no mercy

დღეს გადამიყვანეს ჭკუიდან...
სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან ნერვები ამიშალეს...
მეზარება დაწვრილებით ჩამოწერა...
ვინ და რა მეთოდით...
რა და როგორი წარმატებით...
ძალით თუ უნებლიეთ...
მაგრამ ფაქტია, რომ მართლა ამიშალეს საშინლად ნერვები...
ეს იყო უკანასკნელი წვეთი...
სახლში როგორც კი შემოვადგი ფეხი, ტელევოზირს ჩავუწიე და ჯერ ხო დედაჩემს ვასმენინე ჩემი კივილი...
ოღონდ მართლა ვკიოდი...
საკუთარი ხმისაც კი შემეშინდა და ახლა ყელიც კი მეწვის.
დედაჩემს ნინო ბურჯანაძის სმენა მაინცდამაინც ამ დროს მოუნდა...
და სამჯერ თუ ოთხჯერ მითხრა, ტელევოზირს აუწიე, საინტერესოს ამბობსო.
ნუ ერთხელ არ შევიმჩნიე, ორჯერ, მესამეჯერ უკვე ამაზეც ავყვირდი...
"ამ სახლში სულ ეს პოლიტიკა არის ჩართული და რა არის, ვერ გავიგე, ახლა კეთილი ინებე და მომისმინე. მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ თუ ეს ოპოზიცია".
პასუხი: "მიდი, მიდი, აუწიე, საინტერესოს ამბობს."
ავუწიე ტელევიზორს და ორმაგად გაცოფებული გამოვედი ოთახიდან.
შევედი საძინებელში და პირდაპის საგარეო ტანსაცმლით ლოგინის სიგანეზე (და არა სიგრძეზე) დავემხე. ცოტა ხნით თვალები დავხუჭე, მთელი სხეულით სუნთქვა დავიწყე. ხელ–ფეხშიც რომ შედის ჟანგბადი, ისე. მერე თვალები გავახილე და ჭერში ვიყურე რამდენმე წუთი. მერე კი მიდიიიიიიიი...
წამოვიდა ნიაღვარი....
ვიტირე ისეთი გამწარებით....
თან აი რომ ამოგასხამს... ისე...
ცოტა ხანში დედაჩემი შემოვიდა და რომ დამინახა ასეთი გამწარებული და ლოგინზე ასე ლამის სასიკვდილოდ გადადებულივით, ადექი, უნდა გაკოცო და მოგეფეროო..არ ავდექი. მერე დამიწყო უამრავი მაგალითის მოყვანა თავისი არა მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, არამედ პრაქტიკიდანაც. მესაუბრა, მესაუბრა, მესაუბრა. ცოტა აზრზე მომიყვანა მართლა, თორემ სერიოზულად გაჭედილი მქონდა. მერე ამაყენა ძალით და მოფერება და კოცნა დამიწყო. "წიპა" "ესეც გაივლის"–ის პონტში.

