ჩემი შეყვარებული (vol.5)

(ჯერ ეს სიმღერა ჩართეთ და კითხვის პარალელურად ისმინეთ)






რამდენიმე წამში კი... არა, უფრო სწორად როგორც კი ბაღში შევაბიჯე, მამაკაცთა უმეტესობამ შემომხედა. მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ შემოხედვა. გადამოწმების გარეშე ვიგრძენი მზერა. თან მზის სათვალე მეკეთა და შესაბამისად უფრო კარგად შემეძლო შემემჩნია ვინ მიყურებდა და ვინ არა ისე, რომ მათ ეს არ დაენახათ. მივედი ბაღის შუაგულში მდებარე მცირეოდენ შადრევანთან. შადრევანსაც ვერ უწოდებს კაცი, იმდენად პატარაა. მივედი და რათქმაუნდა ისე უნახავივით დავეწაფე წყალს. ზოგი ისევ თავისთვის საუბრობდა, ზოგი კი მე მიყურებდა. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ძალიან ლამაზი ვარ და მიყურებდნენმეთქი, ნამდვილად არა. მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია არის ხოლმე,რომ სულ რომ ჯმუხი შევიდეს, მაინც ეგრე შეხედავენ და დაიწყებენ მის შეფასებას.და ეს იმიტომ, რომ სულ ბიჭები სხედან. და გოგოები მხოლოდ მაშინ, როცა ბიჭები არ არიან. ასე რომ ჩემს შესვლასთან დაკავშირებით მათი რეაქცია საერთოდ არ გამკვირვებია. წყალს რამდენი ხანი ვსვამდი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გიორგის მზერას კი ვგრძნობდი, ისევე როგორც ოთოსა და თოკასას. დანარჩენები კი თითქოს ჩუმად და შეპარვით ანიშნებდნენ ერთმანეთს ეს ვინ არისო?

არავინაც არ ვიყავი. მე უბრალოდ ის ვიყავი, ვინც წყალს ვსვამდი. გიორგი სიგარეტს ეწეოდა და მორიგი დიდი ნაფაზიც დაარტყა. ოთო კი მომიახლოვდა, თუმცა საკმაოდ დაბნეული. სავარაუდოდ მან უკვე იცოდა, რომ დილით გიორგი ვალოდინე და შემდეგ კი ტელეფონი გამოვრთე და გარეთ არ გამოვედი. ასეთი საქციელის შემდეგ საერთოდ არ ელოდა, თუ მე მათ მივეკარებოდი. მაგრამ მაინც იქ ვიყავი. აი ეს მაგიჟებს, გიორგის მიერ სიგარეტის მოწევის მანერა. ეს მე მაგიჟებს... აი ისე ეწევა... მე რაც მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ. სიგარეტი მარჯვენა ხელის საჩვენებელსა და შუათითს შორის მოქცეული... აუცილებლად მარჯვენა ხელი. და ყველა დანარჩენი თითი გაშლილი. უაზროდ გაშლილი. თითქოს თუ ამ ორი თითით ვერ შეძლო, მაშინ დანარჩენ სამსაც დაიხმარებსო.რამდენადაც მეზიზღება სიგარეტი, იმდენად ვგიჟდები, როცა გიორგის მოწევის მანერას ვხედავ. ის სულ არ იყო ის ადამიანი, რომელიც დილით მივაგდე ქუჩაში. ის სხვანაირი იყო. იჯდა იმაზე სიმპატიური, ვიდრე დილით. საერთოდ ვამჩნევ, რომ ეს უბნელი კრეტინები ისეთი გამოწკეპილები დასხდებიან ხოლმე ბირჟაზე, თითქოს რამეს წარმოადგენენ. ან თითქოს ქუჩაში კი არა, სადმე სტუმრად მიდიოდნენ. ესეც ეტყობა "კაიბიჭური" "პონტია"
შეიძლება ითქვას, რომ ჩუმად მაკვირდებოდა. ანუ მე წყალს დიდხანს ვსვამდი სპეციალურად. ოთო იქვე იდგა, გვერდით. მომენტს ელოდებოდა, რომ მოსულიყო და მომსალმებოდა. გადავკოცნე სველი პირით.
– რას შვრები, როგორ ხარ?
– რავიცი, შენ?
– მეც ძველებურად. უცნაურად მიღიმის. ვერ ვხვდები რატომ. მერე უცებ ვამჩნევ, რომ გიორგისკენ აპარებს თვალებს. მე კი ვცდილობ ოთოს საუბარი გავუგრძელო.
– როგორ არის შენი ძმა?
– ჩემი ძმა?? რრრავი, არის ნელნელა.
– ძმიშვილები?
– მაგათაც არაუშავთ. გიჟობს ორივე ერთად თუ ცალ–ცალკე.

