1) The Social Network. ფილმი, რომელიც უნდა ნახოს ყველა პირწიგნაკელმა!!!
2) Fair Game. ნაომი უოტსისა და შონ პენის მეორე ტანდემი, თუმცა ამჯერად საქმე გვაქვს სახელმწიფოებრივ და ჯაშუშურ საქმიანობასთან. საკმაოდ საინტერესო ფილმი სჩანს.
3)I'm Still Here. კეისი ეფლეკის (ბენ ეფლექის ძმა) რეჟისორობით ავტობიოგრაფიული ფილმი ხოაკინ ფენიქსის შესახებ. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა.
4) The Next 3 Days. რასელ ქროუს, ელიზაბეტ ბენქსისა და ლაიამ ნისონის მონაწილეობით. მკვლელობისთვის დაჭერილი ცოლისთვის ჩადენილი საშიში ქმედებები.
5) How Do Yo Know. რიზ უიზერსპუნი ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში ოუენ ვილსონისა და პოლ რადის მიმართ. ჯეკ ნიკოლსონი მომენატრა აშკარად.
6) Burlesque. შერი, სტენლი ტუჩი, კრისტინა აგილერა და ჩემი უსაყვარლესი კემ ჯიგანდეტი. მაგარი იქნება.
7)Heartbreaker. ჯონი დეპს ნამდვილად აქვს სანერვიულო ასეთ მამაკაცს რომ "ათხოვა" მეუღლე.
8)The Company Men. ბენ ეფლეკი, კევინ კოსტნერი, კრის კუპერი, მარია ბელო და ტომი ლი ჯონსი. სამსახურიდან უმიზეზოდ გამოშვებული მამაკაცის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმია.
9) You will meet a tall dark stranger. ანტონიო ბანდერასი, ენტონი ჰოპკინსი და ნაომი უოტსი. ვნახოთ, ვნახოთ.
10) Life As We Know It. კეტრინ ჰეიგლის არცერთი ფილმი არ გამომიტოვებია ამ ბოლო დროს, ესეც სასიამოვნო კომედია იქნება ალბათ.
ესეც ასე. ვისაც არ გინახავთ წინა პოსტები, აგერ N 1 და N 2 . happy watching :)
![]()



15 კომენტარი:
დიდი სიამოვნებით ვნახავდი ყველა აქ ჩამოთვლილ ფილმს.
ხო მაქსიმალურად ისეთები შევარჩიე, რომლებიც უმეტესობას მოეწონება. ზოგი სულ რაღაც 1-2 კვირაში გამოდის.
შონ პენის მონაწილეობით ვნახავდი, მომწონს ეს მსახიობი.
კი, მეც. კარგი მსახიობია.
Fair Game-ს აუცილებლად ვნახავ, მიყვარს ჯაშუშური ფილმები. იმედია სოლტზე უკეთესი იქნება
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცოტა ადრე გექნა ეს სიკეთე. ახლა სწავლა იწყება, დაო :)
არადა სოლთის ნახვა მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ ღირდა. ანჯელინას ვერ აღვიქვამ კარგ მსახიობად.
:D :D :D
ჰე, სწავლა მეც მეწყება და გეთანხმები, მაგრამ რავიცი აბა.
ამ ბოლო დროს ფილმებს საერთოდ ვეღარ ვუდებ გულს და არ მაინტერესებს :/ ქეთრინ ჰეილის თუ ჰეიგლის, მგონი გ–საც ამბობენ, ფილმმა დამაინტერესა, ისეთი საყვარელი სახე აქვს ამ ქალს, ყველა ფილმში მომწონს.
კეისი ეფლეკის ფილმმაც დამაინტერესა, ადრე ხოაკინ ფენიქსი მიყვარდა.
რაღაც საინტერესო ფილმები ჩანს :> მმმ , ვუყურებ ნელ-ნელაა ;;)
სოფი - რომ იცოდე, როგორ მესმის შენი. ხოდა გულს რომ ვეღარ ვუდებ, მაგიტომაცაა, რომ ძირითადად კომედიებს მივაწექი, რომ დიდად გონება არ დავიტვირთო და სასიამოვნო იყოს. თუმცა ნელ-ნელა უნდა გამოვფხიზლდე.
კი, მეც რაღაც ყველა ფილმში მომწონს კეტრინი. გ-ს ამბობენ ხოლმე ტრეილერებში და რავიცი აბა. ხოაკინზე მეც ძალიან დამაინტერესა.
კიწ - კი, მეც ძალიან.
პირველი ფილმი ძალიან ძალიან მაინტერესებს
და საქართველოში რომ ჩამოვა მთელი ფბ წავიდეთ ერთად :)
მეც ძალიან მაინტერესებს. კი მაგარი იდეაა.
გამიკვირდი ჩემს ბლოგში :D
ვაა კემისთვისაც ვიდავებთ ჩვენ ეჭვი მაქვს :) მიყვარს :(
შენ მოგზავნილი ხომ არ ხარ??? :D :D :D
Post a Comment