მაგრამ მორჩა მართლა რა.
მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ.
გავაცოფეს...
გამასაშინლეს...
გამასაზიზღრეს...
ისედაც ხო როგორი საშინელი, საზიზღარი და აგრესიული ადამიანი ვარ...
მაგრამ დღეს მართლა ისეთი რაღაცეები მიქნეს, რომ საერთოდ რა...
მორჩა და გათავდა!!!!!
დღეს არის 28/05/09!!!
კიარადა ამხელა პოსტის წერაში კი გახდა 29/05/09.
დღეიდან ვინმე...
მიუხედავად იმისა, ოჯახის წევრია, მეგობარია, ჯგუფელია, თანამშრომელია...
მკიდია ვინ არის...
დღეიდან ვინმე რამეს მესწერვება და "შპილკებს" გამიკეთებს...
და ეგ იქნება!!!!
ყველას ნა ხუიზე გავუშვებ...
მკიდია...
ტვინი მიღრძეს რასაც ჰქვია...
ერთს რომ გაუცინებ, მერე სურვილი უჩნდებათ, რომ "უიი, თურმე ეს როგორი რბილი, საყვარელი, ხათრიანი და უწიპუწია და მოდი თავზე დავაჯდები"...
ხოდა ვსო...
ჩემი საყვარელი ლოზუნგი იყო: "ადამიანებს ისე მოექეცი, როგორც ისინი გექცევიან".
ხოდა რატომ დავივიწყე ეს ლოზუნგი???
კიარადა...
მორჩა...
ჩემს ტვინთან სექსუალური ძალადობის უფლებას არავის არ მივცემ. საკმარისად ვითმინე საკმარისი რაოდენობის ხალხი.
ვისაც რამეთი არ მოვწონვარ და არ ვაკმაყოფილებ, იმდენი სხვა ადამიანია, რომ "სკაწერწიუ დაროგა"
მე პრინციპში არც არასდროს გამაჩნდა სურვილი "სწერვა" ადამიანთან ურთიერთობისა...
არასოდეს!!!
+ ამას ის ფაქტიც, რომ საშინელი მოუთმენელი, არაპროგნოზირებადი და გიჟი ვარ.
მაგრამ მაინც სოლიდარობასა და მოთმინებას ვიჩენდი იმ ადამიანების მიმართ...
ჩემთვის თითქოს ვამბობდი: "კარგი, არაუშავს ასეთია და მოვითმენ"
და მსგავსი "დედა ტერეზეული" განცხადებებითა და ლოიალური აზრებით ვითმენდი ბევრ რამეს.
მაგრამ მორჩა.
მერე პრანკსას მოვუყევი ეს ყველაფერი და ვუყვები, ვუყვები და უცებ შევხედე მის msn სტატუსს...
– ეეე, რა მაგარია, მეც დავიყენებ რა...

– არა მართლა დავიყენებ რა.
– ok.
ხოდა ისა...
კიარადა ხო...
"სანამ რამე უკიდურეს ყლეობას მომწერთ, დაფიქრდით. უარესი ყლეობა არ მიიღოთ პასუხად
"
უკვე მართლა ამევსო მოთმინების ფიალა.
არანაირი მოთმინება.
არანაირი დათმობა.
არანაირი კომპრომისი.
როგორი რბილიც ვიყავი, ისიც იკმაროს ყველამ.
ნუ ყველამ კიარადა...
ვისაც ეხება ეს პოსტი მათზე მაქვს საუბარი.
ასეთ ადამიანთან ვიქნები "ძალიან მიყვარს ოფიციალური და ფორმალური ურთიერთობა" ტიპი. და მეტი არაფერი.
არავის აღარ მივცემ იმის უფლებას, რომ ისედაც ასეთი დაძაბული ვარ მუდმივად მილიონი მიზეზის გამო (რომელიც პრინციპში ყველას ფეხებზე ჰკიდია as always და არც არავინ დაინტერესებულა ზოგადად რა ხდება ჩემს ცხოვრებაში და რა პრობლემები მაქვს, ესეც as always )და კიდევ ვიღაცის ყლეობები ვითმინო.
მეტი საქმე არ მაქვს.


მორჩა პოსტი, დაიშალეთ
პატივისცემით აზრზემოსული

ახალი ბლოგები მართლაც რომ

გუშინწინ დავწერე ამ დღეებში დავამატებ ახალ ბლოგებს აქაც და GR-შიცმეთქი.