უაზროდ ვიდექით. მე მანქანებს ვუყურებდი, ის – გიორგის.
– კარგი, აბა შენ იცი.
დაიბნა.
– კარგი. აბა ჰე.
წამოვედი ბაღიდან. "პოპულში" ჩამოვუხვიე. გიორგის კიდევ ერთხელ გავხედე. აი ეს ის მომენტი იყო, როცა ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეასკდნენ ჩვენი თვალები. არც არაფერი. წამით, რომელიც ისეთი გრძელი იყო, რომ გავშეშდით თითქოს. არადა მართლა 1 წამი იყო სულ, მეტი არა.
"პოპულში" შევედი და დავიწყე უაზროდ ბოდიალი. ხან შოკოლადებთან მივედი, ხან – წვენებთან, ხან – ჩიპსებთან. საბოლოო ჯამში 1ლ pepsi, 2 bounty და Millenium–ის ბურთულებიანი შოკოლადი. ჩემი საყვარელი შოკოლადია. რომ კვდებოდე, ვერ იშოვი ამ შოკოლადს სხვაგან. ბურთულებიანი ანუ რუსულად რომ ვთქვა "пористый". ქართულად რატომღაც "ბურთულებიანი" ჰქვია. ნუ თარგმნაში ხომ ზე–ხალხი ვართ თეთრი, თეთრი, უთეთრესი შოკოლადი. დედაჩემი ვერ იტანს და რამდენჯერაც სახლში მივიტანე, იმდენჯერ "ფუ, ისევ ეს კარაქივით შოკოლადი მოიტანე?!" რეაქცია ჰქონდა. სანამ სალაროსთან ვიდექი, ბაღისკენ გავიხედე. გიორგი აქეთკენ სივრცეში იმზირებოდა, მაგრამ ვერ დამინახავდა. ეს ყველაფერი ჯიბეებში ჩავილაგე. გამოვედი და მორჩა! სახლისკენ არ გამიხვევია.
pepsi გავხსენი, დალევა დავიწყე და ამ მომენტში ქუჩაზე ვიდექი უკვე. კინაღამ მანქანა დამეჯახა. შორს დაამუხრუჭა, მაგრამ მაინც. წამოხტა გიორგი, მე უკვე ისეთი სახით შევხედე, რომ დავამშვიდე თითქოს. ცოცხალი ვარ, ნუ მიყურებმეთქი. მივიჭერი, ახლა უკვე მეორე ან სულაც მესამე ღერი სიგარეტი წავართვი, ნაგვის ყუთში მოვისროლე. ბიჭები დაიბნენ. ვიღაცის ხმა ზურგს უკან: "ეს ვინაა?" გიორგის ხელი მოვკიდე და ავზიდე. მართლა ავზიდე. არ ამყვა თავიდან. პროტესტის გრძნობა იყო ალბათ. არვიცი. მეკიდა. ავაყენე.
– წავედით.
– არა, მე ვრჩები.
– არა, შენ მოდიხარ.
– რა იყო? აღარ გეძინება?
გავშრი უცებ. არ ველოდი, თუ ამას იმათი თანდასწრებით მეტყოდა. ან ბოლომდე უნდა გამეკეთებინა, ან ამ სიტყვების მერე გამეშვა მისი ხელი და სახლში ამოვსულიყავი. წამით გავჩერდი კიდეც. ახლა უკვე ყველა მე მიყურებდა. რამე უნდა მექნა, ასე არ შეიძლებოდა არანაირად. ვუყურებდი თვალებში და არ ვიცოდი რა მეფიქრა. მიყურებდა ისიც და არ ვიცოდი, რას ფიქრობდა. უბრალოდ ასე გაშეშებულები სივრცეში. ფიზიკური ძალა მოვიკრიბე. ახლა უკვე ორივე ხელი ჩავჭიდე და მთელი ძალით ვექაჩებოდი. ბევრი არ გავუწვალებივარ. ადგა. მივათრევდი, როგორც პატარა ბავშვს მიათრევს დედა. ბავშვს, რომელსაც სხვა თავისნაირ ბავშვებთან უნდა ყოფნა, მაგრამ ამასთანავე დედაც უნდა და ფიქრობს ხოლმე რომელთან იყოს.
დაახლოებით ნახევარ საათში მივედით "მზიურში", სულ ბოლომდე ქვევით ჩავედით და ბალახში დავჯექით. უფრო სწორად მე დავჯექი, ის იდგა ჯერ კიდევ გაბრაზებული.
– რამდენი ხანი სიცივეში გელოდე დღეს დილით.
– მე მეგონა გადამაგდებდი.
– მე თუ შენ?
– აუუ, კარგი რა.
– ტელეფონს რატომ არ იღებდი?
– შემეშინდა.
– რისი?
– არვიცი, უბრალოდ სიტუაციის. რომ ტელეფონი უნდა ამეღო. და მერე რა მოხდებოდა.
– და რა უნდა მომხდარიყო? თუ გეძინებოდა, ტელეფონში გექვა, რომ, იცი მეძინება და მოდი შენც ადი სახლში და დაიძინე. არ შეგეძლო?
– არა.

გავჩუმდით. კიარადა ის გაჩუმდა. მე ისედაც ჩუმად ვიყავი, იმან დაიწყო, თორემ მე რა. დაჯდა და ხეს მიეყრდნო. თვალები დახუჭა, თითქოს ინაზღაურებდა ძილს, რაც ჯერ იმით დაირღვა, რომ ოთოს დავარეკინე დილით, მერე კი მე ვაყურყუტე ჩემი სახლის წინ. ასე ვისხედით ცალ–ცალკე მობუზულები. ამოვიღე ჩემი ტკბილეულობა.
– ქალბატონებო და ბატონებო! თქვენს წინაშეა ბურთულებიანი, თეთრი შოკოლადი!!!
სიჩუმე.
– 11–ის ნახევრამდე შენი სადარბაზოს არ დამითვლია, მაგრამ ბევრჯერ ავუარე და ჩავუარე. 20 მეტრის რადიუსებით სულ.

