საცდელი პოსტი

ახლა პირველად ჩემი ბლოგერობის განმავლობაში ვწერ windows live writter–ის საშუალებით.

პოსტის შინაარსზე დიდად პასუხს არ ვაგებ…

კიარადა…

ვაგებ, მაგრამ საცდელი პოსტი იქნება ეს.

მაინტერესებს ეს პროგრამა რა არის, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ.

დღეს ბლოგების დღე მქონდა და თიკოსთან რომ შევედი და ეს პოსტი მომხვდა თვალში, ფრიად გამიხარდა.

იხილეთ თქვენც და ისიამოვნეთ. ანუ ეს არის ძალიან ლამაზი და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ახალი windows live messenger. ძალიან მაგარია მართლა. შეიძლება იმიტომ არის მაგარი, რომ მე მიყვარს მსნ. არვიცი თქვენ როგორ მოგეწონებათ.

<span class="fullpost">

კიდევ რა???

ააა, კიდევ ის, რომ როიზინის ბლოგში არსებობს ასეთი პოსტი. მართლა ძალიან გამიხარდა და ძალიან დავიბენი. მესიამოვნა. და გავწითლდი. :ჩემი სმაილი: ანუ ეს აი რა შეუძლია გუგლში საძიებო სისტემაში სიტყვების ჩაწერას.
gallery_1207_6_1158308479ეს ისე განწყობის შესაბამისი სურათი. მაინტერესებს როგორ ჩაჯდება.

</span>

1958-2009

ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვსულვარ.
მთელი ჩემი ბავშვობა ამ ადამიანს ვუსმენდი.
და ბავშვობის მერეც. იშვიათად, მაგრამ მაინც.
რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ჩემი ახლობელი გარდაიცვალა.

პრინციპში ისეთი ექსპერიმენტები უტარა საკუთარ თავს, რომ არ იყო დიდად გასაკვირი.
გულდასაწყვეტი იყო.


ეს სიმღერა და კლიპი არ მშორდება...
სულ თან დამყვება...
ტექსტიც "ისეთი" აქვს...
"რუსული" შინაარსით.

I was wandering in the rain
Mask of life, feelin' insane
Swift and sudden fall from grace
Sunny days seem far away
Kremlin's shadow belittlin' me
Stalin's tomb won't let me be
On and on and on it came
Wish the rain would just let me

How does it feel (How does it feel)
How does it feel
How does it feel
When you're alone
And you're cold inside

Here abandoned in my fame
Armageddon of the brain
KGB was doggin' me
Take my name and just let me be
Then a begger boy called my name
Happy days will drown the pain
On and on and on it came
And again, and again, and again...
Take my name and just let me be

How does it feel (How does it feel)
How does it feel
How does it feel
How does it feel
How does it feel (How does it feel now)
How does it feel
How does it feel
When you're alone
And you're cold inside

Like stranger in Moscow
Like stranger in Moscow
We're talkin' danger
We're talkin' danger, baby
Like stranger in Moscow
We're talkin' danger
We're talkin' danger, baby
Like stranger in Moscow
I'm live in lonely
I'm live in lonely, baby
Stranger in Moscow

Rest In Peace

სხვა და სხვა

გუშინ ნატოშამ წაიკითხა რა ცემი პოსტი lineage-ის ლანღვის შესახებ და პლუს ამას ფრიად არასასიამოვნო დამოკიდებულება დაინახა ჩემგან ამ თამაშის მიმართ, კომენტარებში მომცა ლინკი თავისი ბლოგიდან. ურთიერთობა და თამაშები.
მანამდე Mr. M-თან სახლში ყოფნისას, ანუ მაშინ, როდესაც ჩემს ბლოგს იზეპირებდა, რამდენჯერმე შემომიტრიალდა და მკითხა: აუ მე როგორი ცუდი როჟა გავიჩითე ამ პოსტის მერეო. და ეს გამიმეორა ძალიან ბევრჯერ.
არ მომეწონა ის ფაქტი, რომ არაერთხელ მომიწია იმის ახსნა, თუ რა არის ბლოგი. ბლოგი – არა როგორც საიტი,სადაც რეგისტრირდები, აფორმებ, წერ, უამრავ ფუნქციას ამატებ, კომენტარებს უტოვებს ხალხი ერთმანეთს, არამედ ბლოგი – როგორც ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ვცდილობდი გულდასმით ამეხსნა რა არის ბლოგი.
I failed
კიარადა... გარდა იმისა, რომ ვერ მოვახერხე და ჩავიჭერი, რაღაც ისეთი გრძნობა დამიტოვა თითქოს ბლოგი მისთვის საერთოდ სხვა სამყაროა. ასეც არის. მართლა სხვა სამყაროა. სიტყვა ბლოგერი ჰგონია "უცხოპლანეტელი. შენი სამყარო გაქვსო რომ მითხრა, მეც არ დავიბენი და ხო, ტყუილად კი არ ჰქვია Kate's Universe–იმეთქი.

