Finde mich, mein Zwillingsbruder (მარტის საკითხავი)

რატომ ეს წიგნი???
ან რატომ დეფი??? არვიცი...
მართლა არვიცი. წიგნი წაკითხული არ მქონდა მანამ, სანამ მარტის საკითხავ წიგნად არ გამოვაცხადე ერთიოდე თვის წინ...
მამასთან ერთად სანადიროდ რომ წავიდა, მაშინ მამას მგელი დაუხსნია ხაფანგიდან და ამ უკანასკნელს "უთქვამს" მისთვის: მეც გიშვებ და თუ ჩემსავით აღმოჩნდი, შენმა ტყუპისცალმა გიპოვნოს"-ო.
არის ორ ჩემს საყვარელ ენაზე და ორივეზე წავიკითხე...
მახსოვს, ვიღაც მთხოვდა, გერმანული მათხოვეო. ვერ თუ არ...არვიცი. ხელი მოვუჭირე. საერთოდ არ მიყვარს წიგნის თხოვება, თუ მე არ მაქვს ჯერ წაკითხული. თან ამის თხოვება მითუმეტეს არ მინდოდა...მიზეზებს ჩავებღაუჭე.
მინდოდა ეს პოსტი გუშინ ღამე ან დღეს დღისით დამეწერა, მაგრამ blogger.com -მა როგორც იტყვიან "შტუკა გამიჩალიჩა". იმედია "წიგნის კლუბის" საზოგადოება გაგებით მოეკიდება ამ მცირეოდენ შეფერხებას.

არის წიგნი ყვითელი, არის წიგნი მწვანე...
ლოკოკინები ლურჯებიც არიან, რომლებიც ფეხების ტერფებზე გაცოცდებიან და გეთამაშებიან...
არსებობენ ადამიანები...
ფიდო...
სოფიო...
გეგა...
ფიქრია...
და არსებობენ სხვები...
სანდრო...
მახარე...
ბერდო...
არქივთან მჯდარი მათხოვარი...

არის ცნობიერი და არის ქვეცნობიერი...
არის რეალური და არის სიზმარი...
სიზმარი ზოგჯერ ოცნებაა ჩვენი.
ოცნება კი ზოგჯერ ის, რაც რეალური გვგონია.
როგორც ის რომბის ფორმის ფრანი, რომელიც თითქოსდა მოპირდაპირე წვიამიან კორპუსის თავზე მოსჩანს. და...
"- ე, კი, ფრანია, -თქვა თავისთვის და გადაიღო, - აი როგორ ამიხდა სიზმარი." ხო, ეგრეც ხდება ხოლმე.
ან იქნებ სიზმარი წიგნია სადმე, რომელიმე მომენტში კითხვისას. მაგალითად ფედერიკო გარსია ლორკას "ის როა... რევოლვერი მოვიხსენი ქამართან ერთად...მხეცია, როგორ დახვრიტეს, ღმერთო ჩემო"...ა, თუმცა ეგრე არა, ასე "YOEL CINTURON CON REVOLVER"...აი ასე... მაგრამ ლორკას სიკვდილი გვერდით ედგა, მეგობარივით, 5 ტყვია მიჰქროდა მისკენ. რა საოცარია არა?! სიკვდილის წინ გვერდით გედგეს და გამშვიდებდეს... არა, ეს დამშვიდება არ არის... ეს ომია და არავინ აგებს პასუხს. ვინმეს რამე თუ შეეშალა, უკვე აზრი არა აქვს.
სანდრო, რომელიც პოეტია და ვინ იცის მის გულში რა ხდებოდა. სულჩადგმული მისი სკამი. სიკვდილი რაღაც ეგეთია, დაახლოებით მაინც.. გამშვიდებს. "ვფიქრობ, იმ სკამისა არ იყოს, ვინ ცოცხალია და ვინ მკვდარია და ვინ ვისთვისაა ცოცხალი და ვინ ვისთვის მკვდარი, იქნებ სიცოცხლეა ირგლივ???"
იასამნისფერი პატარა ლეკვი... თვალები ამიწყლიანდა. როგორ უსინდისოდ გაიტანა ვიღაც მანქანამ. გეგამ კი მიიყვანა კალათით ვეტერინართან, თუმცა ვეღარ უშველეს და ამ კალათითვე ჩაფლეს იქვე, ბაღის ეზოში. უი... არადა გეგას სიზმარი იყო ეს... აწ დახატული იასამნისფერი ლეკვის ისტორია...
მერე ისევ მახარე... იქიდან ენატრება და ელანდება ხვეული წითურთმიანი ფიქრია. "მინდა იცოდე, რომ ზოგჯერ აბდაუბდა სიზმრებს ვხედავ და ათასი სისულელე მომდის თავში; ერთხელ ისუც გავიფიქრე, რომ მოვკვდე რა მომივა" არც არაფერი ხდება სიკვდილის მერე... სიკვდილის მერე სიმშვიდეა ალბათ. მეც მაინტერესებს. აქ იმდენს ვბორგავთ და სადმე ხომ მაინც უნდა გავჩერდეთ.
ჩემს Nikon-ს ამაყად გავხედე. მეც სოფიოსი არ იყოს, მიყვარს მისი ჩხაკუნის ხმა.
და მერე ფიდო... თევზითა და პურით ხელში...მაგრამ უკვე გვიანია... ნეტავ ადამიანი როდესმე ხვდება, რომ წასვლის დროა??? რამენაირად გრძნობს ნეტავ??? არ მინდა ამაზე ფიქრი...მერე ისევ სადღაც სევდა...
არადა ფრანი მხოლოდ ბავშვობაშია დარჩენილი...
ფიდოს ბავშვობაში, სოფიოსიც...
რაც ფიდოს ბავშვობაა, სოფიოს სიზმარია...
ოქტომბერი როგორია??? არადა არასოდეს მიფიქრია. მიფიქრია მარტზე უპირველეს ყოვლისა... ნოემბერზე. უდარდელ ივლისზე და ცივ დეკემბერზეც, მაგრამ ოქტომბერზე არასოდეს. პრინციპში მართლა თავისუფლებაა... radiohead ჩემი აზრით მხოლოდ ოქტომბრის სულაც არ არის. ნაღვლიანი, მაგრამ ალერსიანი, ლამაზი, მაგრამ არა ტკბილი. უცნაურია, მაგრამ playlist-ში დღეს ჯერ არ ჩართულა, არადა playlist-ი არ განმიახლებია თვეებია, უბრალოდ რაღაცეები ამოვყარე და რაღაცეები ჩავყარე.
"მოუფრთხილდი ამ სიზმარს, ძვირფასო ჩემო, რადგან ის შეიძლება აღარავის ესიზმროს, აღარს შენ, აღარც მე და აღარც ჩემს ბაღებს"

ჩემი საყვარელი მომენტი აი ესაა...
"- სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, მიყვარხარ. მორჩა და გათავდა და მე ამის მჯერა.
 - წამო დღეიდან ჩემთან იცხოვრე.
 - წამო რა. ჩემები დიდი ხანია თანახმა არიან.
 - წამო და ერთად ვნახოთ სიზმრები.
 -ეგ როგორ.
 - არვიცი."

საოცარია "სიმართლის დრო"-ში გუშინ ზუსტად დეფი რომ მიიწვიეს. თითქოს დაემთხვა ეს პოსტი და გადაცემა ერთმანეთს.
"კრემაცია მინდა, ფერფლად მინდა ჩემი სხეული იქცეს და მსოფლიოს მიმოეფანტოს"
რა თამამი განხცადებაა, ღმერთო ჩემო...ამბიციური ადამიანისა...არ მიყვარს ამბიციური ადამიანები... გულს ვერ ვუდებ ხოლმე ასეთებს...
"ფსიქიატრთან იმიტომ მივედი, რომ ხილვები მქონდა და მაქვს" გალაკტიონი სადაა ახლა....
მაგრამ დღეს, ეს წიგნი რომ ბოლომდე წავიკითხე, რაღაცნაირად შევიცვალე თითქოს... მის სიზმრებში ჩავიძირე... კიდევ დავუბრუნდები არაერთხელ... მე ასე მგონია. და სანამ ეს მომხდარა, გკოცნი და გკოცნი და იყოს ასე.

ესეც ნაღვლიანი, მაგრამ ალერსიანი, ლამაზი, მაგრამ არა ტკბილი.

Remember me



დღეს ვუყურე....
რობერტი არის ძალიან საყვარელი. ფილმს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ძალიან ჰგავს ედვარდს. ანუ მისგან განსხვავებული ტიპაჟი არ ყოფილა.
აქაც პრობლემები, ჩხუბები, სუყვარული, სირთულეები.


პირს ბროსნანი არის ძალიან ცივი. ძალიან. არადა სხვა ფილმებში ვგიჟდები მის გმირებზე. იქნება ეს ჯეიმს ბონდი თუ ტომას კრაუნი. აქ კი ვუყურებდი და ნერვები მეშლებოდა.


კრის კუპერი - ეს ადამიანი სასტიკად არ მსიამოვნებს. სადაც კი ჩნდება, სულ მგონია, რომ სიტუაციაც იქ იძაბება და რთულდება. არც "New York, I Love You"-ში მომეწონა.

მოთხრობილია ერთ ბიჭ ტაილერზე, რომლის მშობლები გაცილებულები არიან. ტაილერი ცხოვრობს მეგობარ ეიდენთან ერთად, რომელიც პრინციპში ერთადერთი ადამიანია, ვინც მასზე ფიქრობს. მას სიგიჟემდე უყვარს თავისი 11 წლის დაიკო, რომელიც კარგად ხატავს. ქუჩაში ჩხუბის შემდეგ ტაილერს პრობლემები შეექმნება პოლიციელთან (კრის კუპერი). ეიდენი კი შესთავაზებს მისთვის სამაგიეროს გადახდას მის შვილთან რომანის გაბმის და შემდეგ კი მისი მიგდების გზით. ასეც ხდება, თუმცა ტაილერსა და ალის შორის რეალური გრძნობები გაჩნდება. ამის შემდეგ კი სიმართლის თქმა უფრო ძნელი ხდება. მამამისი (პირს ბროსნანი) როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გადაყოლილია სამსახურს და ამის გამო გამუდმებული პრობლემებს ეღობება ტაილერისგან. ტაილერს უფროსი ძმა მაიკლი 22 წლის ასაკში თავს იკლავს, რაც ტაილერისთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. მისი სახელიც კი აქვს გულზე ამოსვირინგებული.მალე კი ტაილერი ხდება 22-ის.როდესაც ვიფიქრე, რომ ყველაფერი მოგვარდა და აწი ყველაფერი კარგად იქნებამეთქი, მაშინ ისეთი ცუდი რაღაც მოხდა, რომ ტირილი ამიტყდა. :(((((((((((((((((((((((

 ნუ მე ხომ ყველაფერზე ვტირი და ამ ფილმზე ხო საერთოდ.
აგერ ნახეთ ტრეილერი.
 