– მთელი კოლოფი სიგარეტი ჩავათავე.

– მაინც რატომ არ ჩამოხვედი?
– აუუუუუუუ...
– ?
– აუ არვიცი, მართლა არვიცი. უბრალოდ ვერ ჩამოვედი.
– და რატომ?
- არვიცი, თითქოს გავითიშე.
– მერე დაგერეკა და გეთქვა, რომ გეძინება.
– ანგარიში ზუსტად მაშინ გამითავდა, როცა დილით ოთოს ვუთხარი გიორგი გააღვიძემეთქი.
– და მე რომ გირეკავდი, არ აიღე.
– აუუუუუუ... არვიცი. მართლა არვიცი. უბრალოდ რაღაც "ვერ" შემოიჭრა და მაგიტომ.
იჯდა ის გაბუტული თუ უფრო დაბნეული თუ უფრო უძინარი თუ უფრო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. რაღაცნაირად გაშტერებული. მე ვიჯექი ისევ ბალახში და ვჭამდი ჩემს სასუსნავებს. ყველაპერი მე შევჭამე. არაფერს მიეკარა. ერთი ცალი "ბაუნტი"–ღა მედო ჯიბეში.
ის იჯდა ისევ, თვალებდახუჭული და მზეს უყურებდა. თვალებდახუჭული მზეს უყურებდა. უნდოდა დაეძინა, მაგრამ ეს აშკარად არ იყო მისი თბილი ლოგინი. რაღაც მომენტში მართლა მეგონა ხომ არ ჩაეძინამეთქი. ჩუმად მივედი და გვერდით დავუჯექი. შეირხა, შეკრთა.
– ჩაგეძინა?
– მმმმ...
– თუ არა???
– მმმმ....
– კი თუ არა???
– მმმ...
გვერდით ვეჯექი და ვუყურებდი, როგორ ეძინა. უბრალოდ ვუყურებდი. მაგარი მომენტია ხოლმე. ვგიჟდები ისე მიყვარს, როდესაც მძინარე ადამიანს ვუყურებ. ძალიან საყვარელი სამზერია. საათობით შემიძლია ასე ვიჯდე. უცებ მომინდა შევხებოდი. არვიცი რა მოტივით. არადა ვიცოდი, რომ არც არაფერი მოხდებოდა შემდეგში, მაგრამ ახლა მინდოდა. უბრალოდ რომ შევხებოდი. ხელზე შევახე ხელი, მზით გამთბარი ჰქონდა. მერე ისევ ჩუმად მივუახლოვდი და ლოყაზე დავუტოვე შოკოლადის კვალი. ჩუმად ვაკოცე. ვერც გაიგო. შეიშმუშნა. მეტი არაფერი. რეაქცია არ ჰქონია. ასე რამდენიმეჯერ გავიმეორე. მას კი ეძინა. შუბლი, ლოყები, ყურები, ტუჩები, თვალები, კისერი. რამდენიმეჯერ. მერე დავიკიდე. რეაქცია არ ჰქონია არაფერზე. ხოდა მეც დავიკიდე. ეძინა და სულ არ აღელვებდა ვინ კოცნიდა და ვინ ეფერებოდა. ჯიბეში ავტობუსის ბილეთი მედო, ამოვიღე, ფანქრით დავაწერე: "აქ ვიყავით მე და შენ, მაგრამ ახლა შენ სადღაც ცაში დაფრინავ, თუმცა ვიცი რომ შენ მაინც ჩემთან ხარ". "bounty" დავაჭირე ერთ ხელში, მეორეში ბილეთი. კიდევ ერთხელ ვაკოცე და წამოვედი.

ჩემი შეყვარებული (vol. 4)

სახლი. ჩუმად გადავატრიალე გასაღები. უკვე ათი ხდებოდა. დედაჩემის გაცეცხლებული სახე დავინახე. არ დაუკლია ყვირილი.
– სად იყავი ამ დილაუთენია?
– პურზე.
– აბა პური?
– ჯერ არ მოუტანიათ.
– ამდენი ხანი ელოდებოდი?
– რამდენიმე მაღაზიაში ვიყავი. ზოგან პური არ იყო, ზოგი კი ჯერ ღია არ იყო.
– "პოპული" 24 საათიანია.
– მანდ შეფუთული პური იყიდება. ეგ არ მიყვარს, მალე ხმება და მაგრდება.
– კარგი, მე წავედი სამსახურში.