ხოდა დავიწყე:
http://laminirebuli-zgarbi.blogspot.com/ – ბუ
http://jokeyforever.blogspot.com/ – Jo Key
http://asklypiodota.blogspot.com/ - ასკლიპიოდოტა (ო მამა მია :D) ან სულაც "როცა ონკანში ჭის წყალი მოდის"
http://likakakiashvili.blogspot.com/ – ლიკა კაკიაშვილი
http://absolutelyfreelevan.blogspot.com/ – აბსოლუტურად თავისუფალი ლევანი ან მაძიებელი ბლოგი

http://freelandia.wordpress.com/ – თავისუფალი სიტყვის ბლოგი
http://nodar7th.blogspot.com/ - No Dar 7th
http://djguro.blogspot.com/ - High Radiation Zone
http://armyranger.wordpress.com/ - Rangers Lead the Way!
http://pctrick.wordpress.com/ - ინტერნეტ - news ამბები
http://faukclub.wordpress.com/ - Faukclub

პრაშუ ლიუბიწ ი ჟალოვაწ. :)

მირჩიეთ რა

მოკლედ ე. ი. ღრმად პატივცემულო ბლოგერებო და არა მხოლოდ!!!
მესაჭიროება თქვენი რჩევა.
განსაკუთრებით კი მათი, ვინც ერკვევა ამ საკითხში.
მოგეხსენებათ...
და თუ არ მოგეხსენებათ, ახლა მოგახსენებთ,რომ არ მაქვს ფოტოაპარატი.
ისიც მოგეხსენებათ...
და თუ ესეც არ მოგეხსენებათ, ახლა მოგახსენებთ, რომ ძალიან მიყვარს სურათი.
არ აქვს მნიშვნელობა ჩემი იქნება, სხვისი, ბალახის თუ მტვრის.
ზოგადად სურათები მიყვარს.
ხოდა იქნებ თქვენ მირჩიოთ რომელი ფოტოაპარატი შევიძინო.

ჩემს პირობებს ჩამოვწერ, რომ უფრო მარტივად მიხვდეთ როგორი მინდა.
როგორი მინდა: გარეგნულ მხარეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ მთლა უზარმაზარი არ მინდა, რადგან მოუხერხებელი იქნება სატარებლად. მაგრამ თუ ჩემს ყველა დანარჩენ სურვილსა თუ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ჯანდაბას იყოს დიდი. ანუ გარეგნულად როგორია, ეს არ არის ჩემთვის მთავარი.
რისთვის მინდა: ზოგადად გადასაღებად. ნებისმიერი რამისა და ვინმესი.
როგორ: night mode რომ ჰქონდეს და negative. აგრეთვე შავ–თეთრ სურათებსაც რომ იღებდეს.
ნუ ზოგ აპარატს აქვს აგრეთვე ვიდეოს ფუნქციაც. ესეც კარგი იქნებოდა, თუმცა არ არის აუცილებელი.მეხსიერებებში საერთოდ ვერ ვერკვევი და არვიცი როგორი მინდა. მაგრამ რაც მეტ სურათი შეინახება,მით უკეთესი.
არ უნდა იყოს ძალიან ძვირი. ვარ მოყვარული და შესაბამისად მინდა სამოყვარულო. ულტრა–ნავაროჩენი და პრადვინუტი აპარატზე არ მაქვს პრეტენზია. უბრალოდ რაც ზევით ჩამოვთვალე ის პირობები მინდა რომ დააკმაყოფილოს.

ხოდა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აგერ ჩამოვწერ ზოგადად რა მირჩიეს.
1) Panasonic Lumix Lx3

2) Canon EOS 1000D შესაბამისი ლინკი

3) Canon PowerShot SX200 IS შესაბამისი ლინკი

4) Nikon COOLPIX P90 შესაბამისი ლინკი

5) Nikon COOLPIX L100 შესაბამისი ლინკი

ანუ ძირითადად ამათ შორის ვარ გაჭედილი.
თუ კიდევ რამე სხვა suggestion–ები გაქვთ, you're welcome.

