ხეები ზეზეურად კვდებიან

ჩვენ მეძავეები??? როგორ ბედავთ???
ჩემი მეუღლის როლი მხოლოდ მან განასახიეროს...
შენ ხომ თაღლითი ხარ...
არა, მე პროფესიონალი ვარ...
იცით, ჩემი შვილიშვილი მაურისიო ოკეანეში ჩაიძირა...გემით მოდიოდა...
ოხ, ბებია როგორ მომენატრე...
მაურუსიო, ნუთუ ეს შენ ხარ 20 წლის შემდეგ...
ეს ჩემი მეუღლეა, იზაბელა...
ფედერიკო მეუბნებოდა, ცალ-ცალკე ლოგინები გაუშალეთო, მაგრამ თქვენ ხომ 3 წელია ცოლ-ქმარი ხართ. ანუ იქნება ისე, როგორც ღმერთს დაუწესებია. ერთი ლოგინი...
რას აკეთებ, შენ რა... მართლა ცოლ-ქმარი კი არ ვართ...ეგერ დივანზე დაიძინებ...შენ რა...იხდი???
დიახ, შხაპი უნდა მივიღო...
ერთი წუთით აბაზანაში უნდა შემოვიდე...აააააააააა.... ვაიმე!!!!!
და საერთოდაც, მოიცა....შენ რას აკეთებ???
ჰმ... შენ გგონია, მარტო შენ გინდა შხაპის მიღება???
ღმერთო ჩემო...
ჩემს გვერდით რატომ არ წვები???
იმიტომ, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ეროგენული ადგილები გამორთულია...
ახ, გამორთული... მაშ რატომ გეშინია ჩემთან დაწოლის???
სულაც არ მეშინია...
არ გეშინია...
არა!!!
არა...
დიახაც არა... არა რა, ხომ ვამბობდი, ქალი ასეთ საქმეში არ უნდა გარიომეთქი...
რა გქვია???
პეპიტო...
მაგას ისევ მაურისიო ჯობია... ძილინებისა მაურუსიო...
ძილინებისა მარტა.
4 ღამეა ერთად არ სძინებიათ!!!
რაო????????
გიყვარს ჩემი შვილიშვილი???
იცით...
წეღან მეგონა არ გიყვარდა, ახლა კი მეშინია, ზედმეტად ხომ არ გიყვარს...
ჩემზე ჭორაობდით??? რატომ გაჩუმდით???
მე გავალ...
რა ფერი თვალები აქვს ჯოკონდას???
შავი...
სირინოზს???
ზღვისფერი...
მე???
შენ???
ხო მე...
არვიცი, არ დავკვირვებივარ.... და საერთოდაც ხომ იცი, ეს ყველაფერი სიცრუეა...
აი მე კი დავკვირვებივარ... შენ მოელვარე ტალღისფერი თვალები გაქვს...ფერი ხასიათის მიხედვით გეცვლება...
იზაბელა...
მე მარტა მქვია!
იზაბელა, ის ირლანდიული სიმღერა დაუკარი... რომლითაც ჩემი შვილიშვილი მოხიბლე.
What?
ვაიმე, ბებია, იზაბელამ თითი გაიჭრა... ვეღარ დაუკრავს...
მაშინ იცეკვეთ...
ისე ჩემზე პროფესიონალი ხარ, რა კარგად დაისვარე თითი პომადით...
პომადით???
მოიცა, შენ მართლა გაიჭერი თითი???
რათქმაუნდა... ტყუილი სიმართლესთან მიახლოებული უნდა იყოს... ისედაც ამდენი ტყუილია ამ ყველაფერში... სიმართლეც ხომ უნდა იყოს...
მე ვარ, ბებია, მაურისიო... და არა ვიღაც თაღლითი, გაიძვერა...
გაეთრიე აქედან!
პეპიტო...მარტა... მე თქვენზე ნაწყენი ვარ... მე მაინც ვერ გავიგე, რატომ არ გძინავთ ერთად?!

თამარ სხირტლაძე, რომლის ვარსკვლავი 13 თებერვალს გახსნეს კ. მარჯანიშვილის სახ დრამატული თეატრის წინ...
გივი ბერიკაშვილი - ცოცხალი ლეგენდა.
სპექტაკლი - "ხეები ზეზეურად კვდებიან" ან მეორენაირად "ეუხენია ბალბოა"
გენიალური!!!!!!!!!!!!!



