ქათამი არ დაფრინავს!!!

– მეზიზღება ყველაფერი, რაც დაფრინავს. მტრედი, ღამურა, ქათამი.

– ან, ქათამი არ დაფრინავს.

– ქათამი არ დაფრინავს???

და აქვე უნდა იყოს ისეთი სიცილაკი, რომელიც გამოხატავს ანკას სრულიად გაკვირვებულ სახეს, ბავშვურს და სახეს, რომელიც ელოდება რამე პასუხს 4 დანარჩენი ადამიანისგან.

– არა, ქათამი ვერ დაფრინავს.

– უი, არ ვიცოდი. და ხარხარი. ხარხარი, ისეთი, რომ თვალები გეხუჭება.

მიყვარს ასეთი შემთხვევები.

როდესაც ვზივარ სამარშრუტო ტაქსში და მთელ ხმაზე მესაუბრება ნუსა...

მივდივართ და არ ვჩერდებით. მთელი 10-15 კაცი გვისმენს და ჩვენ ეს აბსოლუტურად გვკიდია. ყოველ მეორე სიტყვაზე ვიგუდებით. "დადებითემოვცივდებით". და ვიღაც მგზავრი: "უკაცრავად დიდი ბოდიში,რომ გეჩრებით საუბარში, მაგრამ აი იცით რა მაინტერესებს..."

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრანსპორტში თანამგზავრი მეჩრება საუბარში.  

მისმენს მისმენს, ჩუმად მაინც მისმინოს.

მიყვარს, როდესაც დღე სავსეა სულელური, მაგრამ მაინც კურიოზებით.  

– აუ ისე ნეტავ ანა თუ გველოდება???

და უცბად ვიყინებით. ამ მომენტში ნუცას საბოლოოდ ვუტყდები იმაში, რომ მასპინძლისთვის არ დამირეკავს და არ გამიფრთხილებია, რომ მივდივართ.  

– აუუ, მოგკლავ.

– არაუშავს, თუ სახლში არ დაგვხვდა, სადმე შევიდეთ, ბოლო–ბოლო.

ანუკა კარს გვიღებს. გაკვირვებული.  

– ან, ხო გველოდი??? – კი, შემოდით. არ შევდივარ. – ხო მართლა გველოდი???

– კიიიი, შემო.

– აბა რატომ გაქვს ასეთი სახე??? 

– ვაიმე, შემოოო.

და ყველაზე sweet ადამიანი მთელ "სამაინცეთა" შორის.

უთბილესი არსება. თავისი სინაზით, სიცილით. ხმით. ბაბისა.

მალე ნასწიკაც შემოგვიერთდა და დავიწყეთ.

რა??? 

რა და ის, რასაც უბრალოდ ვერ ავსახავ სიტყვებით. მეორეჯერ ვარ ანასთან და ვგრძნობ, რომ მისი სახლი, სტუმრები, აურა, სიტუაცია რაღაცას მიშვრება. ამდენი ძალიან დიდი ხანია არ მიცინია. პროჟექტორი, რომელშიც ვნახეთ ძალიან ლამაზი თუთიყუშები. მეგობარი ბლოგები... სიმღერები.

და დუდი. არა, ეს ასე არა,  

"აუ დუუუუუუუუუუუდ, მოდი რა"

და ისევ ჩვენი ხარხარი.

მართლა დიდი ხანია ამდენი არ მიცინია.


მანამდე 3 დღით ადრე ნუცას დაბადების დღე. ნუცამ დაწერა თავის პოსტში.

"ჩემი დაბადების დღე უკვე სხვა ისტორიაა. ზუსტად ისეთი დღე იყო, როგორიც მე მინდოდა და ჩაფიქრებული მქონდა. მარტო ჩემი ახლობლები, ბევრი სასმელი, ბევრი მუსიკა, გართობა, არეულობა, სიგიჟე, ცეკვა, ყირაზე გადასვლა, ჩემი ახლანდელი 'ის', რომელთანაც მსიამოვნებს ურთიერთობა...დღესაც კი მგონია რომ სიზმარი იყო, ფაქტიურად რაღაც მონაკვეთები არც მახსოვს ამ დღიდან და თანდათან ვაკეთებ აღდგენას." ხოდა ამ ფრაზებს ერთ დიიიიდ + ს ვუწერ, იმიტომ, რომ ვეტანხმები. და მთავარი, ეს ის დღე იყო, როდესაც შევცვალე რაღაცით. მეორე დღეს ნუცა ჩემთან და გახსენება ვინ რას, როგორ და რატომ შვრებოდა. ლოგიკის შეგრძნების გარეშე.