მართლა არავისთვის არასოდეს დამჭირვებია იმის ახსნა, თუ რა არის ბლოგი.
ალბათ იმიტომ, რომ არც არავისთვის მითქვამს, რომ მაქვს ბლოგი.
გამონაკლისია ბლოგერები და ფორუმელები.
ბლოგერი თვითონაა ამ საქმეში თხემით ტერფამდე ჩართული და როგორც მე – ბლოგერი არ ვკითხავ მას, თუ რა არის ბლოგი, ისე ის არ დამისვამს ამ შეკითხვას.
ფორუმელი კი ის ადამიანია, ვისაც არაფერი უკვირს, იმდენს და ისეთებს ხედავს ფორუმზე. ბლოგი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა მისთვის.
არცერთი ნათესავისთვის არ მიჩვენებია ბლოგი.
უი არა, ვიტყუები.
ჩემს ბიძაშვილი აქტიურად კითხულობდა "ჩემს შეყვარებულს", მაგრამ მაგის მეტი არაფერს. სხვა პოსტი როგორ ენახა, ისიც არ იცოდა. და სულ მე ვაძლევდი ლინკს.
ჩემმა დეიდაშვილმა იცის, რომ მაქვს და ვწერ. მაგრამ რას ვწერ და რა არის, არასოდეს დაინტერესებულა.
მეტი არავინ.
ხოდა რავიცი, ვწერ რა.
როგორ ავხსნა ხოლმე არვიცი.
უბრალოდ ვწერ, რასაც ვფიქრობ.
ვახ!

შემოვიდა

დღეს, სამსახურში რომ მივადექი, ერთი წამომცდა გუშინ ბლოგში შენზე დავწერემეთქი და...
აუ, ახლა რომ მოვრჩები საქმეებს, ჩემთან ავიდეთ, ვისადილოთ და შენი ბლოგი ვნახოთო
ნუ აი რა მინდოდა
ვინ მექაჩებოდა ენაზე
ვინ მეხვეწებოდა და მემუდარებოდა "შენზე დავწერე ბლოგში" თქვიო...
ჯერ გაცნობის პირველივე დღეს რატომ ვატაკე ფორუმელი და ბლოგერი ვარმეთქი
აი რატომ??? ვყოფილიყავი ჩუმად ჩემთვის. მაგრამ ასე მემართება ყოვეთვის, როცა ადამიანს ვუახლოვდები. მინდა, რომ გულახდილი ვიყო ხოლმე.
კიარადა... ნუ მოკლედ, გავატარეთ.

მოკლედ წაიკითხა Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი და მოკვდა სიცილით. მე ვიჯექი უკან და ჩუმად ნერვები მეშლებოდა, რომ ეს ასე იცინოდა. მაგრამ ხმა არ ამოვიღე. რაღაც მომენტში სერიოზულად გამიტყდა.

