






შენი და გააუპატიურეს და 8–ჯერ მძიმე ჭრილობა მიაყენეს დანით, მკვლელმა იქვე მდინარის ნაპირას სრულიად დასახიჩრებული დააგდო, მისი ქმარი კი – ქმრისავე მეგობარმა არ დაინდო, როდესაც ორივე მთვრალები გამოვიდნენ ბარიდან. საერთო ნამდვილად გაქვთ. ორივეს საყვარელი ადამიანი მოგიკლეს, თქვენ კი ერთმანეთს მაშინ ეცნობით, როდესაც ერთსა და იმავე ადგილას დადიხართ... დახმარების ცენტრი და სასამართლო... საერთო სხვა რამეც გაქვთ... ცდილობთ ამ მძიმე ტრავმას გაუმკლავდეთ, ამას კი ერთად უფრო ადვილად ახერხებთ. მართალიცაა. შენი დისშვილი შენს დას ჰგავს, დედაშენი – კი თავისებურად ცდილობს ეს ყველაფერი გადახარშოს. ხშირად იღიმის, ან უბრალოდ ხშირად ცდილობს გაიღიმოს. შენ ეს უფრო ძნელად გამოგდის. ის კი თავისი ქმრის სასამრთლოებზე დადის და ამასთანავე ქორწილების ორგანიზატორია. თან შვილი ჰყავს, რომელიც ყრუ–მუნჯია. და რთული და ემოციურიც.
ტირილი ორივეს ხშირად გინდებათ, თუმცა თავს ორივე ძალას ატანთ. პირველი იმას უნდება შენთან ყოფნა, თუ შენ, მაგას დიდად არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ერთად ხართ. მაგრამ მისი ყრუ–მუნჯი შვილი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
9/10
ქორწილის შემდეგ...
კარგი იყო :)
მაგრამ რათქმაუნდა ქართული იყო...
კიარადა... ანუ "ქართული"...
კიარადა... ანუ ხომ მიმიხვდით, რასაც ვგულისხმობ.
ხოდა ამ "ქართველობის" პირობებში, კარგი იყო...
თავისი Feierwerk-ითა და მთაწმინდის პარკში ხელის მოწერით.
იმაზე ორიგინალური იყო, ვიდრე მეგონა, რომ იქნებოდა...
მაგრააააააააამ...
ყველა ნათესავმა იმენა არვიცი რა მიქნა რა...
კიარადა... ანუ მე კი არა, ჩემს ტვინს...
თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, თუ როგორი განწყობით მივედი საერთოდ მაგ ქორწილში, ნუ მოკლედ.
სანათესაო: "ქეთუნა, შენღა დარჩი," "ქეთუნა, ახლა უკვე შენი დროა", "შენ არ აპირებ???"
საუბარი თვით სიძესთან...
"დათ, ძალიან მაგარი იყო ეს ფეიერვერკი, ძალიან კარგად მოგინდომებია."
"შენს ქორწილში უფრო მეტად მოვინდომებ."
აააა, ნუ კარგით რა... რა საჭიროა ასეთი განცხადებები...შემეშვით რა...
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ არ ვაპირებ გათხოვებას!!!!!!!
– მეზარება. და არც მინდა.
– გთხოვ.
გოგოებს გადავხედე. ზოგი პიცას ილუკმებოდა და არ იმჩნევდა ამ საუბარს, ზოგიც – ცნობისმოყვარე მზერას არ გვაშორებდა. არავინ იცოდა, ვინ იყო გიორგი.
– წვიმს. და საერთოდაც ღმერთო ჩემო... „ღმერთო ჩემო“ ჩემი ირონიისა მწვავე, ხოლო აგრესიის მსუბუქი ფორმაა.
– აუ ქეთ... თვალებში ჩამხედა. მერე დახუჭა, თითქოს ის სიცივე და სისველე შეიგრძნო, რაც წვიმას თან ახლდა.
ავდექი. მაგიდაზე ფული დავტოვე. თვალები გაუნათდა. მოემზადა.
– WC-ში მომყვები??? წარბების აწევით ვკითხე.
