ადრე ანუ როდესაც ეს სიმღერა აღმოვაჩინე, ზუსტად ვიცოდი ვისთვისაც უნდა მიმეძღვნა იგი...
თუმცა ახლა უკვე ივლისია და ამ სიმღერას თქვენ გიძღვნით...
არვიცი რამდენად ბევრი ადამიანი შემოვა და ნახავს, მაგრამ ეგ არ მაღელვებს...
ყველას ეძღვნება, ვინც აქ შემოდის ხოლმე...
ვისაც მოვწონვარ, ვისაც - არა. ყველას.
ზუტად ის ტექსტი აქვს, რაც სასწაულად მესადაგება მე...
მე ჯერ კიდევ ის ადამიანი ვარ, ვინც სიმღერების ტექსტებს არანაკლებ ყურადღებას აქცევს...
არ შემიძლია სიმღერას მოვუსმინო და არ ვუსმინო მის ტექსტს.
ყოფილა სიმღერა მხოლოდ იმიტომ მომწონებია, რომ ძალიან კარგი და ზუსტი ტექსტი აქვს.
ზუსტი ანუ მე როგორიც მომწონს, ისეთი.
ხოდა, ესეც ასეთია.
მოუსმინეთ ტექსტს.
არვიცი რა განცდა მეუფლება ხოლმე, როდესაც ერთი ქალაქიდან მეორეში მივემგზავრები. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე რა დავტოვე აქ და რა მელოდება იქ. ვინ დავტოვე აქ და ვინ დამხვდება იქ. თუმცა ნებისმიერი მგზავრობა მაინც მუდამ სევდით აღსავსე დროის სვლაა და მეტი არაფერი. მანძილის არა, მხოლოდ დროის. მანძილი ამ დროსთან ერთად ილევა, თუმცა მხოლოდ დროებით. იგი ისეთივე სიგრძის რჩება,რაც თავიდან იყო. დრო კი მოკლდება. და მოკლდება არა მხოლოდ მგზავრობის კონკრეტულ დღეს, არამედ სხვა დღეებშიც. რაოდენ სევდიანიც არ უნდა იყოს, გზაში სულ ცრემლები მაწვება ხოლმე. რატომ???
იმიტომ, რომ ყველაზე მეტად გზაში ყოფნისას ვამჩნევ, რომ დრო ძალიან ჩქარა გარბის. ტირილის გარდა ფიქრიც მაწვება. გზაში ვფიქრობ თითქმის ყველა იმ მომენტზე, რაც ცხოვრებაში გადამხდენია. და აქ ხდება ხოლმე დეფინაცია თუ რა ამბავი უფრო ადრე გადამხდა, რა უფრო გვიან. რა უფრო წინარე წარსულია, რა უფრო ახალი მომხდარია, რა იქნება რამდენიმე ხნის მერე წარსული და არასოდეს იქნება წარსულიც კი.
ფიქრი...ხშირად იმდენად დამღლელია და სევდიანი, რომ ვცდილობ ამ არაქვეცნობიერ და ჩამთრევ პროცესს გავექცე ხოლმე. ვიცი, რომ ამას ღრმად შევყვები მეც და მირჩევნია რამე ვაკეთო უფრო ნაკლებ სენტიმენტალური, ვიდრე ფიქრია. თუნდაც ჩემს სევდიან ბლოგში ახალი პოსტის გაკეთება ნაკლებ სევდიანია, ვიდრე ფიქრი. ყველაფერი, რაც ოდესმე მომხდარა, ხდება ან მოხდება ქვეცნობიერად არ მსიამოვნებს საბოლოო ჯამში, რადგან ვიცი, რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ამბავს ან უარყოფითად გავიხსენებ და გავიფიქრებ რა ცუდია, რომ ეს მოხდამეთქი. ან დადებითად გავიხსენებ და გავიფიქრებ, რა ცუდია, რომ ის კარგი მომენტი უკვე წარსულია და დამთავრდამეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად გავიხსენებ ამბავს თუ ცუდად, მაინც სევდიანი იქნება ეს გახსენება. მაგრამ გვინდა-არ გვინდა ვიხსენებთ, რადგან მეხსიერება ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
დღეს შხაპი მივიღე. შხაპის მიღებაში რაიმე განსაკუთრებული არაფერია. არც განსაკუთრებით აღსანიშნავი პროცესია, ყველა აკეთებს და ზაფხულში უფრო ხშირად, ვიდრე სხვა დროს. მაგრამ ახლა შხაპის მიღების ჰიგიენურ თუ აუცილებელ მხარეზე არ მაქვს საუბარი. თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ ძილის და მგზავრობის დროს მოდის საფიქრალი??? არადა არა. თუმცა აქამდე მეც ასე მეგონა. დგახარ ცხელი წყლით სავსე ჭავლის ქვეშ, გრძნობ თითოეულ წვეთს, და რა??? და ისევ ფიქრობ. თითოეული ცხელი წვეთი სხეულზე დაცემული, თითოეული იმ წამის ტოლფასია, რაც გაგივლია, რაც გიცხოვრია და აანალიზებ მომხდარს, მერე უკვრიდები ან ცდილობ მაინც დაუკვირდე, სად შეცდი შენ, ან სად შეცდა სხვა. მერე მაინც გული გტკივა, რომ რამე ცუდი დაგემართა, მაგრამ ის კი არ გახსოვს, რომ შენც დამართე ვინმეს ცუდი. ვიდექი ჭავლის ქვეშ და საერთოდ არ ვფიქრობდი ამ ჭავლიდან გამოსვლაზე. ვიდექი, ვიდექი. მერე დიდე შემოვიდა, ხო ცოცხალი ხარო?! იდეაში ვიყავი, მაგრამ არვიცი მართლა ვიყავი თუ არა ცოცხალი, აქაურ სამყაროში. მგონი ეს პირველი პოსტია, სადაც 3 წერტილი არ დამისვამს რომელიმე წინადადების ბოლოში. არადა მესიჯებზეც უკვე ისეთი მიჩვეული ვარ, რომ ერთი წერტილის მნიშვნელობა აღარც მახსოვს მგონი, თუმცა ახლა ამას ვინ დაეძებს. ან ვინ უკვირდება?! ან ჩემს 3 კითხვის ნიშანს ვინ უკვირდება, ყოველი კითხვითი წინადადების ბოლოში რომ ვსვამ??? მგონი არც არავინ საკუთარი თავის გარდა და მგონი არც არავის შეუმჩნევია დიდად.
სანამ მე აქ მშვიდად ყოფნა მინდა და დროებით თბილისისგან დასვენება, უინტერნეტობის ფონზე ჩემი დეიდაშვილის (რომელსაც მე ხშირად ძმადაც მოვიხსენიებ ხოლმე და არ დაიბნეთ) უმაუსო ლეპტოპი დავიმარტოხელე ღამის 4 საათზე, თუ დილის. ნუ ვისთვის როგორ. და ვორდის ფაილს ვქმნი, რომელსაც მერე სავარაუდოდ მობილურში შევიტან (რადგან ჩემი ძმა „Fლეშკა“-ს ვერ მოიძიებს ხვალ დილით სავარაუდოდ) მერე წავალ ინტერნეტ კაფეში და ამ ყველაფერს ბლოგში დავდებ. არადა იდეაში ბლოგისგანაც უნდა ვისვენებდე, მაგრამ რა ვქნა, მიჭირს. ეს 2 დღეა, რაც ჩამოსული ვარ, მიშიკოს მეზობელთან დავყავარ და აქტიურად ვთამაშობთ ჯოკერს. ისე სასწაულად გავედი მეოთხე ადგილზე, რომ ჯამიდან 20 თეთრიანის ამოღება მე მომიწია. მომიწია რა, ვერ ამოვიღე. მასპინძელმა 18 წლის ბაქარმა გამომიტანა ნახევრადსავსე ჯამი, შიგ 20 თეთრიანი ჩააგდო და წინ დამიდო.თან არ მინდოდა ძალიან ბევრი წყალი ყოფილიყო, რადგან ლინზების დასველება ვერა მთლად კარგი ამბავი, თუმცა ბაქარმა ჩემი თვალების ამბავი საერთოდ რომ არ იცოდა, ისე შემისრულა ცოტა წყლის არსებობის პირობა. ენით ვცადე, პირით თუ ცხვირით შესრუტვა, წყლის დალევისმიერი მეთოდით მისი შემცირებით, ვერა!!! ვერაფრით ვერ მოვახერხე. თავანი ვერ ჩავაბარე, თან თავანს ჩემი ძმა იბარებდა, ყვეგანლა ხო სასწაულად დაიხოცა სიცილისგან და რჩევები არ დაიშურეს. ასე ქენი, ისე ქენი, ენით უფრო ადვილია, წყალი დალიე და ეგრევე ამოვა. მაგრამ ვერ ვქენი. ამასობაში მეც უკვე მუღამში შევედი, ბიჭებმა უკვე ბურას თამაში დაიწყეს, ჩემს საყურებლად არავის ეცალა, ბაქარს შევხედე და შენი ცოდვით აღარ ვარო, რამდენიმეჯერ ამოიხვნეშა. ვერ ვიღებმეთქი და დამინდეს, შეეშვიო. დღეს სადილზე მიშიკოს ვუთხარი, ჯოკერი ადამიანურად მასწავლემეთქი, ანუ აი ისე, რომ კარგად ვთამაშობდემეთქი. მე როგორ გასწავლო, ეგ ნიჭი უნდა გქონდესო - სიამაყით განმიცხადა
ხო, ნიჭს რაც შეეხება, დღეს აქ ყოფნის განმავლობაში პირველად ხელი მოვკიდე ბისერებს. მაიკო გადმოვიდა - ჩვენი მეზობლის რძალი, 3 წლის ელენესა და 2 წლის ლიზისთან ერთად, თვითონ მაიკო მესამე ბავშვზე და თან მესამე გოგოზე მე-9 თვეშია. მშურს სასწაულად. თან ისეთ დროს შემოვიდნენ, როდესაც ბისერებს ვაცვამდი. მოვიდნენ, წინა კვირებში აცმული ბისერებით აღფრთოვანდნენ. ელენე გამიშინაურდა, არადა მთელი 2 დღეა „როჟები მიკერა“, მაგრამ ბისერებმა თავისი ჰქნა. არ არსებობს ბავშვი არ მოვიშინაურო, უბრალოდ არ ხდება ასეთი რამ. (ახლა უცებ ის გამახსენდა, Mr.M-მა თავის ცოლ-შვილიან მეგობართან ერთად რომ წამიყვანა სახინკლეში, 3 წლის ლიზი ერთადერთხელ ვნახე. Mr.M-ი მახარბებდა შენთან არ მოვა, მე მეხუტება, ტყუილად ნუ ეძახიო. არადა ბავშვი დაახლოებით ნახევარ საათში ჩავიხუტე, გამოშტერდა Mr.M-ი,ეს როგორ მოახერხეო.:დ )ხოდა ახლა ჩემმა დეიდაშვილმა გუშინ მითხრა ელენიკო არ მიგიკარებს შენო, მხოლოდ მე მეძმაკაცებაო:დ არაფერი ვუპასუხე, მაგრამ დღეს სასწაულად მომეკარა. მიყვარს ბავშვები, ყოველთვის მიყვარდა და ის მომენტიც მიყვარს, როცა მასთან კონტაქტს ვამყარებ. ვესაუბრები, თვლას ვასწავლი, ვთხოვ მიპასუხოს რა გვარია, ვთხოვ დამისახელოს მისი ოჯახის წევრები რა სახის ნათესავები არიან მისთვის, ვეუბნები, რომ ლამაზ სამკაულს გავუკეთებ, თუ ჩემთან ახლოს მოიწევა. ასეც მოხდა დღეს. ჭრელი ბისერისგან ხელის სამაჯური გავუკეთე, თან აქეთ მაფრთხილა „ახა ნემცები მოაძე, თოლე მეტინება“ ქერა, სწორი კარე ძალიან საყვარლად აქვს, დეიდაჩემს შეუჭრია. სამაჯური გავუკეთე და ეგრევე დედამისთან გაიქცა. ამდენი ხანი მარტო გამიჩერდა, რაც სასწაულად გამიკვირდა.
თუ ფიქრობთ, რომ პოსტი უაზროდ არის გაწყვეტილი, არ დაიბნეთ.
სულ ეგრე არ ვაკეთებ?!
ხოდა ისა...
კიარადა...
კიდევ შემოვირბენ ხოლმე.
და დავწერ რამეს...
მანამდე კი ვორდის ფაილი და იქ წერა მომავალი პოსტის.