ესეც მალე რა

მალე რა, ძალიან მალე...
oh, God
jude რა კაცია        


Repo Men



ჩემი პირველი გამოცხობა

ე. ი. მგონი ასჯერ შევედი სამზარეულოში და მერე თვითკმაყოფილი იდიოტივით გამოვედი. ეს მეტია, ვიდრე ყიყლიყოს გაკეთება. თავი მეგონა Julie Powell რომელსაც რაღაც მომენტში ნერვები არ ჰყოფნის ყველაფრის ბოლო წერტილამდე მისაყვანად. 
მაგრამ მერე ისევ ძალ-ღონე მოვიკრიბე და რაც გამოვიდა, გამოვიდა. 
დავიწყოთ იდეით, რომელიც რათქმაუნდა გაახმოვანა ტომუშკამ თავის ბლოგში. ეს პოსტი რომ არა, მართლა 100 წელი არ გადავწყვიტავდი მსგავსი რაღაცის გაკეთებას.
აქ რამდენიმე let's უნდა ჩამოვწერო. 
Let's:

  • არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ერთი კვერცხის გულის მაგივრად, ერთი მთლიანი კვერცხი უნდა მექნა. ანუ გულიც და ცილაც. ამ შემთხვევაში ცომი არ იქნებოდა ასეთი ფშვნადი. 
  • არ მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ ღუმელი ძველია პრინციპში და ამის გამო ქვევიდან წვავს და ზევიდან უმს ტოვებს. 
  • არ მივაქციოთ  იმას ყურადღება, რომ ჯემი იყო ქვა და რკინა. ამის გამო კი - კი არ წავუსვი, არამედ ზემოდან დავადე. თუმცა დედაჩემმა როგორც თქვა, ძალიან კარგი ჯემი არისო და რავიცი, ვუჯერებ.
  •  ვისიამოვნოთ იმით, რომ მეორე პარტიის შემთხვევაში სულ ზედა განყოფილებაში შევდე ლანგარი და სათითაოდ ამოვაბრუნე კიდევაც. 
  • ვისიამოვნოთ იმით, რომ სახლში მარტო ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო არ ვიყავი. სამზარეულოში წყლის დასალევადაც კი არავინ შემოსულა და ამის გამო მთელი სამზარეულო "ჩემი" იყო. 
  • არაფრად ჩავაგდოთ ის, რომ წელი და ზურგი ძალიან მტკივა. 
  • არ მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ ჭურჭელი თავიდან ბოლომდე მე უნდა გამერეცხა. 
ეს ამად ღირდა. 







ხოდა 
აი შედეგებიც..
მართლა ისეთი გემრიელია, ისეთი, რომ მმმმმმ...
კიდევ ერთხელ თომას დიდი მადლობა.
სამზარეულოც მივალაგე, დავრეცხე ჭურჭელი და ჩვეულ "ვიდზე" მოვიყვანე.
მგონი ერთადერთი ოთახია, რომლის ლაგებაც არ მეზარება ხოლმე. 

Emina Cunmulaj

ვგიჟდები ამ გოგოზე. ულამაზესი ემინა კუნმულაჟი. დაბადებულია 1984 წლის 12 სექტემბერს, აშშ-ის ქალაქ მიჩიგანში. თუმცა ფესვები აქვს ალბანური. გვარზეც ეტყობა, რომ სუფთა სისხლის ამერიკელი არ არის. მთელი ალბანეთი ამაყობს, რომ ასეთი ლამაზი წარმომადგენელი ჰყავთ მსოფლიო მოდის სამყაროში. 4 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადასახლდა იუგოსლავიაში. 2001 წელს იუგოსლავიაში გაიმარჯვა  Elite Model Look-ის კონკურსზე. ინგლისურად და ალბანურად თავისუფლად საუბრობს. ეგ კიარადა, გაფართოებული თვალებით ვისმენდი მის ინგლისურ საუბარს, ძალიან ლამაზად საუბრობს, დამახინჯებების გარეშე. საყვარელი ქვეყანაა საფრანგეთი და ფრანგულადაც კარგად საუბრობს.
ხო, ესეც მცირე დოსიე. ვიკიპედიიდან.
Date of birth September 12, 1984 (age 25)
Place of birth Michigan, United States
Height 1.80 m (5 ft 11 in)
Hair color dark brown
Eye color brown
Measurements 83-60-90
Shoe size 38 (EU), 7 (US)
Agency Elite Model Management
Spouse(s) Bekim Lulanji (ოღონდ ახლა უკვე ქმარს გაშორებულია).
კითხვაზე გყავთ თუ არა შეყვარებული, პასუხობს: "არა ბიჭებო, თავისუფალი ვარ, ასე რომ იაქტიურეთ!!!   "

ძალიან კომუნიკაბელურია. ხშირად იცინის და სულ მხიარულობს.ნივთი, რომელიც მუდამ ჩანთაში უდევს არის შავი Blackberry. არადა მეგონა იტყოდა ტუჩსაცხი, ხელის კრემი ან რამე მსგავსი.  ამჟამად არის Jean Paul Gaultier-ს მუზა.

აი აგერ მისი სიყვარული ტელეფონის მიმართ:
"WiFi is the bomb - love using my blackberry up in the air ... Blackberry addict"


ცნობილია მისი მართლაც ულამაზესი ფეხებითა და თმებით, რაც აგერ კარგად ჩანს.







გადაღებულია შემდეგი ბრენდების რეკლამებში: Dolce & Gabbana, Bergdorf Goodman, Dooney & Bourke, Etro, Versace, Emanuel Ungaro, Blumarine, Jean Paul Gaultier, Iceberg, Mango, Just Cavalli.მონაწილეობა მიუღია ისეთი მოდის სახლების ჩვენებებში, როგორებიცაა Gucci, Versace, Hermès, Carolina Herrera Christian Dior,Giorgio Armani, Gianfranco Ferré, Louis Vuitton, Missoni, Moschino, Oscar de la Renta, Paco Rabanne, John Galliano, Fendi, Karl Lagerfeld, Valentino, Yves Saint Laurent, Chanel.




მისი საუბრიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ძალიან უშუალო და ძალიან სიამოვნებს, როდესაც ხალხს ის უყვარს. ბავშვობაში საერთოდ არ აპირებდა მოდელობას და ახლა უკვე ძალიან უყვარს ის საქმე, რომელსაც ემსახურება. 








ვიკიპედიიდან მხოლოდ დოსიე ამოვიღე, სხვათაშორის. და ნუ, სურათებიც რათქმაუნდა, ინტერნეტის საშუალებითაა მოძიებული. ყველაფერი fashionTV-ის დამსახურებაა, სადაც ხშირად გადის ხოლმე მინი-რეპოსტაჟები მოდელებზე. 



ჰაჰ, ამწამს დაწერა Twitter-ზე:Catching up on my facebook page at 30000 feet up in the air :) love it
ეტყობა თვითმფრინავით მიემგზავრება სადღაც. ჯერ Wi-Fi-ო, მერე up in the air-ო.

ხოოოოდა, ჩემს სტაფილოსფერთმიან ავატარს როგორ ჰგავს აქ      

აი ასე უბრალოდ

ასე უბრალოდ ხდება ხოლმე. 
ყოველგვარი დიდი მონდომების გარეშე. 

კიარადა.. აქ ლირიული გადახვევა ნამბერ უან...

მარტო მე მიმესიჯებენ ხოლმე, როდესაც ვიღაცას რაღაც სჭირდება???
ანუ აი ისე... არც მოკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 წელია არ გადავყრივართ ერთმანეთს არსად, არც იქნებ რამე გიჭირს, იქნებ გძინავს, იქნებ ავად ხარ...
თუ მარტო მე მაქვს ხოლმე ამაზე ისეთი მძაფრი რეაქცია, რომ ვცოფდები და ნერვები მეგლიჯება ხოლმე. 



და აქ ლირიული გადახვევა ნამბერ თუ...
ცხოვრებაში პირველად მომინდა რაღაცის გამოცხობა. არვიცი რატომ, მაგრამ მომინდა, რომ ჩაიდანის ადუღების, კვერცხის შეწვისა და ღომის მოხარშვიდან (და აქ ალბათ კიდევ რამეა, მაგრამ მე არ მახსენდება ამ მომენტში სამწუხაროდ) მეორე ეტაპზე გადავსულიყავი. იდეაში და "მამენტ" ჩემი კომენტარები რომ ენახა ვინმეს ტომუშკას ბლოგში, იფიქრებდა, რომ აჰა, ეგაა. მაგრამ გუშინ ისეთ დროს გავიძვიძე, რომ გვერდზე გადავდე ეს საქმე. და აი მოვიდა დღევანდელი დღე. ყველაფერი გავაკეთე: რეცეპტი ვორდის ფაილზე "გადმოვიტანე", ზედა ნაწილზე სურათი დავადე იმისა, თუ რა უნდა გამოსულიყო საბოლოო ჯამში, გავვარდი კვერცხის საყიდლად, შაქარი, მარილი, სოდა, ლიმნის ცედრა და საერთოდ ყველაფერი დანარჩენი, facebook-ში დადებული სურათი, ჩემი ამ წუთსაც კი შაქრის, ლიმნის, ვანილისა და ნიგვზის სურნელიანი თითები და საკუთარი თავის გასამხნევებელი კომენტარი. მაგრამ აუცილებლად რაღაც მოხდება. თუმდაც ის,რომ ძალიან კარგი კულინარი სახლში მაინცდამაინც დღეს გვიან მოვა და მე კი ჯერ კიდევ სრულიად უნიჭოს ამ საკითხში, გამბედაობა არ მყოფნის, რომ 100%-ით დამოუკიდებლად საქმე ბოლომდე მივიყვანო, მაინც მჭირდება,რომ კეთების პროცესში მიყურებდეს ვინმე გამოცდილი.  მერე კი უიი... ჯემი არ გვაქვს, მხოლოდ მურაბები და ის უშველებელი ბლენდერი ვერ დამეხმარება, რადგანაც ხილს წყლად აქცევს და როგორ თუ მე არ დავფიქრდი მანამ, სანამ რაღაცის გაკეთება დავაპირე. დევს ახლა მადისაღმძვრელი სურნელით აღსავსე ცომი მაცივარში და რას ელოდება არვიცი. ალბათ სანაგვე ყუთში მოთავსებას. "ხვალ ვიყიდოთ ჯემი და გავაკეთოთ". არადა დღეს მთელი დღე სახლში ვიყავი, ხვალ მთელი დღე სახლში არ იქნება, მერე მე საღამოს ლექცია მაქვს, მოვალ სადღაც 9-ზე. ხალისი აღარ მაქვს უკვე გაკეთების, არადა იდეაში ეს უნდა გამოსულიყო და როგორ მინდოდა.
 

