4 საათი, თვითონ კი 5-ის ნახევარზე მოვიდნენ, რადგან მეც 5-ის ნახევარზე მივალ შეხვედრის ადგილას. ამ ულამაზო ჩვევის ძალიან მერიდება, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვამარცხებ. თუ ვინმე ახალ-გაცნობილი ადამიანია, ვატყუებ ხოლმე. "აი ისეთ საშინელ საცობში მოვყევი", ან თუნდაც "აი მოვდივარ 5 წუთში მანდ ვარ" არადა მინიმუმ  15 წუთი მჭირდება მისაღწევად. არაპუნქტუალურობის გამო ხშირად მიწევს ტაქსით სარგებლობა, რაშიც მიდის პრინციპში ჩემი ისედაც პატარა ხელფასის დიდი ნაწილი. ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ხვალ დროზე გავალ სახლიდან, მაგრამ მეტი არ არის ჩემი მტერი მაგას ვასრულებდე.
 თუ საღამოა ვდგავარ გამოფიტული, დაღლილი. არაფრის თავი არ მაქვს. ვდგავარ ერთ ადგილას და ვერც ვინძრევი. საშინლად მაღიზიანებს, როდესაც ვინმე მეჯახება. ეს კი ძალიან, ძალიან ხშირად ხდება. ერთი ქალი დამეჯახა და აქეთ დამიწყო ყვირილი. მინდოდა ორმაგად მეყვირა, მაგრამ მივხვდი,რომ აზრი არ ჰქონდა. თანაც 3-4 წლის ბავშვი მოჰყავდა და ის შემებრალა, რომ ასეთი არანორმალური პატრონი ჰყავდა.  ხოოო, ასეთებიც ხდება.

დავდივარ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ჩქარა. აი მართლა ძალიან, ძალიან ჩქარა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაპუნქტუალური ვარ, ისედაც. რომც არსად მეჩქარებოდეს. არ ვსეირნობ არასოდეს. მარტო ხომ არ ვისეირნებ. თუ დედაჩემთან ერთად მივდივარ სადმე, ყოველთვის ვასწრებ, რის გამოც სულ მეჩხუბება, რა წესია, რა გიჟივით გავარდები ხოლმე წინო. რამდენიმეჯერ Mr. M-აც მითხრა, სადმე გეჩქარება??? ერთად არ მივდივართო?! ამაზე გამეცინა, თან მომერიდა, "ფორა მივეცი" და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ვიფიქრე წინ იქნება ბარემ და გამასწრებსმეთქი, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ წინ მივდიოდი. მგონია, რომ ნელა რომ ვიარო, რამე მომივა. არვიცი რა, მაგრამ აი არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სააგენტო "ნატალი"-ში დავდიოდი მთელი 4 წელი, ნელა სიარულისას 8-ებს ვურტყამ. იგივეს ვაკეთებ სახლში. მაგრამ ეს დაღლილობისგან არის, თორემ ისე  ერთხელ, 1-ლ კურსზე მივდიოდით დაახლოებით 5-6 ადამიანი. მე რათქმაუნდა წინ გავვარდი მერამდენედ. ამათმაც იფიქრეს რამე გავუჩალჩოთო და უცბად ჩუმად შეუხვიეს სადღაც. მე მივდივარ, მივდივარ. მერე უცბად მოვტრიალდი და არავინ რომ არ დამხვდა, ჯერ გავოგნდი. ერთხანს არც არავის დავუძახე. მერე ძახილი დავიწყე, თუმცა არავინ მომიგო. მეც ვიდექი ასე, ვიფიქრე მაღაზიაში ხომ არ შევიდნენ ჯგუფურადმეთქი. ხოდა ვიდექი, ვიდექი. საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნება იყო. მერე გავტრიალდი, წავალმეთქი და ზუსტად ამ დროს გამოჩნდნენ ყველანი ერთად. :))))))))

ხო კიდევ რა...
მაკიაჟს ვერ ვიტან, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე შევეჩვიე.  თუმცა კარგად გაკეთება ვერა და ვერ ვისწავლე.
არ მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი, რადგან არაკომფორტულია, თუმცა სიარული ვიცი, "ნატალი"-ში მასწავლეს. ვერ ვიტან, როდესაც ქუსლებზე სიარულისას თბილისელი გოგჩოები ცუდად დადიან. "ცუდად სიარულში" მუხლების არ-გაშლა იგულისხმება. ჯერ ისწავლე და მერე იარე.