დაიბნა, არ ელოდა, შეჩერდა.
– სად?????
– საჭირო ოთახში ანუ.
– აა, უი, არა. გარეთ დაგელოდები.
– წვიმაში??? აქ დაჯექი.
დაჯდა. გავედი. WC-ში შესვლამდე გამოვხედე. გამეცინა. I could see him being very shy while setting himself next to my girlfriends. მაგრამ თითქოს არ შეიმჩნია. გაეცნო კიდევაც.
WC–ში შევედი. რამდენიმე გოგო აყუდებული სარკესთან, ზოგი პომადას ისვამდა, ზოგმა წამწამები კიდევ უფრო გაიშავა, ზოგიც კი – უბრალოდ ხელებს იბანდა... ერთმანეთს არ აცდიდნენ, წინ უხტებოდნენ, ქუსლებით ხმაურობდნენ მეტლახზე... ღმერთო, როგორ ვერ ვიტან ასეთ გოგოებს... სიგარეტისა და სუნამოს სურნელი ერთმანეთში შერეული, მათრობელ ესენციად რომ ქცეულა ჩემთვის აგერ უკვე რამდენი ხანია... რამდენი რა... იმდენი ხანი, რამდენიც გიორგის ვეურთიერთობებოდი...
შევედი, კარებს ავეტუზე... ველოდები, იქნებ ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ. არა. აზრი არ ჰქონდა. შევედი ერთ–ერთ კაბინაში. უნიტაზს თავი დავახურე და დავჯექი. საიდანღაც ისევ მუსიკის ხმა მოდიოდა. და პლუს ამათი ყაყანი: "გოგო, ეს "წენი" ხო ძაან მაგრად მიხდება?!, „როგორ ფერზე ვარ??? რუმიანა ხომ არ დავიმატო???" იმდენად მოვიხარე წელში, რომ თავი მუხლებზე დავდე და თვალებიც დავხუჭე. წამით წავედი. მერე გავახილე და გონებაში საკუთარ თავს დავუსვი არაერთი კითხვა: "ნუთუ ეს რეალურია, არ მესიზმრება??? და გიორგი ვინაა??? ჩემი რეალობა??? მაშინ ჩემი არარეალური ვინღაა???ან საერთოდ რას ვაკეთებ აქ??? ან იმან როგორ მომაგნო??? იქნებ სახლში უნდა წავიდე???ხომ მელოდებიან სახლში???. არადა არავინ მირეკავს. ნეტავ ამ ბარიდან უკანა გასასვლელი არ არის??? ან რაში მჭირდება?! მე ხომ შეიმიძლია პირდაპირ წინა გასასვლელიდან გავიდე და წავიდე. წავიდე სახლში და დავიძინო. არა, დავიძინო არა. უბრალოდ დავწვე და მერე ძილი თავისით მოვა. არა, ძილი არ მოვა თავისით. თავისით გათიშვა მოვა, დაბლოკვა აზროვნების."
კაბინიდან გამოვედი. ონკანთან მივედი, რომელთანაც არავინ იდგა რატომღაც. ალბათ ერთ ონკანთან 5 გოგოს ერთად დგომას აქვს მუღამი. ამრეზით შევხედე ამ საბავშვო ბაღს. ხელებში წყალი დავიგუბე და დავლიე. ყურები – ხმაურისგან დაგუბებული. ისედაც სულ საცობი მაქვს ხოლმე ყურებში.
ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება. მაინც ჩემი მეზობელია და იმედი მაქვს, სახლში მივდივართ. გამოვედი და სანახაობა. გიორგი გოგოებთან უკვე ისეთი დაახლოებული, რომ თითქოს არაერთხელ ყავს ისინი ნანახი. განსაკუთრებით ნუცა. ნუცა მაინც ისეთი ტიპია, რომ არ აქვს მწვავე რეაქციები სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე. თუმცა ნარკომანი რომ არის გიორგი, არვიცი რამდენად შეამჩნია, მაგრამ დანარჩენებთან შედარებით რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილი იყო, ეტყობოდა.
