ჩემი ავატარის გოგო + ემინა კუნმულაჟი + და რათქმაუნდა მე...
სიმღერაზე ხო ვგიჯდები.
და ამ კაცის ხმის ტემბრზე..
მაგრამ სტაფილოსფერთმიანი გოგო არის ჩემი...
და მხოლოდ ჩემი.
ეს გოგო მე ვარ.
მასსავით საყვარელი ვარ.
ნარცისიზმი არაფერ შუაშია...
უბრალოდ იმდენად არავინ მეუბნება რაიმე კარგს და იმდენად მხოლოდ ჩემი უარყოფითი თვისებები, ქცევები თუ ხასიათის შტრიხებია სასაუბრო თემა, რომ გადავწყვიტე მე თვითონვე აღმოვაჩინო ჩემი ხასიათისა თუ თვისებების დადებითი მხარეები.
ბოლოს მიღებს ეს დაუსრულებელი ნეგატიური ატმოსფერო.
თითქოს ტკიპასავით მაქვს მოწებებული.
ყველა საკუთარი თავის ქება-დიდებაშია და ჩემზე არავინ არაფერს ამბობს.
გუშინდელმა სტუმრიანობამ აშკარად დამიმტკიცა ეს.
"უი ,როგორი ლამაზი ხარ გათხოვების შემდეგ" და "ვაიმე რა საყვარელი ფეხმძიმე ხარ" არსად დაეკარგოს არავის.
მაგიტომაც არ გავსულვარ სასტუმრო ოთახში.
სულ არ მინდა არავის ქება-დიდება. არ მჭირდება. არ დავიკარგები ისედაც. როგორც აქამდე არ დავკარგულვარ.
ეჭვიანობაც არაფერ შუაშია, ეგეც ძალიან მაგრად მკიდია.
უბრალოდ უსამართლობაა და მაგაზეა რომ ვერ ვრიგდები.
თორემ ვიღაც მაინც გამოჩნდება, ვინც ისეთს გეტყვის, რომ მერე მთელი 2 დღე (ნუ ჯერ 2 გავიდა) გაღიმებული ივლი და ეს ადამიანი კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდება, ვიდრე აქამდე გიყვარს.
ან უბრალოდ პირდაპირ მე-20 წაიკითხეთ. და ეგაა.
კიარადა...
უჰ...
დილის 6-ის წუთებზე დავწექი.
საშინელი ტკივილი მუცლისა და წელის არეში.
დილის 8 საათზე ადგომაზე დავაყენე ტელეფონის მაღვიძარა.
მაგ დროს არა, მაგრამ მიახლოებით მაგ დროს ვიღაც სახლში.
ბიჭი და გოგო, სახლში სიცილ-კისკისით შემოდიან და ძილს მიფრთხობენ, ჩემი საძილე ანგელოზებს "ქშა"-ს ეუბნებიან. არ მსიამოვნებს მათი სიცილი.
ცოტა ვიძინებ და მერე ისევ ვიღვიძებ. თურმე უკვე 9-ს ნახევარია. არადა პპც, უნდა დაერეკა მაღვიძარას.
გიჟივით ვდგები და ოთახებში ვიწყებ სიარულს. შევდივარ ერთ-ერთში, რომ ტანსაცმელი გამოვიღო კარადიდან. ფეხაკრეფით რატომ უნდა შევდიოდე საკუთარი სახლის ერთ რიგით ოთახში. რატომ ვარ გამუდმებით შებოჭილი საკუთარ სახლში. სრულიად არასასურველი სტუმარი რატომ უნდა იყოს იწვეს ლოგინში, რომელშიც ისედაც სტუმარი წევს. ნათესავის ნათესავი. ლოგინში, სადაც მე და შენ დას გვეძინა ბავშვობაში. ლოგინში, რომელიც მამაჩემმა საიდანღაც მოიტანა კიარადა მგონი ჩამოიტანა. ფერზეც კი ეტყობა, რომ სხვა დიზაინია. არასაბჭოური. თუმცა სსრკ-ში როგორებს ამზადებდნენ, არვიცი დიდად. ისიც მახსოვს, როგორ ავაწყვეთ მთელმა ოჯახმა ეს ლოგინი. "ვინტიკები"-თა და "ბოლტიკები"-თ. აი ეს ყველაფერი არაფერს ამბობს ალბათ მისთვის ან მისთვის, ვისაც დილით ეძინა ამ ლოგინში, მაგრამ ჩემთვის ხომ ამბობს არა??? ისე იწვა, რომ სახეზე აგრესიის წყალი შემესხა, რომ შემოვედი.