მეტი რა დავწერო არვიცი.

მართლა დადებითად ვარ და რაღაც ისე ვარ.

მიყვარს ჩემი თავი ასეთი და იმედი მაქვს, რომ სხვასაც ვუყვარვარ ხოლმე ასეთი.

თუმცა იმედი მაქვს, რომ სხვას ყველანაირი ვუყვარვარ.

და მთავარი, რომელიც შენ გეხება, ვინც არ უნდა იყო მონიტორის მეორე მხარეს...

მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ.

თქვენი მე.

თქვენი სიზმარი ვარ


ვწერ იმას,რასაც არ ვწერ ხოლმე ჩემთან… იქ მე ვცხოვრობ,ჩემები მსტუმრობენ,იმათ თავიანთი მე ყავთ და არ მიყვარს,როცა ვიღაცას ვიღაცას ართმევენ,ან უცვლიან. . .ამიტომ მეც არ ვუყალბებ ,,ჩემებს'' თავიანთ მეს...

არ ვიცი როგორი ვარ რეალური მე. . .ვიცი რომ ყველა ისეთი ვარ,როგორებიც ჩემ გარშემო თქვენ და ჩემები. . .

უკვე ბევრს ვსვამ ,ბევრს ვეწევი,მგონია რომ ზომაზე დიდი მკერდი მაქვს და სულელური ახირებები.. . კიდე,სულ რაღაცას ვუსმენ,როცა არ მყავს ვიღაცა,ვისაც მოვუსმენ, ვფიქრობ და ზოგჯერ მომწონს ის,რასაც მოვიფიქრებ ხოლმე. . .

მაგრამ როცა რამეს მეკითხებიან,ვეუბნები რომ ფიქრი მეზარება და არ ვიცი. . .უბრალოდ არ ვიცი ხოლმე,უნდა ვთქვა თუ არა ის,რისი თქმაც მინდა. . .
მე ვამბობ,რომ ადამიანებთან ურთიერთობის ასაწყობად საუკეთესო საშუალება -გულწრფელობაა. . . მე ზომაზე მეტი დრო დამჭირდა მეთქვა ჩემი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანისთვის რო ქრონიკულად მადებილებს,ქრონიკულად დავატარებ და მშვიდად ვარ. . .
რამდენიმე დღის წინ ვამბობდი,რომ არსებობს ფაზა,როცა ვიღაცით აღფრთოვანებული ხარ და ყველაფერი გჯერა,არსებობს ფაზა,როცა აღფრთოვანება ქრება და იდიოტად გრძნობ თავსაც და სხვებსაც და ფაზა,როცა შენ უკვე აღარ ხარ იდიოტი და აფსოლუტურად მშვიდად ადამიანებს გრძნობ. . . მე ყველა ფაზაში მყოფი ურთიერთობები მაქვს და საერთოდაც, ვგიჟდები თუნდაც უაზრო ურთიერთობებზე,იმიტო რომ არ არსებობს არაფრის მომცემი ურთიერთობა. . .
მაგათზე დაკვირვებით ვსწავლობ ზუსტად იმას,რაც მე მჭირდება მშვიდი ცხოვრებისთვის,მშვიდი სიყვარულისთვის და იმისთვის რომ ადამიანებთან მისასვლელად შუქნიშანს კი არა,ცისარტყელას შევხედო. . .
იქ ყველა ფერი ერთად ანთია და შენ უნდა გადაწყვიტო საით წახვალ და ინანებ.. . .
არადა,არ ინანებ,თუ იცი,რომ არსებობს მშვიდი სიყვარული,თუ გაქვს,სახლი,რომელიც მოგენატრება და კიდე ადამიანები,რომლებიც გეუბნებიან,რომ შენ გარშემო გაცილებით ბევრი ფერია,ვიდრე ცისარტყელას აქვს და არ არის აუცილებელი წვიმის მერე მზეს დაელოდო,ისედაც შეგიძლია სიყვარული. . .არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვიზრდებით,მთავარია ერთმანეთისთვის ვიზრდებით და რომ ზოგჯერ ძალიან კარგია,როცა ხვდები რო მ საკარისად ხშირად არ ამბობ მიყვარხარ-ს. .. და უფრო ხშირად და უფრო მეტად გიყვარს,ვიდრე იტყოდი. . .
მიყვარს ლუდი,ყველაფერი სველი და ,,ჩემები’’...
წერაც და დილის ძილიც. . .
თქვენი სიზმარი ვარ,ყველას გილექავთ,მერე გნახულობთ,დილის პირველ ყავამდე მახსოვხართ და მერე მეორე ჭიქას ვიდუღებ. . .