ისეთი სახით მითხრა, თითქოს დამაყვედრა და თან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ პური არ მივიტანე. მე კი ისეთი ტანჯულის სახე მქონდა, რომ "პოხუიზმს" მივმართე და ვითომ აბაზანისკენ შევუხვიე. კარის გაჯახუნება გავიგე თუ არა, გიორგის "კურტკა" გავიხადე და მის შიგნით დამალული ნივთები გამოვიღე: მაწვნის ცარიელი ქილები და ყავიანი ჭიქა (რომლებიც ეგრევე ნიჟარაში ჩავდე გასარეცხად), ქუდი (რომელიც ჩანთაში ჩავიდე). მეტი არც არაფერი მქონია. "კურტკა" საკიდზე ჩამოვკიდე. თუმცა ვიცოდი, რომ დედაჩემის მოსვლამდე უნდა გამექრო სადმე. კიარადა შემენახა. კიარადა დამემალა. ან ყველაზე სამართლიან შემთხვევაში პატრონისთვის დამებრუნებინა.
აბაზანაში შევედი, ცივ წყალს უნახავივით ვეცი, ხელებში დავიგუბე რამდენიმეჯერ და მერე სახეზე შევისხი. მთქნარებამ მაინც არ გამიარა. თვალები ისე მეხუჭებოდა, აი "Tom & Jerry"–ში ტომს რომ ეხუჭება, ასანთის ღერებს რომ ჩაისვამს, არ დამეხუჭებაო და რომ გაუტყდება ეს ღერები. და ბოლოს დახუჭულ თვალებზე რომ მიიხატავს ვითომ გახელილ თვალებს. ასე კარგად ამ მულტფილმის მგონი არცერთი სერია არ მახსოვს. ჯიბეში ჟრიალი ვიგრძენი. ტელეფონი ამოვიღე.

გიორგის ნომერი ამოვიცანი. რამდენიმე წამი ასე ვუყურე. პირსახოციან ხელში მეჭირა მობილური ტელეფონი და სველი თვალებით დავყურებდი. წყლის რამდენიმე წვეთს კისრისკენ ჰქონდა გეზი აღებული. სახის გამშრალება დავიწყე. მერე იქვე, სარეცხ მანქანაზე დავდე ტელეფონი და ოთახებში დავიწყე სიარული. რომელ ოთახში არ მახსოვს, მგონი ყველაში სათითაოდ. და ყველაში ისმოდა ეს ჟრიალი, ყველა რომ ვიბრაციას ეძახის. რაღაცნაირად ამაძაგძაგა.აი ისე, მთელ ტანში რომ იცის ხოლმე უცებ. არ მინდოდა ამის სმენა, მაგრამ მაინც არ გაჩერდა. ხმამაღლა დავიწყე სიმღერა, რომ არ გამეგონა. მერე გავჩუმდი და ისიც გაჩუმებული დამხვდა. "სისულელეა ეს ყველაფერი" – გავიფიქრე. ჩუმად , ოღონდ არვიცი რატომ ჩუმად, შევედი აბაზანაში, პირსახოცი ჩამოვკიდე, ტელეფონი გამოვრთე, ლინზები ამოვიღე, საძინებელში შევედი და პირდაპირ გველივით შევსრიალდი არეულ ლოგინში. როგორ არ მიყვარს ასეთი ცივი ლოგინი.