სახლიდან გამოვედი, ისე რომ ლუკმა არ ჩამიდია პირში.
გუშინ რომ დედაჩემის დაბადების დღე იყო და მე რომ ტანის ლოსიონი ვაჩუქე, გამყიდველს "დუშ გელი" რატომ ვუთხარი. აი რატომ, რატომ, რატომ... ნუთუ მართლა დაუფიქრებელი და დებილი ვარ, როგორც მერე მითხრეს??? ჩავიდე ჩანთაში და გავეშურე იმ იმედით, რომ გამიცვლიდნენ.
Hair Haus-ში საუცხოო სიტუაცია დამხვდა. დილით 10-ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი. გავიკეთე ეს, ის. ეს არ არის მე-10 ცუდი ამბავი. მე-10 ცუდი ამბავი ისაა, რომ გეპეიში გავუხვიე, სტუდ-ბილეთი ავიღე, როგორც იქნა. ალბათ იფიქრებთ, რომ ესეც არ არის მე-10 ცუდი ამბავი. მაგრამ კარგი, ქევით ჩავალ.
"ვულე-ვუ"-ში მივედი შხაპ-გელის ტანის ლოსიონზე გაცვლის იმედით. ძალიან ვწუხვართო. არადა რა კარგი საჩუქარი იქნებოდა. კიარადა იდეაში იყო კიდევაც 20 აპრილისთვის დედაჩემისთვის. 19-ში მითხრა ან ტანის ლოსიონი მინდა, ან 2 სახეობის ყვავილი: კალა და გიაცინტებიო. მე კიდევ ავდექი და ყველაფერი ვიყიდე. და უცბად... :(((((პპც რა. ტანის ლოსიონი არ ჰქონდათ საერთოდ.
"ლუტეცია"-ში შევედი და მინიატურულ ტანის ლოსიონზე 30 ლარი მომიხია. არადა ბლინ ნუ.. არ მაქვს ამდენი ფული. გამოვედი გასაზიზღრებული.
არადა ხომ შეეძლო არ შეემჩნია და მერე ჩუმად ეთქვა "უი იცი შენ შემთხვევით ის კი არა, ის მიყიდე". არა ნუ... ნერვები იმისი თუ წყდება, ჩემიც უნდა მიაყოლოს.
"ისი-პარი" უკანასკნელი იმედი იყო და ძლიიიივს. "პუმა"-ს ტანის ლოსიონი ყველანაირად მომეწონა. განსაკუთრებით კი ფასით. შემიფუთეს, წამოვედი.
ზარს ვრეკავ, არავინ მიღებს. კარგი. გასაღები შევარჭვე, აშკარად არ ტრიალებს არცერთი. გავრეკე, ავტეხე ისტერიული რეკვა. და ამ დროს ფიქრები: "იმ დებილკას ისევ ძინავს და მაგის გამო ჩემს სახლში ვერ შევდივარ. გასაოცარი პირდაპირ, საკუთარ სახლში ვიღაც უცნობი გოგო იმყოფება და კარს არ მიღებს." იქნებ ქურდები შემოვარდნენ და რამე მოიპარეს.
რატომღაც კარის სახელური ჩამოვწიე. რატომღაც..................... კარი ღიაა და სახლში არავინ. მხოლოდ დღეს უნდა ვენახე მე ვინმეს, რომ ენახა, რას ნიშნავს სიტყვა "свирепость" (რუსული ლექსიკონი თუ ვერ მოიძიეთ, "გაცოფება"-ს, "გააფთრება"-ს ნიშნავს) წარმოიდგინეთ ვიღაც 19 წლის ლაწირაკმა გოგომ სახლის კარი ღია დამიტოვა. და სახლი ცარიელი სრულიად. თავიდან ვიფიქრე, მაღაზიაში გავიდამეთქი, მაგრამ არა. დავურეკე ღრმად პატივცემულს. მე არაფერი ვიციო.ნუ დედაჩემთან რამდენიმე გადარეკვის შემდეგ კარგი, დავწყნარდი თითქოს. მოვიდა ღრმად პატივცემული და კიდევ აქეთ პრეტენზიები!!!!!!!!!!!!!!!!!! აი რომ ამომასხა, ვეღარ გავჩერდი.