Category:
just...,
ჩემი დაღლილი მუზები
1 კომენტარი
ხვალ მივდივარ დაახლოებით 10 დღით.
აქ თითქოს არაფერი მაკავებს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ ჩემებთან.
მომენატრა ბებიაჩემი.
მასაც მოვენატრე. ბოლოს 3–4 წლის წინ ვიყავი და ისიც ძალიან ცოტა ხნით.
ახლა კი უფრო მეტ ხანს გავჩერდები.
რაღაც უცნაური განწყობა მაქვს.
ზოჯერ ვერ ვხვდები, რომელია მშობლიური ქალაქი.
თბილისი თუ ზუგდიდი.
იქ დავიბადე.
აქ გავიზარდე, ბაღი/სკოლა/უნივერსიტეტი/სამსახურები. ყველაფერი აქ.
მაგრამ მაინც როცა გაქცევა მინდა ხოლმე, ზუგდიდისკენ მიმიწევს გული.
ხანდახან ბათუმისკენაც.
მაგრამ ბათუმისკენ ისედაც მიმიწევს გული, რადგან ამ ორის შემდეგ მესამე მშობლიური ქალაქია.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმთან არანაირი კავშირი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ზაფხულობით ვისვენებ ხოლმე.
ყველას უკვირს ჩემი მეგრელობა, არადა მართლა იქ ვარ დაბადებული.
და ჯიუტად ვუმტკიცებ ამ ფაქტს ხალხს.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მეგრელი.
თუმცა ჩემი მეტრიკა და პირადობის მოწმობა ჩემზე ჯიუტები არიან.
ორივეგან თბილისი მიწერია.
რა საჭირო იყო ეს ტყუილი არვიცი.
თითქოს მე გამიტყდებოდა, რომ ჩემი და თბილისშია დაბადებული და მე ზუგდიდში???
არადა არანაირად.
გუშინ საშინელი ქაოტური დღე მქონდა, რადგან იდეაში დღეს უნდა წავსულიყავი.
ჯერ მეზობელთან გადავედი რაღაცაზე.
მერე Mr.M–თან მივედი სამსახურში. მის წინ მჯდომმა კოლეგამ ისეთი შემცბარი სახით შემომხედა და მომესალმა, რომ მის სახეზე იკითხებოდა: ესენი დაშორდნენ და ამას აქ რა უნდა?!
მაგრამ მე რათქმაუნდა ეს სრულებით არ შევიმჩნიე. და ჩვეულებრივად გავაგრძელე საუბარი, თუ რა საშინლად და უსაშინლესად ცხელა გარეთ. მერე გარეთ გამოვედით და ვილაპარაკეთ. არა. ვილაპარაკე. ის მისმენდა. ყველაფერი ვუთხარი, ვისი თქმაც მინდოდა. მაგრამ ყველაფერი არ მითქვამს, რასაც ვფიქრობდი. ისეთი უშფოთველი სახით მიყურებდა, თითქოს არც არაფერი დაეშავებინოს. არ მეგონა ასეთი უცოდველი სახით თუ დამიდგებოდა წინ
. ისეთი სახით იდგა, თითქოს სულ არ არის იმ ყველაფერში დამნაშავე, რაც მოხდა. მაგრამ მე მართლა სასწაულად ვიდექი. ცრემლისმაგვარი რომ არ წამომსვლოდა, ვიცინოდი. ვიცინოდი და ვსაუბრობდი. ზრდილობიანად მივახალე პასუხისმგებლობის შეგეშინდამეთქი. ფსალმუნი დავუბრუნე და ერთი "უიი, მიბრუნებ??? მე ხომ გაჩუქე???" არ დასცდენია. ან "რატომ მიბრუნებ???" ან რამე მსგავსი. ისეთი სახე მიიღო, თითქოს უნდა დამებრუნებინა და შემთხვევით გამყვა სახლში. და პასუხად: "რახან ახლა იცინი, თურმე ხო მართალი ვიყავი, რომ გითხარი, რომ არ გიყვარვარ"–ო. დღემდე არ სჯერა.
მისი ნებაა, მისი სინდისია.
ვხვდები, რომ ....
კიარადა...
რაღა აზრი აქვს ახლა რას ვხვდები...
მობილური ტელეფონი შედარებაც არაა, ისეთი დადუმებული. მეც იქით არავის ვეხმიანები, არავის შეწუხება არ მინდა... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეგობრებსაც აღარ ვუყვარვარ. ან შეიძლება მეჩვენება.
გუშინ ღამე მობილურის საშუალებით გამოკითხვა ჩავატარე.
კითხვა იყო ასეთი: რამდენ დეგენერატ ადამიანთან უნდა იყოს ადამიანი, რომ ბოლოს ბედნიერი იყოს???
პასუხები:
1)"ეჰ, ადამიანებს გააჩნია 1 თვისება: თითოუელი მათგანი ნიღაბს ატარებს, ამიტომაც გვიჭირს მათი თავიდანვე ამოცნობა."
2)"ზოგჯერ ერთიც საკმარისია..."
3)"ერთადერთთან, საკუთარ თავთან
"
4)"სანამ იმ დეგენერატს არ იპოვნის, რომელიც ბედნიერად გადააქცევს ან ილუზიას მაინც შეუქმნის."
5)"არვიცი, ზოგი საერთოდ ვერ პოულობს."
6)"ადამიანმა თავისი ბედნიერება არ უნდა დაუკავშიროს დეგენერატ ადამიანებთან ყოფნას. ბედნიერება შენშივეა და უნდა აღმოაჩინო და უბრალოდ მისცე თავს მაგის უფლება."
7)"მმმ...ჩემი აზრით, ჯობია მარტო იყო, ვიდრე ვიღაცასთან. ტყუილად დაიხარჯები, შენს თავს მიხედე და მოუარე. და გააკეთე,ის, რაც გინდა.
"
8)"აუცილებელი არაა, დეგენერატთან იყოს, ჯერ უნდა შეარჩიო ასე თუ ისე ნორმალური, მერე დატესტო. ისე მანამ ეძებო, სანამ არ იპოვნი. თუმცა რთული კითხვაა. შეიძლება არც ღირს ამდენი ძებნა იმ "ერთისთვის", რომელიც არ იცი, ბოლომე იქნება თუ არა შენთან."
9)"ოოო, გააჩნია რამდენად მალე განსაზღვრავ მის დეგენერატობას... ასე 2–3 შეცდომა ყველას მოსდის ალბათ."
10)"ბოლოს ბედნიერება არ არსებობს ალბათ ქეთ, ყველა დეგენერატთან რაღაც დრო ბედნიერები ვართ. უბრალოდ ზოგთან მეტხანს ვძლებთ, ზოგთან ნაკლებს. ხოდა ვისთანაც დიდხანს გავძლებთ ის იქნება. ყველა ურთიერთობისგან მაქსიმალური უნდა მიიღო და როცა რესურსი ამოიწურება, შენც გული აღარ დაგწყდება. just keep smiling
"
11)"ზოგისთვის ერთიც საკმარისია, დეგენერატები ჩვენ ვართ, დეგენერატებს თავს რომ ვაუბედურებინებთ. აი მე თითქოს ჭკუა ვისწავლე, ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, ამიტომ საქმე არ მიმყავს იქამდე, რომ შემიყვარდეს. რომ არ დავიტანჯო მერე, ამიტომ ძალიან სერიოზულად არ ვუყურებ მსგავს ურთიერთობებს. თუ შემიყვარდა, მერე ნამდვილად აღარ ვიცი რა უნდა ვქნა. არადა ისეთი "ემოცია" ვარ, რომ რავი...პროსტა რომ ამოვიდა ყელში, ჩემს თავს ვუთხარი, თუ უყვარხარ, არ დაგტანჯავს, თუ გტანჯავს, იდი ნახუი. ვიღაცას არ მივცემ იმის უფლებას რომ მტანჯოსთქო და ეგაა რა. მე მიშველა მაგრად.
11 ადამიანის პასუხიდან ერთიანად გამოვიტან დასკვნებს. ოღონდ უკვე არა თბილისში და ბლოგში.
ხვალ მივდივარ და იმედია მასზე ფიქრს ჩაანაცვლებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც მართლა ძალიან ვუყვარვარ. გიჟდებიან ჩემზე და ზედ გადამყვებიან, რომ კარგად ვიყო. თითქოს ეგოისტური ფრაზებია, მაგრამ ბოლო დროს მომხდარმა ამბებმა თითქოს ერთი–ორად დამაეჭვა და დამაფიქრა საკითხზე: ვუყვარვარ კი ვინმეს საერთოდ????????