შევწექი და აღარც მახსოვს როგორ გავიპარე. მიყვარს, როცა ისე მეძინება, რომ პირდაპირ ასე ვიპარები ხოლმე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ნეტავ ჩემი აღსასრულის დრო რომ მოვა, ღმერთმა ისე ქნას ეს ამბავი, რომ ძილში გავიპარომეთქი. ანუ ერთხელაც დავიძინო და აღარ გავიღვიძო. რა სანატრებელია მართლა ძილში ჩუმად გაქრობა. აბა ადამიანი რომ ავადმყოფობს, იტანჯება, წამლები, მკურნალობა ესაა კარგი? ან თუნდაც საოპერაციო მაგიდა რომ არის მისი ბოლო "ლოგინი"? ან თუნდაც ტყვია რომ მოხვდება სისხლი აწითლებს მთელს მის არე–მარეს? ან თუნდაც მანქანა რომ ეჯახება? ესაა კარგი სიკვდილი? ან თუნდაც "კაიფში" რომ იპარება ეს??? აუ, ისევ იქ მივედი. ვიფიქრე, გიორგიზე არ ვიფიქრებ, დავიკიდებმეთქი და ისევ ნარკომანიას მივადექი.
რომ გავიღვიძე, დღის 3 საათი რომ გამხდარიყო, გრძელ ისარს არც თუ ისე პატარა მანძილი ჰქონდა გასავლელი,რომ 12–თან მისულიყო. დაახლოებით 3 ათეული წუთი. მზის სხივებს ვგრძნობდი საბანზე, ბალიშზე, თვალებს მჭრიდნენ ისინი. კარგად მეძინა. აი ისე მეძინა, არც კი დამსიზმრებია რამე. ასე მიცვალებულივით (ანუ გაპარვით) რომ მძინავს, მაშინ არაფერი მესიზმრება ხოლმე. საერთოდ არაფერი. და საერთოდ ასე გათიშულს რომ მძინავს, გაღვიძების მერე მგონია ხოლმე, რომ წინა დღეს საერთოდ არ ვარსებობდი და არაფერი ხდებოდა ჩემს თავს. მაინც რას უშვრება ძილი ადამიანს არა??? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ძილი იმისთვისაა, რომ გაიპარო, გაითიშო და მეორე დღეს სხეულ– და სულდამშვიდებულმა "დაიწყო" ცხოვრება. თუმცა იმას ვერ აანალიზებ, რომ ეს "დაწყება" რეალურად გაგრძელებაა იმისა, რაც წინა დღეს ვერ მოასწარი და ვერ შესძელი.
გაღვიძებისას მეგონა, რომ უკვე სხვა დღე იყო და საერთოდ არ ავმდგარვარ დილით ადრე, არ გავსულვარ თხლად ჩაცმული გარეთ იმისთვის, რომ გიორგი მენახა, არ მივირთვი 2 ქილა მაწონი, შეფიცხული ყველი და პური, ვაშლი და ყავა. აღარ მეგონა, თუ ისევ შაბათი იყო. ავდექი. დიდ ოთახში გამოვედი. გამათბობელთან დავდექი, ჩემს წინ ქუჩას გავხედე, ბავშვები ხმაურობდნენ, მანქანები კანტი–კუნტად მიმოდიოდნენ. სულ ასე ხდება ხოლმე ჩემს ქუჩაზე. ალბათ ამიტომაც მიყვარს. სიმშვიდეა მუდამ. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ქუჩაა, თუ არ ჩავთვლით იმ არასასიამოვნო ფაქტს, რომ ნარკომანებით სავსე უბანია. არა, სხვა უბნებშიც არიან და შეიძლება უფრო მეტი, ვიდრე აქ. მაგრამ აი აქ რაღაც სხვანაირი სიტუაციაა ხოლმე. მე ჩემს ქუჩაზე ყველა ახალგაზრდა ბიჭს ნარკომანს ვეძახი, ვინც "ქუჩას ამაგრებს". რატომ? რადგან მეჩვენება, რომ დგანან იმ იმედით, რომ ან შესასუნთქი ან ვენაში შესაშვები საწამლავი იპოვნონ. არის ერთი ასეთი ბაღი კორპუსებს შორის, სადაც ძირითადად იკრიბებიან ხოლმე. ერთი ჩვენი გარდაცვლილი რა იყო და მოკლული ბიჭის საპატივსაცემოდ მოაპირკეთეს და მისი სახელობის ბაღი ეწოდება ახლა. თავის დროზე ის ბიჭიც ნარკომანობდა, მაგრამ მაშინ ბავშვი იყო. ბავშვი რა, 20–ის არ იყო და თუ დაახლოებით 16–17 წლის იყო, ბავშვს ვუწოდებ მე. თორემ მთლა 10 წლის ნამდვილად არ ყოფილა. ვისაც გადაბმულად 2–3 წელი მაინც უცხოვრია ჩემს ქუჩაზე, ეს ყველაფერი მისთვისაც ნაცნობია და დაინახავს, რომ ახალს არაფერს ვამბობ. ეს უბრალოდ კარგად დამახსოვრებული ძველი ამბავია.
ისევ დავიბანე ხელ–პირი, ლინზები ჩავისვი, სავარცხელი გადავისვი თმებზე და მოვემზადე სასაუზმოდ. ხოო, შაბათ დღეს საუზმე ნამდვილად 3 ან 4 საათზეა. შევედი სამზარეულოში, ნიჟარიდან მაწვნის ქილები და ყავიანი, დიდი ჭიქა მიყურებდნენ. ორივე სასწრაფოდ გავრეცხე, ქილები შევინახე, ჭიქა სათანადოდ შევფუთე და ჩანთაში ჩავიდე. საპურეს თავი ავხადე და რათქმაუნდა პური არ იდო.
– აუუუუუუუ
ჩავიცვი წითელი, გრძელი სვიტრი, "бутылка" ჯინსები და შავ–თეთრი კედები. ზემოდან საყვარელი ქუდი და წითელი, კუბოკრული პიჯაკი–"კურტკა". ფული ავიღე და გავედი. პური მოვიტანე ისეთი, როგორიც მე მიყვარს. ანუ დაუჭრელი და შეუფუთავი. მოვიტანე და ჩავდე თავის ადგილას. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. თითქოს ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. ანუ პურის მოტანა. კარაქიანი და თაფლიანი პურის რამდენიმე ნაჭერი გიორგის დიდ ჭიქაში ჩასხმულ რძესთან ერთად. ეს იყო სადილი...კიარადა "მამენტ" საუზმე. კიარადა "ხრენ ივო ზნაეტ".
რამდენჯერაც რძეს ვსვამ, იმდენჯერ ის რეკლამა მახსენდება ხოლმე. ბოლბორდებზე რომ არის გამოკრული: "რძე მხოლოდ პაკეტში ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას". ნუ აი რა მარაზმია რა. რატომ მე თუ ბოთლის რძე დავლიე, მაშინ ცუდ რძეს ვსვამ??? ნუ მოკლედ, გავატარეთ. უბრალოდ ნერვები მეშლება ამ რეკლამაზე. ჭიქა ისევ გავრეცხე და ისევ შევფუთე. ავდექი და სახლიდან გავედი. აი ისე გავედი, პატარა, აგრესიული ბავშვები რომ გადიან ეზოში გასართობად და სათამაშოდ.
მივედი ბაღთან, სადაც უამრავი უსაქმური ახალგაზრდა მამაკაცი ატარებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. აქეთ იქით მანქანა რამდენიმე. ვისი აზრზე არ ვარ. აი ასე მოდის ხოლმე ხან ვინ, ხან ვინ. მე მათ "მეზობელ ნარკომანებად" მოვიხსენიებ ხოლმე. აბა ნარკომანის ძმაკაცი თუ მეგობარი რატომ იქნება ნორმალური?! ხოდა ვიღაცის BMW იდგა. სადღაც 10 კაცი შეკრებილიყო და მიდიოდა ერთმანეთის მოკითხვები და ამბები. გიორგიც იქვე იჯდა და მათთან ერთად იცინოდა და მუსაიფობდა. უცებ ჩვენი მზერები ერთმანეთს შეასკდნენ. აი ისე რაღაცნაირად. პირველად ასე. ალბათ იმიტომ, რომ ადრე უფრო კეთილგანწყობილი იყო ჩემს მიმართ, ახლა კი რაღაც პროტესტის გრძნობა ჰქონდა სავარაუდოდ. მაგრამ მეც არანაკლები ბოროტი თვალები მქონდა. თოკამ (ერთ–ერთი ძმაკაცი) შენიშნა გიორგის ჩემსკენ მომართული მზერა, თუმცა ისეთი დაბნეული იყო, ვერც კი მიხვდა რაში იყო საქმე.