პ.ს. მეორე მოწვეული პოსტია ჩემი ბლოგერობის განმავლობაში. . . ეს უფრო არაფხიზელმა დავწერე,ვიდრე წინა. . .უბრალოდ,ზოგჯერ მართლა ძალიან მჭირდება ტაიმ-აუტები ბევრი სითხით,ბედნიერი სახით და იმის შეგრძნებით,რომ ვიღაცეები ძალიან,ძალიან მიყვარან. . .
არაფერი არ შემიცვლია აბსოლუტურად შეგნებულად,ჩემ გუშინდელ თავს ვერ გავაყალბებდი. . .
ბედნიერად
ნასტასია



წინადადება, რომელმაც ამ წამს დამარტყა...

წინადადება...რომელმაც დამარტყა თავში ამ წამს...
ხოდა ახლა ვფიქრობ...
რომ ისა და ესა ვქნა...
კიარადა...
ახლა, როცა უფრო მეტს ვფიქრობ...
მით უფრო ვხვდები ყველაფერს...
და მას მერე, რაც მე ახლა მთვრალი ვარ...
ლუდით :D
მაგრამ მაგას რა აზრი აქვს...
კიარადა მნიშვნელობა...
ხოდა ბარემ მთვრალი ვარ...
უ–აზრ–ო...
მკიდია...
საერთოდ...

დღეს თმები შევიჭერი...
კიარადა ეს რა შუაში იყო...

ისიც მკიდია, რომ აღარ შემიძლია უკვეეეეეეეეეეეე...
ისიც მკიდია, რომ საითაც არ უნდა გავიხედო, ყველგან ლანდია..
მისი...
პურის მოსატანად ვერ გავსულვარ..."პოპულში"...
მისი ძმაკაცი – სად დაიკარგეო...
სამსახურში ვერ მივსულვარ...მისი კარის მეზობელი მოდის რაღაც პირად საქმეზე და უყურებს ტაბელს, სადაც ჩემი ვინაობა წერია...
და ამის შემდეგ მეკითხება – შენ ქეთი არ ხარო?!
თუ კითხულობს, რაღას მეკითხება.
სამსახურის ჩეთში ვეღარ შევსულვარ... ვიცი იქაა...
სახლში ვეღარ ამოვსულვარ... "მარშუტკიდან" დედამისი და და ჩამოდიან...
მეგობრის facebook-ზე ვეღარ შევსულვარ, მისი სურათი დევს...

და მერე თემო, ჩემი ახლობელი თანამშრომელი მომწერს ჩეთში, რომ მე ფსიქოლოგი მჭირდება...
მერე პრანკსა მეტყვის, რომ "აუ შენ რაღაც ძალიან ღრმა დეპრესია გაქვს..."
და ყოველი ფრაზის მერე მეტყვის...
"არა
არა
არა
არა
არა
არა
მომისმინე...
ეგრე არ არის...
ისე არ არის, როგორც შენ აზროვნებ...
მომისმინე რა...
გთხოვ რა...
მე დაგეხმარები...
ესეც გაივლის...
დამიჯერე გაივლის..."
და მერე უფროსი სერიოზულ შენიშვნას მომცემს: ქეთი, ეგეთი სახით ნუ ზიხარ, გადამდებია. რა არის ეს"
და მერე ლექციაზე მისულს ნათია მეტყვის: აუუუუ, კარგი რა, ნუ ხარ ეგრე. სულ სიკვდილზე ნუ ფიქრობ"
და მერე სახლში მისულს დედაჩემი მეტყვის: შენმა თანამშრომლებმა იციან შენ სულ სახე რომ ჩამოგტირის და ხმას რომ არ იღებ???"



მე კიდევ კარგი მთვრალი ვარ...
ერთი კათხა ლუდი და ეგაა...
გულახდილობის პიკი...
"შტო უ ტრეზვავა ნა უმე, ტო უ პიანავა ნა იაზიკე"
რაც კი რამე შეიძლება რომ ვთქვა, აგერაა...
და არ დამაჯეროთ, რომ ფხიზელი და მთვრალი ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია. 