ღომი
ელარჯი
და სხვა მეგრული საჭმელები...
ვიცი, რომ არ მომაკლდება...
არც თბილისში მაკლდება ხოლმე, მაგრამ იქ სურნელიც კი მეგრული ტრიალებს...
ჩვენს დიდ ეზოში არსებული ჭის ცივი წყალი...
ქათმები...
ბაღი...
ბოსტანი...
ჩვენი ეზოს ხილი და მწვანილი...
უამრავი მეზობელი...
აქ ვინც გავიცანი, ახლა გავიცანი...
იქ კი დაბადებიდან ვიცნობ ყველას...
მთელი ქუჩა ერთად რომ შეიყრება ხოლმე ბირჟაზე ქალიან–კაციანად...
ბავშვები...
კოღოები ვიცი გამაუბედურებენ, მაგრამ ძმარს წავისვამ, რომ ისინი იქით შევაწუხო...
"კაჩელკა"–ზე წამოვწვები...
წიგნებს წავიკითხავ...
ბისერებს ავაწყობ...
მზეს მივეფიცხები...
კარგად ვიქნები
აქ თითქოს არაფერი მაკავებს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ ჩემებთან.
მომენატრა ბებიაჩემი.
მასაც მოვენატრე. ბოლოს 3–4 წლის წინ ვიყავი და ისიც ძალიან ცოტა ხნით.
ახლა კი უფრო მეტ ხანს გავჩერდები.
რაღაც უცნაური განწყობა მაქვს.
ზოჯერ ვერ ვხვდები, რომელია მშობლიური ქალაქი.
თბილისი თუ ზუგდიდი.
იქ დავიბადე.
აქ გავიზარდე, ბაღი/სკოლა/უნივერსიტეტი/სამსახურები. ყველაფერი აქ.
მაგრამ მაინც როცა გაქცევა მინდა ხოლმე, ზუგდიდისკენ მიმიწევს გული.
ხანდახან ბათუმისკენაც.
მაგრამ ბათუმისკენ ისედაც მიმიწევს გული, რადგან ამ ორის შემდეგ მესამე მშობლიური ქალაქია.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმთან არანაირი კავშირი არ მაქვს გარდა იმისა, რომ ზაფხულობით ვისვენებ ხოლმე.
ყველას უკვირს ჩემი მეგრელობა, არადა მართლა იქ ვარ დაბადებული.
და ჯიუტად ვუმტკიცებ ამ ფაქტს ხალხს.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მეგრელი.
თუმცა ჩემი მეტრიკა და პირადობის მოწმობა ჩემზე ჯიუტები არიან.
ორივეგან თბილისი მიწერია.
რა საჭირო იყო ეს ტყუილი არვიცი.
თითქოს მე გამიტყდებოდა, რომ ჩემი და თბილისშია დაბადებული და მე ზუგდიდში???
არადა არანაირად.
გუშინ საშინელი ქაოტური დღე მქონდა, რადგან იდეაში დღეს უნდა წავსულიყავი.
ჯერ მეზობელთან გადავედი რაღაცაზე.
მერე Mr.M–თან მივედი სამსახურში. მის წინ მჯდომმა კოლეგამ ისეთი შემცბარი სახით შემომხედა და მომესალმა, რომ მის სახეზე იკითხებოდა: ესენი დაშორდნენ და ამას აქ რა უნდა?!
მაგრამ მე რათქმაუნდა ეს სრულებით არ შევიმჩნიე. და ჩვეულებრივად გავაგრძელე საუბარი, თუ რა საშინლად და უსაშინლესად ცხელა გარეთ. მერე გარეთ გამოვედით და ვილაპარაკეთ. არა. ვილაპარაკე. ის მისმენდა. ყველაფერი ვუთხარი, ვისი თქმაც მინდოდა. მაგრამ ყველაფერი არ მითქვამს, რასაც ვფიქრობდი. ისეთი უშფოთველი სახით მიყურებდა, თითქოს არც არაფერი დაეშავებინოს. არ მეგონა ასეთი უცოდველი სახით თუ დამიდგებოდა წინ
. ისეთი სახით იდგა, თითქოს სულ არ არის იმ ყველაფერში დამნაშავე, რაც მოხდა. მაგრამ მე მართლა სასწაულად ვიდექი. ცრემლისმაგვარი რომ არ წამომსვლოდა, ვიცინოდი. ვიცინოდი და ვსაუბრობდი. ზრდილობიანად მივახალე პასუხისმგებლობის შეგეშინდამეთქი. ფსალმუნი დავუბრუნე და ერთი "უიი, მიბრუნებ??? მე ხომ გაჩუქე???" არ დასცდენია. ან "რატომ მიბრუნებ???" ან რამე მსგავსი. ისეთი სახე მიიღო, თითქოს უნდა დამებრუნებინა და შემთხვევით გამყვა სახლში. და პასუხად: "რახან ახლა იცინი, თურმე ხო მართალი ვიყავი, რომ გითხარი, რომ არ გიყვარვარ"–ო. დღემდე არ სჯერა.
მისი ნებაა, მისი სინდისია.ვხვდები, რომ ....
კიარადა...
რაღა აზრი აქვს ახლა რას ვხვდები...
მობილური ტელეფონი შედარებაც არაა, ისეთი დადუმებული. მეც იქით არავის ვეხმიანები, არავის შეწუხება არ მინდა... ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეგობრებსაც აღარ ვუყვარვარ. ან შეიძლება მეჩვენება.
გუშინ ღამე მობილურის საშუალებით გამოკითხვა ჩავატარე.
კითხვა იყო ასეთი: რამდენ დეგენერატ ადამიანთან უნდა იყოს ადამიანი, რომ ბოლოს ბედნიერი იყოს???
პასუხები:
1)"ეჰ, ადამიანებს გააჩნია 1 თვისება: თითოუელი მათგანი ნიღაბს ატარებს, ამიტომაც გვიჭირს მათი თავიდანვე ამოცნობა."
2)"ზოგჯერ ერთიც საკმარისია..."
3)"ერთადერთთან, საკუთარ თავთან
"4)"სანამ იმ დეგენერატს არ იპოვნის, რომელიც ბედნიერად გადააქცევს ან ილუზიას მაინც შეუქმნის."
5)"არვიცი, ზოგი საერთოდ ვერ პოულობს."
6)"ადამიანმა თავისი ბედნიერება არ უნდა დაუკავშიროს დეგენერატ ადამიანებთან ყოფნას. ბედნიერება შენშივეა და უნდა აღმოაჩინო და უბრალოდ მისცე თავს მაგის უფლება."
7)"მმმ...ჩემი აზრით, ჯობია მარტო იყო, ვიდრე ვიღაცასთან. ტყუილად დაიხარჯები, შენს თავს მიხედე და მოუარე. და გააკეთე,ის, რაც გინდა.
"8)"აუცილებელი არაა, დეგენერატთან იყოს, ჯერ უნდა შეარჩიო ასე თუ ისე ნორმალური, მერე დატესტო. ისე მანამ ეძებო, სანამ არ იპოვნი. თუმცა რთული კითხვაა. შეიძლება არც ღირს ამდენი ძებნა იმ "ერთისთვის", რომელიც არ იცი, ბოლომე იქნება თუ არა შენთან."
9)"ოოო, გააჩნია რამდენად მალე განსაზღვრავ მის დეგენერატობას... ასე 2–3 შეცდომა ყველას მოსდის ალბათ."
10)"ბოლოს ბედნიერება არ არსებობს ალბათ ქეთ, ყველა დეგენერატთან რაღაც დრო ბედნიერები ვართ. უბრალოდ ზოგთან მეტხანს ვძლებთ, ზოგთან ნაკლებს. ხოდა ვისთანაც დიდხანს გავძლებთ ის იქნება. ყველა ურთიერთობისგან მაქსიმალური უნდა მიიღო და როცა რესურსი ამოიწურება, შენც გული აღარ დაგწყდება. just keep smiling
"11)"ზოგისთვის ერთიც საკმარისია, დეგენერატები ჩვენ ვართ, დეგენერატებს თავს რომ ვაუბედურებინებთ. აი მე თითქოს ჭკუა ვისწავლე, ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, ამიტომ საქმე არ მიმყავს იქამდე, რომ შემიყვარდეს. რომ არ დავიტანჯო მერე, ამიტომ ძალიან სერიოზულად არ ვუყურებ მსგავს ურთიერთობებს. თუ შემიყვარდა, მერე ნამდვილად აღარ ვიცი რა უნდა ვქნა. არადა ისეთი "ემოცია" ვარ, რომ რავი...პროსტა რომ ამოვიდა ყელში, ჩემს თავს ვუთხარი, თუ უყვარხარ, არ დაგტანჯავს, თუ გტანჯავს, იდი ნახუი. ვიღაცას არ მივცემ იმის უფლებას რომ მტანჯოსთქო და ეგაა რა. მე მიშველა მაგრად.
11 ადამიანის პასუხიდან ერთიანად გამოვიტან დასკვნებს. ოღონდ უკვე არა თბილისში და ბლოგში.
ხვალ მივდივარ და იმედია მასზე ფიქრს ჩაანაცვლებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც მართლა ძალიან ვუყვარვარ. გიჟდებიან ჩემზე და ზედ გადამყვებიან, რომ კარგად ვიყო. თითქოს ეგოისტური ფრაზებია, მაგრამ ბოლო დროს მომხდარმა ამბებმა თითქოს ერთი–ორად დამაეჭვა და დამაფიქრა საკითხზე: ვუყვარვარ კი ვინმეს საერთოდ????????

ღომი
ელარჯი
და სხვა მეგრული საჭმელები...
ვიცი, რომ არ მომაკლდება...
არც თბილისში მაკლდება ხოლმე, მაგრამ იქ სურნელიც კი მეგრული ტრიალებს...
ჩვენს დიდ ეზოში არსებული ჭის ცივი წყალი...
ქათმები...
ბაღი...
ბოსტანი...
ჩვენი ეზოს ხილი და მწვანილი...
უამრავი მეზობელი...
აქ ვინც გავიცანი, ახლა გავიცანი...
იქ კი დაბადებიდან ვიცნობ ყველას...
მთელი ქუჩა ერთად რომ შეიყრება ხოლმე ბირჟაზე ქალიან–კაციანად...
ბავშვები...
კოღოები ვიცი გამაუბედურებენ, მაგრამ ძმარს წავისვამ, რომ ისინი იქით შევაწუხო...