ჩემი შეყვარებული (vol. 3)

- ხო რავი...
– არ გცივა?
– "კურტკა" გაქვს???
– კი, ჩამოგიტანო?
– მშიერიც ვარ.
– პური, ყველი და კიდე რავიცი აბა
– კიდევ კოკაინი ბევრი Kate
– ეგეც საჭმელია? Kate

– შენ უკეთესად იცი.
– არ მესმის ამ ქარში. მოიცა ჩავიცვამ მეც და გამოვალ. დამელოდე.
– ხელპირდაუბანელიც ვარ.
- წყალი, საპონი და პირსახოციც???
– რავი.
რამდენიმე გაჩერებული წუთის შემდეგ, ჩამოვიდა.
მე ისევ მისი კორპუსის წინ სკამზე ვიჯექი.
3 ზომით დიდი, თბილი "დუტის კურტკა", თბილი ქუდი, ვაშლი, ტოსტერში შეფიცხული ცხელი პური და ზედ დამდნარი ყველი.
ეს ყველაფერი მე ჩამომიტანა.
– აჰა, ბარემ ზემოდან მოიცვი. მომახურა თავისი "კურტკა".
– უძილობა და რამე?
– ხო, დილის 8 საათზე უძიილობას "ვაწვები"
– უძილობას თუ "სწერვობას" ?
– მეზიზღები მთელი არსებით. რა გემრიელია ხრაჭუნა, ცხელი პური და წელვადი ყველი. და ამასთანავე რა ზიზღი რა კარგად გამოვხატე, როდესაც ეს ამბავი პირში მივახალე.
- ვაა, რა დამთხვევაა?! მეც მთელი არსებით, მაგრამ პირიქით.
– მაწონიიი, მაწონიიიი.
აგერ უკვე მემაწვნეც მოვიდა ჩვენს უბანში. შურით გავხედე. იქით ქუჩის დამლაგებლები, ნაგავს აგროვებენ. მათაც შურით გავხედე. შურით რატომ??? იმიტომ, რომ ჩემზე მეტნი არიან მორალურად, ანუ ჩემზე მეტი გააჩნიათ მორალურად. და მეც მათი მშურს. მინდა მათინებისყოფის მეასედი მაინც მქონდეს.
- მაწონი მიყიდე.
- გინდა მართლა?
- კი, მინდა. 2 ქილა.
გამომხედა და გაიცინა. ალბათ იფიქრა, ამ დილაუთენია მაწონი რა საჭმელიაო, მაგრამ მაინც მივიდა მემაწვნესთან. მერე მაღაზიაში შევიდა, რომელიც ამასობაში უკვე გახსნილიყო და ერთჯერადი კოვზი მომიტანა.
- ინებე.
- მაინც მეზიზღები.
- აუ რა მაგარია, როცა დილით გაქვს იმის ტრაკი, რომ ადგე და ასე იმუშაო... აბა მე ოდესმე თუ გამღვიძებია იმ სურვილით, რომ მოდი სამსახურია და ავდგები.
- მე საერთოდ არ ვმუშაობ, ასე რომ დაიკიდე. მაგრამ ეს ხალხი მართლა ძალიან საყვარელია.
- მიყვარს ეს ხალხი.
-
- მაწონი გინდა დაგიტოვო?
- არა, მეზიზღება რძის პროდუქტები.
- ჩემი ნაპირალი გეზიზღება ხო?
- არა... საიდან მოიტანე?
- აბა მართლა გეზიზღება???
- ფუ, ვერ ვიტან, არასოდეს მიჭამია იმიტომ, რომ მეზიზღება.
- და ახლა გასინჯავ.
სახის საშინელი გამომეტყველება. პატარა ბავშვივით იჭმუჭნება, თუმცა მაინც იმას ვახერხებ, რაც მინდა.
- ვიცოდი, რომ საზიზღრობა იყო.
- მაგრამ ჩემი ხათრით ძალიან გემრიელია :)
- მიყვარხარ...
- მე მეზიზღები.
- წავიდეთ სადმე.
- ახლა?
- ხო რა მოხდა, დღეს ხომ შაბათია.
- სად წავიდეთ ამ სიცივეში?
- ეგ "კურტკა" გეცვეს თუ გინდა, მაგრამ შიგნიდან რამე თბილი ჩაიცვი. სახლში ადი უცებ, მეც ჩავიცვამ და გავიდეთ სადმე.
- სად?
- რავი, სადმე.
- ფული არ მაქვს.
- არც მე მაქვს.
- ხო შენ არც გექნება. "ქუჩის გამაგრებით" არ კეთდება ფული.
მორცხვად თავი დახარა. არაფერი უთქვამს. ალბათ იმიტომ, რომ ხედავს, ტყუილს არ ვამბობ. რეალურად ცუდად ვესაუბრები: სულ ვიკბინები, მაგრამ ეს ითმენს. არვიცი რატომ. რატომ უნდა მოუნდეს ჩემი მოთმენა? მაგრამ ასე უნდა და ითმენს.
დავიშალეთ.