ინფო: http://www.marjanishvili.net/geo/index.php

ბლა ბლა ბლა

ახლა...კიარადა ერთი საათის წინ დიდი პოსტი გავაშანშალე და draft–ში დევს. 
ხოდა არ გამოვაქვეყნე...
და საერთოდ...
იქნებ ბლოგი invisible გავხადო???
და არა ყველასთვის ხილული???
იქნებ ზედმეტად ხილულია ყველაფერი....
fuck...
ახლა ღამის 4:28 არის. 
წავალ, შევჭამ და დავწვები. 

A movie for a blogger

შოკოლადის ტორტი.
ან შეიძლება უბრალოდ ნამცხვარი.
მმმმმმ.... ცუდად გავხდი.

მერილის ალბათ ყველაზე ქარაფშუტული როლი, რაც კი ოდესმე მინახავს.
და ის მართლა წარმოუდგენელი მსახიობია.

თავიდან ვიფიქრე, ჩემი ყიყლიყო უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი, რომელიც ტაფაზე საზიზღრად იხრუკებოდა, მაგრამ მერე ზემოდან ისეთი რაღაცეები დაადო, რომ ნერწყვების ყლაპვას მივეძალე.

მეც ხომ ვწერ?! და მიუხედავად იმისა, რომ "ჩემი შეყვარებული" და "ჩემი მეზობლის საყვარელი" დიდი არაფერია, მაინც ვახარებ ჩემს ჭიას და საერთოდ არ მჭირდება გამომცემლობა. "publish"–ზე დაჭერით უფრო მეტი ადამიანი კითხულობს ჩემს ნააზრევს, ვიდრე რომელიმე მაღაზიის ვიტრინაში დებით.
რაზე??? სამსახურზე აშკარად არა, რომელიმე რომელიმე ჩემი კოლეგა შემოვა (კუდას არ ვგულისხმობ) და მერე ამიტეხავენ ერთ ამბებს.
და საერთოდაც, ბლოგის ქონის არსი იმაშია, რომ ყოველდღიურ დაძაბულობაზე არ იშალო ნერვები.
და რა საოცარი დამთხვევაა, ღმერთო ჩემო... კარაქი!!!! კარაქში შემწვარი საჭმელი ხომ ერთი ორად გემრიელია. ნუ მე ასე ვთვლი და ისიც. საყვარელი. ზეთში შემწვარი სასტიკად არ მიყვარს.
დედა, რომელიც ვერასოდეს გაიგებს რა არის ბლოგი. ამიტომაც არც იცის.
მაღალი ქალი დაბალ მამაკაცს რომ მიყვება, ძალიან არ მომწონს. (აქ ვეცდები ვინმე დავარწმუნო, რომ სულაც არ ვარ 1,77 სმ სიმაღლეში და საერთოდაც არ მხიბლავენ მაღალი მამაკაცები)
არ ვუშვებ ალამს ქვევით, თუ საყვარელი მამაკაცი ვერ ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბლოგი ჩემთვის. რადგან "ბლოგი ეს ხომ ვარ მე მე მე მე დღითიდღე". ამისთვის საკმარისია ეს და ეს პოსტები.
ქვედაბოლო, რომელიც ზუსტად ჩემს სტილს შეესაბამება. ფერითაც და ფასონითაც.
საყვარელი ადამიანი, რომელმაც ჩემი ბლოგი წაიკითხა.
ისევ დედა, რომელიც მამხნევებს.
ყავისფერ–თეთრი ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან ლამაზია.

და არ მკითხოთ, ვისზე ვწერე ეს ყველაფერი...
ჯულიზე, ჯულიაზე
თუ
უბრალოდ საკუთარ თავზე.
პასუხია: "არვიცი, დავიბენი უბრალოდ"

უბრალოდ არ შეიძლება იყო ბლოგერი და არ გქონდეს ნანახი Julie and Julia...
უბრალოდ არ შეიძლება...
მერილ სტრიპი და სტენლი ტუჩი... მმმმ... არაჩვეულებრივი ტანდემი ფილმის "The Devil Wears Prada" შემდეგ.
ერიკი... არამგონია, რომ გავთხოვდე, მაგრამ თუ ოდესმე გავთხოვდი, მისურვეთ მისნაირი ქმარი.
და სიმღერა ფილმის ბოლოს, ტიტრებამდე...
ის სიმღერა, რომელსაც სცენაზე ასული კიანუ რივზი უმღერის შარლიზ ტერონს ფილმში "Sweet November".