და აქ ლირიული გადახვევა ნამბერ სრი...  
თუმდაც ის, რომ არაერთი ჯგუფელი ასჯერ დაგირეკავს კითხვებით" მაგისტრატურის ფული როდის არის შესატანი?", "ხვალ რომელ აუდიტორიაში გვაქვს ლექცია?", "კობას (ლექტორი) ქსეროქსები არ გაქვს, რომ მათხოვო?" და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იწყებს ხმამაღლა და გამაღიზიანებლად საუბარს მაშინ, როდესაც დილის 10 საათია და შენთვის იქით არ არსებობს არანაირი რეალური სამყარო. საღამოს კი შემოდის სკაიპში და იგივე ტექსტს აგრძელებს. ნელნელა (და რატომ ნელნელა და ამდენი ხანი სად ჯანდაბაში ვიყავი ნეტავ) ვხვდები, რომ არ შემიძლია ისტერიკიან ეგოისტებთან ურთიერთობა. აი ნუ არა და მორჩა რა. ორი მინუსი ერთმანეთს რომ ვერ ეწყობა, ეს ჯერ კიდევ როდის თქვა ხალხმა, დაამტკიცა და მერე ამ დამტკიცებებს "ფიზიკა" და "ქიმია" უწოდეს. ნუ რა ვქნა. არ შემიძლია ისეთ ადამიანებს დავუთმო და კომპრომისს მოვუხმო, როდესაც იგივეს ვერ ვხედავ მისგან.








და აქ ლირიული გადახვევა ნამბერ ფორ...
ჩემს ბლოგს ჰყავს 41 ოფიციალური მკითხველი (ანუ ბლოგურ და უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა "მიმდევარი" და ანუ "follower"-ი).
ბლოგი სულ 3-4 დღით დავხურე მგონი და დღეს დილით რომ შემოვედი, 41-დან 40-ზე ჩამოვიდა.
დღეს საღამოს კი ისევ 41-ზე ავიდა.
საქმე 
follower-ობაში არ არის, იყო დრო ერთიც არ მყავდა და არც შურის თვალით ვუყურებდი, სხვას რომ 20 ჰყავდა, ჩემზე მაგარი ბლოგის პატრონს. და დღემდე არცერთი ბლოგის follower-ი არ ვარ, მაგრამ არცერთი პოსტი არ მრჩება უყურადღებოდ. 
საქმე იმაშია, როგორ იკიდებს A ადამიანი B ადამიანს, როდესაც  B ადამიანი თავს რაღაც ისე კარგად არ გრძნობს, როგორც A მისგან მოელის. და კიდევ იმაში, თუ როგორ ეგრევე ახსენდება, როდესაც B ადამიანი ისევ "ცვეტში"-ა და ბლოგ- თუ ურთიერთობაგახსნილია.
ნასტასიამ დაწერა ასეთი რამ: "იდეალურია, როცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პერიოდულად, მაგრამ ნებისმიერი ,,შენ'' უყვარხარ". და ნეტავ ასეთი "იდეალური" ოდესმე თუ არსებობს??? არვიცი.
სხვა დრო რომ ყოფილიყო, ყველაფერს ვიღონებდი იმ ადამიანის დასაბრუნებლად, ახლა კი უკაცრავად ქუჩური და უტაქტო სიტყვისთვის, მაგრამ "მკიდია". კარი ყველასთვის ღიაა. და ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც უნდა გავიდეს.

გამოვრთე სკაიპი..
გამოვედი facebook-დან. 

გამოვკეტე ოთახის კარი.
Thank's God, he's not in here for a couple of days.
და ვცდილობ ყველა და ყველაფრისგან იზოლირებას, რაც მაგიჟებს.
ერთი ეს სურნელი ვერ მოვიშორე თითებიდან. მინდა ხვალ მივუბრუნდე ისევ. უბრალოდ მურაბებს უფრო ხშირად ვაკეთებთ, ვიდრე თვალს ვახამხამებთ და მაგან გადამიყვანა ჭკუიდან, თორემ...
 
ღამის 11 საათზე დახურული "პოპული"-ს დედა ვატირე, თორემ რა უნდა ჯემის შოვნას.


მანამდე კი... ჩვევაში გადასული იდიოკრატია...
26 hours of hunger. :))))) 




ბლოგის გახსნა

მოკლედ ასე იყო თუ ისე... 
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა...
გადავწყვიტე ბლოგი ისევ მისი ძველი რეჟიმისთვის დამებრუნებინა. დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ანომიმური რუსი მკითხველების კომენტარებიც იყო. რომლებიც გაურკვეველი შინაარსის კომენტარებს მიტოვებენ მე და არამარტო მე. არვიცი როგორ უნდა მოვიშორო ისინი, ჯერ-ჯერობით თითოეულ კომენტარს ხელით ცალ-ცალკე ვშლი. 
ისევ გახსნილია და ისევ გახსნილად ვწერ პოსტებს. 
თუმცა მაქსიმალურად შევეცდები პირადი ტიპის პოსტების რაოდენობა შევამცირო. ნამდვილად არ ვიცი, რამდენად გამომივა, მაგრამ მართლა შევეცდები. რატომ?? იმიტომ, რომ არასასურველი ადამიანებიც კითხულობენ აქაურობას და ეს მე არ მსიამოვნებს. მაგრამ ახლა ვიტყვი იმას, რომ მე მაპატიეთ და ცოტა უტაქტოდ რომ ვთქვა, ფეხებზე მკიდია ვის რა შთაბეჭდილება შეექმნება ჩემზე და ჩემს ბლოგზე. რაც გინდათ, ის იფიქრეთ. 

გუშინ გოჩას გავყევი "GIPA"-ში, სადაც Social Innovation Camp-მა გამართა პრეზენტაცია. ძალიან მომეწონა და მინდა უფრო ჩავერთო ამ საქმეში. აგერ მათი facebook, სადაც შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ სიახლეებს. ნაცნობი ბლოგერებიდან ვიყავით მე, გოჩა, გიგა, როკო, გავიცანი თაზო და ზურა. ძალიან საინტერესო  პროექტები გაიმართება და იმედი მაქვს, მეც მივიღებ ამ ყველაფერში მონაწილეობას.  მე და გიგა ერთ გუნდში მოვხვდით ერთმანეთის მსგავსი იდეების გამო და მჯერა, რომ კარგად განვახორციელებთ ყველაფერს გამიზნულს.მიხარია, რომ გოჩაც შემოგვიერთდა. 


დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთში გამართულ შეხვედრაში რუსეთის ეროვნულ ნაკრებს მოუგო ანგარიშით 36-8. ძალიან გახარებული ვარ. იმდენს ვხაოდი, ყელი მტკივა ცოტა არ იყოს. მიხარია მათი წარმატება. ასე თუ გავაგრძელებთ, წარმატება და იღბალი ჩვენი თანმხლები იქნება მუდამ. 


ნელ-ნელა უკეთესად  ვარ. უფრო და უფრო მეტად ვცდილობ ადამიანების აზრები უგულებელვყო. და როდესაც ამას ვაკეთებ, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს. 

აი ასე მარტივად

დიახ...ასე მარტივად და უმტკივნეულოდ ბლოგი დაიხურა. გახდა პირადი. არვიცი სხვების გუგლ-რიდერებში გამოვჩნდები თუ არა. მაგრამ იმედია არა.არ მეგონა ოდესმე ამას თუ ვიზამდი. მაგრამ ნუ მოკლედ. 

Movies to be seen (ep. 2)

მოკლედ ვინაიდან და რადგანაც ამ პოსტის პირველი ნაწილი წაკითხული გაქვთ და მასში აღნიშნული ფილმებიდან უმეტესობა - ნანახი. მე პირადად ჩამოთვლილი 10 ფილმიდან 6 ნანახი მაქვს და დანარჩენი 4 ჯერ არ გამოსულა.  დადგა ჯერი შემდეგი ფილმები წარმოგიდგინოთ. თუმცა აქვე იმასაც გამცნობთ, რომ ზოგი გამოსულია, უბრალოდ მე არ მაქვს ნანახი. მაშ ასე :)


1) The Last Song

როლებში: მაილი საირუსი, გრეგ კინერი, ბობი კოულმენი, ლაიამ ჰემსვორთი. 

როდესაც შენ და შენი ძმა მამასთან მიდიხართ, შეგიძლია კი მასთან იქონიო კარგი ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ერთმანეთს გაშორებულები არიან???


2) The Yellow Handkerchief

როლებში: ვილიამ ჰერთი, მარია ბელო, კრისტენ სტიუარტი, ედი რედმეინი

რა ხდება მაშინ, როდესაც მგზავრობისას გაიცნობ ადამიანს. და ისიც იმიტომ,რომ თავი მარტო არ იგრძნო. რამდენად შეგიძლია მასთან დაახლოება და რას მოგცემს ეს შენ. 


3)Greenberg

როლებში: ბენ სტილერი, გრეტა გერვიგი. უმუშევარი ხარ და არავინ გყავს, ცხოვრობ შენთვის და ყველა შენზე ჭორაობს. როდემდე შეუძლია ნეტავ ადამიანის ამის გაძლება???


4)The Last Station

როლებში: კრისტოფერ პლამერი, ჰელენ მირენი, ჯეიმს მაკევოი.

ლევ ტოლსტოის ცხოვრება ბიოგრაფიულ ჟანრში. მაინტერესებს.


5)Love Happens

როლებში: აარონ ეკჰარტი და ჯენიფერ ენისტონი

ცოლის სიკვდილის შემდეგ პოპულარული წამყვანი არც კი ფიქრობს ახალი რომანის გაბმას, მაგრამ ის გაიცნობს ადამიანს, რომელიც შეცვლის მის ცხოვრებას. 