მერე გადავიდა "Novels"–ზე და რატომღაც ჩათვალა, რომ "ჩემი შეყვარებული" სხვისი ნაწერი იყო, არადა აშკარად ვუთხარი ადრე აი ბლოგში ამაზე და ამაზე ვწერმეთქი, მაგრამ ეტყობა ჰაერს გააყოლა ნათქვამი. საიდან დავასკვენი, რომ სხვისი ეგონა??? საიდან და შემდეგი ფრაზებიდან:
1)აუ ნახე ვიღაცამ თავის შეყვარებულზე დაწერა.
(ამ დროს მე: ხოო, მერე როგორია???
ის – აუ რავიცი მე, სხვისი ნაწერები არ მაინტერესებს.
მეც <<<< ეს გამომეტყველება მივიღე, ვითომ სულ არ არის ეგ ჩემი დაწერილი. გულში ვფიქრობდი, თუ რამეა, ვითომ ნატოშამ იკაცამეთქი. ნატოშ, მაპატიე,ახლა არ დამიწყო გამოკითხვები "ჩემი შეყვარებული" მე რა პონტში შემომტენეო. lineage–ზე შენ მახსენდები ავტომატურად და იმ მომენტშიც შენ გამახსენდი )
2)ეეე, მოიცა არ მაინტერესებს მე სხვისი ნაწერები. შენები როგორ ვიპოვო???
(ნუ აი რა უნდა ჩემს ბლოგში სხვის ნაწერებს )
3)აღტაცება, როდესაც ცალკე widjet-ში შეეჩეხა ჩემს კომენტარებს: ეეე, აი ახლა მივაგნებ შენს ნაწერებს
(ღმერთო აქ ხომ სულ ჩემი ნაწერებია და მეტი არავისი)
4)აუ აზრზე ხარ ეს რამხელა საიტია.
(სიტყვა "საიტი" ანუ როგორც ჩვენ გვესმის ფორუმი, სადაც მილიონობით ადამიანი პოსტავს, ისე მიიღო პატივცემულმა და გულმოდგინედ ეძებდა ჩემს ნაწერებს. )
5)აუ ეს უნდა შევინახო favourites–ებში, თორემ ისე ვერ მოვაგნებ ხოლმე მე აქ.
(არადა ვუთხარი, აკრიფე კ, მერე რვიანი, მერე ოთხიანი და ...
კიარადა ვინ დაგაცადა ბოლომდე???
და მე უკვე ჩემთვის ჩუმად ვბურტყუნებდი k8 არის ჩემი სახელი იმიტომ, რომ რვა არის ინგლისურად "ეით" და ერთად გამოდის "ქეით" და 4u არის შენთვის, თქვენთვის იმიტომ, რომ ოთხი ინგლისურად არის "fორ" და ....
კიარადა ვინ მოისმინა საერთოდ)
6) აუ აზრზე ხარ, ხალხი აქ რა დღეშია, რამდენს წერს და რამე...
(არადა კონკრეტულად k84u.blogspot.com არის ჩემი ვახ, ხალხი პრი ჩომ )

"გააგრძელეთ კითხვა" ჩემდა გასაკვირად პირველივე ჯერზევე დაამუღამა. მე ეგეც გამიკვირდა.


ხოდა ეს არ არის მთავარი. ნუ კარგი, დაბადებიდან ვის სცოდნია ბლოგი და ან თუნდაც კომპიუტერი???
ასე რომ ამაზე მართლა არ მქონია რეაქცია.
არც დამიცინია და არც ჩამიცინია.
რეაქცია მქონდა favourites–ებში ჩაკოპირებაზე.
მორჩა, ახლა ყოველდღე შემოვა. ყოველ ახალ პოსტს წაიკითხავს.
" ეეე, მე სულ შემოვალ ხოლმე აქ იმიტომ, რომ აქიდან გავიგებ რაზე ფიქრობ და რას ფიქრობ ხოლმე. აბა ხომ უნდა გავიგო რას ფიქრობ?! ისე არ მეუბნები იმიტომ, რომ გიჭირს საუბარი იმაზე, რაზეც ფიქრობ."


აქ რომ 2–ანს ვხედავ, უკვე ავტომატურად მეფიქრება, რომ შემოსულია და კითხულობს.


მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ დამერხა .









ხოდა ნუ ესე იგი...

კიარადა...
ჯერ თავიდან მოვყვები დღევანდელ დღეს.
დღეს მივედი სამსახურში მასთან. მაგარი კაიფი იყო.
უფროსიდან დაწყებული დაცვით დამთავრებული ყველა მომესალმა...
კიარადა...
მამენტ ბაზარი არაა...
იმიტომ, რომ თანამშრომლები არიან და ნუ რაღაც, მაგრამ აქამდე როცა ადრე ვიყავი Mr.M–თან მისული და მის სკამში ჩავჯექი, უფროსმა დაცვის ოფიცრის პირით შემოუთვალა, უცხო ადამიანი ნუ ზის შენს ადგილზეო. Mr.M–ი ცოტა არ იყოს და ნაწყენი სახის გამომეტყველებით შემოვიდა და მორიდებულად მითხრა, იქნებ ადგე, ზურამ შემომითვალაო.


