


ეს იმ ფილმთაგან ერთ–ერთია, რომელზეც დავწერე ამ პოსტში. და მართლაც ველოდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა...
თავიდანვე ვიტყვი, რომ ტრეილერი ბევრად მაგარია, ვიდრე თავად ფილმი. სრული გაურკვევლობა და ქაოსი. ნუ კარგი, გაურკვევლობასა და ქაოსს გადავიტან, მაგრამ არცერთი პატარა ისტორია არ დამთავრდა კარგად.
იქ ნატალი პორტმანი, რომელიც ებრაელს მიყვება და ამის გამო თავს იპარსავს. თან სულ სხვა ადამიანი უყვარს.
იქ ორლანდო ბლუმი, რომელიც უთავბოლო ადამიანია და ერთადერთ გამონათებად კრისტინა რიჩი ევლინება.
იქ ჰაიდენ კრისტენსენი, რომელიც ცდილობს რეიჩელ ბილსონი მოხიბლოს, თუმცა უშედეგოდ, რადგან ენდი გარსია იქვე ჩნდება.
იქ ეთან ჰოუკი, რომელიც მთელი თავისი ხელოვნური და პოეტური ფრაზებით ცდილობს ქალის მოხიბვლას, რომელიც საბოლოოდ მეძავი აღმოჩნდება.
იქ რობინ რაიტ–პენი, რომელიც ცდილობს ქუჩაში უცხო მამაკაცის დაინტერესებას.
იქ ხანში შესული ქალი და სასტუმროს მომსახურე ბიჭი, რომელიც ფანჯრიდან ვარდება. თუ არ ვარდება და უბრალოდ ბერდება.
იქ მხატვარი, რომელსაც სურს იაპონელი გოგოს დახატვა. მაგრამ ისიც კვდება.
იქ მოხუცებული ცოლ–ქმარი, რომელიც ძლივს დადის. და სიკვდილის პირას არიან. მე რათქმაუნდა ამ სცენაზე ტირილი ამივარდა.
ფილმის ერთადერთი მოგება გამოწვეული იქნებოდა ცნობილ მსახიობთა სიუხვით და მეტი არაფერი. უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი.
2 რამ, რაც ძალიან მომეწონა. Radiohead–ის საუნდტრეკი და ის იაპონელი გოგო. ნუ აი ისეთი გოგოა, აღფრთოვანებას ვარ მიცემული. ვგიჟდები ეგეთ ტიპაჟზე.
ნუ მოკლედ იხილეთ ტრეილერი, მაგრამ დაფიქრდით, სანამ იხილავთ ფილმს.
ჯეიკ ჯილენჰაალი – მსახიობი, რომლითაც მოვიხიბლე ფილმში "კუზიანი მთა" . ჰიტ ლეჯერთან ერთად შესრულებული არაჩვეულებრივი ნამუშევარი.
ტობი მაგუაიერი – მსახიობი, რომელიც მიტოვებს შთაბეჭდლებას, რომ არის უზომოდ მოწესრიგებული, მორიდებული და პედანტი. გავიხსენოთ თუნდაც "ადამიანი–ობობა".
ნატალი პორტმანი – მსახიობი, რომელიც მახსოვს ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ფილმში "ლეონი". ბოლო ნამუშევრებიდან კი გავიხსენებდი ჩემს ერთ–ერთ ფავორიტ ფილმს "ახლოს".
ფილმი "ძმები"
ცოლი, რომელიც სასოწარკვეთას არის მიცემული ქმრის სიკვდილი გამო.
ქმარი, რომელსაც საშინელ პირობებში უწევს ყოფნა ავღანეთთან ბრძოლის გამო. ტყვედ ჩავარდნის გამო უწევს იმასთან შეგუება, რომ ვერასოდეს დაბრუნდება მშობლიურ ქვეყანაში, თვითგადარჩენის მიზნით იძულებულია მოკლას თანამებრძოლი, რა ფაქტიც მას ფაქტიც მას სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემას უყალიბებს.
და ძმა, რომელიც ახალი გამოსულია ციხიდან და ცდილობს გამოსწორდეს. ცდილობს დაეხმაროს რძალს დარდის გადატანაში. თუმცაღა ამას იმაზე ზედმეტად ცდილობს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. უფრო სწორად, მეთოდი თითქოს კარგია, მაგრამ ბოლოში – ფრიად ტრივიალური ხდება.
რომ ვთქვა, აღფრთოვანებული ვარმეთქი, ტყულია. ფილმის სახელია "მინდა ვიყო "პერლ ჰარბორი" ". რატომღაც უფრო მეტს ველოდი. არადა მსგავსი ფილმი უკვე არსებობს.
ნუ მოკლედ.
5/10
იხილეთ ტრეილერი!
ჰოდა, პირველი რასაც ვიტყვი, ნახ. ეს რიდმორი.... :D წავშალე შესაბამისი კოდი. ჩემი პოსტი ბოლომდე გამოაჩინეთ, თუ შეიძლება. ეს უკვე იმდენჯერ გავაპროტესტე, რომ ვიღაცა ბოლო-ბოლო შემაგინებს კომენტარებში :D
თუმცა, ცოტა k8-ის ბლოგს რომ დავამსგავსოთ, ეს ჩართეთ და ისე იკითხეთ....
ყველაზე მეტად, როგორც წესი ის გვაკლია ხოლმე, რაც ჩვენი ხასიათის საპირისპიროა. მე ყველაზე აფორიაქებული, ექსცენტრული და დაულაგებელი ადამიანი ვარ ჩემს ყველა წრეში და ამიტომ ყველაზე მეტად, ყველგან და ყველაში ვეძებ სიმშვიდეს. ზანუდებს კი არა, აი, ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც მამშვიდებენ.