ჩათვლები კარგად დავწერე. მე და ნათია ტრადიციულად ერთად გამოვედით და ჩემი კონვერტი გავხსენით. აღმოჩნდა, რომ ბაკალავრის სტუდ-ბილეთი მომცეს და არა მაგისტრის :((((((((((
სახლში სტუმრები იყვნენ, მათ შორის ჩემი დაც. სადარბაზოში შემოსვლამდე გოგა გამახსენდა რათქმაუნდა. საყვარელიიიიიიიიიი... ბაღში დავჯექით, ვიჭორავეთ. აქეთ, იქით. მიყვარს გოგა... ერთ-ერთი საყვარელი თანამშრომელია. აი ისე იცის ხოლმე ხუმრობა... ვერ მიხვდები თითქოს... ნებისმიერ ჩეთში ასეთია...კარგია, რომ არსებობს ვიღაც, ვისთანაც შეგიძლია წვიმაში დაჯდე ბაღში და თავიდან აიცილო სტუმრები და ზოგადად სახლში ამოსვლა...
ამოვედი მერე, სტუმრებს შორიდან ხელი დავუქნიე და მივესალმე. ასე უკეთესია, არ არის ეს ჩამოვლა და კოცნები საჭირო. შემოვედი ჩემთვის აქ და დავჯექი. კივის ტორტის უზარმაზარი ნაჭერი დავიდე და ეგაა.
თუ ეს ყველაფერი იდიოტობაა, არ წაიკითხოთ. უბრალოდ pms-ი მთენთავ და ორმაგად აგრესიულს მხდის ეს 2 დღეა. აღრენილი ვარ ყველაზე და ყველაფერზე.
კიარადა უკვე სამშაბათია, მაგრამ მე ორშაბათში ვარ ჯერ.
არვიცი რომელ სტადიას დავუბრუნდი.
ალბათ არარსებულს.
საიდანღაც კაფკა დამყურებს, ირონიით.
მაგრამ ძირითადად მაინც ჟან გუსტავი.
ჰო, ეგაა...
ისევ მახსენებს, რომ უდაბნო მხოლოდ აფრიკაშია.
მაგრამ უდაბნო იქაა, სადაც რაღაც "ისეთია"...
კიარადა...
არვიცი როგორი...
უდაბნო აქაცააა...
ზოგჯერ ხალხი ლილიპუტებად მეჩვენებიან.
და ზოგჯერ მეჩვენება, რომ ხალხი წვიმაში გამქრალი სიმშრალეა.
არაფერი.
საიდანღაც დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა ჩამესმის.
და ეს მე მაღიზიანებს.
ჩემს სიმშვიდეზე აგრესიულად მოქმედებს.
არვიცი მშვიდად როდის ვარ და როცა ვარ, დაე შემერგოს.
უზარმაზარ ლოგინში ჩემი მარტოდ ძილი ისეთი ნეტარებაა ჩემნაირი ნეტარების მოყვარულისთვის.
და მერე უცბად ყვირილი, ლანძღვა, ჩხუბი...
ვინ მაღვიძებს თუ არა ჩემი მეზობელი, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია ფსიქიატრიულში უნდა იწვეს...
მაგრამ მერე წამლები ვინ უყიდოს...
როცა ქმარი უმუშევარია და შვილი – ლოთი.
რა შუაში იყო ახლა ეს...
უბრალოდ she made my afternoon..
made კიარადა პირიქით...
მაგრამ მაგ "პირიქით"–ს რა ჰქვია, არვიცი...
ალბათ ისევ "destroyed"...
უცბად მეღვიძება, აზრზე მოსვლისას კი "აუუუ, ისევ ეს ყვირის.."
რაც გავიგე, რომ ფსიქიკურად არანორმალურია, მას შემდეგ მისი მეშინია...
სადარბაზოში თუ სადმე შევეჩეხე, გავურბივარ. მეშინია.
არადა დედაჩემის შვილს უკვე აღარ.
მაგრამ მისი მეშინია.
ასათიანის კედლები ბავშვობაშივე ავითვისე...
მაშინ როცა ფსიქიკურად დაავადებული ქალი მამაჩემს ლექსებს უკითხავდა გისოსებს იქიდან...