მივედი. გიორგის ზურგიდან მივეპარე და მთელი ძალით ჩავეკარი უკნიდან. შეცბა, არ ელოდა. კისერში კოცნა დავუწყე. მაგრად. აი ისე, როგორც მე მიყვარს. მთელი ძალითა და სურვილით. მისი სხეულის, სუნამოსა და სიგარეტის სურნელი, ერთმანეთში შეწყმული უკვე ისეთი ახლობელი იყო ჩემთვის და ისეთი საყვარელი, რომ ღრმად ჩავისუნთქე. მინდოდა მთლიანად მეგრძნო. როგორი საყვარელია ეს სურნელი.
–ხოოო, რავიცი...– ნუცის ფრაზა და თანდართული ღიმილი. ნუცის უკვე ვაშაყირებთ მაგ ფრაზაზე. მუდმივად "ხოოო, რავიცი"–ს ამბობს ხოლმე ყველაფერზე. ხოდა მეც "ხოოო, რავიცი" შევარქვი.
მერე გავანთავისუფლე ჩემი მკლავებისგან. გოგოების სახე არაერთგვაროვანი.
"ბავშვებო, მე წავალ. ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა და შემოგეხმიანებით. სკაიპით სავარაუდოდ. არ დამივიწყოთ. " სათითაოდ ჩამოვუარე ყველას. ქურთუქი ჩავიცვი, ქუდი, კაშნე და გამოვედით.
გარეთ უკვე აღარ წვიმდა, თუმცა მაინც საჭირო იყო ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტები. თან იმის პირობაზე, რომ საშინელი მცივანა ვარ. გიორგიც საკმაოდ თბილად ჩაცმული. მაგრამ მაინც გაუწითლა ცხვირი.
–მოიცა, ეს გრძელია და მოგცემ" – კაშნე მოვიძრე.
–რას შვრები, ქეთ??? არ მინდა, შენ არ გაცივდე. არ მინდა რა.
–არა. შენ არ უნდა გამიცივდე. თორემ მერე ვინ მომხედავს??? ვინ გამომიტანს დილა უთენია სახლიდან საჭმელს. ვაშლს. ვინ მომახურავს "დუტის" ქურთუკს."
"მე გამოგიტან მართლა, მაგრამ არ მინდა რა ახლა ეს კაშნე.
–კარგი" და მაინც წავიძრე. კისერზე მოვახვიე. ჩავფუთე.
–აუ ქეთ, კარგი რა.
–ჩჩჩ, მე ასე მინდა.
რა სასაცილო იყო. ისე მაგრად ჰქონდა მოჭერილი, თითქოს ეს–ესაა თავი წაძვრებაო.
ტაქსი გააჩერა და მძღოლიც დაითანხმა. ჩავსხედით.
–სად მივდივართ???
–ჩვენთან.
ისე "რაღაცნაირად" გაიჟღერა ამ "ჩვენთან"–მა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ხო, ჩვენთან, ჩვენს უბანში, ქუჩაზე... და მეტი სად "ჩვენთან"???
უაკნ ვიჯექი მარტო, ის კი – წინ. ტაქსის მძღოლს მაგნიტოფონი აწეული ჰქონდა, აქედან გამომდინარე საერთოდ არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ ის და გიორგი. სავარაუდოდ მისამართი დაუზუსტა გიომ. წინა მხრიდან ხელი გამაძვრინა, ჩემი ხელის ძებნა დაიწყო. მალევე იპოვა და წინ წაიღო. ჩუმად მაკოცა. თვალები დავხუჭე და ჩუმად გავიღიმე. ღმერთო, ნუთუ ეს მართლა რეალობაა???
ამასობაში ჩვენს ქუჩაზე ასულები ვიყავით, მაგრამ ჩემი გონება იმდენად სხვაგან იყო, რომ ეს გვიან შევნიშნე. კიარადა, უფრო სწორად მაშინ შევნიშნე, როდესაც ჩემი კორპუსი მეცნო. აი ჩემი სადარბაზოც, მაგრამ მანქანა არ გაჩერებულა.