non-reachable



იმდენი რაღაც მინდა დავწერო...
იმდენი...
ძალიან ბევრი...
ყველაფერი მინდა ამოვიღო, მთლიანად...
სულ მთლიანად...
მაგრამ რაღაც სურვილი არ მაქვს...
არც აქ, არც Facebook–ზე, არც ფორუმზე...
და არათუ იმის დაწერა არ მინდა თუ რატომ, არამედ იმის დაწერაც არ მინდა თუ როგორ ვარ.
ქვევით...
ან თუარადა...
არსაითკენ...
არადა როგორ მიყვარს 26 სექტემბერი...
კარგი სიტყვაა "არადა"
და მისგან წარმოქმნილი სიტყვები...
"კიარადა"
"თუარადა"...

ხო იდეაში.
გამიწყდა.
მერე სხვაგან ვიტყვი. სხვა ხელნაწერის სახით. თუ ვინმე მიხვდება, რომ ისიც მე ვარ.


and I fall into a hole and I can take no more...

Hey you, happy 41

love him...
sweetest person....



the actor who plays Earth's probably-only survivor in I Am Legend says that's not possible. "Either I'm going to be with [wife] Jada," he told Ebony, "or I'm going to be dead."





R U Afraid??? NO...

დღეს ვარ უბედნიერესი...



4 წიგნი ჩამომივიდა დღეს.
Twlight...
New Moon...
Eclipse...
Breaking Dawn...


ვიღაცამ წყალი შემასხით...
არ მჯერა...
Is it me, who's sooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooo happy???

omg omg omg omg omg omg omg omg omg omg omg omg omg

ხოდა ისა...
ახალი ლაბელი The Life in Twlight

"რა სიმწარეა?!" და "ღმერთო ჩემო :boli: "


სანამ მეგობარი და მეზობელი ბლოგები მომინახულებია და წამიკითხავს, თუ სად იყვნენ, რას აკეთებდნენ, რამდენი ჭიქა ჩაი ჰქონდათ დალეული, რამდენის დალევას აპირებდნენ, რა მოიმოქმედეს და ა. შ. მიწისძვრის მომენტში, მანამდე ჩემთან ვიქნები...სიმყუდროვეში და ჩუმად მარწყვის ჩაის დავლევ დიდი ყვითელი ჭიქითა და 2,5 კოვზი შაქრით.

ხომ არსებობს მომენტი და დრო, როდესაც საძულველი ადამიანი გიყვარდება???
და ხომ არსებობს მომენტი და დრო, როდესაც საყვარელი ადამიანი გძულდება???
და მე ერთ–ერთ იმ ადამიანთაგანი ვარ, ვისაც ეს ემართება...
და თან, არა ერთჯერადად, არამედ მრავალჯერადად...
ვიწყებ ამ საძულველი ადამიანის გაქილიკებას. და ა. შ. და ა. შ. და ა. შ.
მერე კი "უიიიი, თურმე" ვხდები ხოლმე...
ან ვიწყებ ამ საყვარელი ადამიანის "ცაში აყვანას"...
მერე კი "აუ აზრზე ხარ?!" ვხდები ხოლმე...


ბევრი ადამიანი არსებობს, რომელიც ან პირველ კატეგორიაში შედის, ან მეორეში.
ძალიან ბევრი.
და ამ სიმრავლის მიუხედავად, მე რა???
არც არაფერი...
ტვინის მოლეკულები ისევ აგრეგატულ მდგომარეობაშია...
მაინც ვერ ვსწავლობ იმას, რომ ადამიანზე არ უნდა გადაირიო...
"გადაირიო"–ს ორივე მნიშვნელობით...
როგორც დადებითი, ისე უარყოფითი...
უნდა იყო ზომიერი და დამკვირვებელი, უნდა შეიცნო ადამიანი და მერე მოგაწვეს ემოცია სიძულვილისა თუ სიყვარულის...
მე არა.
მე მუდამ ემოციები მმართავდა. მუდამ.
დღესაც კი 22 წლის ასაკში ყველგან სასწაულად ემოციური ადამიანის სახელი მაქვს გატეხილი.