Discover Simple, Private Sharing at Drop.io

არვიცი ჯერ მომზადება მომინდა და მერე მირთმევა...
თუ პირიქით...
მაგრამ მაინც...

Bon Appetit!!!





აუ მალე რა, მალე რა...

მალე რა...

ოღონდ საქართველოშიც რა...

და 3D რა...

აუუ....

მალე მოვიდეს რა ზაფხული...



:D

უმუშევრობიდან გამომდინარე ვიღვიძებ 1–ზე ან 2–ზე, რითიც ერთი–ორად კმაყოფილი ვარ. სარკეში რომ ვიხედები, დასვენებული სახე მაქვს და რაღაც მშვიდი ვარ. არანაირი მაკიაჟი, არანაირი ოფიციალური ტანსაცმელი, არანაირი რავიცი კიდევ რა. დიასახლისობას რომ ვერ ვიტან, ეგ ახალი ამბავი არამგონია იყოს. მათ შორის საჭმლის მომზადებასაც. მაგრამ გუშინ არვიცი კუჭმა, არვიცი ნამუსმა, მაგრამ რომელიღაცამ ნამდვილად შემაწუხა. ავდექი, გავიხედე, სახლში მარტო ვარ. ვგიჟდები იმ პერიოდზე, როდესაც მარტო ვარ. ზუსტად მაგ მომენტში ვესაუბრები ხოლმე ირაკლის, დუკას, ირინას, ნინოს, ლეკოს (ლევანი)... რავიცი ვინც არის იმ მომენტში სახლში. აი ასე დავდგებით ხოლმე ფანჯარასთან და ვსაუბრობთ. ფანჯარასთან, რადგან ზუსტად მანდ არის გამათბობელი. და მე, როგორც არა მხოლოდ "მსოფლიო სევდა", არამედ "მსოფლიო მცივანა", გათბობას კიარადა, ყოველი უჯრედის გაცხელებას მივეცი.

ნუ მაგრამ, როგორც აღვნიშნე, არვიცი რომელმა, მაგრამ რომელიღაცამ ნამდვილად შემაწუხა. ხოდა გამოვხსენი მაცივარი. სიცარიელე. თან დედაჩემი მარხვაზეა, მარხვა ორშაბათიდან დაიწყო. გამოგვიცხადა, მე ისეთი დაღლილი მოვდივარ სამსახურიდან, რომ ცალკე სამარხვოს და ცალკე არასამარხვოს გამკეთებელი არ ვარ, რაც გინდათ, ის გიქნიათ აღდგომამდეო. ხოდა მაცივარსაც ფრიად დაეტყო ეს არც თუ ისე სასიხარულო ამბავი.
ვიფიქრე, ამის დედა ვატირე, რაღაცას მაინც გავაკეთებმეთქი. თავიდანვე რათქმაუნდა ღომი მომაფიქრდა, თან არაერთხელ გამიკეთებია და ძალიან მიყვარს, მაგრამ სანამ ეგ მოიხარშებოდა, ვირი 5 ხეზე გაისერნ–გამოისეირნებდა. ხოდა რა შეიძლება იყოს სწრაფად და თან გემრიელი...
რათქმაუნდა ყიყლიყო...
გამოვხსენი მაცივარი უკვე მე–7–ედ მგონი. გამოვიღე 2 უკანასკნელი კვერცხი. და თურმე რძეც გათავებულა. ეგრევე ცხვირი ჩამოვუშვი, თან მაღაზიაში წასვლა და მოტანა ძალიან მეზარებოდა.
ნუ ანუ ურძეოდ გავაკეთე სამწუხაროდ, მაგრამ სამაგიეროდ პიტნიანი ყველით.


მანამდე ჩემს დიდ, ბუთქუნა ჭიქაში ჩაი დავისხი...
მიყვარს ეს ჭიქა, ბარაშკამ მაჩუქა.
23 ნომრით მე ვარ, დევიდ ბექჰემის გამო და მეორე – თეონაა.


ჩაი დავისხი, რათქმაუნდა ყინულიც ჩავაგდე..


წიწიბურაც შევაცხელე, ყიყლიყოც მომზადდა და მშვენივრად მივირთვი.



ამ პოსტს რომ ვწერ, მეცინება...
მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ საქმეში სრულიად ახალბედა ვარ, არაუშავს. :)
აბა ეს 40 დღე ხომ არ მოვკვდები?!
ისე კარგია, რომ დღეში ერთხელ ვჭამ, ან მააააააქსიმუმ 2–ჯერ.
არ მშივდება, ან მავიწყდება ხოლმე. და სანამ კუჭი არ მაგინებს, მანამდე არაფერს ვეკარები. ნუ ბაუნტი, პეპსი და ზოგადად სასუსნავი სხვა რაღაცაა.