გარდა ამისა ამ საიტსაც ვათვალიერებ და რავიცი აბა.




facebook

დიდი ხანი არ არის, რაც დავრეგისტრირდი...
დაახლოებით თვენახევარი ალბათ.
ან ცოტა მეტი.
მაგრამ უზომოდ მიყვარს.
ბევრი მეგობრები, მათი სურათები, თამაშები, ტესტები, სახალისო რაღაც–რუღაცეები.
ყველას ვურჩევდი დარეგისტრირებას.
რავიცი, მე მომწონს და რავი.
მყავს ჩემი pet–ი, რომელსაც Becky დავარქვი David Beckham–ის მიმართ არსებული 12 წლიანი სიყვარულის გამო. და კიდევ ჩემს ბეკის(კავკასიური ნაგაზი) მიმართ არსებული და ალბათ დაუვიწყარი სიყვარულის გამო. იმასაც David Beckham–ის გამო დავარქვით თავის დროზე მე და ჩემმა დამ. მაგრამ მეორე Becky–მ პირველი შეცვალა... (ნუ ამ თემაზე მერე დავწერ, თუ ემოციამ გამიძლო)


კიარადა...
ეს პოსტი facebook–ს ეხება, ხოდა ვაგრძელებ.ხოდა მყავს ეს Becky.
აგერ იხილეთ ქალბატონი.
მეჩვენება თუ უხომოდ "სწერვული" გამოხედვა აქვს???
კიარადა...
საშინელი "სწერვაა". დადის ხალხთან სტუმრად მხოლოდ იმისთვის, რომ ფული გააკეთოს. "ბოზის" ლოგიკა აქვს, მაგრამ მაინც მიყვარს. "სწერვაა" და მაინც მიყვარს.



ზოგადად facebook–ში მართლა კარგი სიტუაციაა რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მომბეზრებია. ეს არ არის ბანძი ადნაკლასნიკები. :)
ბევრ რაღაცას აკეთებ და გებულობ რა. გებულობ ვინ რა განწყობაზეა. ეს მუდამ მაინტერესებს ხოლმე. ვგებულობ რა იწერება ზოგადად ინტერნეტ–პრესაში, ბლოგებში. რა ხდება ქვეყანაში. მაგ: Tbilisi Open Air–ის შესახებ ზუსტადაც რომ აქედან შევიტყვე.



ახლა შევედი facebook-ში და ტესტი გავაკეთე...
Which Vicky Cristina Barcelona character are you?
ღმერთო ჩემო...
ის ადამაინი ვარ, რომელიც მეზიზღებოდა, მაგრამ ახლა მევასება იმის გამო, რომ მეზიზღებოდა.
ჩემი ერთ–ერთი ბოლო დროს შეყვარებული ფილმის შესახებ ტესტი. ხოდა მე კრისტინა ვარ.
You don't know what you are searching for in life or love. You are very flighty and seek immediate gratification. You are fun and sexy and get carried away easily. However, you are a skilled photographer and an avid supporter of the arts and a generally intelligent person."
ცვეტში +1


მოკლედ, იყავით online რეჟიმში facebook–თან ერთად. არ ინანებთ.

ისევ მაგისტრატურა

როგორც მოგეხსენებათ, ჩატარდა ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების საცდელი ტესტირება...
სულ მოცემული გვქონდა 3 საათი, რაც იყო კატასტროფულად ცოტა.
მასალა – ზღვა. კიარადა ოკეანე... და თან რთული.
სწორი პასუხი 1 ქულა
აურჩეველი პასუხი 0 ქულა
არასწორი პასუხი -0,2 ქულა


ეს "0,2 ქულა" ახლა შემოიღეს, რომ "შემოვხაზავ, იქნებ გავარტყა"–ს შემთხვევა გამორიცხონ.
აი სიბოროტეც ამას ეწოდება.
ხოდა ახლა ვნახე naec.ge–ზე შედეგები...
ხოდა...


წაკითხულის გააზრება 12.6
ლოგიკური მსჯელობა 8
რაოდენობრივი მსჯელობა 8.4
ჯამში 29
გადალახა 3–დან 3


სულ არის 50 ქულა თუ არ მეშლება...
ხოდა მე თუ 29 ავიღე, ძალიან დებილი ვარ რა...
ჩავჭრილვარ და ეგაა

ჩემო ბავშვურო და პიკანტურო ბავშვო!!!
მოდი ერთად ვიტიროთ...