და მე ყურებ– და თვალებდაცქვეტილი ვუყურებდი ხან იმ ქალს, ხან მამაჩემს...
მერე კი მამაჩემს შეშფოთებული სახით ვუთხარი: "გია, ნახე შეუყვარდი, ლექსებს გიკითხავსმეთქი".
ნეტავ რამდენის ვიყავი მაშინ....
არ მახსოვს, ძალიან სიღრმეში იყო. მაგრამ მაინც დალექილია. ალბათ 6–7–8.
ახლა ასათიანის კედლები ისეთი მშობლიურია.
და თითოეული
"ცოლად გამომყევი რა"...
"მე მომაკითხე??? მიგყავარ ხო აქედან???"
"ერთი მაკოცე რა..."
"ეს ლამაზი გოგო ვისია???"
"გინდა წამლები გაგიყო???"
"ერთს გაკოცებ რა"
"ეს ჯინჯილაკები მაჩუქე რა..."
"გამარჯობა, მე ჩინეთის პრეზიდენტი ვარ"
"ჩინეთის კი არა, სიგარეტი მომეცი..."
"– ნოდარ, მოდი ერთი, უნდა მოგეფერო...
– გადი ქალო მოშორდი"
"ციცო, ისევ კოსმოსში უნდა გავფრინდე, გაგარინს გავასწრო"
"მოგესალმებით, მე მარსიდან ჩამოვედი და ბოროტმა დედამიწელებმა აქ გამომამწყვდიეს.მოიცა გავიდე აქედან, მე თქვენ განახებთ გაფრენას."
და მერე ვიღაც, რომელიღაც სანიტარი დედაჩემამდე მაცილებს.
მე ვცდილობ სენტიმენტალიზმი უკუვაგდო.
რატომ გავიხსენე ახლა ეს ყველაფერი. ეს ხომ უკვე თითქოს წარსულია.
უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემმა მეზობელმა დღეს გამაღვიძა.
კიარადა ახლა რომ ვუკვირდები, მაგის თქმაც არ მდომებია.
უბრალოდ მომენატრა ჩემი ბლოგი.
კლავიშებს რომ მთელი გამეტებით ვურტყამ და ამასთანავე ნაზად.
და მიყვარს ჩემი კლავიატურის მკვეთრი ხმა.
ჩუმი" კლავიატურა დევს ყუთში და ეს სიამოვნებას მანიჭებს.
მაუსიც ხმაურიანი მაქვს, მკვეთრად გამოსცემს ხმას.
ოდესმე თუ კლავიატურა ვიყიდე, ისევ ხმაურიანსა და დიიიიიიიდ კლავიშებიანს ვიყიდი ისევ....
ან ეს რა შუაში იყო.
უბრალოდ სიგიჟემდე მომენატრა ბლოგი.
მისი სიმყუდროვე.
და უბრალოდ რაღაც სისულელეებს ვწერ.
ხო, ღამის გათევები ისევ დაიწყო...
ხოდა დაიწყო კი,მაგრამ თან თითქოს უფრო მეტად მოთენთილი ვარ. დღეს არაფერი ისეთი არ მომხდარა.
პასპორტი უნდა ავიღო 100 ლარად და სასტიკად მეზარება სირბილი. და ისიც არვიცი სად უნდა მივიდე და როგორ ხდება პასპორტის აღება. იქნებ ვინმემ დეტალურად მითხრას. ერთი ის ვიცი, რომ ბანკში უნდა გადავიხადო ეს 100 ლარი, მაგრამ ამის მეტი არაფერი ვიცი.
ხო, დღეს კვერცხი ისევ ჩემებურად შევწვი. სულ იმას ვიძახი კვერცხისა და ღომის მეტი არაფრის კეთება არვიციმეთქი. ხოდა აჰა.
ხოდა ახლა ისევ რაღაც ამეკვიატა ეს მელოდია. მთელი დღეებია ამას ვუსმენ.
