ხო, გუშინ კონსტიტუციის ქუჩაზე რომ არის "კან-ვენ-სნეულ-დერმატ-რაღაცა" (ვერ დავიმახსოვრე სახელი) იქ ვიყავი პროფესორ ალეკო (ალექსანდრე) კაციტაძესთან. რაღაც მალამოები ერთმანეთში (მათ შორის ერთ-ერთია ბავშვის კრემი) და ის წაისვიო. და კიდევ რაღაც წამალი დალიეო. ერთხელ დამხედა მხოლოდ და წადი შაქრის ანალიზი აიღეო. აუუ, მე ხომ ნემსს ორგანულად ვერ ვიტან, თან ექთანს ვეუბნები ერთი წლის ავიღე ანალიზი ზუგდიდში და 88 მქონდამეთქი. მან ყოვლად უშინაარსო სახით: "არვიცი, ახლაც უნდა აგიღო". მართკუთხედის ფორმის რაღაც ნივთის ერთი კუთხე ჩამასო თითში (მართლა ჩამასო). მერე ის რაღაც აპარატში ჩადო და აპარატმა გაჭედა. ნუ რათქმაუნდა ჩემზე უნდა გაეჭედა
. უი, თავიდან უნდა ავიღო ანალიზიო
, ამიღო სხვა თითიდან. ცოტა მომატებული მქონია, მაგრამ არაფერი საგანგაშო, ნორმაში მაინც ვჯდები
. მერე შემიყვანეს ისევ ბ-ნ ალეკოსთან, ოღონდ ამჯერად კაბინეტში. კითხვები დამისვა ხოდა მოკლედ ის, რომ არაფერი არ გჭირს, უბრალოდ შენ თვითონ გაქვს ნაწვალებიო. აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარო. რეცეპტის პურცელს, დიეტის ფურცელიც მოაყოლა, თანხა გადავიხადე და ფრიად კმაყოფილი წამოვედი. გზაში დიეტის ფურცელს ვკითხულობდი და სიცილი ამივარდა
. ისეთი რაღაცეები არ შეიძლება, საერთოდ არ უნდა მივდიოდე იტალიაში. საწებელი არაო, ტომატი არაო, ძეხვი არაო. აბა იტალიური პიცა როგორ ვჭამო??? ცარიელი ცომი??? ან სპაგეტი უსოუზოდ???
ნუ მოკლედ არ ვაპირებ დაცვას. დაე კუჭმა და კანმა ერთად მაგინონ (ნუ აქამდე მხოლოდ კუჭი მაგინებდა, ახლა კი - კოლექტიურად). დღეს პსპ-ში გადავედი, ბავშვისთვის რაღაცეები უნდა მეყიდა. ჩამოვთვალე ეს, ის, ეს, ის და ბოლოს დავამატე: "და რამე უბრალო, იაფფასიანი ბავშვის კრემი"-მეთქი. ფარმაცევტს თვალები გაუფართოვდა და სათვალის ზემოდან ამომხედა. იფიქრა ბავშვისთვის იაფფასიანსა და უხარისხოს რატომ ყიდულობსო. მაგრად ვიხალისე
.მერე ავუხსენი ჩემთვის მინდამეთქი. ნუ მოკლედ. მთავარი ისაა, რომ სრულებით ჯანმრთელი ვარ და არაფერი მჭირს.ხვალ უკვე უნდა ნელ-ნელა გადმოვიღო ტანსაცმელი.
ეს ის.
იმედია არაფერი დამრჩება.
თუ რამე მოგაფიქრდათ, შემახსენეთ კომენტარის სახით.
მინდა რამე წიგნი ვიკითხო გინდ თვითმფრინავში, გინდ - რავიცი. სადაც დრო მექნება.
ვფიქრობ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" წავიღო თუ ფრედის "99 ფრანკი" ან არვიცი, აქაც მჭირდება რჩევა. თუ არ დაგეზარებათ, იქნებ მირჩიოთ.
დღეს 27-ია უკვე.
28 - წვრილმანი საყიდლები, ლინზები, მზის დამცავი რომელი ვიყიდო თაას უნდა ვკითხო.
29 - ჩავალაგო ყველაფერი. თან ისე, რომ 15 კილოზე მეტი არ იყოს.
30 დღე - მორალურად მოვემზადო იმისთვის, რომ უნდა ვიფრინო და უნდა გადავიდე უცხო ტერიტორიაზე.
30 საღამო - უნდა ვინერვიულო და ამის ფონზე კბილები კანკალს დამიწყებენ. დაველოდო როდის გადასცდება ღამის 12 საათს.