გავდებილდი

იქნებ აღარ ღირს ამის წერა???
იქნებ ეს ყველაფერი მარაზმია??
იქნებ ეს მორიგი დებილობაა, რომელსაც ვცდილობ, რომ რაღაცას დავამსგავსო???
მე თვითონ ვერ ვხვდები ეს რა არის...
არასოდეს არ ვკითხულობ, მხოლოდ რედაქტირების გამო თუ გადავხედავ ხოლმე...
სადმე გრამატიკული ან სტილისტური შეცდომა არ გამეპაროს.

იქნებ ეს უბრალოდ ისაა, რაც ჩემთან უნდა რჩებოდეს და არ უნდა ვწერდე ასე ღიად???
იქნებ ტყუილად არ მითხრეს რამდენიმე, დებილობა არისო.
არვიცი.
მართლა არვიცი.
მაგრამ ოდესმე....
მოვა ალბათ დრო, როცა ეს ეტაპიც გავლილი მექნება...
address bar–ში ჩემს სახელს ჩავწერ ასეთი კომბინაციით: k8...
და address bar–ი აღარ ამომიგდებს ნაცნობს არაფერს...
მაშინ მე მთლიანად ჩავწერ: k84u.blogspot.com და შევალ...
შევალ და წავიკითხავ...
და ნეტავ რას ვიტყვი???
არ ვიტყვი, ვინმემ რატომ არ გამაჩერა ამ მარაზმს რომ ვწერდიმეთქი???
არვიცი...
მართლა არვიცი...
რა იქნება აქაურობა რამდენიმე ხნის შემდეგ...
ჯერჯერობით წინ მივდივარ და ხელს ნუ მიშლით!
მიყვარს იმ label–ის სახელი, რომელშიც ეს პოსტი ერთიანდება.
იმედს მაძლევს რაღაცნაირს.
ხოდა I smile anyway

ახალი ბლოგები

ნუ სია რომ გავაკეთო, გამიჭირდება.
ამიტომაც რაღაც ისე დავწერ.
ანუ ზოგადად.
ხოდა Facebook-ში თუ ხართ, შეგიძლიათ თვალყური მოგვადევნოთ და შემოგვიერთდეთ.
ისე კი ვიტყოდი იმ ფაქტს, რაც საოცრად მესიამოვნა.
კიარადა...
ძალიან გამიხარდა.
ანუ შევედი Facebook–ის "ქართველი ბლოგერები"–ის გვერდზე და ბევრი ახალი და ჯერ კიდევ უცნობი ბლოგერი აღმოვაჩინე.
დღეს არ მცალია, მაგრამ ამ დღეებში რომ მოვიცლი, აუცილებლად შევივლი და დავათვალიერებ და დავამატებ მათ GR–სა და ბლოგში.


მიხარია, მართლა ძალიან მიხარია ამდენი ახალი ბლოგის არსებობა.
ჩემი დარეგისტრირება რომ მახსენდება, ეს იყო 2007 წლის 23 ოქტომბერი... მაშინ არც თუ ისე ბევრი ბლოგერი არსებობდა. ახლა შედარებაც არ არის.
ამ ბლოგების შინაარსზე საუბარს არ ვაპირებ და არც არასოდეს დავაპირებ იმ უბრალო და მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა პოსტავს იმას, რაც უნდა და როგორც უნდა. იგივე ლოგიკით ანალოგიურს ვაკეთებ მეც. არავის აზრს საკუთარ აზრზე მაღლა არ ვაყენებ. ვპოსტავ რასაც მინდა და როგორც მინდა. არავის ვეხები. სხვა ამბავია, როცა ვინმე მირჩევს, რომ იქნებ ეს ასე გააკეთო, მაგრამ რჩევა სულ სხვა რამეა. მაგრამ მაშინ, როდესაც ერთ–ერთმა ბლოგერმა "ნამიოკი" ჩამიგდო, თუ რაოდენ დიდი მარაზმია და ნაგავია "ჩემი შეყვარებული", გავიღიმე და ვუთხარი: ყოველ შემთხვევაში მე ეკლესიებს მაინც არ ვლანძღავ ბლოგზემეთქი. (აქვე შეგახსენებთ აივერონის ფრაზას, რომელიც ერთ დროს სიგნიჩარში ეწერა, ახლა კი მე მიწერია "უბრალოდ გაიღიმე, როცა *ლეობას გეუბნებიან.") ხოდა მეც გავიღიმე პრინციპში.