და ამ ყველაფრით მე ორ სიტყვას ვეწინააღმდეგები...
და ეს ორი სიტყვაა: "მე მკიდია"
არაფერიც არ მკიდია...

ნუცას დაბადების დღეზე ვარ და ხალხი გიჟობს..
მაგრად ვერთობით.
მჭირდება გადართვა.



არ დამაჯეროთ, რომ სიმთვრალეში ადამიანები იცვლებიან.
არ დამაჯეროთ, რომ თუ ადამიანი კარგია სიფხიზლეში, ის სიმთვრალეში სიყვარულის ახსნას არ დაიწყებს.
არ მითხრათ, რომ თუ ადამიანი იდიოტია ცხოვრებაში, ის გამაბრუებლის მიღების შემდეგ სასიამოვნო გახდება.

ეს რა შუაში იყო ახლა...

უბრალოდ აქ ზოგს გართობა სხვანაირად ესმის...


და მოკალათებული ბარის დახლთან.
ლეპტოპის კლავიშები ეხებიან ანაზდად ჩემი 8 აქტიური თითის ბალიშებს...
2 ნეკას ვასვენებ.
დიჯეის მოვალეობას ვითავსებ.

ხო, კიდევ რაღაც, მაგრამ არვიცი.



რა შუაში იყო და ახლა ეს სიმღერა გამახსენდა...
კიარადა ტექსტი...

If you leave me now, you'll take away the biggest part of me
If you leave me now, you'll take away the very heart of me...




კიარადა ეს სიმღერა ყოველდღე უკვე....

Where is my love
Where is my love
Horses galloping
Bring him to me...

კიარადა...

გვიანია...

It's too late...






ასტრალში გავედით...

მისამართი დაზეპირებული უკვე...
კუდა ჩეთში...
"მოდიხარ დღეს?"
"კიიიიი...
მაგრამ ჩათვლა მაქვს და დამაგვიანდება"
ასეც არის...
სამსახურის შემდეგ ლექცია...
კიარადა ჩათვლა...
კიდევ კარგი წერითი...
და კარგად ვახერხებთ გადაწერას...
დამთავრდა...
რატომღაც ჩემი ჯგუფელი გიორგი მეტენება...
"შენ გეტყობა კარგ პონტში მიდიხარ და წამიყვანე რა"...
"ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და შენ როგორ წაგიყვანო?!"
მივედი...
ჯერ სამარშრუტო ტაქსში ავეტორღიალე ერთ ლამაზ გოგოს...
"უკაცრავად ესა და ეს კორპუსი როგორ ვიპოვო???"
ის დაახლოებით მიხსნის...
რატომღაც მინდოდა, რომ ლამაზი გოგო უფრო მეტად გათვითცნობიერებული ყოფილიყო თავის საცხოვრებელ ადგილში.. მაგრამ არა...
არადა ძალიან მოვიხიბლე მისი თმებით...
ერთ დეციმეტრში რომ რამდენიმე ბრუნს აკეთებენ...