და ამ მომენტამდე, სანამ youtube-ში მოვძებნიდი ამ მელოდიას, მეგონა sting-ის ამ ნამუშევარს the complete chicago sessions ერქვა, რადგან ასე მიწერია მე კომპიუტერში. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ თურმე I Miss You Kate ჰქვია... გამეცინა....:))))))))))
არვიცი რამდენად შესაძლებელია, რომ ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის პირობებში მომხმარებლების მიმართ შეთავაზებული პროდუქცია იყოს უნივერსალური.სიტყვა "უნივერსალური" იდეალურს ნიშნავს, მაგრამ ეკონომიკაში მას ცოტაოდენ სხვა მნიშვნელობა აქვს შეძენილი.პროდუქცია ან მომსახურება მაშინაა ემიტენტისთვის უნივერსალური, როდესაც ნახსენებ პროდუქტს მოაქვს მოგება. ხოლო მომხმარებელს ეს სიტყვა ესმის, როგორც ხარისხიანს+იაფი. ამ სიტყვის ასეთი, 2 სხვადასხვანაირი დეფინაციის შემდეგ მომხმარებელიც და ემიტენტიც ფიქრობს. ამ ფიქრის შემდეგ კი ღებულობს გადაწყვეტილებას.ორივე მხარე მაშინაა კმაყოფილი, როდესაც მოთხოვნისა და მიწოდების წირები ერთმანეთს კვეთენ. და ზუსტად ეგ გადაკვეთის წერტილია ის ფასი, რაც უნდა ღირდეს პროდუქცია, რომ ის მომხმარებელმა შეიძინოს.
კარგით.
შევეშვათ იმას, რომ მე ახლა ვცდილობ ჩემი პროფესიული ცოდნის დემონსტრირებას. თუმცა მაინც მინდოდა შესავალი ასეთი ყოფილიყო პოსტის, რომელიც მინდა მივუძღნა unicard-ს. რამდენიმე დღეა ფორუმზე სპეციალურ თემაში ვმსჯელობთ ამ ბარათის რაობაზე (ლოლ).
ბარათის აღება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
გუდვილი დიღომი მის:ფ. მეფის გამზ N 1
გუდვილი ვაკე. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ N 34
სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი". მის: კერესელიძის 1-ლი შესახ. N 12
კ/თ "რუსთაველი". მის: შ. რუსთაველის გამზ. N 5
კ/თ "ამირანი". მის. მ. კოსტავას ქ. N 36
აგრეთვე:
"მობი"-ს, "იოლი"-ს, "ვულე ვუ'-ს, "ლუტეცია"-ს, "რონიკო"-ს, "კენარი"-სა და "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ნებისმიერ ს/ც-ში.
ბარათი არის უფასო!!! მის ასაღებად საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა.
რამდენიმე დღის წინ ავიღე კ/თ "ამირანში" და შემდეგ "რუსთაველში" ბილეთები შეიძინე. უნიკარდით. ვინაიდან შევიძინე 2 ბილეთი, დამერიცხა 7.4 ქულა.
ზოგი ამ ბარათს გაკოტრებას უწინასწარმეტყველებს. თავიდან მეც ვერ მივხვდი რა მოგება ჰქონდა მას. მაგრამ ბოლოს მივედით იმ აზრამდე, რომ თითოეული ის კომპანია, რომელიც ურთიერთობს ამ ბარათთან, თანხას უხდის "Universal Card Corporation"-ს.
ძალიან ბევრი ორგანიზაცია თანამშრომლობს უნიკარდთან. ბუკლეტს სურათები გადავუღე და აგერ თქვენც გადაავლეთ თვალი.
საკმარისი რაოდენობის ქულების მოგროვების შემდეგ კი შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი ნივთი. მე მაგალითად რაც დავათვალიერე, იქიდან ლეპტოპი მომინდა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქ. თბილისი, თ. მეფის გამზ.N 8, დარეკეთ 555222-ზე ან ეწვიეთ unicard.ge
დიდი ხანია ვწერ ამ პოსტს. ხოდა დღეს როგორც იქნა მოვაბი თავი. მინდა იმ მამაკაცთა სურათები დავდო, რომლებიც ძალიან მესიმპატიურებიან. ზოგი - "პაპსა"-ა უკვე, ზოგი - "ფუჰ, რას ჰგავს". მაგრამ ყველა მათგანს ერთი ნიშა აერთიანებთ. და ეს ნიშაა: "ვგიჟდები ამ კაცზე".
თავიდან ვფიქრობდი ნუმერაციით მივყოლოდი, მაგრამ გზადაგზა გამახსენდება ვინმე, ვინც ზედა სურათზე გამოსახულ მამაკაცზე მეტად მომწონს და ამერევა ყველაფერი. ხოდა შესაბამისად, არანაირი ნუმერაცია არ იქნება. I love you all. :)
ნუ.. მიუხედავად "ანტი-ნუმერაციობი"-სა, არსებობს მამაკაცი ნომერი 1!!!