ხოდა მიხარია რა ახლების გამოჩენა. უბრალოდ დროის სასწაული დეფიციტი მაქვს. ისეთი,როგორიც არასოდეს მქონია. ამის გამო, ბევრ რამეს ვერ ვასწრებ. მოვიცლი, მართლა მოვიცლი, უბრალოდ მართლა არ ვიცი, როდის. თან ჩემს ყოფილ დამრიგებელთან დავდივარ, ვემზადები და ნუ მოკლედ რა. ეს მაგისტრატურა გადამრევს მგონი.
კიარადა...
ვცდილობ არ მივცე იმის უფლება, რომ გადამრიოს.

ამის დედაც, ჯეკ!!!

დიახაც, რომ...
შარშან რომ მთელი ზაფხული თბილისში ვბრძანდებოდი სამსახურის გამო, აგერ ეს პოსტი იუწყება.
და მე იმ იმედს გამოვთქვამდი, რომ არაუშავს ქეთევან, მომავალ წელს დაიხვენებ და გაერთობი ზაფხულში.


და წელს რომ მეკუთვნის შვებულება, ვითომ რა ხეირი???
არც არაფერი ქალბატონო ქეთევან!!!
ჯერ უნივერსიტეტის დამამთავრებელი გამოცდები...
მერე ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდები...
მერე კი უნივერსიტეტის შიგა გამოცდები...
ხოდა ამის დედაც ჯეკ!!!

შენაძენი

დაახლოებით 2 თვე შერსულდა მას შემდეგ, რაც...
კიარადა მართლა შესრულდა უკვე...
ხოდა 2 თვის შემდეგ როცა შაკომაც მოიცალა და მეც...
გადმომცა ის კლავიატურა, რომელიც აქამდე მხოლოდ ვერბალურად იყო ჩემი.
დღეიდან მაქვს ახალი კლავიატურა, რომელსაც მთელი გზა ვიხუტებდი და სახლში მოტანიდან პროცესორში შეერთებამდე ვკოცნიდი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით).

ვკიოდი, ვწიოდი.
ახლაც არ ვარ ჯერ დამშვიდებული. ჯერ კიდევ რაღაც მჭირს.
ძალიან მაგარი კლავიატურაა.
სურვილი მაქვს, რომ სულ რაღაც ვწერო.
ისეთია რა..
კიარადა ანუ ხმაურიანი.
საშინელი ხმაურიანი.
დიიიიიდი კლავიშები აქვს და ისეთი ხმაურიანი აქვს, რომ ყურს საოცრად სიამოვნებს.
ძალიან მაგარია.
ჩემი ძველიც მაქვს, არ ვაგდებ, მაგრამ ვინახავ.
მაუსიც მინდა ხმაურიანი, მაგრამ მერე Scroll–ი აღარ ექნება, ასე რომ
შაკრევან, მადლობა!!!! (აქ ბევრად დიდი და ბევრი მადლობა იგულისხმება, ვიდრე ჩანს)


აი ასეთია, ოღონდ მთლიანად შავი.