"კაჩელკა"–ზე წამოვწვები...
წიგნებს წავიკითხავ...
ბისერებს ავაწყობ...
მზეს მივეფიცხები...
კარგად ვიქნები

Category:
მუზები,
ყველა ეს პატარა შპუნწიკი
12
კომენტარი
შაბათ–კვირა რომ მართლაც 2 უიდეალურესი დღეა დალაგებისთვის, ამაში დღეს, ანუ კვირას დავრწმუნდი.
მოკლედ, მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ ის სეკრეტერი დაგველაგებინა თავიდან ბოლომდე, სადაც ეს ჩემი კომპიუტერი არის შედებული.
მართლა შედებულია, ანუ მაგიდაზე არ მიდევს, როგორც ალბათ უმეტესობას.
გვიდგას ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ნაქონი ძველი სეკრეტერი, რომელიც ამ უკანასკნელებს ლაგოდეხში ედგათ 40 (!!!) წლის განმავლობაში. მერე ისინი თბილისში დაბრუნდნენ ისევ და ყველა ავეჯი ჩამოიტანეს აქ. მათ შორის ეს სეკრეტერიც. მერე დედაჩემმა და მამაჩემმა გადაწყვიტეს, ბარემ იმათ ბინაში ადგილი აღარ არის და მოდი აქ დავდგათ, ჩვენთანო. ასე აღმოჩნდა აღნიშნული ავეჯი ჩვენთან. სადღაც დაახლოებით 10 წლის წინ, თუ არ მეშლება. მერე კომპიუტერიც შევიძინეთ 2005–ში მგონი. ხოდა კომპიუტერის ადგილი რომ აღარ გვქონდა, გადავწყვიტეთ ამ სეკრეტერში შეგვესახლებინა.
ასეც მოვიქეცით.
ვინც არ იცის როგორ გამოიყურება სეკრეტერი – ეს არის ნახევარკარადა
ანუ ორსართულიანი კარადა. რომელთაგან ზედა ნაწილი იღება და იხურება ზევიდან ქვევით კარის ჩამოწევით, სადაც ამჟამად მონიტორი, დინამიკები და ბასი დევს. ხოლო ქვედა ნაწილი იღება როგორც ჩვეულებრივი კარადა – ანუ მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით.მთელი ამდენი წლის განმავლობაში რაც კი რამე შესაჩურთი მოგვეპოვებოდა მე და ჩემს დას, ყველაფერს ამ ორ სართულზე ვდებდით. ამ საქმეში განსაკუთრებით ჩემი და აქტიურობდა.
დედაჩემმა არაერთხელ გვთხოვა ამ ნახევარკარადის დალაგება, მაგრამ მაგას სიკვდილი გვერჩივნა ორივეს და დედას ფრაზით: ხო, დავალაგებ"–ით ვიშორებდით.
არვიცი რა მოხდა დღეს ჩემს ტვინში ისეთი, რომ სასწაულად მომინდა დალაგება.
გამოვალაგე მთელი 2 სართული.
ვიღაცისთვის ეს ალბათ მართლა არაფერია, იმდენად შრომისმოყვარეა, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც დიდი ამბავი იყო.
ისტორიის სახელმძღვანელო მე–10 კლასი...
ფიზიკის სახელმძღვანელო მე-10 კლასი...
ქართული ლიტერატურა მე-10 კლასი...
რუსული ლიტერატურა მე-9 კლასი...
ჩემი დღის პირადი დღიური, რომელშიც წერდა 1995-2000 წლებში...
გერმანულისა და მათემატიკის წიგნები და რვეულები...
"გოეთე"–ს წიგნები...
ჩემი ნახატები, რომლის ჩარჩოში ჩასმა და ოთახში დაკიდება ისევ ოცნებაა ჩემი...
გუაშები, ფუნჯები, სახატავი ფურცლები...
ქართული გრამატიკა მე-6 კლასი...
ჩემი სურათი 10 წლის ასაკში...

ჩემი დის უამრავი Cosmopolitan–ი...
2003...
1998...
1996...
2004 წლისები...
ჩემი დის უამრავი სამკაული, რომელიც დარწმუნებული ვარ, საერთოდ აღარც ახსოვს...
მისივე კოსმეტიკის არაერთი ნაწარმი...
მისივე სამედიცინო ლიტერატურა...
მისივე იურიდიული ლიტერატურა...
სერტიფიკატები...
იმდენი ძველი ნივთი...
იმდენი...
ყველაფერი გამოვალაგე, ერთად ვისხედით მე და დედაჩემი, უზარმაზარი ტომრის მაგვარი პარკი ავავსეთ ნაგვით. თურმე რამდენი ხარახურა იდო ამ სეკრეტერში. არადა ერთ დროს როგორ საჭირო იყო ეს ნივთები.
ძალიან ბევრი ნაგავი გავიტანეთ.
დაახლოებით 2–3 საათი მოვუნდით ამას.
ამ დროს საზამთრო გამოიღო მაცივრიდან და დამიძახა, შემომიერთდი, ცივიაო.
დავსხედით და დავიწყეთ საუბარი.
ისეთი სასწაული ნოსტალგია შემომაწვა.
უსასწაულესი.
ისე მალე გადის დრო, ისე.
რომ მართლა გული მწყდება ძალიან ბევრ რამეზე.
ახლა რომ ვუფიქრდები, საერთოდ რა გვინდა, რისთვის ვჩნდებით?!
ილია ვეკუას, რომელიც 60 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით გარდაცვლილა, აღსასრულამდე რამდენიმე ხნით ადრე უთქვამს, პოტიკია ეს ცხოვრებაო.
პოტიკი – მეგრული სიტყვაა და არც ვიცი როგორ ავხსნა. ანუ შრომა, ჯაფა, გარჯა, წვალება, სულ რომ რაღაცას "ჩალიჩობ", რომ რაღაც მცირედს მიაღწიო. ცხოვრება, როგორც ციყვი გალიაში, გამუდმებულ რუტინაში.
გული ჩამწყდა კიდევ ერთხელ. ვცდილობ ხოლმე, რომ სიკვდილსა და სიბერეზე არ ვიფიქრო ხოლმე, მაგრამ არ გამომდის. ტირილი მომინდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ იცოდე როგორ მიჭირს ამ სეკრეტერის ლაგება, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ლაგება მეზარება, არამედ იმიტომ,რომ უამრავ რამეს მახსენებს ბავშვობიდანმეთქი. შემომიბრუნდა და მითხრა, აბა ახლა მე მკითხე რამდენს მახსენებს, თან შენ მაინც წინ გაქვს მთელი ცხოვრებაო. ცრემლი ძლივს შევიკავე.
წინა დღეს ბუსუნას ბლოგში შევედი, იმასაც სიკვდილზე დაუწერია. არ წამიკითხავს, ვიცოდი, ცუდად გავხდებოდი. მიჭირს ხოლმე ამ თემაზე საუბარი და ფიქრი უფრო.
რა თემაზეც არ უნდა ვფიქრობდე, ბოლოს მაინც სიკვდილამდე მივდივარ. თითქოს ესაა ნებისმიერი სასაუბრო თემის ბოლო აკორდი. ძნელია.
მერე კომპიუტერის აბსოლუტურად ყველა კაბელი, რაც კი რამე აბია, გავწმინდა. ხარისხიანად. მთელი 4 წლის მტვერი ზედ ედო. ახლა UPS-დან დაწყებული მაუსით დამთავრებული, ყველაფერი ბზინავს. ნუ შეიძლება არ ბზინავს, მაგრამ მე ყველაფერი ძალიან ხარისხიანად გავწმინდე. "შენ მართლა საღოლ"–იც კი დავიმსახურე ადამიანისგან, რომელიც სულ იმაზე მაძლევს შენიშვნას, როგორ არ გიყვარს სახლში რამის კეთებაო.
მერე ისევ Mr.M–ი ამომიტივტივდა. საერთოდ აღარ ვარ მასზე გაბრაზებული ან ნაწყენი. ცხოვრება ისეთი მოკლეა, რომ არ ღირს ვინმეზე გაბრაზებული იყო. მერე ისევ მე დამწყდება გული. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში არ ვიცი ის რას ფიქრობს, ის მაინც ვიცი, რომ დამნაშავედ მე არ მიმიჩნევს და ჩემთან გატარებულ დროს ძალიან კარგად იხსენებს. ანუ ადამიანი ერთი თვის მანძილზე მაინც გავაბედნიერე ჩემი დიდი სითბოთი. ანუ ისიც ვიცი, რომ მე საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. ძალიან დიდი სიყვარული გავეცი და გუშინდელისგან – წინა პოსტის დაწერის დღისგან და 11-18 ივლისისგან განსხვავებით დღეს საკუთარი თავით ვარ წარმოუდგენლად კმაყოფილი. შეიძლება ცოტა არ იყოს და თავხედური და ამბიციური განცხადებაა, მაგრამ საკუთარი თავი უფრო შემიყვარდა, რადგან შემიძლია სიყვარული. მიუხედავად იმისა, მაწყენინეს თუ არა. და ეს მე სასწაულად მაბედნიერებს. სიყვარული ყოველთვის შემეძლო მაგრამ ახლა უფრო დავინახე ეს, რადგან ასე გული ჯერ არ მტკენია და ასე ძლიერ არ განმიცდია.
"მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ"–ის პრინციპი 100%–ით მუშაობს. არადა თავის დროზე Mr.M–მა მითხრა რა ცუდი ფრაზაა, როგორ უნდა გეკიდოს, მე ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ადამიანი რას ვგრძნობს შენს მიმართო, მაგრამ ასეა და რა ვუყო?! დედა ტერეზას უთქვამს თურმე, მაშინ ხარ კარგი ადამიანი, როდესაც ვიღაცას სიკეთეს უკეთებ და საპასუხოდ არაფერს ელოდებიო. მართლა არ მაღელვებს იმას რა გრძნობა ამოძრავებს ჩემს მიმართ, მე მას მაინც უდიდეს პატივს ვცემ ყველაფრის გამო. თუნდაც იმის გამო, რომ ტკივილი მომაყენა. ამით მე გამოცდილება შემმატა და ბევრი რამ მასწავლა. რაღაც მომენტში ვიფიქრე უფრო მკაცრი გავხდებიმეთქი ადამიანების მიმართ, მირჩია კიდევაც რამდენიმემ, აწი ასე ერთ კვირაში არ შეიყვარო ადამიანიო, მაგრამ ხომ ვიცი, არ გამომივა. უბრალოდ არ გამომივა.თუ რამე შევამჩნიე საკუთარ თავში, რატომ შევიკავო?! იმან იკითხოს, ვინც არ დამიფასებს და არ დაინახავს, თორემ მე რა. დიდი–დიდი 1–კვირიანი ცრემლები. თუ რამე აღმოვაჩინე ადამიანში პლუსი, უკვე გული სხვანაირად მიცემს ხოლმე. არ ვარ ბოღმა. და ეს ერთი კვირა რომ ვიყავი,ზუსტად ეგ იყო მიზეზი ჩემი ტირილებისა და შუშანიკობისა.
ახლა როგორ ვაფასებ მის საქციელს??? ისევ ისე, როგორც წინა პოსტში. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვნსჯი და აღარ ვბრაზდები. ასე იყო საჭირო, რადგან მოხდა. სასწაულად ვიღიმი მთელი დღეა და თვალწინ წარმოდგენას ვდგამ, თითქოს მთელი მისი სამეგობრო და მე ერთად ვართ და რაღაცაზე ძალიან ბევრს ვიცინით. და მართლა უზომოდ ბედნიერი ვარ. ბედნიერად მახსენდება მასთან გატარებული ესა თუ ის მომენტი. მიხარია, რომ ამდენი ახალი ადამიანი გავიცანი და იმედს ვიტოვებ მათთან მექნება ძალიან თბილი ურთიერთობა. ისიც მინდა, რომ Mr.M–თანაც კარგ დამოკიდებულებაში ვიყო, მინდა ამ დღეებში შევხვდე და ვუთხრა, რომ არ ვარ მასზე ნაწყენი, ჩემი ხელით დავუბრუნო ფსალმუნი და არა ნათიას საშუალებით. ვუთხრა, რომ მე მისი კეთილისმსურველი ვარ და ყველგან კარგად მოვიხსენიებ. და ყველაფერს კარგად გავიხსენებ. ვიცი,საშინლად მოერიდება ჩემი და თავს დახრის ისევ ისე, როგორც შაბათს დახარა, მაგრამ არაუშავს,უშეცდომო არავინაა.
დილის 7–ის ნახევარია, წავედი "გავთხარე ლოგინი" როგორც ერთი ფორუმელი იტყოდა, 2 საათში უნდა ავდგე.