Candy–ისთან დარეკვის შემდეგ კორპუსი ვიპოვე...
შევედი სადარბაზოში...
elevator...
როგორ არ მიყვარს ფასიანი ლიფტები...
"გეპეი"–ს ჟუჟუნა ბებოს ლიფტი გამახსენდა ხოლმე.
მაგრამ ბინების ფასიანი ლიფტები უფრო ნაგლები არიან...
ჟუჟუნა ბებოსთან ჩხუბის შემდეგ მაინც ხერხდება მე–7 სართულზე უფასოდ ასვლა...
ავედი...
დავაკაკუნე...
"ვინ არის???"
ჯანდაბა რა უნდა ვუთხრა...როგორ უნდა მიცნოს...
"აამმმ, Kate ვარ..."
კარიც იღება.
ახალგაზრდა ქალი...
თავზე თავშალ–წაკრული...
"დიახ" გაკრეჭილი სახე...
ისეთი გაკრეჭილი, რომ ძალაუნებურად მეც გამეცინა...
ვაკვირდები რამდენიმე წამის განმავლობაში...
და ფიქრები ამ წამებში "ანაა თუ არა...
ალბათ თმები რომ არ უჩანს, ვერ ვცნობ...
მაგრამ რაღაც საერთოდ ვერ ვცნობ...
იქნებ უბრალოდ ოჯახის წევრია..."
და ფრაზა...
"გამარჯობა... ეს პლატო, ეს კვარტალი, ეს კორპუსი, ეს სადარბაზო, ეს სართული..." – ზედმიწევნით ვკითხულობ მობილურში ჩაწერილ ტექსტს...
გოგონა უფრო იკრიჭება და მეუბნება...
"არა, ეს სადარბაზო არ არის, გვერდითა"
fuck...ასე დებილურად დაიწყო უკვე ეს საღამო...რატომ ვერ მივედი ზუსტად...არადა თავიდან ხომ სწორად შევედი სადარბაზოში... მერე რატომ გამოვედი და სხვაში რატომ შევედი. სულ 2 სადარბაზოა და რაღა მაინცდამაინც იქ შევდგი ფეხი, სადაც არ უნდა შემედგა...
ამჯერად სწორად ავედი...
ნეტავ ვინ დამხვდება... კუდას გარდა ვინ იქნება ნაცნობი...
მე ყოვლად სასწაულად გამოვიყურები...
გაწეწილი...
დაღლილი...
მაკიაჟ–ჩამორეცხილი...
სახე–ნაკაწრი...
არაკომფორტული კიარადა ანუ სამსახურის ტანისამოსი...
ცხვირამდე ჩამოფხატული ქუდი...
და ცხვირამდე "აფხატული" კაშნე...
გრიპი ახალი მოხდილი მაქვს და ვცდილობ თბილად მეცვეს...და გარეგნობაზე არ ვფიქრობ...
შეხვედრა ძალიან თბილი....
ვიცოდი, რომ ასეთი იქნებოდა...
აი ისეთია რა...
"ისეთი"...
რომ გინდება ბევრი ეფერო...
სულ ეფერო...
ფუმფულა ლოყებზე...
"ძალიან დიდი ბოდიში, თუ შეიძლება საჭირო ოთახში შევალ...თუ შეიძლება"...
ღმერთო, რა მარაზმია, სტუმრად მისული არ ხარ და უკვე ვეცე–ში შესვლა გინდა...
მაგრამ მხოლოდ მე ვიცი, რამდენი ხანია მინდა შესვლა...
სარკე...
მაგრამ რა აზრი აქვს, მაინც სასწაულად გამოვიყურები...
გამოსვლამდე მეშინია...
დღემდე სოციოფობია მჭირს...
თან ყველა გოგო...
რეალურად ბიჭებთან ურთიერთობა უფრო ადვილია...
მაგრამ საჭიროა დაძაბულობის მოხსნა...
ძველები:
კუდა...
მარი...
ნინი...
ახლები:
თაა...
ანი...
ნასტასია...
ნატალია...
და დუდი...

არ დავფიქრებულვარ, ისე ჩამოვუარე ყველა გოგოს...
ჩაბნელებულ ოთახში...
სადაც სენტიმენტალური სიტუაციაა გადამეტებით...
ყოველგვარი გნიასისა და ხმაურის გარეშე...
სიმყუდროვე...
არავინ ცდილობს იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ის ძალიან მაგარია...
იმიტომ, რომ რეალურად არავინაა მაგარი...
ყველანი რაღაცნაირები ვართ...
ჩვენი კარგით და ცუდით...

საერთოდ...
დავაფიქსირე, რომ ზიზღის გრძნობა მეუფლება იმ ადამიანის მიმართ, ვინც გამუდმებით "მარიაჟობს" და ცდილობს ყურადღება მიიქციოს ყოვლად უაზრო საქციელებით...
და თუ ვინმემ რაღაცის გამო შეაქო, მერე ეწყება განდიდების მანია...
და ბუზღუნს იწყებს მაშინვე, როგორც კი აფიქსირებს, რომ ყურადღება მოაკლდა...
ცდილობს ყოვლად უაზრო ვითომ ორიგინალური ფრაზებითა თუ იდეებით ყურადღება მიიქციოს...
ასეთ ადამიანს დაკომპლექსებულ ადამიანად აღვიქვამ და მერე მზიზღდება ხოლმე...
თუ საყურადღებო ხარ, ისედაც მიიქცევ ყურადღებას...
ეს რა შუაშია ასტრალთან, არ მკითხოთ...
უბრალოდ ლირიული გადახვევა...

კიარადა...
ეს იმიტომ, რომ იმის თქმა მინდოდა...
რომ ასეთი სიტუაცია არ იყო...
რაღაც საოცრად მყუდრო...
ზიხარ 8 ადამიანთან და არ ფიქრობ საკუთარ თავზე...
ინტერესდები მისი ცხოვრებით...
ისიც გიყვება...
არ მალავს...
არც დამალავს...
ეს ხომ ბლოგერების შეხვედრაა...