ხოდა ეგრე...

:)

I read you!!!

გარდა იმისა, რომ ბლოგერები ვწერთ პოსტებს საკუთარ ბლოგებზე და guest–პოსტების სახით სხვებთანაც. ჩვენ ასევე ვწერთ კომენტარებს. როგორც საკუთარ, ასევე სხვის ბლოგებში.
რა არის კომენტარი???
სხვა არვიცი როგორ აღიქვამს, მაგრამ ჩემთვის კომენტარი არის პოსტის გაგრძელება. ხდება ხოლმე, რომ პოსტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ზუსტადაც რომ კომენტარში, და არა პოსტში. აქედან გამომდინარე ჩემთვის ის კომენტარებიც მნიშვნელოვანია.
ზ/ა–ს გამო, დაახლოებით 10 დღეა, რაც კომენტარებს ვიწერ.
როგორ???
ძალიან მარტივად.
შევდივარ სხვის ბლოგში, ვწერ კომენტარს და სანამ დავა–publish–ებ, ვრთავ თოლიას.


შემდეგ რა კომენტარებიც კი გაკეთდება ჩემი კომენტარის შემდეგ ამ პოსტზე, ყველა მომივა gmail–ის მეილზე.
აი ასე.


ისეთი მოსახერხებელია, რომ ცას ვეწიე.
ვიღაც კითხვას დამისვამს და ხომ უნდა ვუპასუხო.
თანაც ვერ ვიტან უყურადღებობას, ხოდა...

ვერაფრით ვერ ვიპოვე

რამდენიმე თვეა მინდა ვიყიდო ან ვიშოვო..
არ აქვს მნიშვნელობა...
მთავარია, რომ მინდა მქონდეს ყულაბა.
არაერთი მაღაზია მოვიარე.
კიარადა პრინციპში არც მომივლია, უბრალოდ სხვა ნივთის საყიდლად შესულს დამითვალიერებია და გამიფიქრია მასზე. დროც არ მაქვს, რომ ადამიანურად მოვძებნო.
ხოდა თუ ვინმე წააწყდით, იქნებ მითხრათ რა.

მოთხოვნები:
  • ძალიან პატარა არ უნდა იყოს. ( ძალიან პატარა კვერცხში ახლა კარგად მაქვს მონეტები ჩატენილი. ანუ უნდა იყოს ნორმალური ან დიდი. დიდი, მაგრამ არაგიგანტური, რადგან თაროზე უნდა შემოვდო)
  • არ უნდა იყოს მყვირალა ფერის. ( მწვანე, ყვითელი და ვარდისფერი ისედაც არასაყვარელი ფერებია. წითელი, სტაფილოსფერი და ლურჯი მიყვარს. მაგრამ მიუხედავად ყველა სიყვარულისა თუ არსიყვარულისა, არ უნდა იყოს მყვირალა ფერის. რადგან სასწაულ კონტრასტში იქნება ოთახის ინტერიერთან. ოთახი არის ხის ავეჯისგან ანუ ჩვეულებრივი კონსერვატორული ყავისფერისგან. კარადაც, სეკრეტერიც და თაროებიც. ანუ მოკლედ, არანაირი მყვირალა ფერი)
  • უნდა იკეტებოდეს გასაღებით (თუ არსებობს ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და აქ აღარ ცხოვრობს, ფულს (და არა მარტო ფულს) ისე მომპარავდა ბავშვობაში, სინდისის არცერთი ღერო არ ერხეოდა. რამდენიმე თვის წინ ისე უტიფრად მომპარა (!!!!!) ანტონიო ბანდერასის ტანის ლოსიონი, რომ სანამ დედაჩემის გასაგონად ერთი ამბები არ ავტეხე და სანამ დედაჩემმა არ დაურეკა, ამ დღეებში მოიტანეო, მანამდე შენც არ მომიკვდე. ხოდა გასაღებს ღრმად შევინახავ და არ შემეშინდება მისი მოსვლის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლში არ ვიქნები.)
  • არ უნდა ღირდეს ძვირი. (თუ ბევრი ფული გადავიხადე, შიგ რაღა ჩავდო???)
  • არ უნდა იყოს ბავშვური რაღც უწი–პუწი დიზაინის და არც მოქეიფე კაცის ან კინტოს დიზაინის.