მთელი ეს 7 დღე – შაბათიდან მოყოლებული დღემდე 11–დან მოყოლებული 18–ის ჩათვლით, ვფიქრობ რა და როგორ დავწერო...
აზრზე ვერ მოვედი...
კიარადა ვერც მოვდივარ...
კიარადა არვიცი...
და ისიც არვიცი როგორ უნდა დავიწყო, არაფერი რომ ვთქვა შინაარსზე...
მართლა არვიცი...
მინდა ყველაფერი გარკვევით დავწერო...
აი იმდენად გარკვევით, რომ კითხვა არ დაიბადოს ამ ნაწერის შემდეგ...
საერთოდ არცერთი კითხვა!!!
არვიცი რამდენად გამომივა.
და საერთოდაც ამ მოკლე შესავალში, უკვე იმდენი "არვიცი" დავწერე და ალბათ იმდენს დავწერ ქვევით, რომ თავისუფლად შეიძლებოდა "მადლობა"–ს მაგივრად "არვიცი" დამერქმია ამ ნაწერისთვის...
მართლა არვიცი რა მოხდა, როგორ და მაგიტომაა, რომ "არვიცი"–ც არანაკლებ შეეფერება.
მაგრამ მაინც არ ჰქვია...
ეგეც არვიცი რატომ...
მაგრამ არაუშავს, გადავიტანთ სხვა სათაურს.
საერთოდ გათიშული ვარ...
საერთოდ...
წარმოიდგინე ჩემი სახე აბსოლუტურად გათიშული...
სრულიად!!!
ეს იცი როგორია???
აი წარმოიდგინე ჩემი სახე ჩვენი გაცნობის დღეს...
გახსოვს ხო??? არა???
კარგი, გაგახსენებ მაშინ...
ტრეინინგი...
გაღიმებული, გაცისკროვნებული სახე...
უაზროდ, უიდეოდ და უშინაარსოდ ბედნიერი...
მართლა არ იდო ჩემს იმ დღის ბედნიერებაში აზრი, იდეა და შინაარსი...
უბრალოდ ბედნიერი ვიყავი...ბედნიერი, მაგრამ არვიცი რისგან...
ადამიანი, რომელსაც უნდა უზომოდ ბევრი ისაუბროს ახალგაცნობილ ხალხთან.
ყველას ელაპარაკოს, გაიცნოს,არა მარტო იმ საკითხის გარშემო, რის შესახებაც ტრეინინგი იმართება, არამედ ზოგადადაც.
მათ შორის შენთანაც ისაუბროს, თუმცა შენ საერთოდ არ გიცნობს, საერთოდ.
მაგრამ ეს არაფერია. შენი გაცნობა ადვილია, რადგან შენც ტრეინინგზე მოსული ხარ.
მერე გაჩერებაზე ვდგავართ...
ვსაუბრობთ ოფიციალურად, ჯერ კიდევ მორიდებით.
მერე უიიი, ერთი გზა გვაქვს...
უიიი, ამდენი საერთო ნაცნობი...
უიიი, ამდენი საერთო ადგილი...
მაგრამ მაინც არ ვიცნობდით აქამდე ერთმანეთს.
მერე ტრეინინგის მეორე დღე...
უიიი, ახლა უფრო შევუთამამდით ერთმანეთს.
2 დღიანი ტრეინინგი და უკვე იმდენი ვიცით ერთმანეთზე.
მერე იმდენი საუბრები ყოველდღე.
მერე უკვე ბევრი რაღაც ვიცით ერთმანეთზე.
მერე ტელეფონის ნომრების გაცვლა.
მერე უკვე ჩემს საყვარელ ადგილას მივდივართ. ეს ისე ხდება, სპონტანურად. რაღაცაზე ვახსენე ჩემი საყვარელი ადგილი "პურპური" არისმეთქი და ასეთი რა არის, ასე რომ გიჟდები, მეც წამიყვანე, მაინტერესებსო, არაერთხელ მითხარი. წაგიყოლე.
მერე იქ დაიწყო ყველაფერი. საუბრები ყველაფერზე ცოტ–ცოტა.
თუნდაც იმაზე, რომ ბლოგზე ვწერ ჩემს ჩანახატებს, თუნდაც იმაზე, რომ ფორუმელი ვარ. და რაზე აღარ.
მერე მეორე დღეს მაკში ისევ გაცნობის გაგრძელება.
მერე მესამე დღეს უკვე ძმაკაცების გაცნობა. 7-10 დღეში უკვე ყველა ძმაკაცი გავიცანი, სახელები ერთმანეთში მერეოდა.
მერე ყოველდღიური ურთიერთობები. მერე შენი ოჯახის წევრები, რომლბთანაც სასწაულად მორიდებული ვიყავი და შენ ამას რომ ხედავდი, კვდებოდი სიცილისგან.
მერე უკვე ნელნელა ყველამ გაიგო, რომ ერთად ვართ.
მერე ყოველდღიური ურთიერთობები. ყოველდღიური.
მერე მე კახეთში წავედი 2 დღით და ყოველ 2 საათში რეკვები "როგორ ხარ, ძალიან მომენატრე, აწი არსად გაგიშვებ".
მერე შენმა მეგობარმა დაგპატიჟა და მე წამიყვანე.
მერე ბოდბეში და სიღნაღში წავედით მთელი შენი სამეგობრო და მეც.
მერე შენი ძმაკაცის შეყვარებულის დაბადების დღე.
ჩემი საყვარელი კომპოზიტორის კონცერტი.
კინო.
რა აღარ?!....
რა აღარ?!
მერე სამსახურიდან ჩემი გამოშვება...
ჩემი ცუდად ყოფნები ამის გამო...
"დაიკიდე, მაგაზე არ ინერვიულო"–ები.
და მერე უცებ შენი გაუცხოება.
როგორ გთხოვე მარიამმა სურათები უნდა გადამიღოს და წამომყევიმეთქი.
წინა დღით მთელი 24 საათით დადუმებული ტელეფონი და ჩემი ფუჭი იმედი, რომ დამირეკავსმეთქი, მაგრამ არა. ვიცოდი, რომ სადღაც იყავი საქეიფოდ და "ვერ დამირეკე ამის გამო". არადა ადრე შემომეხმიანებოდი, მეტყოდი, აქა და აქ მივდივარ და თუ ძალიან მთვრალი არ ვიქენი, გნახავ. და მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე ძლივს მდგარხარ, მოსულხარ და გინახივარ. ფეხზე ვერ მდგარხარ, ზედმეტად ხმამაღლა საუბრობდი სიმთვრალისგან, გაჩუმებდი, გეჩხუბებოდი, ამდენი რატომ დალიემეთქი, მაგრამ მაინც მიხაროდა, რომ მიუხედავად ალკოჰოლის ასეთი დიდი რაოდენობისა შენს ორგანიზმში, მაინც მნახე.
მეორე დღეს საოცრად არ მინდოდა შენთან დარეკვა, მაგრამ ვიფიქრე რახან სურათებს ვიღებთ, წამოვამეთქი. არა. "საშინელი პახმელია მაქვს, ვკვდები".
იმავე დღეს, გვიან მაინც გნახე, სურათები განახე...
მერე საშინელი გაუცხოება...
"აი იცი რატომ არ გნახე? იმიტომ, რომ შეიძლება რამდენიმე დღე ისე გავიდეს, რომ არ დაგირეკო"
მერე ჩემს მოკარებაზე ხალხის თანდასწრებით "სირცხვილია, ტეხავს"–ები.
ამის გამო ისე გამოვიდა, თითქოს მე ვაქტიურობდი. არადა ვინ–ვინ და შენ ყველაზე კარგად იცი, რომ მე არ ვარ აქტიური, და არც მიაქტიურია. რასაც ვაკეთებდი, ყველაფრის საბაბი შენ მომეცი. მაგრამ მაინც ასე გამოვიდა. მკიდია, ხალხი რას ფიქრობს. მე და შენ ხომ მაინც ვიცით, რა და როგორ იყო ყველაფერი.
lineage–საც შევეგუე, დებილივით ვიჯექი და ველოდებოდი, როდის მიხვდება, რომ მეც მინდა ყურადღება. 5 წუთით facebook–ის pet–ს თუ მივეკარებოდი, "ამას როგორ თამაშობ" რეაქცია.
არ გჯეროდა, რომ მიყვარდი. გეგონა ეს სიტყვა ჰაერზე ვთქვი და გავისროლე. ბოლო დღემდე არ გჯეროდა. ასე მალე როგორ უნდა შეგყვარებოდიო.
ეს პოსტები ზედმიწევნით წაიკითხე
პოსტი სიცილაკის გარეშე
ჩვენ
Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი
ხოდა ნუ ესე იგი
შემოვიდა
სხვა და სხვა
წვიმის ორმოები (ა.კ.ა. ჩართული ემოციები)
ყველა ეს პოსტი შენზეა.
და მერე მთხოვე, გეხვეწები ჩემზე მეტი აღარ დაწერო ბლოგზე და მეც აღარ შემოვალო.
კარგიმეთქი. თუმცა გული მიგრძნობდა, მაინც შემოდიოდი.
ჩემი სურათები გთხოვ წაშალე facebook–დანო.
არ წავშალე.
ახლა წავშალე. რატომ მედოს იმ ადამიანის სურათები, ვინც დიდი ტკივილი მომაყენა???
ვფიქრობ კომპიუტერიდანაც ხომ არ წავშალო, ჯერ არვიცი.
გინდოდა ბლოგზე არ მეხსენებინე, მაგრამ არ გისრულებ ამ პირობას. ისედაც ბევრი პირობა შეგისრულე. ძალიან ბევრი. ბევრ რაღაცაზე დავხუჭე თვალი. საკმაოდ. პრინციპები უკან გადავაადგილე.
როგორ შეგეძლო ასეთი რაღაც გაგეკეთებინა???
როგორ???
ან ამას თუ აპირებდი, მაშინ ამდენ ადამიანს რაღას მაცნობდი???
ამდენ ადგილას რატომ მეპატიჟებოდი???
რატომ მეუბნებოდი "ჩემი სიცოცხლე ხარ"–ო???