ბლოგი – დღემდე აუხსნელი ცნება ჩემთვის...
ზოგჯერ ვზივარ სადმე...
სამსახურში თუ ტრანსპორტში და ვფიქრობ რა არის ბლოგი ჩემი აზრით...
საუბარი არ მაქვს სოციალურ ბლოგებზე...
პირადს ვგულისხმობ...
მე არ შემიძლია ვწერო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მედიცინაზე, კომპიუტერულ ამბებზე და კიდევ ბევრს რამეზე...
არის მომენტები, როდესაც გაკვრით რაღაცას ვახსენებ. თუმცა იშვიათად.
არ შემიძლია 24 საათი ვწერო დეპრესიული პოსტები.
და ეს დეპრესია გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაც მამაკაცზე ვფიქრობ...
ეგეთ ბლოგებს აღარ ვეკარები...
თუმცა ალბათ მაინც რაღაცნაირია აქაურობა...
ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ჩემი პოსტები ძნელად გაიხსენეს.

დუდი...
ჩამოგვიჯდა, თამაში ჩართო...
შემებრალა თითქოს...
ადამიანი სამსახურიდან დაღლილი მოდის სახლში...
უნდა თავის გემოზე ჭამოს...
ფეხი ფეხი შემოდოს...
დაისვენოს...
თან რამდენიმე საათში აეროპორტში უნდა წავიდეს...
ხშირად მებრალებიან ხოლმე მამაკაცები, რომლებსაც უწევთ ქალების სმენა...
ამიტომაცაა ალბათ, რომ მამაკაცების კომპანია უფრო მიყვარს...

მაგრამ ესენი ისეთ გარემოს ქმნიან, რომ შეგიყვარდება ყველა...
საინტერესო ადამიანები...
ბევრი ღიმილი...
არავინ არავის არ აწყვეტინებს...
როცა ვიღაც არ გაცლის საუბარს, მერე უკვე სურვილი გეკარგება იმ ხალხში ყოფნის...
ბევრი სიცილი...
სასიამოვნო დეტალის გახსენება...
ყველა თავის სასიამოვნო დეტალს ყვება...
და უსმენ...
"თბები" ამბითა და ისტორიით.
ნაირ–ნაირი ამბები...
სურათები...
ოღონდ მე არ მაქვს, მარიამს აქვს დღემდე ჩემი აპარატი..
სამაგიეროდ ნასტასიას დრუნჩა...რომელსაც ხელში ვიგდებ...
ყველა სურათი ჩემი გადაღებული...
კადრს მიღმა დარჩენილი მე...

"ახალ წელს რას აპირებთ??? მოდი, რამე ვქნათ ახალ წელს"–ები...
"პიჟამო–party მოვაწყოთ"–ები...
იდეები...
გემრიელი რაღაცეები...
ნატალიას გამომცხვარი ნამცხვარი...
ღვინო უგემრიელესი...
არამარტო...

თითქოს ადრეც ვარ აქ ნამყოფი...
თითქოს ახალგაცნობილი არავინაა...
ისეთი sweet სიტუაცია...
ძალიან მიყვარხართ...
უკვე იმაზე მეტნი, ვიდრე აქამდე...

ეს ტექსტი წაიკითხეთ რა...
მიხვდებით ყველაფერს...
რასაც ვგრძნობ...
Join our group and you will find
Harmony and peace of mind
Make you better
We're here to welcome you

We're all on a journey to
Finding the real inner you
Make you better (make you better)
(We're here to welcome you)

Time stops still when
You've lost love

Happiness
How'd you get to be
Happiness
How'd you get to find
Love, real love
Love, love, love

Floating in the magic world
Donate all your money we'll
Make it better (make it better)
(We're here to welcome you)

We can see you troubled soul
Give us all your money we'll
Make it better (make it better)
(We're here to welcome you)

Time stops still when
You've lost love

Happiness
How'd you get to be
Happiness
How'd you get to find
Love, real love
Love, love, love

We'll be swimming in the sea
Of wisdom and serenity
Make you better

Happiness
How'd you get to be
Happiness
How'd you get to find
Love, real love
Love, love, love

ეს ის სიმღერაა, რომელსაც ვიდეოსაც უყურებთ ამ პოსტში...
:*
ანუ ამას...

ნახეთ ვიდეო და პოსტი თავიდან წაიკითხეთ.