6)Chloe

როლებში: ლაიამ ნისონი, ჯულიანა მური და ამანდა სეიფრიდი

ცოლი, რომელიც თვლის, რომ ქმარი მას ღალატობს, დაიქირავებს გოგონას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს რა ხდება. თუმცა მოვლენები იმაზე ცუდად ვითარდება, ვიდრე ის წარმოიდგენს. 

7)The Killers

როლებში: ეშტონ კაჩერი, კეტრინ ჰეიგიმაშინ როდესაც მშობლები და მათი მარტოხელა შვილი ნიცაში მიდიან, ის მოულოდნელად გაიცნობს სპენსერს. უკვე შეყვარებული გოგონა გადაწყვეტს, რომ სპენსერი მშობლებს გააცნოს, თუმცა მან არ იცის ბიჭის საიდუმლო...

8) After.Life

როლებში: კრისტინა რიჩი, ლაიამ ნისონი

როგორია, როდესაც ყველას გარდაცვლილი ჰგონიხარ, საკუთარი თავის ჩათვლით, ამ დროს კი შენ ცოცხალი ხარ. არადა, გინდა ეს ყველას ამცნო, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გაძლევს ამის საშუალებას. 

9)The Joneses

როლებში: დევიდ დუხოვნი, დემი მური

ოჯახი, რომელიც არის ძალიან ცნობილი და პოპულარული იმით, რომ არის წარმატებული. 

10)The Twilight Saga Eclipse

როლებში: რობერტ პატინსონი, კრისტენ სტიუარტი, ტეილორ ლოტნერი, დაკოტა ფენინგი

ნუ რა ვთქვა, ველოდები ჯუსტ. :))))და ბონუსის სახით Salt

მთავარ როლში: ანჯელინა ჯოლი. 

ვიღაც რუსი აგენტი აპირებს პრეზიდენტის მოკვლას, ეს კი ფედერალურმა ბიურომ არ უნდა დაუშვას. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მათ უნდა დაადგინონ ვინაა ეს აგენტი. 

არაფერი განსაკუთრებული

უბრალოდ გუშინ guest post-ი დავწერე კიკიტოსთან. 

აგერ იხილეთ პოსტი. 



კომენტარები გინდათ აქ, გინდათ იქ, გინდა არც აქ და არც იქ. :)

I love Georgia, there is always some "სანახაობა" (c) Dodka

სხვა ვერაფერი სათაური ვერ მოვიფიქრე და ამიტომაც იყოს ეს. დოდ, თუ რამე პრობლემაა, შევცვლი, უბრალოდ ტვინის უჯრედების ამუშავება მეზარება ახალი სათაურის მოფიქრებასთან დაკავშირებით. 

წინასწარვე დავწერ იმას, რომ ამ ბლოგში დაწერილი ყველა პოსტი არის ავტორის (თუ არ ჩავთვლით მოწვეული სტუმრების მიერ დაწერილ პოსტებს) პირადი აზრი. და ვინაიდან ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი რბილად რომ ვთქვა თავს დებს და მაგრად რომ ვთქვა, იჭაჭება მასზედ, რომ "სხვის აზრს პატივი უნდა სცე ნებისმიერ შემთხვევაში" ან თუნდაც "მე სხვის აზრს პატივს ვცემ და მინდა ჩემსასაც სცენ პატივი", მაშინ მეც მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ ამჯერადაც საკუთარი აზრი დავაფიქსირო საკუთარ ბლოგზე. ხოლო მათ, ვინც რბილად რომ ვთქვა, რაციონალურ აზროვნებას მოკლებულია და მაგრად რომ ვთქვა, არ აქვს უნარი სხვის აზრს პატივი სცეს, შეგიძლიათ ახლავე, პოსტის წაკითხვამდე გაბრძანდეთ ჩემი ბლოგიდან. გულის ასარევად საჭირო ოთახი არსებობს, ან თუ გული არ გერევათ, მილიონი სხვა ბლოგი, სადაც წაიკითხავთ ზუსტად იმას, რისი წაკითხვაც გინდათ. აქ კი წაიკითხავთ იმას, რისი დაწერაც მე მინდა. 


დავაიგნორე ფორუმში გახსნილი ყველა თემა, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. 
დავაიგნორე ყველა მეგობრის facebook სტატუსი, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. 
დავაიგნორე ყველა მეგობრის ბლოგზე დაწერილი პოსტი, რომელიც ეხებოდა ამ საკითხს. 

დავპოსტე მხოლოდ იმ თემებში, სადაც საუბარი არ იყო ამ საკითხზე. 
დავაკომენტარე მხოლოდ იმ facebook სტატუსებზე, სადაც არ იყო საუბარი ამ საკითხზე. 
დავაკომენტარე და წავიკითხე მხოლოდ ის ბლოგ-პოსტები, რომლებშიც არ ეწერა ამ საკითხზე. ( მაგ. კიტოს პოსტი დაქალების შესახებ
მაის პოსტი აპრილში გამოსასვლელი ფილმების შესახებ)

გამონაკლისი: პიკოლინას პოსტი 


არადა თურმე "იმედს" გადაცემის დასაწყისშივე გამოუცხადებია, რომ აღნიშნული გადაცემის შინაარსი არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ეს დადგმული იყო. მაგრამ კარგი. ყურება შუიდან დავიწყეთ. დეიდაჩემი ურეკავს ზუგდიდიდან მიშელს და ეუბნება, ომი დაიწყო, სასწრაფოდ ჩამოდიო. ამ დროს მიშელი ცხოვრებაში პირველად მზადაა ფეხებზე დაიკიდოს თავისი ერთობ საყვარელი ლეპტოპი, რომელზეც ჰა-ჰა ჯვარი აქვს უკვე დაწერილი. მე ვხვეტავ და ვწმინდავ სამზარეულოს, ჩემთვის ვფიქრობ ათასგვარ სისულელეზე. გამორბის გიჟივით, მეპატიჟება ტელევიზორთან, ქეთუნა, ნახე ომი დაიწყო. მე ვცდილობ მოვიშორო: "მოიცა კაცო, რა ომი, სამზარეულოს ვალაგებ", მაგრამ მისი პანიკა და ტელევიზორის პულტზე არსებული ხმის მარეგულირებელი ღილაკი აწევას რომ ექვემდებარება, მეც ძალაუნებურად გავდივარ ტელევიზორთან. იქით კი დედაჩემი წევს გრიპიანი, სიცხიანი, "სახსრების-ტკივილიანი", "ხმა-ჩახლეჩილიანი", "ყელ-ტკივილიანი" და კიდევ "დანარჩენიანი". 
აქ კი ჩვენთვის ერთობ "საყვარელი" დიმიტრი მედვედევი "გვეუბნება", რომ უკვე შემოდის საქართველოში რუსთა მუსრგამვლები, შეიარაღებული არმია, რომ მოგვაცილონ ჩვენთვის მეორე ერთობ "საყვარელი" მიხეილ სააკაშვილი. ქვევით კი წარწერა "ინტერვენცია". 
პარალელურ რეჟიმში მიშელი ხმამაღალი ტონით ცდილობ დედამისი დაარწმუნოს, რომ "ამ შუაღამეს როგორ წამოვიდე ზუგდიდში?". 
მე კი ვხვდები, რომ დედაჩემი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ვამბობ. მშვიდად, წყნარად, ნახევრად რომ არც ესმის აქეთ ოთახებში რა ხდება. არც გვეძახის, არც პანიკაშია, არც არაფერი.  
მე სრულიად მშვიდი. მახსენდება ჩემი ერთ-ერთი fail პოსტი, სადაც ისეთ პანიკაში ჩავვარდი, რომ ისტერიული ტირილი ამიტყდა. ამ სიტყვებს რომ ვწერ, კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ დედაჩემი ძალიან მაგრად მიყვარს. და იგი არაჩვეულებრივად კარგი პროფესიის არის. სწორედაც რომ ის მაწყნარებდა, მეფერებოდა, დიდი რაოდენობით ხუმრობდა, როდესაც მე ასეთ დღეში ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჭორი ჭორს ზემოდან ედებოდა, რომ თითქოს აი ბომბები, ტანკები, თბილისი უნდა გადაწვან და მარაზმულ აზრთა სხვადასხვაობანი გავრცელებულნი არანაკლებ მარაზმული ადამიანების მიერ. ხოდა გუშინ ეგრევე ამომიტივტივდა ეს პოსტი და იმ დღის ჩემი სულიერი დაცემა. სულ რომ სიმართლე ყოფილიყო დემეტრიუს-საძულველის სიტყვები, ტექსტში იყო ის, რომ ჩვენ გვინდა სააკაშვილი მოვაშოროთ ქვეყანას, რათა საქართველოს მოსახლეობა განვათავისუფლოთ მისგანო. ასე რომ მიშელს, ოდეს მან თავისი გაფართოებული თვალებით შემომხედა, ვუთხარი, რომ მე საერთოდ არ მეშინოდა. უიი, ისე მეგრელი რისი მეგრელია, რამე რომ არ ეაფერისტა. მოკლედ რუსულ ტანკს გაუტანია ზუგდიდში ერთი მეგრელის ძროხა. ძროხა კი იქნებოდა არვიცი რამდენი წლის, მაგრამ მთლად "მუშა" მდგომარეობაში რომ არ იქნებოდა, ხომ ვიცით ახლა მეც და თქვენც. მაგრამ ნუ კარგი, დავუშვათ იყო კიდევაც. კარგი ძროხის ფასი არის სადღაც 200 დოლარამდე. ხოდა მეგრელის ძროხას რომ შეუჩერა ტანკმა სუნთქვის გაგრძელების პერსპექტივა, რუსი ჯარისკაცი ტანკიდან გადმოვიდა და რამდენი მოგცე ფული ამ ფაქტის გამოო. ხოდა მეგრელმა 1000 მწვანე შეფერილობის კუპიურა მოთხოვა. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ ახლო ნათესავმა გვიამბო. 200დოლარიანიც რომ არ იყო ისეთში 1000 დოლარი აიღო         ხოდა ნუ ბევრი რაღა გავაგრძელო და ვნახეთ, რომ თურმე ეს ყველაფერი არის აბსურდული ინფორმაცია. შევედით დედაჩემთან და ეგრევე ვამცნე, არაფერი არ ხდება, დამშვიდდიო მიშელმა. დედაჩემი კი პასუხობს, მე ერთი წამით არ მინერვიულია. ვინც ნერვიულობს, მიდი ეგერ და დაურეკეო. I just adore my mom!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! თუ ეს უკვე ვთქვი ხო??? "ბოდიში, მაპატიეთ, შეგაწუხეთ" (c)მარკ შრეიდერი "ცისფერი მთები ანუ ტიანშანი ანუ დაუჯერებელი ამბავი" ანუ უბრალოდ ბატონი ელდარის გენიალური კომედია. კარგი. ვთქვათ დაიწყო ომი. მართლა არის ერთი ამბავი.