საერთოდ რას ფიქრობდი???
შაბათი დღე. მოხვედი და ყველაფერი მითხარი, მერე მე რათქმაუნდა ტირილი ამიტყდა, როგორც ყველაზე ემოციურ ადამიანს...არ წახვედი, ასე ატირებულს ვერ დაგტოვებო.
მამშვიდე, მაწყნარე, მანუგეშე.
"შენ უკეთესს იმსახურებ"
"შენ რომ გეყვარება ადამიანი, იმაზე ასჯერ მეტად იმას უნდა უყვარდე."
"თუ რამე დაგჭირდება, იცოდე, რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და დაგეხმარები"
და მსგავსი შაბლონური ფრაზები.
ისეთი შაბლონური ყოფილა, რომ მარი კარამელკას სანამ ვუთხარი, მანამდე მითხრა ალბათ ესა და ეს გითხრაო.
"ისე ვიყოთ, როგორც პურპურამდე ვიყავით."
ამან საერთოდ სახე წამიშალა.
"შენ ხარ სასწაულად კარგი ადამიანი, სასწაულად მოსიყვარულე და არ შემიძლია ასე ცუდად მოგექცე, რომ ვითამაშო შენთან. რადგან შენ ძალიან დიდ სიყვარულს იმსახურებ. არაამქვეყნიურად კარგი ხარ."
გასვლისას ხელიდან ფსალმუნი მოიხსენი და მე მაჩუქე.
"13 წლიდან მიკეთია და ამაზე ძვირფასი არაფერი მაქვს, იცოდე არ გაკარგო"
ნათია არანორმალურად გვერდში მიდგას. მთელი ეს დღეები შენთან არის მორალურად. გუშინ ღამე მესიჯი მივწერე, ადამიანი აღარ მყავს, ვისაც შემეძლება,რომ დღე–ღამის ნებისმიერ დროს სმს გავუგზავნომეთქი. მე აგერ არ ვარ, მე გამომიგზავნეო.შენი მერიდებამეთქი. ნათიას და ნოეს შერიგება იმდენად მინდოდა, რომ გავიხსენე ძველი, სკოლისდროინდელი საკუთარი თავი, როდესაც ვმაჭანკლობდი.მოვახერხე კიდეც. და კმაყოფილი ვარ ამით.
ამ დღეებში ნათიას ხელით გამოგიგზავნი ფსალმუნს. ყველა შენი ცოდვა ამ ფსალმუნს ადევს. არ მინდა შენი ცოდვებით აღსავსე მე ვატარო. ამას დამატებული ის, რომ რამდენჯერაც ხელზე დავიხედავ, იმდენჯერ გამახსენდები. არ მინდა. არ იმსახურებ.
გახსოვს "პურპური"???
რომ გითხარი ჩემთვის მხოლოდ 3 კატეგორიის მამაკაცთა ჯგუფი არსებობსმეთქი და 3 თითი აგიწიე???
1) ყველა ჩემი ნათესავი/ახლობელი/მეგობარი მამაკაცი, რომელთა დეგენერატული ხასიათი მკიდია, რადგან ძალიან ძვირფასები არიან.
2) ყველა დეგენერატი მამაკაცი, რომელთანაც ფორმალური ურთიერთობა მაქვს და არ ვეკონტაქტები დიდად.
3)ყველა ის მამაკაცი, რომელსაც არ ვიცნობ. უცნობი ძლიერი სქესი. და რომ გავიცნობ, ან 1–ელ კატეგორიაში შევლენ ავტომატურად, ან მეორეში.
მეოთხე თითი რომ ამიწიე, გახსოვს???
"ეს კატეგორია რატომ არ არსებობსო???"
არ არსებობდა და იმიტომ.
შენ ამიწიე ეგ თითი, შენ აამოქმედე ეგ კატეგორია.
მაგრამ ახლა ისევ ჩავწიე. გაქრა. და იმედი მაქვს, არც არავინ აამოქმედებს თავიდან. აღარ მინდა. მორჩა.
წარმოიდგინე ჩემი სახე აბსოლუტურად გათიშული???
თუ კიდევ ვერა???
რაც ზევით აღვწერე, იმის აბსოლუტური საპირისპირო...
გაღიმებული, გაცისკროვნებული არა.
საერთოდ აღარ ვიღიმი, ჩამქრალი ვარ.
ბედნიერი
საერთოდ აღარ.
ადამიანი, რომელსაც უნდა უზომოდ ბევრი ისაუბროს არა.
საერთოდ ხმას აღარ ვიღებ.
ყველას ელაპარაკოს არა.
ყველას იქით ვუსმენ. და ზოგადად მათი სმენაც არ მსიამოვნებს.
მათ შორის შენთანაც ისაუბროს აღარ/
საერთოდ აღარ მინდა შენთან საუბარი.
შენი გაცნობა ადვილია არა.
თურმე როგორ გამჭირვებია. არადა მეუბნებოდი ყველა მამაკაცი არ არის ერთნაირიო. ტყუილი. უდიდესი ტყუილი.
რატომ არის ეს პოსტი ასეთი პრიმიტული???
ადვილი წასაკითხი???
იმიტომ, რომ მინდა უაღრესად გასაგები იყოს.
ანუ ზევით როგორც ვთქვი, იმდენად ადვილი, რომ კითხვები აღარ დაიბადოს.
აღარ ვიტირებ. საკმარისი იყო. ყველა ჩემს დაავადმყოფებულ თვალებზე მესაუბრება. საშინელი ჩაწითლებული რომ მაქვს. აღარ მძინავს ღამეები, დილის 7 საათზე ვწვები, საჭმელს დღეში ერთხელ, ისიც რამე ხილს და მეტი არაფერს.
გახსოვს, რამდენჯერ გეხუმრე შენ ჩემი "ივნისის ხარ"–მეთქი.
Sweet November–ში რომ ეუბნება შარლიზ ტერონის გმირი კიანუ რივზისას: შენ ჩემი ნოემბერი ხარ. ის ოქტომბერი იყოო.
იმდენჯერ გეხუმრე, რომ მართლა ახდა.
მართლა ჩემი ივნისი იყავი. ივლისი უკვე ცუდად ყოფნის თვე იყო თავიდანვე.
რაც შეეხება პოსტის სათაურს.
დიდი მადლობა იმ ყველა სასწაულად კარგი და სასწაულად ცუდი მომენტისთვის.
ძალიან დიდი მადლობა.
არაჩვეულებრივად შეძელი ყველაფერი.
გილოცავ.
ყოჩაღ!!!
არ ვარ მკვდარი.
როგორც კარამელკამ მითხრა: what doesn't kill you, only makes you stronger.
ხოდა ეს მე არ მომკლავს და პირიქით, გამაძლიერებს.
ამის მერე აღარ მგონია Mr.M–ის კატეგორიის ქვეშ რამე დაიწეროს. საკმარისია ის დაწერილი პოსტები. ეს სიმღერაც ცუდად მხდის უკვე.

ფუცკ ფუცკ
25
კომენტარი
ვინაიდან და რადგანაც ეროვნული გამოცდებიც წარსულში დავტოვე და ბაკალავრისებიც, ახლა უკვე "თავისუფალ დროს" გახსნილად ვაცხადებ.
ალბათ მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც მთაწმინდაზე გუშინდელ დღემდე ნამყოფი არ იყო.
არ უნახავს ფუნიკულიორი ახლოდან...
არ უნახავს მამა დავითი.
არც მთაწმინდის პარკი, რომელიც წინა ორთან შედარებით ახალ ხილად ითვლება.
ვისაც კი ვუთხარი, არ ვარ ნამყოფიმეთქი, 2 თითით დამცინა.
მაგრამ რა ვქნა, არ ვიყავი ნამყოფი.
მიზეზებიც არვიცი, თუ რატომ მოვიდა 2009 წლის 12 ივლისამდე ეს ყველაფერი.
მართლა არვიცი.
თან ვინმე რომ იგებდა, რომ ასეთი ამბავი ხდებოდა ჩემს თავს, სასწაული უხერხული მომენტები იღვიძებდნენ ჩემში.
კვირას ანუ 12–ში დილის 10–ის ნახევარზე სკოლის გზას დავადექი.
რაღაცნაირი მომენტი მქონდა, უვბად მეგონა თითქოს სკოლაში მივდიოდი.
მივდიოდი და მახსენდებოდა სკოლის მომენტები.
არა, საერთოდ არა.
არ შევცვლილვარ.
არც ჩემი ცხოვრება შეცვლილა სკოლის მერე.
ისევ ისეთივე შეჭმუხნული სახის გამომეტყველებით მივაბიჯებდი, როგორც სკოლის დროს.
ისევ ისეთივე სევდიანი და მოწყენილი ვარ, როგორიც მაშინ ვიყავი.
უცბად ნაცნობი სახე.
მივედი, ნამცხვრების მცხობელს ტორტი გამოვართვი, ფული გავუწოდე და ტაქსით გავეშურე ფსიქოლოგის ოფისში.
წავედი იქ, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ ბექა უნარებს მიხსნიდა.
მაგრამ ახლა უკვე სხვა სიტუაცია იყო.
10საათზე იქ უნდა ვყოფილიყავი, რადგან ლექცია იწყებოდა.
გამოცდების ჩაბარებასა და პეტრე–პავლობასთან დაკავშირებით ტორტი მივიტანე.
ქალბატონმა ნანამ არაერთი მადლობა გამომიცხადა 7–8 ერთეული ჩემხელა ადამიანის თანდასწრებით, რამაც ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა.
მერე ლექციაც დაიწყო.
საუბარი იმის შესახებ, თუ რა სახის დაცვის მექანიზმები გააჩნია ადამიანს.
განვიხილეთ ერიხ ფრომისმიერი ვერსია.
ჯორჯ ორუელის "ცხოველთა ფერმა"–დან მოვიყვანეთ მაგალითები.
ბევრი ვისაუბრეთ, მერე ტორტი გავჭერით, ისევ მადლობები. ისევ "არა, როგორ გეკადრებათ"–ები.
ისევ ლექცია. საუბარი იმაზე, თუ როგორ მივხვდეთ, როდესაც ადამიანი რაღაცას გვიმალავს, გვატყუებს.
რას ნიშნავს, როცა ადამიანი ლოთობს.
შევეხეთ მიხეილ ჯავახიშვილის ერთ–ერთ ნაწარმოებს.
მართლაც უზომოდ საინტერესო ლექცია იყო.
მე მაინც მეტყობოდა, რომ ეკონომიკური სპეციალობის წითელი ცხვარი ვიყავი ფსიქოლოგიის სტუდენტთა შორის. ხან ერთი პასუხობდა, ხან მეორე. მე ძირითადად ჩუმად ვიჯექი, ყურადღებით ვისმენდი ამდენ ახალ ინფორმაციას ან კითხვებს ვსვამდი.
2 საათში ლექციაც დამთავრდა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში წამოვედი.
ბექას შევუჩნდი, იმ დღეს რომ ვერ დავამთავრეთ puzzle–ის აწყობა, გავაგრძელოთმეთქი. რამდენიმე წუთიანი ჯუჯღუნის მერე დავიყოლიე და ისევ გავხსენი 200 პატარანაჭრიანი ყუთი. საბოლოოდ 4 კაცი ერთად ვაწყობდით, რაც ერთი ორად საინტერესო იყო. ძალიან მიყვარს ეგ თამაში. თამაში, რომელსაც ფსიქოლოგები ბავშვებთან იყენებენ, რომ ნახონ თუ რამდენად აქვთ ბავშვებს გონება, მხედველობა და აღქმა განვითარებული. ბოლო ნაჭერი ჩავსვით და ყველამ სათითაოდ "ეეე, რა მაგარია" შევძახეთ.
მერე მე და ბექა გავემართეთ მთაწმინდისკენ. რუსთაველზე რაღაც მომინდა სურათების გადაღება. თან ინდოელები შევნიშნე, წინიდან ვერ გავუბედე და უკნიდან გადავუღე თმებზე

