უი ახალი ხარ??? სალამი...
ხო...
დაიწყო ახლა ჩემი და შენი ურთიერთობა...
ახლა შენც უნდა შემიყვარდე...
ახლა შენც უნდა გამოგიყო სიყვარული, უნდა გიწილადო...
როგორ ხარ??? ოღონდ გეხვეწები "რავი, შენ?" არ მიპასუხო, ჩემი საძულველი ფრაზაა და იმიტომ. მითხარი რეალურად როგორ ხარ და დაივიწყე ის ტრაფარეტული ფრაზები, რომელსაც არათუ მთელი თბილისი, არამედ მთელი საქართველო იმეორებს, თითქოს სათქმელი არაფერია.
დედაააა... ახლა აქ რამდენი ადამიანი "დაასატკავებს?!"რამდენი დაიწყებს აქ ჩემი ნაწერების შეფასებას...
მე თავიდანვე გეტყვი, რომ არ ვაპირებ მაგაზე ფიქრს. მე უბრალოდ დავწერ. ცუდს, საშინელს, კარგს თუ გადასარევს, მკიდია. უბრალოდ დავწერ და მორჩა.
ახლა ჩემი პროლოგის დროც დადგა ნელნელა.
(ნეტავ ჩემი ეპილოგის დრო როდის დადგება?

)
ხოდა საკუთარ თავზე საუბარს მირჩევნია ...
არც კი ვიცი რა მირჩევნია, მაგრამ საკუთარ თავზე საუბარს რომ ვერ ვიტან, ეგ ნაღდად ვიცი.
ხოდა ზუსტად აქედან გამომდინარე არ დავწერ დადებით თვისებებს. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება და მაგიტომ. ნუ, ჰაჰა, დავწერ ნეიტრალურ დახასიათებას, მაგრამ „მე ასეთი კარგი ვარ“–ს ვერ ნახავთ.
(რაც არ მაქვს რა უნდა დავწერო

)
ხოდა:
1) ჯიუტი
(აი საშინელი ჯიუტი, შანსი და ზღვარი იმისა, რომ ჩაფიქრებული შევცვალო, მიისწრაფის 0–სკენ).
2) აგრესიული/ფეთქებადი/მოუთმენელი
(როცა რაღაც არ მომწონს, მაშინ ვხდები რაღაც უსასიზღრესი არსება. თუმცა მინდა გაუწყოთ, რომ ეს სიბოროტის გამო არ ხდება. მართლა არა, უბრალოდ იმ მომენტში მართლა საშინელი ვარ).
3) მტირალა
(შემიძლია მთელი დღე გაუჩერებლად ვიტირო. ოღონდ უმიზეზოდ არასოდეს მიტირია. ყველა ჩემი ტირილი ბავშვობიდან დღემდე არის ბუნებრივი). პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ბევრს ვტირი.
4) მცინარი (გრამატიკულად არ მგონია ეს სწორი ფორმა, but still). ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე.მახასიათებს ისტერიული ჩაბჟირებები. თან ისეთი ისტერიული, რომ დაჟე "ნახე, თითი"–ზეც კი ორმაგად მეცინება.მერე ამ სიცილს თან ტირილი ახლავს მუდამ. ანუ ვტირი და ვიცინი.)
5) პირდაპირი (აი მართლა რაღაც საოცრად პირდაპირი ვარ. მავანთ და მავანთ ვერ განურჩევიათ ეს პირდაპირობაა თუ „სწერვობა“, მაგრამ დანამდვილებით ვამბობ, რომ ეს არის პირდაპირობა. „სწერვობა“ და ეგეთი სირობები ჩემგან შორს. ხოდა იმ ადამიანთან, ვისთანაც ძალიან კარგად ვარ და ჩემი მეგობარი ეწოდება, ვეპირდაპირები, ხოლო ვისთანაც არ ვარ ახლოს და ჩემი მოყვარე არ არის, ის იასნად მაგრად მკიდია ფეხებზე. ანუ ვცხოვრობ პრინციპით „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.