სად ეპატიჟები შვილს???

ზუგდიდი უფრო ახლოს არ არის რუსეთისთვის (ჩერეზ აფხაზეთი), ვიდრე თბილისი???

და თბილისში თუ შემოვა ჯარი, ზუგდიდში არ შევა???

ან რომ ეუბნები ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი (აქ მინდოდა სიტყვა "ჩამოდი"-ზე თავზე ხარისხად მიმეწერა რამე ათეული რაოდენის ციფრი, მაგრამ ტექნიკურად არვიცი როგორ ვქნა), იმაზე არ ფიქრობ, რომ ასეთ მდგომარეობაში ძალიან საშიშია სახლიდან გასვლა და მატარებლამდე მისვლა???

ნუ მერე "პერევალზე" და მგზავრობაზე აღარ მაქვს უკვე საუბარი. 
ან რომ ეუბნები ჩამოდიო, არ უნდა დაფიქრდე იმაზე, რომ აქ გრიპიან დას და დისშვილს ტოვებს???

ნუ კარგი, შევეშვათ ამ გრიპს და კითხვა გავიმეოროთ სიტყვა "გრიპიან"-ის გარეშე...

ისე გავცოფდით მე და დედაჩემი, აი ისე, ისე, ისე, ისე, რომ არვიცი როგორ გადმოვცე. რაც შეეხება ზოგადად ხალხს...

ოდესმე დაწყნარდება ნეტავ???  

მესმის და 100%-ით ვიზიარებ იმას, რომ "იმედი" საშინლად მოიქცა. (ნუ, აქ კიდევ ერთხელ უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ თავიდან გამოუცხადებია არ არის სიმართლეო). 

მესმის, რომ ძალიან ბევრი ძალიან ანერვიულდა.მაგრამ რატომ უყვარს ამ ხალხს ნერვიულობა???

რატომ არ უყვარს ხოლმე ამ ხალხს დაფიქრება, გაანალიზება, ინფორმაციის გადამოწმება, ცივი გონებით მსჯელობა???ნუთუ მოსწონთ სტატუსი "ბრბო"???

კარგი ხო, გააკეთეს ძალიან ცუდი რამ. რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ ეთიკის ნორმას,

მაგრამ ხო მორჩა არა???

ხომ დამთავრდა???

და ნუ რ2-ზე სიუჟეტები ქვეტექსტით "ძირს "იმედი", გაუმარჯოს "რუსთავი 2"-ს". არადა რუსთავს არასოდეს გაუშუქებია არასწორი ინფორმაცია, თქვენმა მზემ.

დღეს ვუყურებ ხალხს და მეუფლება აზრი, რომ "I love to panic, I love trouble, I love being nervous" აწერია ყველას.

კარგით რა. ნუ ქმნით ბუზისგან სპილოს მაშინ, როდესაც ბუზი არ არსებობს.

დამშვიდდით და იაზროვნეთ საღად.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს"...საღოლ!!!

ის მაინც მიეწერათ ქვევით ან ზევით ან მარცხნივ ან მარჯვნივ, რომ ეს ყველაფერი დადგმულია.. რაღა "LIVE" ააკრეს დემეტრიუს-საძულველს???
ძალიან დიდი ანტირეკლამა გაუკეთა საკუთარ თავს თვითეულმა ჟურნალისტმა თუ ოპერატორმა. ძალიან დიდი. არც კი ვიცი რა ვთქვა ან რა დავწერო. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მთლიანად არხმა.  

ყველგან ერთი და იგივე კითხვები...
"როგორ ხარ???"
"ხომ არ გეშინია???"
"ხომ არ ნერვიულობ???"

ისადა...
უკაცრავად და რაზე??? იმაზე რომ ტელეკომპანია ხუმრობს უკბილოდ???
არა, ნამდვილად არ ვნერვიულობ...
ააა ომის გამო???
რავიცი, გუშინ 30 საათზე მეტი ხანი მშიერი ვიჯექი და რა მნიშვნელობა აქვს რუსეთი მომკლავს თუ შიმშილი???   
ჩვენ მაინც მოვკვდებით   (c) ნატოშა

ნუ, ეს რათქმაუნდა ვეცადე იუმორის ელემენტები შემეტანა, მაგრამ ისე კი...

ააა, ხო... რატომ პიკოს პოსტი??? იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად მიუდგა ამ ყველაფერს. ყოჩაღ ნინ. :**

ნანახი ფილმები

არც თუ ისე მოგროვდა. ნუ ცოტა იმასთან შედარებით, რომ ზოგჯერ მეზარება, მავიწყდება და ა. შ. 

ალბათ გახსოვთ ეს პოსტი.ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე ფილმი ვნახე.



1)დღეს ვნახე The Informant / ინფორმატორი... დავდებილდი. მეტ დეიმონი არაჩვეულებრივად თამაშობს. და ყველაზე ძალიან იმაზე ვიცინე, რომ ფილმის ბოლოსაც კი რომ არ ნებდება და არ ტყდება. 
ფილმი დაყრდნობილია რეალურ ფაქტებზე და თან წიგნის მიხედვითაა გადაღებული. 
ვისაც გიყვართ ჩახლართული მაქინაციები, ეს ფილმი თქვენთვისაა. თან არანაირი კრიმინალი. თავიდან არ მომეწონა. ძალიან მოსაწყენად მომეჩვენა და უინტერნეტობისდა გამო ვუყურებდი, მაგრამ  მერე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ფილმია. ჩამითრია და ერთი სული მქონდა გამეგო, როგორ დასრულდებოდა. ისიც კი თქვეს, მეტ დეიმონი სწორედაც რომ ამ ფილმისთვის უნდა წარედგინათ ოსკარზე, და არა "invictus"-ის გამოო. რავიცი, რას გაუგებ ამ კინოაკადემიას. აგერ დევს ფილმი კარგი თარგმანით: http://www.simsim.ge/view_post.php?id=6234





 2) Bright Star/კაშკაშა ვარსკვლავი. შორეული ინგლისი. ამბავი პოეტ ჯონ კიტსის შესახებ.  ძალიან ემოციური ფილმია. აი ძალიან. მაგრამ ღირს ნამდვილად. ფილმში არის ძალიან ლამაზი კოსტიუმები. და ლამაზი კადრები. განსაკუთრებით ის მომენტი, როდესაც ები კორნიშის გმისი თავის დას კოცნის ულამაზესი ყვავილებით აღსავსე მინდორში. ისეთი ლამაზია, ისეთი!!! და კიდევ ის კადრი, სადაც იგი წევს ლოგინზე და ქარი ფარდას აფრიალებს. ტყუილად არ შემირჩევია თავის დროზე. საერთოდ ები ძალიან მომწონს, თუმცა ფილმში ცოტა მოსუქებულია და არ უხდება. "Candy" ძალიან ადრე ვნახე და მართლა შოკი მივიღე მისი და ჰიტის თამაშიდან გამომდინარე. თან ორივე ავსტრალიელი და ერთმანეთს რომ გვანან გარეგნობით. რამდენი ების ვუყურებ, იმდენჯერ ჰიტი მახსენდება. ძალიან ლამაზი წყვილია. არადა რა დიდი სიამოვნებით ვნახავდი ჰიტის ახალ ფილმებს :(( ესეც ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KTMLT




 3)Everybody's Fine/ყველა კარგადაა... რობერტ დე ნირო ისეთი საყვარელია... ისეთი. ისეთი. ძალიან სენტიმენტალური ფილმია. უცბად საკუთარმა ოჯახმა გადამირბინა თვალწინ. კეიტ ბეკინსეილი ძალიან, ძალიან მომწონს. ლამაზია და საყვარელი. დრიუ ბერიმორი და სამუელ როკველი ერთად თამაშობენ ჯერ კიდევ "ჩარლის ანგელოზებში". ძალიან სევდიანი ფილმია ოჯახური ურთიერთობის შესახებ, თუმცა კიდევ კარგი კარგი დასასრულით. ვუყურებდი რობერტს და უცებ ამომიტივტივდა "ერთხელ ამერიკაში", "ნათლიმამა". რა სიმპატიური და ახალგაზრდა. დრიუ არაჩვეულებრივად გამოიყურება, ცოტა გამხდარია და ძალიან უხდება. იმედია ფილმი მოგეწონებათ. 
აგერ ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KTQPL









 4) Azulo scuro casi negro/მუქი ლურჯი, თითქმის შავი...ესპანეთი. დიდი ხნის წინ ვნახე და მხოლოდ ახლახანს წავშალე. სახასიათო ფილმია. მე მომეწონა. ხორხე მებრალება, სევდიანია. ძმა - ციხეში, მამა - პარალიზებული, ჰყავს ერთი მოდებილო ძმაკაცი. ცდილობს ნორმალური სამსახური იშოვოს, ამ დროს ძმა კი პატიმარ გოგოს ეფლირტავება, გოგოს კი შვილი უნდა. არ მინდა შინაარსის დაწერა, უბრალოდ ეს ფილმი იმდენად "რაღაცნაირია". სახასიათოა რა. "მოდი ვუყურებ და ვიცინებ" არ არის, დიალოგები უმარტივესია, მაგრამ დიალოგების შიგნით უფრო მეტი რამ ხდება... არადა ხორხეს შეყვარებული გაბი სულ ყურადღებას ითხოვს მისგან. მელოდიაც ისეთია. შეიძლება ცარიელ კადრს უყურებდე და მაინც მის შინაარსზე გეფიქრებოდეს. ბევრს აღარ გავაგრძელებ. აგერ ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=IRIPR

 