ხოდა დღეს კი სიტუაცია დამხვდა აბსოლუტურად სხვა , I was deeply amazed.
კიარადა უფრო მეტიც...
ზურა გარეთ იდგა ეზოში და სიგარეტს ეწეოდა. რომ მივუახლოვდი, მომესალმა კიდეც. მე საოცრად გაკვირვებული სახით შევხედე და საპასუხოდ მივესალმე. მართლა არ ველოდი . ეგრევე მოვწვი, რომ ხალხმა რაღაც უკვე იცოდა ჩვენს შესახებ. უფრო სწორად, ვერ მოვწვი, მაგრამ ვიეჭვე.
მერე შიგნით შევედი და ნუ ე. ი. ყველა ისე მიღიმოდა, თითქოს პირველად მხედავდნენ.
კიარადა...
არა რა პირველად.
ეგრე არ მიყურებდნენ, მაგრამ ყველამ: "ვაა, ქეთ როგორ ხარ, რას შვრები?!" ფრაზები არ დაიშურა. და ამ დროს მე სასწაულად გაოგნებული სახის გამომეტყველებით...წიპა რა ხდება, რატომ მევლებიან ასე?!
თურმე უკვე მთელი შენობის ფარგლებში ყველამ გაიგო, რომ ერთად ვართ.
და ზუსტად რომ ზურა შესულა Mr. M–თან დილით, "იმ გოგოსთან ერთად ხარ?" შეკითხვით. ამაზე გავფრიკე, თან საკმაოდ მაგრამ გაფრიკვის ზენიტი იყო ფრაზა: "შენი "ბროშკა" როგორ არის???" ნუ აი ამ "ბროშკა"–ზე საერთოდ გავფრიკე კი არა, გადავედი ჭკუიდან და მე რომ მივედი, Mr.M–ი რამდენიმე წუთით ქვევით ჩავიდა და თურმე უფროსს დაუჭერია და უთქვამს: "ნახე შენი "ბროშკა"??? ახლახანს მოვიდაო. ნუ მოკლედ, მაგარი კაიფია რა
მართლა მთელი staff-ი სასაცილოდ მიყურებდა დღეს, თითქოს შუბლზე იარლიყი მქონდა მომაგრებული წარწერით: ვირი ვარ და ვყვირივარ
კიარადა: Heyyyy, I'm the girl, who loves this guy "
ნუ მოკლედ მაგარი კაიფი იყო რა.
დღეიდან უკვე საპატიო სტუმარი ვარ მათთან.




Notebook და ვითომ საყვარელი ლილიპუტი

არვიცი როდის და ვის მიერ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იქ, სადაც ყველა გზა მიდის...
გინდა–არგინდა...
კიარადა ანუ ფორუმზე...
თბილისის სიმართლით "სავსე" და სავსე ფორუმზე...
კიარადა ანუ თბილისის ფორუმზე გაიხსნა თემა
გეიმერების წინააღმდეგ...
კიარადა უფრო სწორად გეიმების წინააღმდეგ...
ანუ თამაშების წინააღმდეგ.
ნუ ახლა არ მომიქექია ეს თემა და შესაბამისად არ მახსოვს რა ჯანდაბა და გადაშენება დავპოსტე.
კიარადა...
შეიძლება არც არაფერი დავპოსტე...
იქიდან გამომდინარე, რომ არც მე ვთამაშობდი და მითამაშია რამე...
თუ არ ჩავთლით მარიოს, რომელიც ფრიად მოუხერხებელი სათამაშოა კომპიუტერით...
მიჩვეული ვარ რა დენდიზე მის თამაშს...
და არც ჩემი საყვარელი მამაკაცი თამაშობდა რომელიმე თამაშს, რომ რამე დადებითი ან უარყოფითი ხასიათის თუ შინაარსის პოსტი დამეწერა ამ თემაში...
კიარადა...
მაშინ საერთოდ არ მყავდა საყვარელი მამაკაცი...
და ფრიად "პოხუისტურად" გავიფიქრე, ერთი ამათ მოსცლიათ, რომ ამაზე ფიქრობენმეთქი.