ჩემი შეყვარებული (vol. 2)

საერთოდ აღარ ვფიქრობდი ამაზე. მალევე მეც სახლისკენ გამოვეშურე. ეს ამბავი არ ჩავთვალე რამე განსაკუთრებულად იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი უბანი საკმაოდ ცნობილია ნაკომანებით. უბრალოდ ასე ახლოდან პირველად დავინახე კოკაინი და მისი მიღების პროცესი. ადამიანი ზის ჩაბნელებულ და ხალხით სავსე დარბაზში და ფილტვების ერთი მოძრაობით ისუნთქავს იმას, რაც ასე დამანგრეველია მისი ჯანმრთელობისთვის.
გავიდა რამდენიმე დღე. მე ჩემებურად გავაგრძელე ცხოვრება და დიდად არც მეცალა კიდევ დისკოთეკაზე წასასვლელად. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ფაქტის შემდეგ თითქოს ამის სურვილიც გვარიანად დაქვეითებული მქონდა. მან კი ალბათ ისევ ისე გააგრძელა თავისი ცხოვრება. საწამლავით ან შეიძლება მის გარეშეც. ფაქტი ის იყო, რომ არსად შემხვედრია, არსად შემფეთებია.
რამდენიმე დღის შემდეგ, დღისით და მზისით ჩემმა ერთმა მეზობელმა გამაცნო სრულიად შემთხვევით. ხოლო უფრო სწორად თუ გავიხსენებ, მე ჩემს მეზობელს შევხვდი და ერთმანეთი უბრალოდ მოვიკითხეთ. ესეც განგებ მოიწია ჩვენსკენ და საუბარში ჩაგვერთო. ხუმრობით დაიწყო ამ ჩემი მეზობლის გაშარჟება.
– ისე თუ გინდა განაცანი ეს გოგო.
საერთო ნაცნობმა ფრიად დაბნეული სახე მიიღო.