5)Love me if you dare/ გიყვარდე, თუ გაბედავ. მე ასე ვთარგმნი. მკიდია ყველა თარჯიმანი და ყველა საიტი, მეც ვიცი ინგლისური. შინაარსიდან გამომდინარე ასეა. დედაააააა!!! ეს რა იყო... რამდენიმე კვირის წინ ვნახე და მთელი 2-3 დღე დავდიოდი ოთახებში და ვვიშვიშებდი: "ვაიმე, ეს რა იყო, ვაიმე ეს რა იყო". და მართლაც ვაიმე ეს რა იყო. მსგავსი არაფერი მინახავს. გიიომ კანე პირველად "Ensemble, c'est tout/უბრალოდ ერთად"-ში ვნახე ოდრი ტოტუსთან ერთად და ისე შემიყვარდა... მმმმ... არადა როგორ შორს ვარ ყველაფრისგან, რასაც "ფრანგული"ეწოდება. არ მიყვარს და იმიტომ. მაგრამ "ამელი"-მ ფრანგული კინო შემაყვარა. უფრო სწორად ოდრი შემიყვარდა, მერე გიიომი, მერე კი ეს ფილმი. არ დამცინოთ ახლა ოღონდ და ერთი კითხვა მაქვს: ცემენტდებიან ახალგაზრდა ასაკში თუ ერთად ბერდებიან??? ვერაფრით მივხვდი. რაც არ უნდა იყოს, ძალიან მაგარი ფილმია. არამგონია ვინმეს ნანახი არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=OPTTR




Valentine's day/ვალენტინის დღე. ასეთი ბევრმსახიობიანი ფილმი ბოლოს რა ვნახე, არ მახსოვს. თან ისეთი ხალხი, მე რომ მიყვარს. ეშტონი არის უსაყვარლესი. მის ვიზუალურ მხარეს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მის როლზე მაქვს საუბარი. ნუ ჯულია თავის ამპლუაში. ბრედლი კუპერი "Hangover"-შიც მაგარი ტიპია, თუმცა აქ უფრო მოსიყვარულეა და იქ კი - მაგარი ტიპი. ჯეიმი ფოქსი - "Ray"-ის მერე მიყვარს, ძალიან საყვარელია. ერთ ტეილორზე სულ კეინ ვესტი მაგონდება ხოლმე :D მე მაპატიეთ :D მეორე ტეილორზე კი "Twilight". მაგრამ მართლა კარგი ფილმია. იმდენმა მითხრა კოპიო ენ ჰეთევეი ხარო, რომ უკვე ახლობელი მგონია. ჯულია, ჰექტორ ელიზონდო და ენ ჰეთევეი გარი მარშალის "ლიუბიმჩიკები" რომ არიან, გეცოდინებათ. აგერ ლინკიც: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=DMILL




სულ ეს იყო ამ დღისთვის. 

just

ge ან com დომეინი მინდოდა, მაგრამ ნერვების აშლის შედეგად აღარ მინდა. არ მოვკვდები blogspot-ზე. იყოს რაც არის. ჩიტი ბრდღვნად არ მიღირს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ვიცი მისი ბრდღვნა,თუმცაღა ჩიტი მინდოდეს.
არაუშავს, დავიკიდე. უბრალოდ ნერვების აშლის შედეგად.

დღეს დეკანატში დავრეკე და 22 მარტამდე არის შემოსატანიო. თანხის რაოდენობა რომ ვიკითხე, ენა ჩამეყლაპა. წინა სემესტრში ორ ნაწილად შევიტანე ანუ ჯერ x, მერე, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ y, ჯამში კი z გამოვიდა. და ვიფიქრე, ახლაც ასე უნდა შევიტანომეთქი, მაგრამ ახლა პირდაპირ z-ს ითხოვენ. მიზეზი არ მიკითხავს. დედაჩემი რომ მოვიდა, ვუთხარი. (და აქ დიდი პაუზა).............
საღამოს მივედი ლექციაზე, მერე მე-7-ზეც ავედი და შავით თეთრ A4-ზე ეწერა ეს ინფორმაცია. მეტიც... თუ 22 მარტამდე არ იქნება თანხა შემოტანილიო, ჯარიმა დაგერიცხებათ თანხის 10%-იო. წამოვედი. მთელი გზა რაღაცნაირად ვიყავი. "სახალხო"-ს ბანკომატი რომ დავინახე, ეგრევე მივედი და ფული გამოვიტანე. ბანკომატთან დგომის ფობია მჭირს ხოლმე, მაგრამ ადრე უფრო მეტად მჭირდა. სულ მგონია, რომ უკან ვიღაც მიდგას და ჰა ჰა, ფულს გამომგლიჯავს ხელიდან. გამოვიტანე და თავში აზრები მიტრიალებდა: "ეს ხომ თანხის 10%-ია მხოლოდ და მხოლოდ" წავედი მერე მეორე ბანკში საბურთალოდან ვაკეში საღამოს 7-8 საათზე, მეგონა რაღაც მედო ანგარიშზე. კი, როგორ არა. ადრე გამომიტანია. თან ოპერატორმა ცალკე ამითხარა ნერვები, ამონაწერი ვერ გამიკეთა ისეთი, როგორიც მინდოდა, თან ხონჩის იქით იჯდა. ხოდა ხონჩაშივე ჩავძახე ზუსტად ეს სიტყვები: "აუ შემომიტრიალე რა კომპიუტერი" და ვკარნახობდი იმ ღილაკებს, რომელთა დაჭერის შედეგად მე - კმაყოფილი, ის კი - ნასწავლი იქნებოდა. დააყოლა, შენ გენაცვალე IT-ში მუშაობდი მგონიო. არადა არანაირად. უბრალოდ როდესაც ამბობ 2007წლიდან ამ პოზიციაზე ვარო, უნდა იცოდე ასეთი სახის ამონაწერის გაკეთება. ცოტა ტონიც ხმამაღალი მომივიდა, არადა "ვიღაც" მოლარე-ოპერატორი არ არის, მაგრამ მაინც ნერვები მქონდა აშლილი და როდესაც ნერვები მაქვს აშლილი a საკითხზე, მერე თუ გინდა b, c, d, e, f, ......და ა. შ. z კარგი რამ რომ მოხდეს, მე მაინც a-ზე ვფიქრობ. კარგი, წამოვედი. აგერ უკვე მერამდენე ამონაწერით ჩემი დოლარის საბარათე ამონაწერით ხელში. აბა ტყუილად მივედი და "რაღაც" მაინც ხომ უნდა მექნა... სახლში მოვდიოდი, კიბეებზე ჩამოვედი და ჩემი სახლის ფანჯარაში დედაჩემი დავლანდე. უფრო სწორად მისი ხელი, თითქოს რაღაც აიღო თუ დადო. მეორე ოთახი ჩაბნელებული იყო. აქიდან რომ გავიდა, ესეც ჩააბნელა. მთელი სახლი შუქჩამქრალი იყო. არვიცი გამიხარდა თუ არა. და ისიც არვიცი რა გამიხარდა თუ მეწყინა. უბრალოდ ჩამოვდიოდი კიბეებზე და დავინახე დედაჩემი, რომელიც ერთადერთია. იმიტომ კი არა, რომ დედა ზოგადად ყველას ერთი ჰყავს და ყველას განსაკუთრებით უყვარს. უბრალოდ ის დავინახე ერთადერთ ადამიანად, ვისაც მართლა ვუყვარვარ. ვინც მართლა არაადამიანურად ზრუნავს ჩემზე. ვისაც შეუძლია დამეხმაროს ისეთ გამოუვალ მდგომარებისას, როგორიც უფულობაა. არადა ბანკიდან სახლამდე ვფიქრობდი, რაღა მაინცდამაინც ახლა გამომიშვესმეთქი. არადა ცოტა ხანი არ მინდა მუშაობა, დასვენება მინდა მორალურად და ფიზიკურად. სახლში მოვედი და მთელი ჩემი დაბადების დღეზე ნაჩუქარი მარაგი გამოვიტანე. დედაჩემს მივუტანე და დავუდე: "ეს ჩემი დანაზოგი"-მეთქი. დედაჩემმა ფული არ გამომართვა, მე გადაგიხდი. ახლა ეს რომ გამოგართვა, მერე სულ იზუზუნებ, რომ ფული არ გაქვს,მერე ისევ მე მომიშლი მაგაზე ნერვებს, ხოდა არ მინდა, შეინახეო. არადა მართლა როგორ მეზიზღება, როდესაც ფული არ მაქვს საკუთარი. ჩემი და სხვა ტიპაჟია, უყვარს, როდესაც ვინმე ფულს ახარჯავს და ერთიანად ფეხებზე ჰკიდია პირადი საფულე. მე - არა. მიშელმაც რომ მაჩუქა ფული,იმდენი ვქენი, რომ ნაწილი დავუბრუნე. განა არ მინდოდა ფული??? ან ვის არ უნდა?! ბოლო-ბოლო სულ თუ არაფერი, მობილურში ჩავირიცხავდი. თუ სხვა არაფერი. მაგრამ არ შემიძლია იმის ყურება, სხვა როგორ იხარჯება. არვიცი როგორი სჯობს, რომ ვიყო. ჩემი და ირგებს ამ ყველაფერს. მე კი განვიცდი ხოლმე. ახლაც ვზივარ კომპიუტერთან და რამდენი ჩემი მაგისტრატურა მახსენდება, იმდენჯერ ნერვები მეშლება. მაგისტრატურა რა. უფულობა და უსამსახურობა. არადა იდეაში უნდა მიხაროდეს, რომ სხვა მიხდის, მაგრამ მე არ მიხარია.
"draft"-ებში პოსტი რომ მიდევს, იმას აღარ გამოაქვეყნებ, არ ღირს. წავშლი. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ აგერ უკვე მეორე დაბადების დღეა, რაც ჩემმა დამ დაბადების დღე არ მომილოცა. ლეპტოპი გამოვუწერე მას და მის მეუღლეს ინტერნეტის საშუალებით. მისმა მეუღლემ თანხა მეტობით შემოიტანა ჩემს ბარათზე. ჩანაფიქრით ლეპტოპის ჩანთისთვის, მაგრამ მერე ძმაკაცს უთქვამს, მე გაჩუქებო ჩანთას. ხოდა ეს ნამატი "შერჩა" ჩემს ბარათს. ჯერ ხო გავწამდი ამ ლეპტოპის განბაჟებაზე. ჯერ ხო რამდენი ვინერვიულე და მერე ამდენი ვირბინე. ნუ მოკლედ. ხოდა ამან 100-ჯერ მითხრა საათები გამომიწერეო იმ დარჩენილი თანხითო, კარგიმეთქი. მაგრამ ვერ მოვახერხე ლეპტოპების გადამკიდე. ადვილი საქმე ხომ არ იყო 2 ლეპტოპის განბაჟება. ერთი - მათ, ერთი - მიშელს. შემთხვევით კი ვგებულობ მისი ქმრისგან, რომ ის მორჩენილი თანხა მე მაჩუქა. მაგრამ ჩემი და ამაზე სიტყვასაც არ ძრავს და ისევ აქტიურად მარწუხობს საათების ლინკებით. არადა ეს ყველაფერს იფიცება, მაგრად მეწყინება, რომ არ დაიტოვო ეგ თანხაო. მორიგი მარწუხობის შემდეგ ნომერი ავკრიფე, მაგრამ ისიც იმან აიღო. ჩემი ქმარი როდის გახდა შენთვის ასეთი ავტორიტეტი, რომ მას უთანხმებ ამ ამბავს. არ მჭირდება ეგ ფულიო. ამაზე ამომასხა, ტირილი ამიტყდა, ეგრევე ბანკში გავვარდი, გამოვიტანე ის ფული და მათკენ გავეშურე. თან სმსებს მწერდა, აქ არ მომიტანო, არ მაჩხუბო ახლა ამასთანო. მაინც მივედი. კარი გამიღეს. "შენი ფულის მათხოვარი არავინ არ არის"-მეთქი, იქვე დავუდე და წამოვედი. ეს იყო 3 მარტს. დაბადების დღემდე 3 დღით ადრე. აი იცი რა არის... მაისში 1 წელი ხდება, რაც ნივთებს ვიწერ ინტერნეტ-საიტებიდან...
ნუცა...
ალა...
ალას დაქალი...
კარამელკა...
მიშელი...
ალას მეორე დაქალმა მომცა დღეს ლინკები...
სალიც შემითანხმდა...
ნუცას დაქალი...
1 ცენტი რომ მრჩება ხოლმე ბარათზე, იმას ვუბრუნებ ხოლმე... ნუცა დამცინის ხოლმე, რა იცი შენ 1 და 2 ლარის დაბრუნებებიო... მაგრამ ნუ არ ვარ რა ის ტიპი, რომ ვინმეს ფული შევიტყაპუნო და ამან რატომ გადაწყვიტა, რომ ამისას დავიტოვებდი. მე არვიცი, მგონი, მართლა სხვა პლანეტაზე ვარ. ნუთუ ღირდა ეს თანხა ჩვენს მორიგ განხეთქილებად...