ფუნიკულიორზე თაკარა მზეში ავბობღდით. ბექამ არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია ასეთ დროს ამოსვლის გამო, მაგრამ სახლში რომ წავსულიყავი, მერე გამოსვლა დამეზარებოდა. ძალიან ცხელოდა, წყლად ვიქეცით. მანამდე სადღაც, მგონი ჭონქაძეზე პატარა ბაღი იყო და საქანელა როგორც კი დავინახე, ეგრე შევაფრინდი. იმდენი ვიკატავე, იმდენი. ბექა, როგორც ფსიქიკურად შეშლილს, ისე მიყურებდა
სასწაულად ვისიამოვნე. მართლაც დიდი ნეტარება არის ხოლმე საქანელაზე ქანაობა. თავ ცივი ნიავი რომ მიბერავდა, მთელი სხეული მიგრილდებოდა.
ეს ფუნიკულიორი ჯერ კიდევ ჭონქაძის ქუჩიდან:

მერე ისევ გავსწიეთ მთისკენ.
გზა იყო სასწაულად დამღლელი. თან მე ცოტა არ იყოს, არაშესაბამისად ვიყავი ჩაცმული, რამაც ცოტა ბარიერი შემიქმნა პრაქტიკულად და მოხერხებულად მოძრაობაში. კეტები კი მეცვა, მაგრამ სხვა მხრივ არასპორტულად მეცვა.
ესეც მე სასწაულად შეწუხებული სახით:

ნელნელა წინ მივიწევდით. მაგრამ ეს იყო სერიოზული გამოცდა არა მხოლოდ ჩემი ნერვებისთვის, არამედ ჩემი სხეულისთვისაც. ისე მცხელოდა, ვიფიქრე აქ სადმე არ ჩავიკეცომეთქი.
ესეც თითქმის მივაღწიეთ. ეკლესია, სადაც ჯვრისწერა მიმდინარეობდა.

შემდეგ ბექამ სადღაც ბილიკებით მატარა და კლდეზე ამოვყავით თავი. არაჩვეულებრივი სიმწვანე.

მერე ძლივს მთაწმინდის პარკს მივაღწიეთ. ძალიან კარგად არის ყველაფერი გაკეთებული. ბადრი პატარკაციშვილმა მართლაც უამრავი ადამიანის მადლი მოისხა, თუმცა ახლა მიშას მთავრობა იბრალებს მთაწმინდის პარკის კეთილმოწყობას.

ეს არ მითამაშია, მაგრამ ტირით ვისროლეთ მე და ბექამ. რომ ვთქვა,დიდად გული დამწყდა, რომ მხოლოდ თითოთითოჯერ გავარტყიმეთქი, ტყუილია. ისეთი ბანძი სათამაშოები ეკიდა, არცერთი არ მინდოდა.
მაგრამ რაც ყველაზე მეტად მინდოდა, იმაზე ვისიამოვნე:

ვგიჟდები საქანელაზე, ძალიან მიყვარს.
მერე "მატარებელზე" დავჯექით. თუმცა ეს მართლა ძალიან პატარებისთვის იყო. რაღაც მომენტში ისტერიული სიცილი ამიტყდა, ბექა გვერდზე მეჯდა და ჩემზე იცინოდა.

კარგი იყო ნამდვილად, მაგრამ ისეთი საშინელი სიძვირეა, რომ გავგიჟდი და გადავირიე.
ერთი ცალი ჟეტონი ღირს 1 ლარი.
რა უბედურებაა, რა არის?!
კოკა–კოლა – 1,5ლარი
ნაყინი – 2ლარი
ატრაქციონებიც სასწაულად ძვირია. პირიქით ასეთი ადგილები ძალიან იაფი უნდა იყოს, რომ ბევრმა ადამიანმა ისიამოვნოს. მაგრამ არა, ჩვენ ხომ დეგენერატების ქვეყანა ვართ.
ცოტა ხანში გამოვემართეთ უკან.
უნდა ჩავსულიყავით აქ:

ეგრეც ვქენით, თუმცა არანაკლებ გრძელი მანძილი გავიარეთ.
ესეც 155-ე საფეხური. სავარაუდოდ. ჩემი აზრით 555–ე უფრო იყო, მაგრამ რავიცი აბა.

გზაში კი დაღლილობის უკუსაგდებად სურათებს ვიღებდი. პერიოდულად იყო გასაჩერებელი ადგილები, მაგრამ რათქმაუნდა , ქართველობისთვის დამახასიათებელი ამბავი ხდებოდა.
ანუ სკამები იყო მონგრეული. საქანელებზე მინდოდა კიდევ დაჯდომა, მაგრამ ისინიც მონგრეული იყო. იყო დაყრილი და დანაგვიანებული:

მოპარული:

რას ვიზამთ, ჩვენ ხომ გურჯისტანში ვართ.
ადგილი, სადაც ყველაფერი კარგი უნდა გავანადგუროთ.

კარგი დღე იყო.
თუმცა ფეხები დღემდე მტკივა.
მაგრამ მაინც.
კარგად ვიკატავე.
მიყვარს საქანელა ძალიან.
უჰჰ, ბევრი ვიარე, დიდი ხანია ასე ბევრი არ მივლია.

სასწაულად ვისიამოვნე. მართლაც დიდი ნეტარება არის ხოლმე საქანელაზე ქანაობა. თავ ცივი ნიავი რომ მიბერავდა, მთელი სხეული მიგრილდებოდა. ეს ფუნიკულიორი ჯერ კიდევ ჭონქაძის ქუჩიდან:

ჩვენი ქვეყანა როგორც ასეთი
5
კომენტარი
ე. ი. ერთი სული მქონდა როდის ჩაივლიდა 8 და 10 ივლისი, რომ დამეწერა ეს დიადი და ალბათ დიდი პოსტიც.
ნუ დიადი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ საინტერესო იქნება მათთვის, ვინც უკვე ჩააბარა, მომავალში აბარებს ან უბრალოდ აინტერესებს რა არის ეროვნული გამოცდები...
განურჩევლად იმისა,თუ სამაგისტრო არის თუ საბაკალავრო.
ყველამ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობის პირობებში ყველა იმ ადამიანს (განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ა. შ)თუ სურს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, უნდა ჩააბაროს ეროვნული გამოცდები.
2009 წლიდან კი ანალოგიური სიტუაციაა მაგისტრატურაში ჩამბარებელთათვისაც.
ასე რომ, რა არის "ეროვნული გამოცდები" მეტნაკლებად ყველამ იცის და ამაზე არ შევყოვნდები.
გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე/განმავლობაში:
დედაჩემმა (და არა მე!!!) გადაწყვიტა ჩამებარებინა მაგისტრატურაზე. ამ მიზნით დავიწყე მომზადება 2 სხვადასხვა ადამიანთან.
1) ჩემი ყოფილი დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი – ქეთი.
2) დედაჩემის მეგობარი, საკმაოდ ცნობილი ფსიქოლოგი. (უფრო სწორად მისი სტუდენტი, 19 წლის ბექა, რომელიც ისეთი ჭკვიანი და განათლებულია, რომ მე 22 წლის ადამიანს ხმა არ მქონდა ამოსაღები.)
პირველი უფრო მათემატიკურ ნაწილში მამზადებდა...
კიარადა უფრო "გახსენება"–ს დავარქვამდი ამას, რადგან მათემატიკა მგონი ერთადერთი საგანია, რომელიც ყოველთვის ძალიან მიყვარდა.
ხოლო ბექა კი ძირითადად ლოგიკურ მსჯელობას მიხსნიდა. ფსიქოლოგის სტუდენტია ბოლობოლო და თვითონაც ფსიქოლოგიურზე სწავლობს.
წაკითხულის გააზრებაზე – ორივემ საკმაოდ დამამჩნიეს კვალი. ანალიტიკურ წერაზე – ზოგადი მონახაზი ორივემ გამაკეთებინა.
გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე:
ამიტანა საშინელმა ნერვიულობამ.
აი მართლა საშინელმა.
ზუსტად ორი დღით ადრე ქეთისთან ვიჯექი, ბოლო რჩევებს მაძლევდა და იმდენი ვიწუწუნე, რომ ქალი იძახდა, მომაშორეთ ეს ბავშვიო.
ხოლო ერთი დღით ადრე ბექასთან რომ ვიმეცადინე, კუთხეში ლამაზად იდო რამდენიმე 25,100 200-ნაჭრიანი puzzle. ნუ აი puzzle!!! ეს თამაში არის ჩემი სისუსტე. ფსიქოლოგები მას იყენებენ ბავშვებთან მუშაობისას. ხოოოოდა, ყველა ფსოქოლოგი რომ წავიდა, მე ბექას შვუჩნდი, მოდი ავაწყოთმეთქი. აუუუუ, რა მაგარი იყო.
თუ ვინმე რამის ჩუქებას გადაწყვეტს, ეგ მაჩუქეთ. :ნაგლივარვიცი: მაგრამ ამასობაში 9 საათი გახდა და წამოვედით.
მოვდიოდით მე და ბექა ჭავჭავაძის გრძელ გამზირზე...
კიარადა გრძელი არის ფეხითმოსიარულეთათვის, თორემ ტრანსპორტით არაფერია.
მოვდიოდი და ვგრძნობდი მუხლებში კანკალს.
ისე საგრძნობლად, რომ ბექას შემოთავაზებას ვეღარ დავემორჩილე.
ანუ მთელი მანძილი ფეხით ვერ გავიარე. დაველოდე ავტობუსს და სახლში ასე მოვედი. სახლშიც იგივე გრძნობა. კანკალი. არადა ზუსტად 4 წლის წინ იგივე გამოცდები ჩავაბარე და მაშინაც ეროვნული გამოცდების პირველ ნაკადში მოვყევი.
წესით არ უნდა მოვყოლილიყავი, მაგრან ESM–ის მოსამზადებელმა დამაგვიანა ერთი წლით.
ახლაც პირველი ნაკადი ვიყავი.
ჩემი მეგობარი მეხუმრება, თუ სადმე რამე გამოცდა იქნება პირველად ჩასაბარებელი, ქეთის დაუძახეთო.
ჩემდა სამწუხაროდ მოვხვდი სასოფლო (აგრარულ)უნივერსიტეტში.
ახლობელმა აქაოდა არ დაგვავიანდესო და 2–ზე რომ რეგისტრაცია იწყებოდა, 12:30–ზე მომაკითხა, დედაჩემს გავუარეთ და წავედით.
საშინელი მზე.
დედაჩემმა რაღაც უაზრო შენიშვნა მომცა ისედაც ეკლებზე მჯდომს და ეგრევე გამოვუცხადე:
მგონი სამსახურში გელოდებიან
ვინანე, რომ ფოტოაპარატი არ წავიღე, რომ მერე აქ დამედო სურათები. მაგრამ მერე სად წამეღო აპარატი, დიდის ამბით წაღებული საწერკალმებიც კი ჩამომართვეს.
ე. ი. საქართველო რომ მართლა სოფელია, კი ვიცი და ვცდილობ აღნიშნულ ფაქტზე რეაქცია აღარ მქონდეს. მაგრამ დღითიდღე რომ მიღრმავდება ეს აზრი, მაგაზეა გული რომ მწყდება
გამოცდის დღე N1 ანუ 8 ივლისი:
წაკითხულის გააზრება.
მგონი კარგად "გავიაზრე" და კარგად დავწერე, არადა ძალიან მეშინოდა.
3 ტექსტი იყო:
ინვაზიური ბოცვრები.
როგორ უნდა დაამუშაონ მეცმიერებმა ცოდნა და გადასცენ იგი სკოლების საშუალებით ბავშვებს.
ლიბერალიზმი თომას ჯეფერსონისა და ჯონ ლოკის მიხედვით.
რაოდენ მცირედაც არ უნდა მიყვარდეს ლიტერატურა, საკუთარმა თავმა გამაკვირვა.
კარგად შემოვხაზე პასუხები.
ანალიტიკური წერა.
მეგონა მოვასწრებდი, მაგრამ ეჰ..
"რამდენად საზიანოა თანამედროვე შტრიხების შეტანა ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებში".
ამაზე "სუხიშვილები"–ს მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ბოლო 10 წუთში ბევრი ვერაფერი მოვასწარი.
"N ქალაქის ერთ–ერთი საჯარო სკოლის მშობლიური ენის მასწავლებელმა მე–6 კლასელებს მისცა დავალება, საზაფხულო არდადეგებზე ეშოვნათ მსოფლიო ხალხთა ზღაპრები მშობლიურ ენაზე ნათარგმნი და წაეკითხათ. თუმცა დავალება ბავშვების მხირე ნაწილმა შეასრულა, რის შედეგად დაასკვნეს, რომ აღნიშნული დავალება რთული იყო მათთვის"
მე უნდა შევწინააღმდეგებოდი ამ დასკვნას.
ხოდა ამაზე გავილექსე..
კიარადა "გავიმოთხრობე" თუ რაც არის რა.
დავწერე შემდეგი რამ:
ჯერ საერთოდ იქნებ ამ ბავშვების ოჯახებს არ აქვთ ფინანსური საშუალება აღნიშნული წიგნების საშოვნელად (ლტოლვილი, უპატრონოთა თავშესაფარი, ლუკმა–პური და ა. შ ვახსენე)
მერე იქნებ სადმე ისვენებენ მთელი ზაფხული და უცხო ქვეყნებს ათვალიერებენ და დრო არ აქვთ წასაკითხად.
მერე იქნებ ზარმაცები არიან. სულაც არ არის რთული ეს დავალება მათთვის, მაგრამ ეზარებათ.
მერე მარტო ერთ სკოლაზე რომ ჩატარდა დაკვირვება, იქნებ სხვა სკოლების ბავშვები "სხლავენ"–მეთქი.
მერე დავწერე მარტო N ქალაქს რომ დააკვირდნენ, იქნებ M და J ქალაქებში ვუნდერკინდები ცხოვრობენმეთქი.
ამიტომ დასკვნა: მე–6 კლასელი ბავშვებისთვის აღნიშნული წიგნების წაკითხვა რთულია – არ არის მართებული.
ანუ ეს არის ანალიტიკური წერა, რომ გაითვალისწინოთ სამომავლოდ.
თუ ვინმეს გამოგადგათ.
გამოცდის დღე N2 ანუ 10 ივლისი:
ლოგიკური აზროვნება.
სულ 16 საკითხი.
ნუ 11–12 რომ ზუსტად მიწერია, ვიცი.
და დანარჩენები რომ ვერ ვასწრებდი, ისე შემოვხაზე.
კარგად დავწერე საბოლოო ჯამში, თუმცა კიდევ 10 წუთი უფრო დიდ სიხარულს მომგვრიდა.
რაოდენობრივი მსჯელობა.
ნუ არა რა.
მიყვარს რა ეს საგანი.
მაქვს 1 შეცდომა, რაც ახლა გავიგე.
თუმცა გააჩნია სიტუაციას.
თუ 1–ს ჩავსვამ, გამოდის.
თუ სხვა რიცხვს, არ გამოდის.
ხოდა ანუ მაინც არ არის სწორი პასუხი, მაგრამ რა ვქნა.
პანიკებს არ ავტეხავ, შეცდომა ვის არ მოსვლია.
აი ჩემმა ჯგუფელმა კი მართლა ერთი ამბები ატეხა, როცა ნახევარი ჯგუფი ვუმტკიცებდით, რომ შეცდა. გოგომ ლამის ტირილი დაიწყო. არადა რამდენიმე დღით ადრე თურმე ტრაბახობდა, პირველ 50–ში აუცილებლად მოვხვდებიო. მთელი 4 წელია ნიშნებს დაჰკანკალებს, "სკოლნიკი"–ა და რა ქნას?!
არანაირი კომენტარი.
უბრალოდ smile
შემხვდა 2 ადამიანი, რომელსაც ბოლოს 4 წლის ESM–ის მოსამზადებელზე ვხედავდი.
მაია, რომელმაც ძლივს მიცნო.
და ლევანი – წლევანდელი ESM–ის კურსდამთავრებული და მისი სიამაყე.
გამიხარდა მათი ნახვა. ნოსტალგია.
სწორი პასუხები naec.ge-ზე დაიდება რამდენიმე დღეში, ხოლო ქულები – დაახლოებით 3 კვირაში.
ეკონომისტებს და იურისტებს დიდად არ უნდა გვქონდეს დაფინანსების იმედი.
რადგან სახელმწიფოსთვის (და ანუ მიშას ხალხისთვის) პრიორეტული პროფესიის მიმდევრები არ ვართ.
გეოლოგიური, საინჟინრო და ა. შ. სპეციალიზაციის ხალხს კი იცოცხლე
ვიღიმები ისევ, ეს ხომ ჩემი მთავრობაა
რჩევები:
რავიცი აბა.
1)ნებისმიერი პირობა კარგად წაიკითხეთ.
თავიდან ბოლომდე.
"უნარები" სწორედაც რომ ეგაა, თორემ წერა, კითხვა და ანგარიში ყველამ ვიცით.
იმის გამო, რომ პირობის წაკითხვა დამეზარა დღეს, ბოლოსთვის გადავდე ერთი ამოცანა, რომელიც როგორც ბოლოს დავასკვენი უმარტივესი ამოსახსნელი იყო. საბოლოოდ ამოვხსენი და გამეცინა, რა დებილი ვარმეთქი.
2)არ იწრიალოთ.
გარდა იმისა, რომ ამაში გაფრთხილებას დაიმსახურებთ, გონება გეფანტებათ და კონცენტრაციას თავიდან იწყებთ. ამაში კი დრო იხარჯება. დრო კი ქულაა.
3)არ ეცადოთ, რომ სხვის დაწერში ჩაიჭყიტოთ.
გარდა იმისა, რომ ამაშიც გაფრთხილებაა, სხვისი პასუხი არ უდრის სწორ პასუხს.
4)თავიდან მოილიეთ მარტივი ამოცანები და დავალებები, რთულს მერე ჩაუჯექით. ვინიცობაა რთული ვერ გააკეთეთ, მარტივები მაინც გაკეთებული გექნებათ.
5) მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. ნუ შეხედავთ ივანეს, რომელიც უყურებს და ჭორავს პავლეს. ამაში დროს დაკარგავთ.
საბოლოო ჯამში ყოველივე ზ/ა–ისა, ეროვნული გამოცდები არის:
უნიკალური საშუალება მიიღო რუჯი დღის ყველაზე ცუდ შუალედში,
მიიღო საშინელი მზის დარტყმა საშინელ ჭყლეტვაში,
იყო ქურთის ბინძური მათხოვარი, ირბინო ფეხშიშველი და ცდილობდე იშოვო ფული ყოვლად თავხედური გზებით,
გაყიდო "სტაკანჩიკი მაროჯნეეეე", ცივი წყალი (რომელიც წესით 20-40 თეთრით ძვირია), მზესუმზირა, ბურბუშელა, ჩიფსი, ფუნთუშეული და ა. შ.
გაშალო რამდენიმე ათეული ქოლგა მზისგან დასაცავად.
მოიყვანო მთელი ნათესაობა
არა რა, როგორც დოდიმ თქვა: I love Georgia, there is always some სანახაობა
"
არადა