მერე, როგორც წესი, ასეთ ადამიანებს ისევ ვკარგავ ხოლმე. ხზ, რატომ... ხან ჩემი ბრალია, ხან - სხვების. აქამდე ძალიან განვიცდიდი... მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ მადლობელი უნდა იყო ადამიანების, მათი სითბოსი, სიყვარულის და ყურადღების, სანამ ეს ყველაფერი გაქვს... უნდა ეცადო, იგივეთი უპასუხო, მაგრამ არასოდეს მოატყუო შენი თავი და მხოლოდ წარსულის გამო ათრიო ტვირთივით უკვე გახუნებული ურთიერთობები.... კი, უნდა იბრძოლო რაღაც დოზით, მათი შენარჩუნებისთვის, მაგრამ კარგით, რა?! ვინმეს გიღირთ ამდენი დახარჯული ენერგია და დრო მხოლოდ იმისთვის, რასაც აღარ აქვს ის ფასი?! მე არ მიღირს... პირიქითაც, მე იმდენად დიდ პატივს ვცემ იმას, რაც მქონდა, რომ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ და ვერ დავარქმევ გახუნებულ მეგობრობას- მეგობრობას, ისეთს, როგორსაც მე ვიცნობ.... ვერ ვიტყვი "მიყვარხარ"-ს, თუკი 100%-ით არ ვგრძნობ ამას...
ახალი წლის შემდეგ სახლში ვზივარ... ვისვენებ... ვუყურებ ფილმებს. უკვე იმდენს ვუყურე, რომ არცერთის შინაარსი აღარ მახსოვს. :D ჰოდა, ეს სათაურიც რომელიღაც ჰოლივუდური პაპსიდან აღებული ციტატაა. :D ძალიან გავს იმას, რასაც მე ვაკეთებ: არასოდეს ვანაცვლებ ადამიანებს. ყველას თავისი ადგილი აქვს და თუ ეს ადამიანები მიდიან, ის ადგილი just, რჩება, დაუსახლებელი კუნძულივით, რომელიც ყოველთვის არსებობს სადღაც, თავისთვის, მაგრამ აუცილებლად შორს და ჩემს გარეშე... რომელსაც ყოველთვის ღიმილით გავიხსნებ... არის ამაში რაღაც კანონზომიერება... :D
ფეხსაცმელებს??? ფეხსაცმელებს ყოველთვის ვანაცვლებ ახლით :)
მრავალ ახალ წელს...
:)
– :D :D :D ნუთუ კიდევ გგონია, რომ გავიქცევი???
ესეც ახალი წელი...
რას ველოდები მისგან...
ან ის რას ელოდება ჩემგან...
მე არ შევცვლილვარ და რას უნდა ელოდებოდეს ის ჩემგან...
და ის თუ შეიცვლება და იქნება ახალი და განსხვავებული, მე რაღაც ეჭვი მეპარება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალ სამუშაო გარემოში მომისროლეს, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შტატში არ ჩამსვეს და ვიღაც გაშვებული დააბრუნეს და ის ჩასვეს, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გოგომ ახლა უნდა ისწავლოს ის, რასაც მე წელიწადნახევარი ვაკეთებ, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალი ადგილისთვის CV–ს გაგზავნა და გასაუბრებაზე მისვლა უაზრობა იყო, რადგან არავის შეყვარებული, ცოლი, და, შვილი არ ვარ, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 31-შივე თემოსთან ავედი კაბინეტში და ვტიროდი ამ ყველაფრის გამო, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სადაც ახლა გადამიყვანეს იქ მხოლოდ 2 კვირით უნდა ვიყო ვიღაცის შვებულების განმავლობაში, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ 2 კვირის შემდეგ კიდევ სადღაც გადამისვრიან, საშინლად დაიწყო. იმედი მქონდა რაღაც–რაღაცეების, მაგრამ შენც ნუ მომიკვდები.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეკვლე არ გვყოლია, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჭიქა არავისთვის მიმიჭახუნებია, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ 12 საათამდე სავარძელში ვიჯექი 4 ნაწილად მოკეცილი, ვტიროდი და განვიცდიდი, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს პირველად სასწაულად მაღიზიანებდა ფეიერვერკებისა და ასაფეთქებლების ხმა და ხილვა, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არავის მოულოცია, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი ფეხმძიმე და სადღაც მიყრუებულ სოფელში წავიდა მეუღლესთან ერთად მეუღლის ბიძის ორმოცის და ამის პარალელურად რაოდენ იდიოტურადაც არ უნდა ჟღერდეს, ახალი წლის შესახვედრად იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოსულიყო, საშინლად დაიწყო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს შუადღეს დედაჩემს თავი ტკიოდა და წნევას ვუზომავდი, საშინლად დაიწყო.
ერთადერთი პოზიტივი...
ჩემი ნაჩუქარი სუნამო ძალიან მოეწონა.
და ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა ვიყო კარგ განწყობაზე???
ან უბრალოდ მაცოდინა რა არის სასიხარულო იმაში, რომ 1 წლით დავბერდებით???
ნუ მოკლედ...
რაც არ უნდა იყოს...
გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით.
დაე ეს (და არა მხოლოდ ეს) წელი ყოფილიყოს თქვენი სიხარულის, ბედნიერების, წარმატების, წინსვლის, მატერიალური კეთილდღეობის, ბევრი ღიმილისა და ჯანმრთელობის წელიწადი.