31 გამთენია - ღამის 2 საათზე აეროპორტში უნდა ვიყო. რეგისტრაცია: მგონი 03:00, ჩასხდომა: 04:00, მიუნჰენი: 05:55, ჩასხდომა: 13:05, კალიარი: 15:00
მიუნჰენის აეროპორტში უნდა ველოდოთ მთელი 6 სააათი
, იქნებ სადმე გავიდეთ ორ ნაბიჯში და ვჭამოთ რამე
. იქნებ მიუნჰენში ლუდსაც გამოვკრა ხელი
.ესეც შესაბამისი სიმღერა.
მთელი დღეა ამ ვიდეოს ვუყურებ და ვცეკვავ.
ეს ზუსტად ის სიმღერაა, რომელსაც ჯუდ ლოუ და მეთ დეიმონი მღერიან "Talented Mr. Riply"-ში.
ესეც აგერ, თუ მოგინდათ:
![]()



26 კომენტარი:
აააა,მიუნხენიოო? :შ :შ <3
^_^
რა მაგარია, მეც მინდა ასეთი მზადება :შ
გილოცავ, გილოცავ და კიდევ გილოცავ ^_^ :**
ხოდა სელენჯერის თამაში ჭვავის ყანაში წაიღე, ძალიან მაგარია <3
ვაიმეეე, FUCK, SHITTTTT. მაგ დღეს გამოცდა მაქვს, თორემ დაგადგებოდი. :D
არ ვიცი ოღონდ ზუსტად,ტერმინალს გარეთ გამოგიშვებენ თუ არა...
იქით გზაზეც თუ მაგხელა შუალედი გექნა, გამოვალ :P
გიო - აი მალე შენ წასულიყავი. სულ მალე, სულ სულ. მართლა გულით გეუბნები მაგას. :********
სელინჯერი ხო??? არ მაქვს წაკითხული და ...
კიტო - იქით გზაზე ვენის გავლით ჩამოვდივარ. გოგოოო, იქნებ გამომიშვან. აი ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი სიამოვნებით გნახავდი.
იქნებ მოახერხო რამენაირად.
გოგო, შენ კი გამოგიშვებენ, მაგრამ ჩემიდან აეროპორტამდე მინ. 1 საათის გზაა და გამოცდა მაქვს მაგ დღეს :S
მამენტ, შეიძლება არც გამოგიშვან :S
რამდენი საათი გაქვს გამოცდა??? :(((
დიიიდიი მადლობა ^_^ :**
ხო სელინჯერი ^_^ ძალიან მაგარია ^_^ <3
მშუუუუუუუუუუუუუუუურს:*
visTan eratad midixar qet? marto?
keeeeeeeeeeeeet mec minda italia :(:(:(:(:(
chem guls gatan :(
the bote :P
ქეთ, გამიხარდა ეს პოსტი :***
მგონია, არაჩვეულებრივი დღეები გელის, დაწვრილებით მოგვიყევი :)
პირველად უნდა იფრინო, ჰო? ესაც მიემატება შთაბეჭდილებებს :)
ალეკოზე ძლიერი დერმატოლოგი საქართველოში არ არსებობს, მე უკვე ორჯერ გადამარჩინა
@clown - :*****
@უბრალოდ - მეც საკუთარი თავის :D :D :****
@ანუშკა - ერთ თანამშრომელთან და იმის დაქალთან ერთად.
@ბოთე - შემდეგში იჩალიჩე მაგაზე. მიმაქვს შენი გული.
@ქეთი - კი, აუცილებლად ყველაფერს მოგიყვებით. კი, პირველად ვჯდები თვითმფრინავში.
@ანა - კი, მართლა ძალიან ძლიერი დერმატოლოგია.
ქეთ, ამ ღამეს მიფრინავ, ჰო? :) გამგზავრებისწინა განცდები.... წარმომიდგენია :*
ქეთ - კი, ამ ღამეს და ვაიმეეე. :D :D :D
ყველაფერი შესანიშნავად იქნება! :)) ბედნიერი მგზავრობა და დასვენება! :**
დიდი მადლობა.
ერთადერთი რაზე ვნერვიულობ, რეგისტრაციაა. იმდენი რაღაც არ შეიძლება ხელ-ჩანთით ან თუნდაც ჩემოდნით, რომ მეშინია რამე არ წამყვეს შემთხვევით.
უჰ..
იმედია, არ გაგაწვალებენ ასეთი საკითხებით.
რა კაი პონტში იჩითები... მშურს :D
:))))
აბა როგორ ხარ? ჩახვედი ?
სასიამოვნო დროის გატარაბე და რამეებს გისურვებ.
მალე ჩამოდი რაააა :(:(:(
გნათია
ჩამოვედი დღეს დილით.
28 - წვრილმანი საყიდლები, ლინზები, მზის დამცავი რომელი ვიყიდო თაას უნდა ვკითხო.
Ratom ar mkiTxe?
გოგო, რავიცი. რაღაც მომერიდასავით შეწუხება.
Спасибо понравилось ! Thanks !
Post a Comment