საოცარია პირდაპირ

სათაური რომ ყოველთვის პოსტის დასაწყისია, ამას ჯერ კიდევ ვერ შეგაჩვიეთ??? მაშ დაე მიცნობდეთ!!!
კიარადა აწი იცოდეთ.
****************************************

საოცარია პირდაპირ, მეფიქრება ხოლმე რამეზე და...ან შეძლება საერთოდაც არ მეფიქრება და ეგრევე რეალობაა და უცბად რომელიმე სიმღერა თავისით მპოულობს მე და მეუბნება: "გამარჯობა, მე აქ ვარ ზუსტად იმ ტექსტითა და მელოდიით, რომელიც შენ გიტრიალებს გონებაში. ან არ გიტრიალებს, მაგრამ უკე მომხდარია ან აუცილებლად მოხდება."

გაუგებარია არა???
თავიდანვე ვიწყევლები რა შუაშია და "ვიფრთხილები", რომ ძალიან არეული ვარ.
ა და კიდევ თავიდანვე "ვიფრთხილები", რომ ეს პოსტი წუწუნზე საერთოდაც არ არის, თუ რამე არ ამომიტივტივდა გონებაში. ეს პოსტი უბრალოდ ჩემია და ჩემი არეული აზრების, რომლებმაც სულ რაღაც ივლისის ჭიშკარსა და აგვისტოს მისადგომებთან დაიდო ბინა. არადა რას ვიფიქრებდი, თუ ამდენად დამაფიქრებელი იქნებოდა.

რომ გავფრინდი, პარასკევი იყო (დღე იგი 30 ივლისი)
რომ ჩამოვფრინდი, შაბათი იყო (დღე იგი 14 აგვისტო და ანუ დღე იგი დღევანდელი)
ანუ პარასკევს წასული შაბათს ჩამოვედი. ამას არ მივუყურადე გონება, მერე რა 7-დან რომელიმე ხომ უეჭველად იქნებოდა, მაგრამ მე უბრალოდ სიმღერა შემეფეთა დღეს.

იმდენი რამ მიტრიალებს თავში.
დღეს დილის 7-ის წუთებზე ჩამოვფრინდი.
მინდა დავჯდე და ზედმიწევდით მოვყვე ყველაფერი, მაგრამ არ შემიძლია. ვერასოდეს ვიტანდი ამბის მოყოლას, გაკვეთილის მოყოლაც მეზიზღებოდა. თუმცა პირობას გაძლევთ იტალიის ამბებს მოგიყვებით. ოღონდ ამას არ ექნება "იყო და არა იყო რა"-ს ხასიათი.

მანამდე კი ეს სიმღერა.

მობილურის სიმ-ბარათი დამებლოკა კალიარიში.
მოწყვეტილი ვარ კომუნიკაზიციას, ერთადერთი ინტენერნეტ კომუნიკაციებს ვარ მიჯაჭვული.
რომის ასოციაციას იწვევს ეს კლიპი ჩემში.
I go out on Friday night
And I come home on Saturday morning
I go out on Friday night
And I come home on Saturday morning























12 კომენტარი:

Tiko said...

ველით შთაბეჭდილებებს :)

Kate said...

შთაბეჭდილებები იქნება, ოღონდ თანმიმდევრულად მოყოლილი არა. ხან იმ ამბავს მოვყვები ხოლმე, ხან - იმას.

Clown said...

დაწვრილებით მოყოლილი, ყოველთვის მოსაბეზრებელია, რაღაც კითხვები, ხომ უნდა დაგვიტოვო თავში ^_^

ხოდა, კარგია დასვნებისგან არეული რომ ხარ ^_^

სასიამოვნო გრძნობაა ხო? <3

Kate said...

კი ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.

ხო, ანუ "იყო და არა იყო რა" არ შემიძლია. ნერვები არ მაქვს სამაგისო.

Nina Gorecki said...

ჩამოხვედი? :) ბენვენუტო ბექ :)) იმედია კარგად დაისვენე..

Kate said...

კი ჩამოვედი.
ისე მაგრად დავისვენე, რომ სიტყვებიც კი არ მყოფნის.

Keti said...

მთავარია, კმაყოფილი ჩამოხვედი :)

ისე, თანმიმდევრული მოყოლა თანმიმდევრულად წერისას უფრო გამოდის, როცა მაგალითად დღის ბოლოს წერ დღის ამბებს
მერე ერთბაშად ძნელია

Kate said...

ხო აი ზუსტად.
იქ არ მქონდა ფურცლის და ბლოკნოტის მაგვარი არაფერი. არადა ძალიან მინდებოდა წერა, მაგრამ ვერ მოვახერხე ბლოკნოტის ყიდვა.

თეკლა said...

kate gamixarda sheni "la voyage"-is ambavi da agretve iq kargad gatarebuli drois shesaxeb rom gavige.mindoda momewera rame shentvis,albat imitom rom marto shen kitxulob chems blogs :) chemi dis garda :) da tan imitom rom ar minda chems blogze wakitxulma postebma sul mtlad dagakargvinos siyvarulis rwmena.da saertodac sheidzleba siyvaruli cxadad ar chandes..bevri iseti wyilic arsebobs, romlebic ertmanets ar etamashebian da gulwrelad uyvart ertmaneti..me mjera amisi,miuxedavad imisa rom imedi gamicruvda..wminda siyvaruli mainc arsebobs,mxolod is modis simshvidit da ara agelvebit(rogorc me damemarta)..ase rom sityva gamigrdzelda da tan titqos gaugebrad chamovyalibdi,magram es mindoda momewera shentvis :)

Kate said...

დიდი დიდი მადლობა.
კი, მე შენს ბლოგს სულ ვკითხულობ.
მაგ საკითხს რაც შეეხება, არვიცი. მართლა არვიცი და ახლა არც მინდა ვიცოდე რამე.

თეკლა said...

მართალი ხარ.ყველაფერს თავისი დრო აქვს :) პ.ს.დიდი მადლობა შენ :)

Kate said...

მადლობა მე კი არა, შენ :*****