მაგთის სპამი, ცოტაოდენი გილმორი და ლიქიორი რამდენიც გინდა...

Gsurt moigot axaltaxali Mersedes-i? scadet bedi, dareket 5959! Gisurvebt mogebas

ტვინი წაიღეს უკვე რა...
უკვე აღარ შემიძლია...
წარმოიდგინეთ, დილით გძინავს თბილად და ტკბილად და ამ დროს მესიჯის ზარი...
ნუ მე ძირითადად ჩაწეული მაქვს ხოლმე ტელეფონის ზარი და და ვიბრაციაც ავტომატურად გათიშული აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ღამით ვტენი ხოლმე. და დატენვის განმავლობაში ავტომატურად ითიშება ვიბრაცია.
კიარადა...
ანუ არც ხმა არ აქვს ხოლმე ტელეფონს და არც ვიბრაცია (მე ისსეთი ფხიზელი ძილი მაქვს, რომ ვიბრაციაზეც მეღვიძება), მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც ჩართული უნდა დავტოვო, რადგან დილით მირეკავენ სამსახურიდან...
ხოდა მოკლედ რა...
ტვინი წაიღეს რა...



ვიდეო ჩართეთ და ისე წაიკითხეთ დანარჩენი

14 იანვარი...
რა უნდა ვთქვა???
კიარადა...
დავწერო...
ძირითადად ქეიფებს მონატრებული ხალხისთვის ნეტარებაა მგონი... Kate
ნუ მონატრებული იმიტომ, რომ 7–დან მოყოლებული 14–მდე არაფერია აღსანიშნავი და საქეიფო...
ხოდა...აჰა... უვარდება ხალხს მომენტი კიდევ ერთხელ გამოთრობისა... Kate
კიარადა...
გამოტყვრომისა... Kate
მეზიზღება ეს ზღვარსგადასული ქეიფები...
ხოდა ამიტომაც არაფერი განსაკუთრებული...
და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი ამ არაფრით.
და ზუსტად ეს არაფერი იყო ჩემთვის ყველაფერი და ყველაფერზე მეტი. არც მინდოდა 14 იანვარს ხმაურიანად შევხვედროდი, რადგან წყნარ ხასიათზე ვიყავი.
ვსვამდი ჩემს საყვარელ სასმელს...
უფრო სწორად სნობურად ვწრუპავდი ლიქიორს...
ყველაზე სნობური სასმელია, დამეთანხმებით, მაგრამ ამასთანავე ყველაზე მშვიდი ყველა იმ სასმელთა შორის, რაც კი არსებობს. ხოდა ამიტომაც მიყვარს. კიარადა, ვგიჟდები. პირველად დაქალის (და ახლა ახლო მეგობრის) 13 თუ 14 წლის იუბილეზე გავსინჯე ქოქოსის ლიქიორი...თეთრი, თეთრი, ქათქათა. მეც 13 თუ 14 წლის მოზარდი გახლდით. იმის მერე მივხვდი, რომ ლიქიორი ჩემი სასმელია. ისევე როგორ ლუდი, მაგრამ ლუდის ისტორია სულ სხვაა და ამიტომ მასზე მერე იყოს ხელწერილი.
ამ ლირიულ გადახვევას თუ არ ჩავთვლით დიდ ბედენად, მაშინ ისევ გავიმეორებ იმას, რომ ძალიან მიყვარს ლიქიორი.

მივირთმევდი ჩემს საყვარელ საჭმელს, დედის გამომცხვარ უგემრიელეს ხაჭაპურს...
გოზინაყი, ჩურჩხელა და მეტი არაფერი...საერთოდ არაფერი. ეს იყო ყველაზე წყნარი და მშვიდი ახალი წელი, რაც კი ოდესმე აღმინიშნავს და ვიყავი უზომოდ მშვიდად...მე და დედაჩემმა კიდევ ერთხელ მივულოცეთ ერთმანეთს სამყაროს ქრისტეს შობიდან 2009-ე არსებობა, მივეფერე, ვაკოცე 5–6–ჯერ. შემდეგ ის ტელევიზორის საყურებლად წამოწვა, მე კი ჩემი ლიქიორი ავიღე და კომპიუტერისკენ გამოვეშურე... დავჯექი და ეგრევე ეს სიმღერა ჩავრთე. როგორ შეიძლებოდა, ეს სიმღერა არ ყოფილიყო განწყობის სიმღერა??? ვიჯექი, ვწრუპავდი მარწყვის ლიქიორს და მეასე წრეზე ვუსმენდი დევიდს. ნეტავ ასე მშვიდად ბოლოს როდის ვიყავი???
ცუდ ხასიათზე არ ვყოფილვარ, მართლა არა. უბრალოდ რაღაც საოცარი სიმშვიდის უდაბნოა, რომელიც რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო იკარგები ამ უდაბნოში. თან სრულიად მარტო.



ჰაერო შემოდი!!!

გახსენი რა...
გეხვეწები, ირაკლი, გახსენი...
ფანჯრები გახსენი სასწრაფოდ...
ჰაერი მინდა...
გააღე რა...
დროზე, დროზე...
ნუთუ ასე ძნელია ჰაერის ჩუქება???

არა, ეგ რა შუაშია?
უბრალოდ შენ ის არ ხარ, მცივაო, სულ რომ გაიძახი???

ეგ ხო, მაგრამ ახლა მინდა...
ახლა ეგ არ ვარ..
ახლა ფანჯრის გახსნა მინდა...
მე თვითონ ვერ ვხსნი...
მაგრად არის ჩაკეტილი.


ისეთი მომენტია, რომ ისევ ნინოს ვეჩხუბე... მამენტ შენს ცოლსაც ვეკამათე, მამენტ შენს ძმაკაცსაც...