ხოო... კიდევ რა დავამატო.
კიდევ ავტობუსს ხშირად მივსდევ რამდენიმე მეტრით დაშორებული მანძილიდან. რომ ავდივარ, ყველა გაკვირვებული მიყურებს. ალბათ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება გოგო ასე დარბოდეს. ასე სპორტულად. მაგრამ რავიცი აბა... მამაჩემი სპორტსმენი იყო და ალბათ ეს გენეტიკურია.
უბნელ ტაქსის მძღოლებს უკვე აღარ ვუჯდები. ისიც იკმარონ რაც ამდენი თვის (თუ უკვე წლის) განმავლობაში ჩავუჯექი. სულმთლა განაგლდნენ და იმიტომ.
ეს დღეები მეტროთი დავდიოდი სამსახურში. მიყვარს მეტრო. არ ვარ  "ვაიმეეე, მეტროში როგორ უნდა ჩავჯდე" ტიპი. რაც არ უნდა ბევრი ფული მქონდეს, არანაირი კომპლექსი არ შემაწუხებს მაგისი. უფრო მეტად სისუფთავე რომ იყოს, უფრო  მეყვარებოდა. მიწის ზევით, მიუხედავად მატარებლების გუგუნისა და ანუ ხმაურისა, უფრო სიმშვიდეა, ვიდრე მიწის ზევით.
თვალები რომ ფრიად სათუთი მაქვს, კი იცით ალბათ. მინუს 5 მაქვს და ძალიან მგრძნობიარე. აქედან გამომდინარე, მზეში აუცილებლად სათვალეებით მიხილავთ ქუჩაში. ზამთარში ჩემი საყვარელი ქუდი მახურავს, რომელიც იანვრიდან დღემდე მოყოლებული ანუშკასთან მდებარეობს. იმის მერე ვერ დავაყენე საშველი მისი მოტანისა.  ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ცუდად ძალმიძს დროის განაწილება.

კიდევ რა...
ვერ ვიტან, როდესაც ტრანსპორტში ჩაჯდომისას "არაფანჯარასთანმჯდომი" მე მტენის ფანჯარასთან იმის მაგივრად, რომ თვითონ ჩაიწიოს. ან როდესაც გამოსვლის დროს მხოლოდ ფეხებს ატრიალებს (ადგომის და გამოტარების მაგიერ). ასეთ ადამიანებს რეგვენებსა და უკულტუროებს ვუწოდებ.
მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსსა თუ ავტობუსში იყოს ასეთი დასაჯდომები. იქნებ ამ მხრივ მაინც აღიგავოს მძიმეწონიანების მიერ მსუბუქწონიანების ჩაგვრა. :დაჩაგრული:


მინდა, რომ ყველა სამარშუტო ტაქსის სიმაღლე იყოს მინიმუმ 2 მეტრი, რომ არ მიწევდეს 15 ნაკეცად მოკეცვა. :მაღალიდადაჩაგრული:
მინდა, რომ ტაქსით ყველგან მისვლა ღირდეს არაუმეტეს 3 ლარისა და მძღოლი არ მიყვებოდეს რა მაგარი იყო ძველი დრო... რა მაგარი ტიპი იყო თვითონ... რატომ არ უნდა ვიყო გათხოვილი, მასმენინოს, თუ რაოდენ ცნობილი და პოპულარული ხალხი უტარებია...
კიდევ მინდა, რომ City park-ის სამსახურმა დააჯარიმოს ყველა იმ მანქანის პატრონი,  რომელიც ვიწრო ქუჩაზე არის დაყენებული.
დააჯარიმონ ყველა  მძღოლი, რომელიც შუა ქუჩაში აჩერებს მანქანას.