მოკლედ...
გუშინ პირველად მივედი Mr. M–თან სახლში. ნუ მე მსოფლიო დონის თუ კატეგორიის Miss მორიდებულობა გავიჩითე რათქმაუნდა ... ანუ, ჯერ თავიდან რომ მითხრა, ჩემთან ამოდიო, პირველი რაც ვიკითხე, ხომ არ ტეხავსმეთქი. თვალები დაბრიალება რომ ვიხილე, მივხვდი თუ რაოდენ სულელური კითხვა დავსვი, მაგრამ ნუ, გავატარეთ.
პირველად მისვლის ბარიერი გადაილახა ჩემს მიერ და შევედი მის ოთახში.
აგერ დაჯექიო და თვითონ არ მიუჯდა კომპიუტერს.
კიარადა, ეგ დიდი არაფერი...
კიარადა, ეგ საერთოდაც რომ არაფერი.
ალბათ მეც ეგრე ვიზამდი.
ნუ ბრედ პიტი ან დევიდ ბექჰემი რომ ამოსულიყო ჩემთან, ალბათ მხოლოდ ამ შემთხვევაში არ მივუჯდებოდი კომპიუტერს. ასე რომ, მართლაც რომ გავატარეთ.
ამოაგდო ჩაკეცილი ფანჯრები და მიდიიიიი....
Lineage!!!!
და პარალელურად ტექსტები...
კიარადა ფრაზები...
– რას შვრები, ქეთ???
– აუ ცოტა არეულობაა აქ, არ შეიმჩნიო რა.
საერთოდ ვინ შეიმჩნია არეულობა?!
ან საერთოდ ვინ შემიმჩნია მე???
სინაგლის დონემ გამომაშტერა, მაგრამ ნუ მე მაინც Miss მორიდებულობა გავიჩითე.
– აუ ქეთ, მოდი ჩემი ჩარი განახო...
(ან ეს ჩარი რა არის, ხეზ, მაგრამ ნუ კარგი)
და მანახა რაღაც ანიმაციური, პატარა გოგო. სახელად ლილიპუტი.
ტექსტი:
აუ ნახე რა სიცოცხლეა, არ დაგევასა??? ეს არის ჩემი სიცოცხლე, ნახე რა საყვარელია.
მე –
ის – აუ მოიცა, რა სახით უყურებ, მართლა არ დაგევასა??? ე, კარგი რა, როგორ შეიძლება ეს სიცოცხლე არ მოგეწონოს. ეს არის ჩემი ხელით შექმნილი სიცოცხლე, ამაში ჩავდე მთელი სული და გული.
მე –
ის – ეეე, ჩემს თავს გაფიცებ, მართლა არ დაგევასა??? კარგი ხო. რამე ფილმს ვუყუროთ.
მე – ხო, და ეს ფანჯრები დახურე
ის – ეე, კარგი რა, ჩავკეცავ, მთლიანად არ დავხურავ.


ვაიმეეეეეეეე...
კოშმარი.
რა უბედურებაა ეს Lineage!!!
ნუბი, ჩარი და მსგავსი გაუგებარი ტერმინები ხო ჩინურად მეჩვენება.

ძლივს მოვიძიეთ ფილმი, რომელსაც შეიძლება უყუროს შეყვარებულმა წყვილმა.
და ესაა ფილმი, რომელიც ყველას ნანახი აქვს, ჩემს გარდა.
Notebook...
ჯერ იმაზე გაოცდა, როგორ არ გაქვს ეს ფილმი ნანახიო.
კარგი, გადმოვწერო.
ფეხებზე ბალიშები დამადო 500 ცალი, თავი დამადო და დავიწყეთ ყურება.
ჯერ ვიკამათეთ იმაზე, საჭირო იყო თუ არა ფილმის დაწყებისას ტიტრების ნახვა. ნუ ფაქტიურად ვეხვეცე, ტიტრებიანად ვნახოთმეთქი. ნუ კარგი, გავატარეთ.
მერე იმაზე ვისაუბრეთ, თუ რამდენი მსგავსებაა ჩემსა და მთავარ პერსონაჟ გოგოს შორის...
და ამასთანავე მასსა და მთავარ პერსონაჟ ბიჭს შორის.
ნუ მე გავიმარჯვე ამ ნომინაციაში, რადგან "ყველა გოგო ერთნაირად შტერია". "ყველა გოგოს შებმა ადვილია" და მსგავსი განცხადებებით გააკეთა დასკვნა, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი ჩემი პროტოტიპია.