ვის, გიორგის???

ხო, გიორგის...

ამჯერად რაზე???

რავი. იმაზე, რომ ცუდად შემომხედა....

?

აუუუუუ, ირაკლი, ნუ შემჭამე. უბრალოდ ისე შემომხედა. რაღაც ისე, რომ არ მომეწონა. კიარადა... რაღაც ისეთი თვალებით. არა, ბოროტი კი არა, უბრალოდ უცნაური.

შენ სხვას რომ გაუტრაკებ უცნაურად შეხედვაზე...

და აი ისიც, ყოვლისმომცველი სიჩუმე. რაღა ყოვლის, მე და ის მაინც ვხმაურობთ. ჩუმად ვართ და მაინც ვხმაურობთ. გონებაში ვხმაურობთ. თან ეს ქარი არ გვაცდის არაფერს. საშინელი ქარია. არადა უკვე იანვარია...კიარადა... უკვე ახალი წელია და რაღა დროს ქარებია...

აუუუ, რამე თქვი რა...

რამე



არ მეზიზღები რავიცი, რამე რა. რა უნდა ვთქვა, არვიცი. ქარია, ინგრევა ქალაქი.

ხო რა, არადა რაღა დროს ეგ იყო. იანვარია უკვე.

ეგ რა შუაშია???
რავიცი, ახალი წელია და რამე ხომ უნდა შეიცვალოს. ბოლო–ბოლო 2009 გახდა.



ისე, რა მაგარია, ერთად რომ ვცხოვრობთ... Kate

აჰა...

მე, შენ, შენი უღელი ირინა, შენი სამი შვილი: დუკა,ზიზუნები, გიორგი. ნინო და ჩვენი ძვირფასი და საყვარელი დამლაგებელი ირა.

აუ, მართლა რამდენი ვართ რა... პრინციპში შენ, ნინო და ირა თუ წახვალთ, ჩვენ ჯიგრულად დავრჩებით, რას იტყვი??

არა იყოს . შეგიძლია შენ გადახვიდე მთელი შენი 4–წევრიანი ამალით. მართალია, ჯერ თქვენს ბინაში რემონტია, მაგრამ მაინც. ეგ რემონტი მას მერე მიმდინარეობს, რაც დაქორწინდი. დუკას ცოლს მოესწრება რა...

სიჩუმე...მერე ისევ ხმაური...მე ვითომ სიჩუმე და მერე მბორგავი ხმაური...

უი...
რომ გეუბნებოდი, თითები მაქვს გაშეშებულიმეთქი...გუშინ დედაჩემმა იკითხა და მგონი იდაყვის ნერვის ანთება მაქვს...Kate აბა რამდენიმე კვირაა, ეგრე მაქვს... ხოდა Kate

რა "ბის" ??? სად მოახერხე???

აზრზე არ ვარ, მგრძნობელობაც წართმეული მაქვს და მარცხენა ხელით რაიმე საგნის დაჭერა უკიდურებად მეძნელება... Kate

ეეე, რა პონტში ტო??? და ზუსტად იცი, რომ ანთებაა???

არა, ეს მხოლოდ ნევროპათოლოგის ვარაუდია. მაგრამ ისე ვარ, თითქოს, უკვე მჭირდეს.Kate
მოიცა რა...

გუშინ სალომე იყო მოსული... იყვირა, იწივლა, ჩემი ტყავის "კურტკა" სად არისო?! ერთი ამბები ჩაატარა აქ, ირინას ეჩხუბა და მერე წაეთრა. თავის რომელიღაცა დაქალთან დარჩენია.

რომელ ირინას ეჩხუბა? ჩემსას???
არა, დიდს, დამლაგებელს...

ეგ საწყალი რა შუაში იყო???

რავი, ხომ იცი რამე რომ იკარგება ან არ იკარგება, მაგრამ მომავალში უნდა დაიკარგოს, ყველა ირას უტრაკებს... კიარადა მე და შენმა ირინამ ლამის ვიფრინეთ ეგ გოგო აქედან... ნუ უფრო მე, ირინა მაინც ხომ იცი, როგორი უკონფლიქტოა...

რა დღეში გაქვს ნერვები?!

რაღა რა დღეში? ანთებულები არიან..Kate

ბატონო???

ნერვის ანთება მაქვს და...Kate ნათურებად არიან ქცეულები. Kate და როცა შუქი არ იქნება, ჩემი ნერვები გაანათებენ. Kate წარმოიდგინე, ბავშვობაში რომ მჭირდა წითურა, იმის მერე არაფერი გადამიტანია და ახლა ნერვის ანთება. შოკირებული ვარ, თორემ კარგი, ამასაც გადავიტან და ბაზარი არაა, ჩვეულებრივად ვიქნები. ან არც გადავიტან და მოვკვდები. Kate

აუ, რა მწარედ გაკლია...

ბიჭო, პიზძეც... უბრალოდ არვიცი, როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე.

მზერა, საცემრად მომზადებული... და მერე ისევ მე, გამათბობელს ლურსმნით მიმაგრებული. და მერე ისევ ის, სიგარეტით თითებს შორის.

მე წავალ...

სად მიდიხარ???

ნათლულს დავხედავ...ჩემს პატალა სიხალულს დავხედავ, სუნთქვას მოვუსმენ და მერე მეც დავიძინებ, თუ რამეა.

რას ვერჩოდი ბავშვს, ვის ვანათლინებდი???

ვინ გაძალებდა მერე?!

აუ, თან წყალსაც დავლევ... ძალიან მწყურია.





similar post: საუბარი ჩემს პატარა სიხარულთან, ოდეს გულზე მეწვა...