დედაჩემს ვუთხარი ამას წინათ ბარემ რამდენიმე კვირაში ჩემი დაბადების დღე მოდის და იქნებ მაჩუქომეთქი და რბილად რომ ვთქვა 2 ყურის პრინციპითა და დაცინვით მომიშორა. :D :D :D ხო დაცინვაში ორივე მაგარია და საქმე საქმეზე რომ მივა ...

ხო, ამ საიტზე დავათვალიერე და არ მომეწონა, რადგან არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.
ვიცი, რომ მოთხოვნები აღემატება რეალობას, მაგრამ იქნებ მაინც შეძლოს ვინმემ დახმარება.



გკოცნით თქვენი მე :*






პ.ს. საქმე არ მქონდა დილის 6 საათზე და ბარემ დავწერე. წავედი გავთბე და მერე დავწვე.

.............................


 



http://sports.yahoo.com/olympics/vancouver/luge/news?slug=ap-lug-lugerdies&prov=ap&type=lgns



This is goodbye....

კოლაჟები

***
არსებობენ ადამიანები, რომლების მიმართაც პირველად შექმნილი შთაბეჭდილება არასოდეს მეცვლება. მერე ვიწყებ ხოლმე გამუდმებით მათზე საუბარს. ყველგან და ნებისმიერ კომპანიაში. ვინც რა არ უნდა მითხრას ცუდი მასზე, მინიმუმ არ მაღელვებს და მაქსიმუმ ამ ადამიანს ვეუბნები, რომ "ის ჩემი ახლობელია, შენ მას საერთოდ არ იცნობ და თან, გარდა ამისა, მიდი და პირში უთხარი ეს ყველაფერი მას, ჩემი თანდასწრებით ნუ საუბრობ ჩემთვის ძვირფას ადამიანზე". გარდა ამისა,  მერე უკვე საოცარი რამ მემართება; ვეღარ ვხვდები მისი ქება–დიდების მომენტს როდის უნდა მოვუძებნო დასასრული. ვაქებ დაუსრულებლად, მზად ვარ მხარში ვედგე ნებისმიერ მომენტში. თუ ახლო მეგობარია ეს ადამიანი, მაშინ სურვილი მიჩნდება ჩახუტებაში, კოცნასა და ფერებაში ამოვხადო სული.მაგრამ თუ ძალიან ახლო არ არის, მაშინ მზად ვარ, რომ ნებისმიერ მის მიერ დაწყებულ საქმეში მხარში ამოვუდგე და მივახვედრო, რომ შეიძლება ცუდად ან საერთოდ ვერ გამოვხატავ, მაგრამ მასთან ვარ.
გუშინ ისეთი დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ერთ–ერთი ასეთისგან, რომ სულ ვერ ვიფიქრებდი. იმასაც ვერ ვიფიქრებდი ასე ძლიერ თუ იქნებოდა ჩემიანი. არა პრინციპში ეს ვიცოდი ჯერ კიდევ 2008 წლის ზაფხულში, როდესაც მუშაობა დავიწყე. აი მაშინ, როდესაც სრულიად არ მაღელვებდა მუშაობა, როდესაც ასამდე წიგნით დატვირთული ჩანთით, საზაფხულო მაისურითა და კეტებით ("კედებს" ვერაფრით შევეჩვიე) მივედი გასაუბრებაზე. 10 წუთის დაგვიანებით. 12-ის 10 წუთი იყო, მერე რა მოხდა...მაგრამ ის იყო არაბუნებრივად უშუალო და საყვარელი. არანაირი ბარიერი. მას შემდეგ 19 თვე (წელიწადი და 7 თვე) გავიდა და დღეს იგივე ადამიანთან მიწევს მუშაობა. თავს ვგრძნობ არაჩვეულებრივად და არ მინდა ეს დრო ოდესმე დასრულდეს. ძალიან მაგარი ადამიანია. მესაუბრა გუშინ, დაახლოებით 1 საათი... იმდენ რაღაცას შევეხეთ, იმდენი მომენტი თუ სიტუაცია განვიხილეთ, შევაფასეთ და ავწონ–დავწონეთ ბევრი რამ. თუნდაც ჩემი ამბავი...დაუსრულებელი ეპოპეა. ისეთი რაღაცეები მითხრა, რომ მორიდებისგან გავწითლდი და ავტომატურად იმის მტკიცება დავიწყე, თუ როგორი ცუდი ვარ (ხო, ეს ჩვევა ვერ ამოვიგდე და მგონი ვერ ვერასდროს ამოვიგდებ). ხო... ეგეთია ჩემი 2–კვირიანი უფროსი!!! ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანის თანამშრომელი მქვია!!! 
კიარადა ახლა უკვე 1–კვირიანი   1 კვირის მერე ისევ სახლი    (ნუ ეს უკვე არავის უკვირს   )