ფილმის ბოლომდე ნახვა არ დაგვცალდა რადგან ერთმა მეგობარმა სახინკლეში დაპატიჟა და ნუ რათქმაუნდა მეც გავყევი.

სიტუაცია დღევანდელი:
უნარების გაკვეთილიდან მშიერი და დაღლილი ავედი მასთან. და ისევ!!!!!!!!
– აუ ნახე ჩემი ლილიპუტი რა საყვარელია...
დაახლოებით ნახევარი საათი (თუ მეტი არა) ვიჯექი დებილივით და ვუსმენდი და ვუყურებდი ამ დებილობა თამაშს. თან იქ ვიღაც მეგობრის ხმა, ბიჭო ამას შენ გააკეთებ???? მერე ვიღაც გოგოს ხმა და ამის რეპლიკა: ხედავ გოგო გვყავს კლანში.
ო, ღმერთო, გამიტანეთ

Notebook–ი ჩავრთეთ ისევ და გავაგრძელეთ ყურება.
ნუ რათქმაუნდა ისევ ბალიშების ჩემს ფეხებზე დადებით და თავის ამ ბალიშებზე დადებით. წამოწვა რა
+ ამას, რეპლიკები, აუ ნახე კიდევ უყვარს ამ ბიჭს ეს გოგო, ეს კი ამ ტიპს მიყვება ცოლად.
ამას + მამაკაცური გამოძიებები, როგორიცაა...
"აი ნახე ნავი არ არის რომანტიული??? და ირგვლივ გედები...
ჰა, არ არის რომანტიული???"
ამ ფილმს რომ ვუყურე თავის დროზე, შეყვარებული მომინდაო.
სიტყვა "რომანტიული" აქილევსის ქუსლად ავკიდე უკვე იქიდან გამომდინარე, რომ სულ ვეუბნები, რომ რა ცუდია, რომ საერთოდ არ ხარ რომანტიულიმეთქი. ის კი მპასუხობს, რა ვქნა, არ ვარ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გამოვხატავ ჩემსას შენს მიმართო.
აქედან გამომდინარე, სულ იძიებს თუ რას მივიჩნევ მე რომანტიულად და რას – არა.
გარდა ამისა, 2 წლის მერე როგორ უნდა გიყვარდეს არა–ოჯახის წევრი ადამიანი და რომ ვუთხარი, მე მეყვარებოდამეთქი, კაი ტო, შანსი არ არისო მიპასუხა.
და კიდევ მილიონი მომენტი ფილმისა, როდესაც ამომხედა და მკითხა, შენ როგორ მოიქცეოდი ასეთ სიტუაციაშიო.
ეს ერთგვარი ხრიკები, რომლებსაც ვითომ ვერ ვხვდები და არ ვიმჩნევ.
მაგრამ ეჰ...


მერე ბავშვები ამოვიდნენ. ქვევით ერთიანად ჩავედით და ჟოპასტენკა ითამაშეს, სადაც გაფუფლოვდა ფაქტიურად ლევანთან ერთად და კარში ერთად ჩადგნენ . ამსახველი კადრები იხილეთ ჩემს facebook–ზე , ან არადა მენდეთ სიტყვაზე.


Notebook–ის ყურება კიდევ არ დაგვიმთავრებია, ავალ ალბათ ისევ ამ დღეებში...
ისევ ბალიშებს დამადებს ფეხებზე, მერე მათზე თავს დადებს, ისევ ეცდება ფილმის მეშვეობით ახალ–ახალი დეტალების გაგებას ჩემზე და ისევ მომეფერება და მეტყვის, რომ უზომოდ ბედნიერია, რომ ჩემთან არის.