ხო... კიდევ ის, რომ ზაფხულში ჩემი ცხვირი სავსეა ჭორფლებით. ის ჭორფლები ზამთარშიც მაქვს, მაგრამ ჩუმად მამჩნევია.
ვმოძრაობ ყურთსასმენებით, მაგრამ ახლა დროებით სანამ ახალი ტელეფონი მიყიდია, 29 ლარიან ბილაინის ტელეფონით ვსარგებლობ, ასე რომ ყურთსასმენები დროებით არ მიკეთია და ამიტომ იძულებული ვარ ქუჩის ხმაური ვისმინო.
თმები ყოველთვის დავარცხნილი, თუმცა აჩეჩილი და გიჟურად.
მობილურს ხშირად ვატრიალებ ხელში იმიტომ, რომ საათს ვუყურებ წამში ასჯერ. დავხედავ და მალევე მავიწყდება, რომ დავხედე. შესაბამისად ისიც მავიწყდება, რა დრო იყო.


პრინციპში სულ ეს იყო...
კიარადა იმაზე უფრო მეტიც იყო, ვიდრე უნდა დამეწერა.

აი ესეც მე...
შეწუხებული სახის გამომეტყველებით...
უბანში.
რომელშიც პირველად შარშან ჩავედი.
ნუ პურის მოტანასა და მეზობელთან გადასვლას არ ვგულისხმობ.
უბანში "ბირჟაობასა" და "ეზოში ჩასვლის" ინსტიტუტზე მაქვს საუბარი.
შარშანდელი ივნისი.
მანამდე და მას შემდეგ არ ჩავსულვარ.
და არც ვაპირებ.
არ მკითხოთ რატომ.
იცით ისედაც ამ ბლოგის ყველა აქტიურმა მკითხველმა. : )







ხო...
დიდი მადლობა როდეს დატაგვისთვის, თორემ მე 100 წელი არ მომაფიქრდებოდა ამ სახის პოსტის დაწერა.
ჩემის მხრივ კი ნამდვილად არვიცი ვინ დავტაგო, რადგან მგონი ყველამ დაწერა ამ შინაარსის პოსტი.
ხოდა მოდი ასე ვიზამ.
ვისაც გაგიხარდებათ, მათ დაწერეთ. თუნდაც კომენტარებში გამოხატეთ სურვილი. როგორც გაგიხარდებათ.



I do it all again..

ჯერ ხო პოსტის დაწერა...
აი ასე ქაოტურად.
დალაგებისა და წინაწარი მოფიქრების გარეშე.
გიჟივით დაწერილი.
თითქოს მელნის ბუმბულიანი კალმით მოხატული, დაგდებულ-დაყრილი პერგამენტზე...
იმდენად დაგდებული-დაყრილი ასოები, რომ ზოგჯერ მგონია ჩემივე ასოები და ამ ასოებით გამოხატული აზრები გამექცევიან.
ამის მეშინია ხოლმე.