კანკალი

ეს ის მომენტია, როდესაც გრიპი მქონდა...
დედაჩემმა დასკვნაც გამოიტანა ღორის გრიპი იყოო...
37...
38,4
38,9
39,4...
ეს ჩემი რეზონანსული ტემპერატურები იყო...
არვიცი...
ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე...
ხალხი კვდება ამ გრიპისგან და მე რა ჯანდაბად გადავრჩიმეთქი ვფიქრობ...
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი...
არვიცი რატომ...
ორშაბათს მოვედი სამსახურიდან და ...
კიარადა ანუ...
7 დეკემბერს...
ანუ გუშინწინ კი არა, იმის წინა ორშაბათს...
და ტირილი დავიწყე...
ტკივილისგან...
მაკანკალებდა სულ...
მიცახცახებდა ფეხები...
ძირითადად ფეხები...
და ტკივილები...
რა დიდი...
მერე ირაკლი მეხვეწებოდა თუ გინდა მასაჟებს გაგიკეთებო...
მაგრამ არ მიშველიდა...
თან მთელი სამეგობრო იყო ლამის შეკრებილი...
ირაკლის რომ მასაჟი გაეკეთებინა, ჭორს გასაქანი მიეცემოდა...
მაგრამ მაინც აზრი არ ჰქონდა...
ვაიმე რა საშინლად მტკიოდა...
ირაკლის შენს სახეს რომ უყურებდა, უნდა ეღრიალა...
და მე რომ ვუყურებდი მის სახეს, ვხედავდი როგორ ცდილობდა გავეღიმებინე...
მინდოდა ვინმეს სხეული დაეგლიჯა ჩემთვის...
არადა სულ იმით ვბაქიბუქობ, ფიზიკურ ტკივილს ვიტან...
მორალურია რომ განადგურებსმეთქი...
მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო...
ჩემი და მეკაიფება ბაღლინჯოს გრიპი გჭირსო...
მართლა გადავრჩი რაღაცნაირად.

რა შუაში იყო ახლა ეს 10 დღის წინანდელი ამბავი არვიცი...
უბრალოდ ბლოგი მომინდა...
მიყვარს, როდესაც მას ვეხუტები...
სითბო მოდის მისგან...
ისეთი... როგორი სითბოც ყველასგან მინდა ხოლმე...
მიუხედავად სქესისა...
ასაკისა...
რელიგიური მრწამსისა...
სექსუალური ორიენტაციისა...
ადამიანია, ცხოველი თუ საგანი...
ან ეს რა შუაში იყო...
კიდევ დავიბენი...

fish...





Kate's Zodiac Sign is Pisces - yep. I know that
Pisces (February 20 to March 20). - yep. 6th of the craziest month ever.
Your symbol is The Fishes.- yep. the most silent creature ever.
Your element is Water.-yep. I drink it as much as possible. I adore rain, sea, snow, ice. I drink hot tea with ice in it.
Your ruling planet is Neptune.-yep. But I thought Pluto was mine.

Qualities of Pisces are:
Compassionate, - შემბრალებელი... კი ნამდვილად ვარ.
Selfless, – ხო ესეც. თუმცა ვცდილობ ნაკლებად ვიყო.
Sympathetic, – ნუ ეს არვიცი. არ ვფიქრობ ხოლმე ამ საკითხზე.
Artistic, – აუ კი, ვცდილობ ამ თვისებით გავალამაზო ცხოვრება. ჩემიც და სხვისიც.
Intuitive, – კიიიიი, ინტუიცია მაქვს საოცრად განვითარებული.
Carefree, – არა, უზრუნველი ნამდვილად არ ვარ.
Imaginative, – კი, ძალიან. ზუსტად ჩემი წარმოსახვის დამსახურებაა, ჩემს მიერ გამოგონილი ადამიანები რომ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში. მერე მათ შესახებ ბლოგში ვწერ ხოლმე.
Joyful, - კი მხიარულიც ვარ.
Free-Spirited,– ესეც.
Sensitive, – ოოოოოოოო... ჩემი დახასიათება ამით იწყება!!!!!!!!!!!!!!!!
Interpretative, – ამაზე არ მიფიქრია. არვიცი. ისე რაღაცის ახსნა ძალიან მიყვარს.
Understanding,– კი, გამგებიც ვარ.
Easygoing – კი, ჩემთან ურთიერთობა მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ვარ.
& Charitable – ეს იგივეა, რაც პირველი იყო. კი ვარ.