ჩემი შეყვარებული (vol. 7)

ხო დებილივით...
ან რა უნდა მექნა?! უბრალოდ ვიჯექი. ერთი სასიამოვნო რაც ხდებოდა ის იყო, რომ ჩემს საყვარელ ქოქოსის ლიქიორს ვწრუპავდი. ოღონდ უკვე მესამე ჭიქას. გარეთ ვიყურებოდი, უკვე საკმაოდ ბნელოდა. საათს დავხედე, 10 იყო დაწყებული. უცბად საშინელი არაერთი მანქანის სიგნალი. არაფერი გასაკვირი: წვიმა დაიწყო. იმდენად წამებში მოხდა ეს ყველაფერი, რომ გავოგნდი.
– აუუუ, ახლა სახლში როგორ წავალთ
– ვაიმე, გაწვიმდა???
– ეე, მანქანები რა დღეში არიან
– წვიმა...
- აუ მე რა თხლად მაცვია...
– რა არ გკიდიათ???
– რა?




– რა და ის, რომ მანქანები ასიგნალებენ... ის, რომ თხლად გაცვია... ის, რომ დასველდები... ის, რომ რავიცი მე, წვიმის უარყოფითი მხარეები... გინდა არ გინდა, ახლა მაინც არ ვიშლებით ჯერ, და როცა დავიშლებით და სახლებში წასვლას დავაპირებთ, გვიანი იქნება და ტაქსებით მოგვიწევს. სანამ ტაქსებს გავაჩერებთ, მაქსიმუმ 2–3 წუთი მოგვიწიოს გარეთ დგომა და 2–3 წუთში რა უნდა დავსველდეთ ისეთი, რომ გავცივდეთ და მოვკვდეთ??

- ნუ ხო, მაგრამ მაინც.
– რა დღეში გაქვს ნერვები
– აუ რავი [IMG]http://pinky.ge/Smiles/Orange/mo.gif[/IMG]
საშინელი წვიმა... აი ისეთივე საშინელი, როგორიც მე მიყვარს. პრინციპში წვიმა ყველანაირი მიყვარს. წვიმა კი ისე ეხეთქებოდა Acid–ის ფანჯრებს ისე ძლიერად,იფიქრებდი ეს–ესაა ტყვიებივით შემოცვივდებიან წვეთები. ვიჯექით ასე, დაახლოებით 11–ის წუთებამდე.
ამ დროს უცებ...
აი ისე უცებ, რომ ვერც კი მივხვდი....
ნაცნობი ხმა მომესმა!!!
გიორგი!!!
თვალები გამიფართოვდა... ვერ მივხვდი საიდან მომაგნო. რა იცოდა, რომ აქ ვიქნებოდი. არვიცი. ვერ მივხვდი.
– წამომყვები???
– აა, როგ? მეე? სად?
გოგოებს გადავხედე, ყველა საოცარი სახით გვიყურებდა ხან მე, ხან გიორგის.
– ხო... წამომყვები???
– შენ არ ხარ ნორმალური. როგორ ფიქრობ ასე გვიან სადმე გამოგყვები? გინდა დედაჩემმა მომკლას???
– ცოტახნით. დაახლოებით 1–მდე.
– არსადაც არ გამოგყვები. და საერთოდ, მე შენ არ გელაპარაკები.
– არ მელაპარაკები? რამდენი წლის ხარ???
– თუ გინდა შენ 4 წლის ბავშვად ჩამთვალე, მკიდია. მე შენ არ გელაპარაკები.
– აბა ახლა რას აკეთებ???
– ახლა ვცდილობ თავიდან მოგიშორო.
"ეს ვინაა?" – მგონი ანის ჩურჩულით ნათქვამი ფრაზა იყო, არ მახსოვს ზუსტად.
– ეს იდიოტი, დეგენერატი, კრეტინია. მეზიზღება ეს ადამიანი.
– მე არ მეზიზღები და მაინტერესებს წამომყვები თუ არა.
– არა.
– კარგი. "კურტკა" ჩაიცვი ჯერ შენი, მერე – ჩემი.
თავისი "კურტკა" გაიხადა და მომაწოდა. გოგოების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
– ქეთ, იცნობ ამას???
– მე დაცვას დავუძახებ.
გიორგიმ მხოლოდ ამის გაგონებაზე მიაქცია გოგოებს ყურადღება. გადაიხარხარა, მერე სერიოზული სახე მიიღო.
– წამო რა...