 დღესაც ბოლო დღე მქონდა სამსახურში.
კიარადა ამას უკვე აღარ ვამბობ, თორემ მერე ისევ დამირეკავენ კადრებიდან და ისევ ვივლი სამსახურში. ჩემზე უკვე ლეგენდები დადის, კატას და ძაღლსაც კი იცნობსო. ააა, ხო და კიდევ ძალიან კომუნიკაბელურიაო. სასწაულად კომუნიკაბელური. და ძალიან კარგი გოგოაო.
კარგი ვარ თუ არა, ეს მე არ მეხება.
მაგრამ კომუნიკაბელურიაო, რომ ეუბნება პეტრე პავლეს, პავლე - ივანეს, ხოლო ივანე კი - მე, მეღიმება ხოლმე. აა ხო და კიდევ, ეგ დედაჩემს არ უთხრათ... თვალებს გააფართოებს და იტყვის, ვაიმე ნუთუ ეს შენზე თქვესო. ხო, სახლში სრულიად სხვა ვარ. მოწყენილი, მოწყენილი, მოწყენილი, აუტისტი, აუტისტი, აუტისტი, უკონტაქტო, უკონტაქტო, ჩუმი, ჩუმი, ჩუმი. ჩემი რეალური სახე აღარ ვიცი რომელია. ალბათ ორივე და ამავდროულად არცერთი.

მხოლოდ 3 ნაოჭს ვამჩნევ სახეზე.
პირველი წარბებს შორის არის მოთავსებული. სარივით რომ მაქვს ჩასობილი. და 13 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა საჩვენებელი თითი მატაკა და მითხრა, აი იმდენად სულ შეწუხებული სახე გაქვსს,იმდენად სულ ცუდად ხარ, იმდენად სულ წარბები გაქვს შეკრული, რომ ნაოჭი გაქვსო. რამდენჯერაც სარკეში ვიხედები, ეგ მომენტი მახსენდება. არდაბრუნებადი მომენტი.
მეორე ტუჩებთან მაქვს. ზედმეტი სიცილისგან. ისტერიულად ვიცინი და იმიტომ.
მესამე კი თვალების კუთხეებში. ორივე ზემოთ აღნიშნული შემთხვევისთვის - სიცილისა და ტირილისთვის.

ნეტავ შემეძლოს, რომ ყველას პასპორტზე, პირადობის მოწმობაზე, ბინადრობის მოწმობასა თუ პირადობის დამადასტურებელ ნებისმიერ სხვა ტიპის იურიდიული ტიპის საბუთზე დაბადების თარიღის გაქრობა. არავის გვეცოდინებოდა, ვინ რამდენი წლისები ვართ. სრულიად არავის. ოღონდ ამასთანავე საკუთარი ასაკიც რომ არ ვიცოდეთ. და კითხვაზე "რამდენი წლის ხარ?", გვქონდეს პასუხი: "არვიცი, მართლა არვიცი."


 კიარადა...
 
სიმღერის ვიდეო უნდა დამედო.

ადრე ეს პოსტი დავწერე. პატაპუტინამ შთამაგონა, ხოდა რომ დავფიქრდი, მეც ეგრე ვარ.

ახლა კი სიმღერა ვიპოვე...
კიარადა კლიპი, რომელშიც ზუსტად ის ხდება, რაც პატაპუტინამ თქვა.
 საოცარია, რომ სადღაც ოკეანის გადაღმა არსებობს გოგო, რომელიც კლიპს გადაიღებს იმ შინაარსის მიხედვით, რა შინაარსის აზრებიც შენ მოგდის თავში.
ხოდა  სიმღერაც ზუსტად ისეთია...
და ზუსტად იგივე სამსახური მაქვს, რაც 2008 წლის 14 სექტემბერს მქონდა.
და ზუსტად იგივე სასწავლებელში, იგივე ფაკულტეტსა და სპეციალობაზე ვსწავლობ.
და ზუსტად იგივეს ვფიქრობ, რასაც 2008 წლის 14 წელს ვფიქრობდი თუ ვეთანხმებოდი. ხოდა დავწერე კიდეც...
საერთოდ ჩემი ბლოგის ძველ პოსტებს არ ვკითხულობ.
მეშინია.
რომ ჩემივე ასოები და ამ ასოებით გამოხატული აზრები გაქცეულები დამხვდებიან.
ამისი სულ მეშინია.
ამიტომაც არ ვკითხულობ. სხვისი ბლოგების დაარქივებული პოსტების კითხვა კი ძალიან მიყვარს. აი განსაკუთრებით ასეთი შინაარსის პოსტებს თუ გადავაწყდი: "გამარჯობა, მე ახალი ვარ ბლოგ-სამყაროში. ხოდა ჯერ არვიცი რა და როგორ უნდა გავალამაზო, მაგრამ ნელნელა გავერკვევი. იმედია ძალიან კრიტიკულები არ იქნებით ჩემს მიმართ, ჯერ პატარა ვარ ბლოგერობაში".
ზუსტად იგივე სახლში ვცხოვრობ.
და ზუსტად იგივე ისა რა ჰქვია კაცო...
კიარადა
I do it all again...