– ა, უი, გაიცანი ეს გიორგია, ეს კი ქეთი.
– სასიამოვნოა ქეთი.
– ჩემთვისაც. (ვცოფდები, როცა ვამბობ რაღაცაზე სასიამოვნოამეთქი, როცა აშკარად არ არის. აი კიდევ ერთი დეგენერატი ადამიანი შეემატა ჩემს ნაცნობებს
მერე ყურადღების გამოჩენის მისეული ვერსიები და ფაქტები. ძირითადად ოთოს (ჩვენი საერთო ნაცნობი)მიერ ორგანიზებული "შემთხვევითი" შეხვედრები. რათქმაუნდა გიორგის ინიციატივითა და სურვილით. such as...
– უი, როგორ ხარ?
ჩემი ინდიფერენტული სახე და ფრაზა: კარგად, შენ?
და ასე შემდეგ–ები.
რამდენიმე დღეში უკვე ვიცოდი, რომ ესეც ჩემი მეზობელი იყო სხვა კორპუსიდან, ჰყავდა გათხოვილი და, თავად კი დედ–მამასთან ცხოვრობდა და უსაქმურობდა. ძირითადი საქმიანობა – უბანში "ქუჩის გამაგრება უფრო მარტივად კი ბირჟაობა .
მეზიზღებოდა თითოეული მისი "ვაა, რას შვრები, რა ხდება შენსკენ?"
აღვიქვამდი როგორც ავადმყოფს, რომელსაც ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნია.
მეზიზღებოდა უკვე ქუჩაში გასვლაც. სახლიდან რომ გავდიოდი, მას ალბათ, როგორც უსაქმურობის ეტალონს, ეძინა თავის ოთახში (ანუ ბუნაგში). მოსვლისას კი ვცდილობდი შემოვლითი გზებით მესარგებლა.ტრანსპორტიდან სახლიდან მოშორებით ჩამოვდიოდი, რომ გიორგი არ მენახა. ვლანძღავდი ოთოსთან უშვერი ლექსიკონით, ოთოსაც ეცინებოდა და ამასთანავე უხერხულად მეუბნებოდა: არადა გულით კარგი ტიპია.
რამდენიმე ხანში მივხვდი, რომ გიორგისთან ურთიერთობა მენატრებოდა. თუმცა არავისთან კრინტი არ დამიძრავს, მათ შორის ოთოსთან. მერე ისევ დავიწყე გარეთ გასვლები. პურის საყიდლად დღეში ორჯერ გავდიოდი. სახლში ვამბობდი: გვანცა უნდა ვნახო 5 წუთით. და მინიმუმ 30 წუთით ვიჯექით ბაღში. ვსაუბრობდით ხან რაზე, ხან რაზე, მაგრამ არასოდეს იმაზე, რაზეც მინდოდა. ვესაუბრებოდი და მინდოდა ხმა ამომეღო, მაგრამ თან მეშინოდა.
მალევე მითხრა, რომ ვუყვარვარ. არც გამკვირვებია. არა იმიტომ, რომ "მე ძალიან მაგარი გოგო ვარ და რატომ არ უნდა ვუყვარდე" ტიპი გამოვედი, არამედ იმიტომ, რომ ერთად კარგად ვიყავით და დიდ მიზიდულობას ვგრძნობდი მის მიმართ.
მერე ისევ ჩემი დაკარგვები. სახლიდან არ გავდიოდი. ტყუილად და უმიზეზოდ ვბრაზდებოდი თითოეულ წვრილმანზე, მაღიზიანებდა ყველა და ყველაფერი. ერთხელაც, ანუ უკვე მაშინ, როდესაც მივხვდი რაც უნდა მექნა, დილის 8 საათზე მასთან სახლში მივედი. უფრო სწორად კი სადარბაზოს წინ დავუდექი. მაგის მერე არ ვიცოდი რა მექნა. ვიდექი მარტის სიცივეში და სიგიჟეში ახალგაღვიძებული, ხელ–პირდაუბანელი, უჭმელი, ძლივს ვიდექი. მინდოდა დამერეკა, მეთქვა შენ მანდ მეასე სიზმარზე ხარ და კიდევ ასის ნახვას აპირებ და მე აქ შენი გულისთვის ჩემს სხეულზე არსებულ თითოეულ ბეწვში საშინელ სუსხსა და ჟრჟოლას ვგრძნობ, მაგრამ მომერიდა. რაღაცნაირად მომერიდა. აი ისე მომერიდა, როგორც თავის დროზე ქუჩაში მისალმება რომ მომერიდა.
უკან დავბრუნდი... თავჩაქინდრული უკან მოვდიოდი. მაგრამ ვგრძნობდი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ვიქცეოდი. თუმცა მაინც მოვდიოდი სახლში. თან არ მინდოდა სახლში 9–ის წუთებზე შესვლა, არადა რა მექნა. მეხსიერებაში აღვიდგინე ოთოს ტელეფონის ნომერი... 899 5801 და მერე??? მერე კარგად იყავი. ბოლოს გონება სასწაულად დავძაბე და დავრეკე.
ვიღაც გაბღენძილი კაცის ხმა – შვილო შენ კარგად ხარ? დილის 8 საათია, ოთო არა სილიბისტრო. Kate ჯანდაბა და გადაშენება... ახლა უკვე ჩემს კორპუსამდეც მცირდება მანძილი. მერე უკვე დედუქციის მეთოდს მივმართე, ასე ძლიერ რომ უყვარდა მისტერ ჰოლმსს. ბოლოს, რამდენიმე ერთეული ადამიანის გაღვიძების შემდეგ, მივაგენი ოთოს. ისეთი ხმა ჰქონდა, ჯერ შემოწმება დავიწყე ნამდვილად ის იყო თუ არა.
– ხო ქეთ, რა ხდება? მშვიდობაა???
– არვიცი, მგონი არა..
– ეე, რა ხდება??? ხმა გაისწორა და შეეცადა გამოფხიზლებულიყო.
– არაფერი, უბრალოდ...ისე...კიარადა...ხო რავი აბა... ისე...
– რა ხდება მითხარი დროზე!!! რამე შეგემთხვა??? სად ხარ ამ დილაუთენია?
– გარეთ... ხოდა სად შევიდე, არვიცი.
– მოიცა და სად უნდა შეხვიდე? სახლში რატომ არ ხარ?
– რავიცი, ისე...
– სადაც ხარ, იქ იყავი... გამოვალ 2 წუთში...
– არა, იყავი, იძინე.
– არა... გამოვალ...
უცბად სიჩუმე.
– იცი იმის ნომერი?
– ვისი?
– კაი, არაფერი, დაიკიდე.
– ააა, უი, გიორგი, მოიცა მობილურში მიწერია, მაგრამ რა ხდება?
– არაფერი, ისე უბრალოდ. თუ გინდა დაურეკე
– ახლა? დილის 9 საათზე რომ დავურეკო, მაგინებს.
– მერე რა? პირველად უნდა გაგინოს?
აააარა, მაგრამ რავი.
– ხომ არ გაგიტყდება რომ გაგინოს?
– ოკ, მოიცა.
ანგარიში ამომეწურა. ჯანდაბა. ქარი გაძლიერდა სულ უფრო მეტად. თმები ისედაც არ მქონდა დავარცხნილი, ასე რომ სადარდებელიც არაფერია. მაგრამ მცივა სასტიკად. ვიღაცის ზარი...
- (სიჩუმე)
– (სიჩუმე)
– ეეე, კარგი რა, რა პონტია?!
– რა ხდება??
– რატომ ბრუნდები უკან?
– არა, რა სისულელეა.
აივნიდან გხედავ, ასე რომ უარყოფას აზრი არ აქვს.