6) გიჟი
(აი ცვეტში გიჟი ვარ. რა დროს რა მემართება და როგორ მემართება, არავინ იცის. შეიძლება უცებ ავფეთქდე და რაღაც სიგიჟე ჩავიდინო, ყოვლად არანორმალური ვარ, თუმცა „არანორმალურ“–ში ცუდი არაფერი იგულისხმება.) თან ყველაზე გიჟ თვეს ვარ დაბადებული, ყველაზე გიჟი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ. მარტი ჩემსავით გიჟია თუ მე ვარ მარტივით და თევზებივით და კატასავით გიჟი ეგ არვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ზოდიაქოების მხრივ ზუსტად იმ დროს უნდა დავბადებულიყავი, როცა დავიბადე. (პ.ს. თან 6 რიცხვში ვარ დაბადებული, რაღაცა არსებობს
)
7) დეპრესიული
(ძალიან ხშირად ვარ ცუდ ხასიათზე, არვიცი ამ დროს რა ან ვინ მშველის, სავარაუდოდ ისევ საკუთარი თავი).(პ.ს. 7–იანი ჩემი საყვარელი ციფრია.)
8) ზიზღია
(აი, ძალიან ბევრი რამ მეზიზღება, ცვეტში ძალიან ბევრი, ზოგჯერ საკუთარი თავიც)ბლოგში ერთი დიდი პოსტიც კი დავწერე იმ ყველაფრისგან შემდგარი, რაც ძალიან მეზიზღება.
9) დაბნეული
(შეიძლება ისეთ ელემენტარულ და ადვილად გასაგებ ამბავში დავიბნე, რომ მერე მერიდება ხოლმე.) და ამ დროს ვინმე კეთილმა თუ არ ამიხსნა ყველაფერი დაწვრილებით, საშველი არ არის.
10) მელომანი (მუსიკის გარეშე ისევე წარმოუდგენელია ჩემი არსებობა, როგორც ბევრი წყლისა და ბევრი ჰაერის გარეშე. ქუჩაში თუ სახლში, ყველგან მუსიკას ვუსმენ.) (პ.ს. დიდი მადლობა კომპიუტერს
)
ჩემი გამოხატულებაა
და
სმაილები. საყვარლელი ფრაზა: ღმერთო ჩემო
/ ღმერთმანი
/ ეეე, რა პონტში ეეე??
/ მეზიზღები/გეზიზღები
. პოსტებში ძალიან ხშირად ვწერ 3 წერტილს, დაჟე „ხელმოწერა“–შიც კი მიწერია, რავი, იმიტომ, რომ ეგეც გამომხატავს და კიდევ 3 კითხვის ნიშანს.
მძინავს ცოტა, რადგან დრო მენანება ძილისთვის. ძილისთვის განკუთვნილ დროს საფიქრელად ვიყენებ ხოლმე და ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. მერე რა, რომ მეორე დილით გაღვიძება მიძნელდება და ჩემი ტელეფონი მთელ ხმაზე, 10 წუთის ინტერვალით აჟღერებს ჩემი საყვარელი ჯგუფის სიმღერას?! Это не помеха
რავიცი, მეტი რა დავწერო?!
ბოლოს დაგიწერთ ჩემს საყვარელ ფრაზას, რომელიც ადრე მეწერა სიგნიჩარში : მე მიყვარხართ და სულ მკიდია თქვენ რას გრძნობთ.
I'm broke but I'm happy
I'm poor but I'm kind
I'm short but I'm healthy, yeah
I'm high but I'm grounded
I'm sane but I'm overwhelmed
I'm lost but I'm hopeful baby
I feel drunk but I'm sober
I'm young and I'm underpaid
I'm tired but I'm working, yeah
I care but I'm restless
I'm here but I'm really gone
I'm wrong and I'm sorry baby
I'm free but I'm focused
I'm green but I'm wise
I'm hard but I'm friendly baby
I'm sad but I'm laughing
I'm brave but I'm chickenshit
I'm sick but I'm pretty baby.
http://www.link.ge/file/242044/Hand-In-My-Pocket.mp3.html