მახსოვს სადღაც 1995-1996 წელი იქნებოდა, როდესაც spice girls-ზე გადამკვდრები ვიყავით მე და ჩემი და. რაღაც გაზეთში წავიკითხეთ ვიქტორია "Manchester United"-ის ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს ხვდებაო და არიქა. მივვარდით მამაჩემთან ფრაზით: "აუ, რომელია ბექჰემი, გვანახე რა." დათოს დამსახურებაა, რომ ჩვენ ფეხბურთს ვუყურებდით. არ დამავიწყდება "მანჩესტერ იუნაიტედი"-სა და "მიუნჰენის ბაიერნი"-ს შერკინება 1999 წლის ფინალში, სადაც მე-6 წუთზე მარიო ბასლერმა გაიტანა გოლი ინგლისელთა კარში. ამის მერე 89-ე წუთამდე იმედ-წართმეულს სავარძელში მეძინა. მერე კი იყო ორი გოლი თითო-თითო წუთების მიყოლებით. სახლი ზანზარებდა ჩვენი კივილისა და ხტუნაობისგან. მეორე დღეს დედაჩემმა გვითხრა, გამეღვიძა, მიწისძვრა მეგონაო.
The David
ესეც ასე... როგორც იქნა მოვახერხე ამ ყველაფრის ასახვა.
კრეატიული იდეისთვის დიდი მადლობა ქეთის ამ პოსტისთვის.
ხოდა ესე იგი ჩემი თებერვალი და მარტი ასე გამოიყურება.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ უმუშევარი ვარ ამ მომენტში.
და რავიცი... არ ვკვდები მაინც.
ნუ "გადასახადები" საერთოდ უნდა ამოვიღო მგონი. ერთხელ გამოვთქვი აზრი, შუქის ფულს გადავიხდიმეთქი. სინდისმა შემაწუხა ჩართული კომპიუტერისა და დენის გამათბობლის გამო. მერე გაზის გამათბობლის გამოც, მაგრამ არაო და ჰა...
ჭამაც რა.. არ მიყვარს... ეგ კიარადა... 13 მარტს, მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა "იმედს" ლანძღავდა, მე უჭმელობის 30-ე საათს ვზეიმობდი facebook-ში. თან ოჯახის 2 წევრი მეხვეწებოდა რამე ჭამეო. ოღონდ მართლა მეხვეწებოდნენ. არ ვჭამ იმიტომ კი არა, რომ "აუ ახლა არ შევჭამ და შემეხვეწებიან და რა მაგარია, რომ შემეხვეწებიან", უბრალოდ არ მინდოდა. არ ვიყავი ჭამის განწყობაზე. მერე ჩეშირკამ კომენტარი კომენტარზე მწერა ადექი ჭამეო. თორემ ალბათ კიდევ კარგა ხანი არ შევჭამდი. თან ერთი ნათქვამი არ მყოფნის ხოლმე. ასჯერ უნდა მითხრას ადამიანმა... :((
რატომ??
ეს საკითხი იმხელა და იმდენად ამოუწურავია, რომ ცალკე ხელწერილს დავუწერ მას.
ახლა კი ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი თებერვალი და ჩემი მარტი. გასავლებისდა მიხედვით.
ხოდა რავიცი რავიცი...
დაილოცოს სამი ინტერნეტ-პარტნიორი და კიდევ ავტობუსი.
და ისადა...
კიარადა...
მობილურს რაც შეეხება, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ანგარიშზე ყოველთვის მაქვს.
თან ორივე ნომერზე!!!
არადა ამ ცხრილებს არ ეტყობათ ეგ ამბავი, მაგრამ მართლა ეგრეა.
ხოდა ესა თუ ის აქციები რომ აქვთ, სულ ვღებულობ მონაწილეობას.
"ამდენი სმს ამდენად" ფრაზა ჩემთვის არის შექმნილი.
ხოდა ჩართული მაქვს მობილური და რაღა დამავატო???
თუმცა ერთ-ერთზე უფრო ვამატებ ხოლმე. ახლა ერთ ტელეფონს ვყიდი და ალბათ კიდევ უფრო შემცირდება ხარჯები.
ხოდა ესეც ჩემი 45 დღიანი დებეტური ცხოვრება.