***
მალე გამოცდები უნდა დამეწყოს. პპც. უსიკვდილოდ მეზარება. მალე ანუ ორშაბათიდან.
საერთოდ 2010 წელს, თუ გავიხსენებთ როგორ სევდით აღსავსე შევხვდი სავარძელში მწოლიარე ტირილითა და ძილით, რა დამებედა რთული წარმოსადგენ–მისახვედრი არ უნდა იყოს. ხოდა მთელი 2010 წელი მეძინება. ეკონომიკისა და ინოვაციური მენეჯმენტისთვის ნამდვილად არ მცხელა. ნუ ინგლისურს, ფინანსებსა და საბანკო საქმეს კიდევ ჩავაბარებ, არაა პრობლემა.ვიცი ეგ საგნები ძალიან, ძალიან კარგად და იმიტომ. თორემ ხელის ხლება მათთვისაც დამეზარებოდა. უბრალოდ აწეწილმა სამსახურებრივმა და პირადმა ამბებმა ისე დამღალა, რომ სწავლა დავივიწყე. არადა პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი მთელი ბაკალავრის განმავლობაში. და ახლა წიგნის გადაშლაც კი მეზარება. ერთხელაც არ ჩამიბარებია რამე რომელიმესთვის. ხოდა გამოცდებზე თავის მოკვლა და ტრადიციული ღამის თენებები თუ მიშველის, არვიცი. 




***
მოხუცებული ქალი რომ გეტყვის ნამტირალევი ხმით, ბავშვისთვის წამალს ვერ ვყიდულობ, რადგან მხოლოდ 5 ლარი მაქვს და 70 თეთრი მაკლდებაო, რა უნდა ჰქნა??? და ამ 70 თეთრის გამო აფთიაქში რომ წამალს არ აძლევენ, რა უნდა ჰქნა??? მერე რომ ამოიღებს სააკაშვილის "იაფი დაზვევა"–ს პროექტით მიცემულ სადაზღვევო ბარათს და ერთ–ორს შეიკურთხება, ეს არის საზიზღარი სააკაშვილის დაზღვევაო, წამალი ვერ მიყიდიაო და ტირილს იწყებს...რა უნდა ჰქნა???
ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, მოხუცელი ადამიანს რომ ვხედავ, თვალები ცრემლებით მევსება ხოლმე...ძალაუნებურად...გაჭირვებულსაც თავი რომ და მინდოდა წვიმიან ქუჩაში მეტირა... ჯიბიდან ამოვიღე 2ლარიანი მონეტა და მივეცი. სიხარულისგან მე–9 ცაზე იყო ის და მე მე–100–ზე იმის გამო, რომ ის მე–9–ზე იყო... ხელები უნდა დაგიკოცნოო... მორიდებისგან და სირცხვილისგან დამბურძგლა...არა არ არის საჭირო, იყოსმეთქი. იუარა... აქ ყველა ჩემი მორიდებულობის კომპლექსი ერთდროულად ჩაირთო. მლოცა ბევრი და წავიდა. 
ეს არ ყოფილა შემთხვევითობა. ისეთ კარგ ნოტაზე გამოვედი უფროსისგან, რომ ეს ქალი სპეციალურად შემხვდა. უცბად მახსენდება ფილმი "the family man", სადაც ნიკოლას კეიჯის გმირს ხვდება ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც მას ცხოვრებას უცვლის... ნუ მოკლედ... ძალიან ბედნიერი ვიყავი.