და როდესაც Corrine Bailey Rae ხმამაღალი ტონალობით რამდენჯერმე გაიმეორებს ამ ფრაზას, მე ჯერ პირველ ნაოჭს დავისრისავ, შემდეგ - მეორეს, შემდეგ - მესამეს. ბოლოს კი მთლიან სახეს ხელებში ჩავრგავ და Corrine-ის მსგავსად გავიმეორებ რამდენიმეჯერ:

I DO IT ALL AGAIN...
I DO IT ALL AGAIN...
I DO IT ALL AGAIN...
I DO IT ALL AGAIN!!!


მმმ...ჩუპსსმაილურად



როგორ მიყვარს ასეთი "იტალიაშკა" ტიპის მამაკაცები...





ჯერ კლიპი ხომ არის მმმმ....
და live ვერსიაც რომ ძალიან მმმმმ....
სიცილს რა საყვარლად იკავებს :))))





მეჯვარე

ხოოოდა...
ასე და ამგვარად ბარაშკა გათხოვდა.
ყველაფერი რათქმაუნდა ისე იყო, როგორც იქნებოდა.
ტრადიციული ქართული ქორწილი.
სიტყვა "ტრადიციული" რომ იწერება სადმე, მაჟრიალებს ხოლმე.
მეზარება მოყოლა...
კიარადა არა იმიტომ, რომ მეზარება და მეტი არაფერი.
არამედ იმიტომ, რომ ბევრი ისეთი რაღაც შემომეწერება, რაც არ მომწონს არც ზოგადად და არც კონკრეტულად ამ შემთხვევაში.
მე კი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისეთი ტიპაჟი ვარ, რომ აუცილებლად შევყვები და შემომეწერება. ხოდა ჩუმად ვარ.
თამადას მეორე მეჯვარეში ავერიე და ლამის მე დამლოცა ქმართან ერთად.
ნუ კარგი.
მერე ყვავილების სროლაზე დედაჩემი, თეოს დედა, თეოს და, მეჯვარეები და კიდევ მგონი ვიღაცეები მახევდნენ კალთებს (ნუ კალთებს არა, მაგრამ მართლა ჩამჭიდეს ხელები და ისე მიმათრევდნენ), დადექიო. ნუ ვერ ვიტან რა... მეზიზღება ეს თაიგულის სროლის მომენტი. ნუ კარგი, ისევ ზრდილობის გამო დავდექი, მაგრამ ისეთ ადგილას, რომ თითქმის თეოს გვერდით ამოვუდექი და თან შევძახე, ჩემსკენ არ გადმოაგდო, თორემ გაგლახავმეთქი.
მერე ქართული უნდა იცეკვოთ აუცილებლადო. არ ვიცი ეს ქართული ცეკვა და ნუუუუუუუუ...
მერე კიდევ არაერთი არასახარბიელო პატარა დეტალი, მაგრამ ნუ მოკლედ რა.

facebook-ზე დავდე თეოს ქორწილის სურათები. მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც სურათებში მომეწონა ჩემი თავი. Hair Haus-ში გაკეთებულმა თმებმა, ფრჩხილებმა და მაკიაჟმა თავისი ჰქნა.

ხოდა ამ ქორწილის შემდეგ დასკვნა:

მე არასოდეს შემიყვარდება და არასოდეს გავთხოვდები!!!!