About your love life:
You are a passionate kisser. –
You have a lot of sex appeal and are a wonderful lover. - ოხ, ოხ, ოხ, ოხ, ოხ.

You are more compatible with:
Pisces, – აი ეს არის ყველაზე რთული,რომ თევზებს გაუგო. თუ თევზებისნაირ ცვალებად ადამიანს გაუგე, ჩათვალე, რომ მაგარი ხარ. მეე??? მგონი ჯერ არ შემიძლია მეორე ჩემნაირის გაგება. ჯერჯერობით მაინც. მაგალითად ჩემი დეიდაშვილი.თუმცა დიდესი და ალასი მესმის ძალიან კარგად. არაჩვეულებრივადაც კი.
Virgo, – არანაირად. მეც მეგონა, რომ კი. მაგრამ რამდენიმე თვის წინ მომხდარმა ჩემთვის მძიმედ გადასატანმა ფაქტმა მაჩვენა, რომ არა. მითხრეს კიდევაც, ქალწულთან როგორ იყავიო. თევზები და ქალწული ერთმანეთისგან შორს არიან ცა და დედამიწასავითო.
Cancer, – ერთი ადამიანი, რომელთანაც ახლახანს დავიწყე ურთიერთობა. ჯერჯერობით კარგად ვარ. თუმცა ჯერ ისე ახლოს არ ვარ, რომ შეწყობაზე ვთქვა რამე.
Scorpio, – კიიი, მორიელი კი. მარიამი (ლილიანი). არის რაღაცეები, რაც არ მომწონს მასში, ისევე როგორც მას ჩემში. მაგრამ მგონი მაინც კი. აგრეთვე ბაკო. ძალიან საყვარელი ადამიანი. ზოგადად მიყვარს მორიელი ადამიანი. "ისეთია" რა. ჩემებური.
Capricorn. – 22 დეკემბერი. პრანკსა. თუმცა იგი ფრიად კიდეში არის მშვილდოსანსა და თხის რქა შორის, მაგრამ google–მა 22 დეკემბერი თხის რქაში ჩასვა, ასე რომ... ხოდა, ადამიანია, რომელსაც ბრწყინვალედ ვუგებ და ვეწყობი. my person. უზომოდ მიყვარს და გვერდით მყავს. ნუცა (ვამპირია, indie girl) ჩემი საყვარელი ადამიანი. ვიცი, მუდამ ჩემთან არის. თითეული მისი ჩახუტება სიცოცხლის მომატებაა.

You are less compatible with:
Leo, – ხო, ლომთან არ შემიძლია ახლო ურთიერთობა. ლომი ძალაუფლების მოყვარულია და მე არ შემიძლია ასეთი ადამიანის გაძლება. სულ ცდილობს ლიდერი იყოს. თევზებს კი ეს საშინლად არ სიამოვნებთ.
Gemini, – ჩემი და. აშკარად სრულიად სხვადასხვა ადამიანები ვართ. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები, როგორც გარეგნობით, ასევე ხასიათით, ქცევით. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მეორე ზოდიაქოთი მე კატა ვარ, ის კი – ძაღლი. დასკვნები თქვენზეა. და მიხარია ის მცირე საერთო შტრიხები, რაც მასთან მაქვს. თუმცა მაინც ვიცი, რომ ერთმანეთთან მაინც მუდამ, მთელი 22 წელი წინააღმდეგობაში მოვდივარ. მამაჩემი. კოპიო ჩემი და. თუ პირიქით. მამაჩემის იმაში ვგავარ მხოლოდ, რომ ორივეს სქესი – მამრობითია.
Aries, – დედაჩემი. ჩვენი ხშირი კამათები ასახულია იმაში, რომ ხშირად საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის. მაგრამ "ხშირად" არ ნიშნავს "ყოველთვის"–ს.
Taurus. – დეიდაჩემის გარდა ვერავინ გავიხსენე. ვერ ვეწყობი.

Your lucky color is Sea Green or Turquoise. – მართალია.
Your lucky stone is Aquamarine. –კი, ძალიან მიყვარს ეს ქვა.
Your lucky day is Friday. – ნამდვილად. ძალიან მიყვარს დღე იგი პარასკევი. თუნდაც იმიტომ, რომ პარასკევს დავიბადე.
Your lucky number is Three or Six. 3–იანი არვიცი, მაგრამ 6–ში ვარ დაბადებული, ასე რომ...
Your lucky metal is Tin. – კალა??? არვიცი, პირველად მესმის.