***
საბოლოოდ მივხვდი, კიარადა დავრწმუნდი იმაში, რომ არ მსიამოვნებს საკუთარ ბლოგზე (და მასში გაკეთებულ პოსტებზე) საუბარი. ვერ ვიტან მართლა. ისევე როგორც საკუთარ თავზე. ჩემი ბლოგი (პოსტი) ისაა, რაც მე. თუ პირიქით მე ვარ, რაც ჩემი ბლოგია (პოსტია). ნუ მოკლედ არ მიყვარს არც ერთი, არც მეორე. მაგრამ ეს კიდევ არ არის "საბოლოოდ მივხვდი". "საბოლოოდ მივხვდი" არის ის, რომ სხვები რომ საუბრობენ ჩემს ბლოგზე (ან მასში დაწერილ პოსტზე), სასტიკად არ მსიამოვნებს. ვერ ვიტან ფრაზებს, როგორებიცაა: "უი გუშინ შენი პოსტი წავიკითხე და გუშინწინ მართლა იტირე???", "ბლოგში რომ წერ ვიღაც ბიჭზე, ისაა შენი შეყვარებული???", "აუ შენ მაგარი დეპრესიული ხარ, შენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი", "ბლოგი რა არის??? რას აკეთებ ბლოგში???" , "მერე რომ წერ ბლოგში, რომ შემოვიდეს ვინმე და ნახოს რეებს წერ, არ ტეხავს???", "ვაიმე გუშინ რომ დაწერე სიგარეტი მოვწიეო, მართლა მოწიე???" და ა. შ. 
რახან აქ შემოდის ადამიანი, რახან მე მივეცი ამ ბლოგის ლინკი, თუ გუგლმა ამოუგდო, თუ ვიღაც სხვამ მისცა და ახლა უკვე შემოდის აქტიურად და მეც კეთილი მასპინძლის სტატუსი მოვირგე, იმას არ ნიშნავს, რომ პირად შეხვედრებში ასეთი ფრაზები მითხრას. არ მიყვარს ჩემს ცხოვრებაში ვინმე რომ ფათურობს. რახან აქ შემოდის, უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩემს პირადს იგებს და მგონი ეს საკმარისია. არ მიყვარს ცნობისმოყვარეობა. კითხულობ, იკითხე, მაგრამ პირად შეხვედრებზე ზედმეტი კითხვები არ დასვა და არც ალოგიკური დასკვნები გამოიტანო. 
ეს პატარა კოლაჟი არავის არ ეხება კონკრეტულად. არცერთ ბლოგერს და არცერთ არაბლოგერს. მართლა არა. უბრალოდ ამის დაწერა მინდა ძალიან დიდი ხანია და არვიცი რატომ არ ვწერდი. ამის დაწერა მაშინ მინდოდა, როდესაც ჯერ კიდევ 2007–ის დასასრული და 2008-ის დასაწყისი იდგა და საერთოდ არ ვიყავი ცნობილი ბლოგერი. მაშინ, როდესაც ძალიან ცოტა კომენტარი მქონდა ხოლმე და ბლოგსამყაროც ძალიან განუვითარებელი იყო დღევანდელთან შედარებით. მაგრამ მაშინ არ დავწერე არვიცი რატომ. 
თუმცა იმედი მაქვს ხალხი ამის გამო მეორე უკიდურესობაში არ გადავარდება და არ იტყვის: "საერთოდ არ შემოვალ, არ წავიკითხავ და არ გკითხავ არაფერს." პირიქით, ხომ იცით როგორ მიყვარს თქვენი კომენტარები და ის, რომ აქ შემოდიხართ და კითხულობთ აქაურობას. 
აუუუ, არვიცი, მგონი ძალიან იდიოტურად ვთქვი სათქმელი. არ მინდა, რომ რომელიმე დაიძაბოთ ან არასწორად გამიგოთ. მაშინ ისევ ისე მოიქეცით, როგორც აქამდე იქცეოდით და მე მივხედავ "ზედმეტობებს". უბრალოდ ოფიციალური ღიმილის ოფიციალური ფანი გავხდები და არ მინდა ეგ. 
ახლა საიდან გაჩნდა ეს ცუდი დამოკიდებულება ამის მიმართ. საიდან და ბლოგერული შეხვედრებზე დავაკვირდი სხვების საუბრებს. და კიდევ კარგი მე რამდენჯერაც ვიყავი ამ შეხვედრებზე, იმდენჯერ ჩვეულებრივი რიგითი ბლოგერის სტატუსით მივედი და აწიც ეგრე მივალ, და არა როგორც "ეეე, შენ ჩემი პოსტი არ წაიკითხე??? ახლავე დაჯექი და ნახე. ამით შენ ხომ სუპერ–სენსაციას ვერ გაიგებ". კარგით რა. მე არ ვარ რა ეგ ტიპაჟი. ასეთ ხალხს მე "მატერიალისტებს" ვუწოდებ ხოლმე. მატერიალისტი კი არ მსიამოვნებს ამ სიტყვის არანაირი მნიშვნელობით. 
ერთადერთი ბლოგერების შეხვედრა, სადაც ზუსტად ის სიტუაციაა, რაც ძალიან მომწონს, ეს არის ანუშკასთან სტუმრად. ყველამ არაჩვეულებრივად ვიცით ერთმანეთის ამბები ბლოგის მეშვეობით, ყველა შევდივართ ერთმანეთის პოსტების სანახავად და ყველანი თვალს ვადევნებთ ერთმანეთის სიახლეს. და თუ ვინმეს რამის თქმა მოუნდა საკუთარ თავზე დამატებით, ამბობს, ყვება. და არა იმიტომ, რომ ვიღაც ეკითხება რამეს. პირველი შეხვედრაც ზუსტად ბლოგის ცნობის საფუძველზე მოხდა, თორემ არც ანუშკას, არც ნატალიას, არც ნასტასიას არ ვიცნობდი. 