ალბათ ვინმეს რომ ვუთხრა, სახლში კომპიუტერის მცოდნე ადამიანი მყავს და მიუხედავად ამისა, ყოველდღე ახალი პრობლემა მაქვს ვინდოუსის გადაყენების მერემეთქი, ალბათ საქვეყნოდ დასაცინი ვიქნები. ხოდა არსად არ ვამბობ. ფორუმი>>პროგრამები>>კითხვა-პასუხი... მე-4 ადგილზე ვარ პოსტების რაოდენობით. შაკომ დამიპოსტა ეს...

 და ზურამ რომ დისკი მათხოვა, გააქანა და თავის კლასელს გადაუყენა ვინდიუსი. ნუ აი რა ჰქვია ახლა ამ საქციელს... თან ყველაზე მეტად იცი რაზე მეთხრება ნერვები, შენიშვნის აბსოლუტური გაუგონარია. იმ დღეს კიდევ მითხრა, რა კარგად მოგიტანია პურიო. ნუ კარგი, გავატარე. მერე მეუბნება ხუმრობით, თუ გახსოვს, ბოლოს როდის მოიტანე პურიო... არადა დედაჩემი მოვიდა დაღლილი, მშიერი. ხომ შეიძლება, რომ ეს პურის პრობლემა მაინც მოაგვაროს სახლში, არა?! ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე... კარგი, მე წავალ, პურს მოვიტან და შენ სამზარეულო გამოხვეტე, გაწყობს???? მაგიტომ არ გეუბნები, ისე გითხარიო. "ისე თქმა" რას ნიშნავს???
გუშინ "ჰაუს"-ს უყურებდა, მე-6 სეზონის ბოლო სერიას.  სადაც ერთი გოგო არის ბლოგერი და ღიად წერს როგორ იჩხუბა შეყვარებულთან და ნუ მთელი ამბები. ხოდა დამიძახა, მოდი შენი თავი განახოო...რომ ვწერ, იცის, მაგრამ რა შინაარსის პოსტებს - საიდან გაიგო... ნუ ერთხელ ლინკი "დამრჩა" მის ბრაუზერში.  ანუ მგონი შემოდის აქ, არვიცი. მკიდია. ჯერჯერობით არ ვხურავ ბლოგს და იკითხოს რაც უნდა, რამდენიც უნდა. დღეს ცეკვა მინდოდა ოთახში. აი ეგრე მინდება ხოლმე და ზოგჯერ ვცეკვავ. არადა "გურუ"-ში დავდივარ კვირაში ერთხელ მაინც საშუალოდ, მაგრამ აი ხომ არის, რომ სახლში, უცბად ან წაიმღერებ, ან რაღაც. შემოვიდა თავის განუყრელ ლეპტოპთან. რაღაც ვიზამდი, დავჯექი და საიტებზე შევედი. ოთახში - სრული ბარდაგი. ზოგჯერ მინდა, რომ ვუთხრა ეს ყველაფერი, მაგრამ 1)აზრი არ აქვს შენიშვნას. უბრალოდ არ იღებს და მორჩა. 2)ისევ მე ამეთხრება ნერვები. რა უნდა ველაპარაკო, იმას ვერ ხვდება დედაჩემის თქმის გარეშე, რომ პური მოიტანოს. 
ჩემი და თავისი ფეხმძიმობით ხო ცალკე ტვინის ბურღვაა. წნევა აქვს დაბალი თუ მაღალი და შეძრა ახლა ქვეყანა. ვინ არ ყოფილა ფეხმძიმე და ვის არ ჰქონია ფეხმძიმობისას წნევა??? გინეკოლოგიც არ მოსწონს და სხვა უნდა. დედაჩემი საკმაოდ გაბრაზებულია მასზე ჩემი დაბადებისდღის ამბის გამო, მაგრამ ამანაც რა ჰქნას, შვილია ბოლო-ბოლო.  ხოდა დაჰყავს სადღაც. არვიცი, არ მაინტერესებს. ფეხმძიმე არის 9 თვე, ხოლო და არის მთელი ცხოვრება. 

ფორუმზე 12 თემაზე ბოლო კომენტარი ჩემია. ყველას სძინავს ხოლმე. ძირითადად. 
facebook-ზეც არანაირი სიახლე. აქაც სძინავთ. 

გავა დრო და ამას შეიძლება ისე მარტივად შევხედო, რომ მოვკვდე სიცილისგან, მაგრამ ახლა, სანამ დრო გასულა, ნერვები მეშლება. ვღიზიანდები. 

სამაგიეროდ forever-ს მოვნატრებივარ. მოვალ ხო, მოვალ. რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს, გამიხარდა რაღაცნაირად...

მარტო ყოფნა მინდა. 

თავისუფლება მინდა. 

ცხოვრება მინდა...

და არა - არსებობა. 

დილის 9-ის 30 წუთი. წავედი დავწვები. 


თქვენ ეს...
Freedom And Its Owner :)მიყვარს ეს სიმღერა

Discover Simple, Private Sharing at Drop.io


ბიძია ოსკარი

თავს არ შეგაწყენთ იმის ჩამოწერით, თუ რომელმა ადამიანმა რისთვის აიღო ეს ერთობ მნიშვნელოვანი პრემია. ბიძია ოსკარი ვის როგორ გადაუნაწილდა აგერ შეგიძლიათ იხილოთ: http://oscar.go.com/oscar-night/winners?cid=10_oscars_gridLayout_hot

მე ძირითადად განხილვას მივყვები.

"Avatar" - ჰმმ, მხოლოდ 3 ოსკარი ისეთი რეჟისორის პროდუქტისთვის, ვინც 12 წლის წინ 14-დან 11 ოსკარი "თან წაიღო". ფრიად აღმაშფოთებელი ფაქტი დაფიქსირდა. მინიმუმ 5-ს ველოდი. თუმცა ერთობ გახარებული ვარ ამ ფილმის ასეთი ფიასკოთი.  ვერ ვიტან ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს. ძირითადად თვალწარმტაცი სპეც-ეფექტები, შესანიშნავი გახმოვანება და შინაარსის არარსებობა. არ მესმის უშინაარსო ფილმებს საერთოდ რა უნდათ ასეთი მაღალი რანგის დაჯილდოებაზე. მაპატიეთ, მაგრამ ოდესმე ბოლო უნდა მოეღოს "ოსკარებზე" ისეთი ფილმების გამარჯვებას, როგორებიცაა: "ავატარი", "ბეჭდების მბრძანებელი", "ვარსკვლავთ ომები" და ძმანი მისნი. ფილმი მხოლოდ სანახაობა არ არის!!!!

"Up in the air" - სულ რამდენიმე წუთის დავასრულე ამ ფილმის ყურება. ქართველ თარჯიმნებთან დიდი ბოდიში, მაგრამ იმდენი ინგლისური მაინც ვიცი, რომ "Up in the air" არ ვთარგმნო "ცაში მინდა"-დ.... და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსებმა თარგმნეს, როგორც "Мне бы в небо". მაინტერესებს ფილმი "Book" რომ გადაიღონ და რუსებმა "Я люблю книгу" დააწერონ, მაშინ ჩვენ "მე მიყვარს წიგნი" უნდა დავარქვათ??? ხო, ეს ისე, ლირიული გადახვევა იყო, უბრალოდ გამოვშტერდი ასეთ თარგმანზე და... მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ჯორჯ კლუნის მიმართ, მაინც ვერ "ვხედავ" ამ ადამიანს იმდენად ძლიერ მსახიობად კინემატოგრაფიაში, რომ შემდეგ ოსკარი აიღოს. ცოტა ორაზროვნად ვთქვი,რომ მეც ვერ გავიგე. ანუ მისი სტილი და ტიპაჟი იმდენად კომედიების შესრულებისკენ არის მიმართული, რომ ვერ დავიჯერე, რომ ოდესმე მამაკაცის საუკეთესო შესრულებისთვის იქნებოდა წარდგენილი. მისი ჟანრი "One fine day", "Ocean's 11/12/13" და მისთანებია. მაგრამ "Up in the air"-ის მერე უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. პრინციპში აქაც იღიმის ხშირად, როგორც იცის ხოლმე ყველა სხვა ფილმში. ამის გამო ძალიან არასერიოზულად მივუდექი ფილმს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კარგად თამაშობს, თუმცა ოსკარი??? არვიცი, არვიცი. ფილმს რაც შეეხება, მართლა სენტიმენტალურია. და მანამ, სანამ მეც შინაარსიანი და ცხოვრებისეული ფილმებისკენ ვარ მიდრეკილი, მომწონს ეს ფილმი. ძალიან გული დამწყდა ადაპტირებული სცენარისთვის რომ არ არგუნეს ბიძია ოსკარი. ნამდვილად ეკუთვნოდა. 