ერთი ასეთი ადამიანია ნათია.
რომელიც ჩემი ჯგუფელია და საშინლად არ მეპიტნავებოდა. მთელი 4 წელი ისე გავატარეთ სტუდენტობა ერთ აუდიტორიებში, რომ ალბათ არ შეგვიხედავს ერთმანეთისთვის...
კარგი, შეგვიხედავს, მაგრამ "პრივეტ, როგორ ხარ? ამ საგნის ქსეროქსები არ გაქვს???" იდეით და მეტი არაფერი. თავიდან, პირველ ლექციაზე რომ დავინახე, ეგრევე არ მეპიტნავა.
პატარა, დაბალი, გამხდარი–გაწრიპული, უღიმღამო სახე, არა მაკიაჟი, არა ღიმილი...
ვიფიქრე აი ესეც მორიგი "სწერვა" და "ზანუდა" ჯგუფელი. ისედაც არაერთი მყავდა.
ნუ თვითონაც შემამკო თურმე სასწაული სიტყვებით :D
ახლა მგონი მასზე ახლობელი არავინაა.
როდის შევუყვარდი???
როცა ჩემი ბლოგის კითხვა დაიწყო. მივხვდი, რომ ჩემნაირი ხარო.
ასე ამბობს და რავიცი. მეც მეტი არ ვეკითხები.
მე როდის შემიყვარდა???
ეგეც არვიცი. უბრალოდ ასე ვართ რა.
ახლა ორივე მაგისტრატურაში ვაბარებთ და მიხარია, რომ ახლა მაინც გვექნება ახლო ურთიერთობა.

გუშინ ღამე მასთან დავრჩი. ყველაფერი იყო ზე–იდეალური. ხინკლიდან დაწყებული დღეს დილით ხელ–პირის დაბანით დასრულებული.

ჩემი ბოთე
ჯერ უცნობი უბნის მზერით დავტკბი, ისეთი მშვიდი უბანია რაღაცნაირად...



და მერე უკვე ხან მეცადინეობა, ხან ჭორაობა...
აი ასე ვმეცადინეობდით აუდიტს...
კიარადა მე რა...
ნათია...


ცოტაოდენი შეჩიჩხინების შედეგად მიტრიალდებოდა კიდევაც.

ხო, მერე პეპელა და "ნესტის ჭია" დაძმობილდნენ და გვესტუმრნენ. ნათიამ კონსპექტები არ დაინანა მათთან საბრძოლველად.

მეთოდი არაერთი იყო...

და ამ დროს მე...
რათქმაუნდა კომპიუტერში შემძვრალი...


"აუ ნუ მიღებ რა, ვმეცადინეობ"

არ მოვცილებივარ...

საერთოდ სხვის ლოგინში არაჩვეულებრივად მძინავს ხოლმე...
ალბათ ჩემსას სჭირს ჯადო და ჯანდაბა, არვიცი.
უტკბილესად მეძინა.
უტკბილესად....
თან ისეთი საყვარელი თეთრეული, ძალიან ლამაზი.
დედაა, რა მერკანტილური არსება ვარ, მაგრამ მიყვარს ეგეთი რაღაცეები.
ეს ქალბატონი ნათელა...

Wake Up And Smell The Coffee...

გამთენიისას წვიმა ყოფილა, მე საბანი გადამძვრა თურმე... მკვდარივით მეძინა...
საბანი დამახურა, მაკოცა და ძილი გააგძელა...
აი ისე მესიამოვნა მისი კოცნა, რომ სასწაულად...



გზად მაგისტრატურის გამოცდის რეგისტრაციაზე...


ძალიან მიყვარს...
უსაზღვროდ...
ჩემი ბოთე...
ეს კი ჩვენი სიმღერაა....
თბილი...

HB-Day

ხო...
და მეტი არვიცი რა..
კიარადა...
მეტი არაფერი...



Photo named "You see I'm far away..."
named by me...



snapshot by you...

: )