***
რამდენიმე დღეა აქტიურად ვიყენებ ღილაკს "გამოიწერე კომენტარები". ჩემს ბლოგში გაკეთებულებს არ ვგულისხმობ, ეგენი ისედაც მომდის მეილზე. ანუ მე დავუშვათ ვეკითხები გიღაცას რაღაცას მისსავე ბლოგში. და მაინტერესებს პასუხი.  გადის დრო და საერთოდ მავიწყდება, რომ ოდესმე რაღაც ვიკითხე. ხოდა კომენტარების გამოწერა ძალიან კარგი საშუალებაა იმის გასაგებად გიპასუხეს თუ არა კითხვაზე. დავწერ ვინმესთან კომენტარს და ვიწერ კომენტარებს. სულ ეგაა. ამის გამო მართალია gmail–თან გაცნობის დღესავით მქონდა, რადგან ჩემი სული და გული hotmail–ს ეკუთვნის, მაგრამ ბლოგი იმაზეა მიბმული. თუ არა blogspot–ზეა ის ბლოგი, მაშინ რათქმაუნდა  hotmail–ს ვუთითებ. 




***
დღეიდან მე და ის  ერთმანეთს 2 თვის მანძილზე საერთოდ არ დავეკონტაქტებით. ეს არის ჩვენი შეთანხმება. ხოდა ეს შეთანხმება მოიცავს: არა შეხვედრას, არა სმს–ს, არა სატელეფონო ზარს, არაფერს საერთოდ. ამიტომაც ეს დღეები ინტენსიურად ვნახეთ ერთმანეთი. ბოლოს – დღეს. იმის თავში მაგარი არეულობაა. ზოგჯერ პატარა სულელი და ცელქი ბავშვი მგონია და მე მისი ჭკუის დამრიგებელი დეიდა. არადა ჩემზე უფროსია. სულელურად რომ იქცევა, მინდა, წავიდე ხოლმე. ნერვები მეშლება მის ცანცარზე. ვბრაზდები საკუთარ თავზე, რატომ ვხვდები საერთოდ, თუ ასე მაღიზიანებსმეთქი. მაგრამ მაინც ვზივარ, ვაკვირდები. მერე ვეჩხუბები, შენიშვნას ვაძლევ და ზევით ვწევ ტონს. მერე ის იწყებს ხუმრობას, მერე სერიოზულდება და სიტუაციაც თავის კალაპოტს უბრუნდება. არადა არ მინდა ასე ვიყო. 
ჩემზე არასტაბილური ადამიანი თუ არსებობდა არ მეგონაო. 
2 თვე მასთან ურთიერთობის გარეშე როგორი იქნება??? არვიცი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მადებილებს.ზოგჯერ მგონია, რომ ვთამაშობთ.  არვიცი როგორ მოვიქცე, ჯერჯერობით დინებას მივყვები. დრო და სიტუაცია მიჩვენებს. ახლა უბრალოდ მეგობრები ვართ. თუ რაღაც მსგავსი. მოკლედ არვიცი არაფერი. 




***
პირველი თოვლი. გუშინ ღამე თვალყურს ვადევნებდი. ჩემს გარეშე არ მოსულა. გამიხარდა. მართალია დღეს დამაგვიანდა მაგს გამო, მაგრამ ვაპატიე. ყველაზე ვნებიანი ბუნებრივი მოვლენა. 
და დღესსაც იგივე აზრზე ვარ, რომ არ არსებობს თოვლზე უფრო 
საყვარელი...
ვნებიანი...
მიმზიდველი...
ლამაზი...
სექსუალური...
იდუმალი..
ჯადოსნური...
იმედის მომცემი...
ოცნებებით აღსავსე...
ეს ყველაფერი თოვლია!!!