"Precious: Based on the Novel 'Push' by Sapphire" - მოაშორეთ, მოაშორეთ და კიდევ ერთხელ მოაშორეთ!!!!!!!!!!! არ ვაპირებ მსგავსი იდიოტიზმის ნახვას. არსებობს კარგ ფერადკანიან  მსახიობთა გუნდი (მაგ. უილ სმიტი, დენზელ ვაშინგტონი, ჰოლი ბერი, ჯეიმი ფოქსი და ა. შ. ) და არსებობს ამ ფილმში მონაწილე მსახიობთა გუნდი. კონტრასტი!!!!!!!! ჯერ მათი საუბარი არის ყოვლად ამაზრზენი. თუ ვინმე რყვნის ინგლისურ ენას, ზუსტად ისინი არიან. მონიკმა თქვა "ოქროს გლობუსზე" თუ "ოსკარზე" ასეთი ფრაზა: გოდ ბლეშ იო ოლ (ანუ God bless you all გოდ ბლეს იუ ოლ). ეს არის საშინელება, აღარაფერი რომ ვთქვა მათ გარეგნობაზე. სირცხვილია ეს მუტანტი გოგო (სახელი არ ვიცი და არც შევაწუხებ მაუსს მისი გაგებით) და მერილ სტრიპი ერთსა და იმავე ნომინაციაზე!!!!

"The Hurt Locker" - ამერიკას საომარი ფილმები არასოდეს მობეზრდება. სირცხვილია რა. არ ვაპირებ ყურებას. იდიოტიზმია რათქმაუნდა!!! სამაგიეროდ დაუნანებლად გაატანეს 6 ოსკარი. ვაიმე დედა :((((((

"Inglourious Basterds" - ფილმი, რომელიც ჯერ არ მინახავს სამწუხაროდ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარია. საიდან??? კვენტინმა გადაიღო და იქიდან. ბრედი თამაშობს და იმიტომ. ამით ყველაფერია ნათქვამი. კვენტინს თუნდაც "Pulp Fiction"-ის გამო უნდა გადასცემოდა ოსკარი. და თუნდაც იმიტომ, რომ სტერეოტიპებში ჩამჯდარი ადამინი არ არის. 1 ოსკარი... ღმერთო მომკალი რა. იმას რას ვიფიქრებდი, თუ ორიგინალური სცენარისთვისაც არ მისცემდნენ. უსამართლობის პიკი. ამ დღეებში გადმოვწერ. აქამდე რატომ არ ვნახე??? უაღრესად დაჩაგრეს ფილმი. 

"Crazy Heart" - არ მაქვს ნანახი და დაჯილდოების ნახვის შემდეგ ძალიან დამაინტერესა. ჯეფ ბრიჯესის ოსკარი გამიხარდა. ნუ ანუ არ ვგულშემატკივრობდი, მაგრამ უნდა მიეღო. მისი კარიერა ამას ნამდვილად იმსახურებდა. ფილმში მეგი ჯილენჰაალი და კოლინ ფარელიც თამაშობენ. მინდა ნახვა. ფილმმა ოსკარი საუნდტრეკისთვისაც აიღო. 

ფილმები, რომელთა ყურებასაც ვაპირებ: 
"Crazy Heart"
"Up"
"An Education"
"Inglourious Basterds"
"A Serious Man" - მომწონს არაორდინალური კოენები, არაბანალური ხალხია და ფილმიც ეგეთი იქნება. 
"Sherlock Holmes"
"A Single Man"

ფილმები, რომელთა ყურებასაც არ ვაპირებ:
"Avatar"
"The Blind Side" - როგორ მისცეს სანდრა ბალოკს ოსკარი... აი ნუ არ მესმის რა...
"District 9"
"The Hurt Locker"
"Precious: Based on the Novel 'Push' by Sapphire"

დაჯილდოების ჩვეულებრივი მოვლენა:
1) ქალის ნომინაციაში მერილ სტრიპი იყო წარდგენილი. როგორ მინდოდა მისი გამარჯვება... სასწაულად თამაშობს "Julie & Julia"-ში.
2) ერთ-ერთი წამყვანი სტივ მარტინი იყო. (არაჩვეულებრვიდ გამოსდის ეს საქმე და ძალიან მომწონს ამ ამპლუაში.)
3) ლეონარდო დიკაპრიო,  ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი არ იმყოფებოდნენ.

დაჯილდოების არაჩვეულებრივი მოვლენა:
1) ქეით ვინსლეტი გახდა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
2) არანაირი მუსიკალური გაფორმება არ  ყოფილა, თუ არ ჩავთვლით "score"-ის ტიპის ქორეოგრაფიულ მანუშევარს. 
3)არანაირ ექსცესს თუ უადგილო მონოლოგს ადგილი არ ჰქონია. 

საბოლოო ჯამში, უკმაყოფილო ვარ. არ მომეწონა ჯილდოს გადანაწილებები. 


ეს კი საღამოს არაოფიციალური ნაწილი. 
გთავაზობთ მოდის კრიტიკოსების მიერ მოწონებულ და დაწუნებულ ჩამცმელთა ჩამონათვალს. 

მას ასე
გემოვნებით შემოსილნი:

კამერონ დიასი 
 


კირსტენ სტიუარტი 



მერილ სტრიპი


პენელოპე კრუსი


რეიჩელ მაკადამსი


სანდრა ბალოკი


ქვინ ლატიფა


ნიკოლ რიჩი


გებორი სიდიბი


ამანდა სეიფრიდი


კერი მულიგანი


ჰელენ მირენი


ქეით ვინსლეტი





უგემოვნოდ შემოსილნი:


შარლიზ ტერონი


სარა-ჯესიკა პარკერი


ზოი სალდანა


ვერა ფარმიგა


მაილი საირუსი


დაიან კრიუგერი


ჯენიფერ ლოპესი


მერაია ქერი


მეგი ჯილენჰაალი


სულ ეს იყო...

ესეც კი წყვილები...
სურათის სახელია "ვაიმე დედა!!!"
 

რობერტ დაუნი-უმცროსი. მის ჩაცმულობას ჰქვია "გამოშვება მომზადებულია ჩემს მიერ, ყველა სააგენტოს თავზეც გავიარე (c)რადიო 105 "

უსაყვარლესი წყვილი... კიდევ ერთხელ უნდა ვნახო "Vicky Cristina Barcelona"

პიტერ სარსგარდზე რაღაც მაქვს დასაპოსტი. საერთოდ არ ვიცოდი მეგის მეუღლე თუ იყო. ანუ დაჯილდოების ცერემონიალი არაფერ შუაში იქნება. 

როგორ შეუძლია სარასნაირ ლამაზ ქალს მეთიუ ბროდერიკისნაირთან ყოფნა, დღემდე არ მესმის...

როგორ ეგრევე მიხვდება კაცი, რომელი ფილმის პროპაგანდისტები არიან ცოლ-ქმარი კამერონები. ძალიან მიყვარს ლურჯი ფერი, მაგრამ რავიცი რავიცი... მის მეუღლეზე ერთ-ერთ საიტზე თქვეს: "His wife looks like Clint Eastwood" :D. თუ "ტიტანიკი"-ს დროს ჯეიმსმა თქვა: "I'm the king of the world"-ო, ამჯერად გადაწყვიტა თავმდაბალი ყოფილიყო და ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი ნომინაციისთვის გაგიხარდებათ ყველაზე მეტად "ოსკარი"-ო, უპასუხა, ნებისმიერი გამახარებს, და რომც არცერთი ავიღოთ, მაინც ნასიამოვნები ვიქნები, რადგან წარდგენილი არის ფილმი არაერთ ნომინაციაზეო. ეტყობა გული უგრძნობდა, რომ ყოფილ მეუღლესთან, კეტრინ ბიგელოუსთან დამარცხდებოდა. 

ვერაფრით გავარკვიე, ეს ქალბატონი ვინ ბრძანდება. უფრო სწორად სახელი და გვარი კი გავარკვიე, მაგრამ ვინ ბრძანდება ჯორჯ კლუნისთვის, ვერ დავადგინე. "ჰოლივუდის ბერბიჭა" ძირითადად გაურბის ხოლმე მანდილოსნებთან ურთიერთობას და რავიცი, რავიცი. მისი სახე უნდა გენახათ ყოველ იმ მომენტში, როდესაც საღამოს წამყვანები, სტივ მარტინი და ალეკ ბოლდუინი მას სცენიდან ეხუმრებოდნენ. 

ეს წყვილი უფრო "შემოქმედებით"-ს მიეკუთვნება, მაგრამ მაინც. 1 ოსკარის ამარა როგორ დატოვეს ნაბიჭვრებმა "ნაბიჭვრები" :(

თუ კეტრინ ბიგელოუ აღარ გამოჩნდა, იცოდეთ, რომ მისი სიცოცხლე შურიანი ყოფილი ქმრის კისერზე იქნება. :D

ეს კი დანარჩენები...

ბენ სტილერი. უბრალოდ არაჩვეულებრივი იუმორის პატრონი.
 


არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა დემი მური. ამ ქალს ასაკი არასოდეს ეტყობა და ახლა გაცილებით ლამაზია, ვიდრე ადრე იყო. თუმცა მე მაინც მისი მეუღლის ნახვა მსურდა.
 


განსაკუთრებით გამიხარდა ჯეიკ ჯილენჰაალის ხილვა... ვგიჟდები ამ მამაკაცზე ჯერ კიდევ "brokeback Mountain"-დან მოყოლებული.
 

რათქმაუნდა ჯერარდ ბატლერი...


და რათქმაუნდა ტომ ფორდი... ეს ადამინი მომწონს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც "Gucci"-ის სახლში მუშაობდა. სიმპატიური ტომ ფორდი. მის ჩაცმულობაზე ასეთი კომენტარი არის გაკეთებული: "Tom Ford, director of A Single Man, wearing, of course, a Tom Ford tux."



სულ ეს იყო...
დიდი მადლობა ამ პოსტის წაკითხვისთვის. 
მაგრამ მგონი ეს დაჯილდოება იმსახურებდა.