Movies to be seen

2009-2010 წელი ძალიან დახუნძლული იქნება კინემატოგრაფიაში.
იმდენი რამ შევარჩიე უკვე, რისი ნახვაც მინდა.
მთელი დღეები ტრეილერებში ვარ და ვარჩევ.
აგერ 10 ფილმი, რომელთა გამოსვლასაც სულმოუთქმელად ველოდები.

მაშ ასე, შევეცდები რამდენიმე მათგანი ჩამოვთვალო. რიგით ნომერს, რათქმაუნდა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველას ნახვა ერთნაირად მინდა. თან მცირეოდენ შინაარსსაც შემოგთავაზებთ.

1) The Lovely Bones
მთავარ როლებში: მარკ უოლბერგი, სიუზან სარანდონი, რეიჩელ ვაიზი, სტენლი ტუჩი. ფილმში მოთხრობილია გოგონაზე, რომელსაც მოკლავენ, თუმცა ის მაინც განაგრძნობს "არსებობას" და ხედავს მისი ოჯახის წევრების ცხოვრებას. მკვლელი კი მაინც სახიფათოა.

2)Nine
მთავარ როლებში: ჯუდი დენჩი, დენიელ დეი ლუისი, პენელოპა კრუსი, ნიკოლ კიდმანი, ქეით ჰადსონი, ჯუდ ლოუ, სოფი ლორენი
მიუზიკლი. მიუხედავად იმისა, რომ მიუზიკლი საერთოდ არ მიზიდავს, მაინც მაინტერესებს.

3) Everybody's Fine
მთავარ როლებში: რობერტ დე ნირო, დრიუ ბერიმორი, ქეით ბეკინსეილი, სამუელ როკველი.
როდესაც მამა შვილებს ელოდებოდა, ეს უკანასკნელნი კი საერთოდ არ ჩავიდნენ მასთან, იმედგაცრუებული ოჯახის უფროსი გადაწყვეტს თვითონ გაემზავროს მათთან დარწმუნდეს რა, რომ ყველა კარგად არის და ყველაფერი რიგზეა.

4)The Twilight Saga: New Moon
მთავარ როლებში: რობერტ პატინსონი, კისტენ სტიუარტი, ტეილორ ლოტნერი.
კი გადაარჩინეს ერთი ვამპირისგან, მაგრამ ახლა ბევრად მეტი ჩნდება მის გზაზე. საყვარელი ადამიანი მიდის, ამით კი მისი კონკურენტი სარგებლობს.

5)Peter and Wendy
მთავარ როლებში: ჯეს ვაიქსლერი, ჯეისონ რიტერი.
უცნაურად გაცნობილი ადამიანი, რომელიც იდეალურია. არაჩვეულებრივად ხართ ერთად, თუმცა რაღაც მაინც გაფერხებს, როდესაც ის გეუბნება სიტყვა "მიყვარხარ"–ს.

6)Up In The Air
მთავარ როლებში: ჯორჯ კლუნი, ვერა ფამინგა.
მთელი ცხოვრება მოგზაურობ, მოგზაურობ და უცბად ჩერდები. ეს ისაა, რაც შენ გინდა??? იქნებ წამით შეჩერდე და დაფიქრდე. იქნებ ადამიანებთან ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანია.

7) New York, I Love You
მთავარ როლებში: ნატალი პორტმანი, ორლანდო ბლუმი, ჰაიდენ კრისტენსენი, რობინ რაიტ პენი, რეიჩელ ბილსონი, ეთან ჰოუკი, კრისტინა რიჩი, ენდი გარსია.
მიყვარს რომანტიული კომედიები. "Love actually"–ის მაგვარი ფილმია. 500 ცნობილი ადამიანი რომ თამაშობს პატარ–პატარა როლებს.

8)Valentine's Day
მთავარ როლებში: ჯულია რობერტსი, ეშტონ კაჩერი, ჯეიმი ფოქსი, ჰექტორ ელიზონდო, ენ ჰეთევეი, ჯესიკა ალბა, ჯენიფერ გარნერი, ჯესიკა ბილი, ბრედლი კუპერი.
ესეც იგივე ჟანრი, ვგიჟდები ასეთებზე.

9)Inception
მთავარ როლში: ლეონარდი დიკაპრიო.
რა ხდება რეალურად და რა ხდება შენს გონებაში. ირგვლის საგიჟეთია, არანორმალური ამბები ხდება და ვინ ხარ შენ, რას წარმოადგენ ამ საგიჟეთში. ოდესმე გაერკვევი?!

10)Bright Star
მთავარ როლებში: ები კორნიში, ბენ ვიშო.
ხიდჩატეხილობა ყველგან და ყოველთვის :D :D :D :D :D



(გუშინ შემთხვევით დამეჭირა დაპოსტვაზე. :( )

11 კომენტარი:

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

პირველს და მეათეს ველიი! ა და 4საც :D

Kate said...

ნუ რათქმაუნდა მე–4–ს განსაკუთრებით ველი მეც, მაგრამ დანარჩენებიც ძალიან მესაინტერესოება.

Tomushka said...

3 da 6 minda vnaxo imitom rom miyvars me eg kacebi :P :P

Kate said...

ხო მეც ძალიან. თან ფილმების შინაარსებიც კარგებია თითქოს.

პერწკლი said...

მეათესნაირ ფილმებზე მაბოდებს ))))
მაგ ეპოქაზე და სტილზე გადაღებულებზე ანუ.
მმმმმმ, გემრიელ.
სულ ვოცნებობდი მაგ დროს მეცხოვრა

Kate said...

აუ ხო მეც მაგრად მიყვარს ეგ ეპოქა.
თან ინგლისი. მაგარია.

Sophie Golden said...

ერთერთი საუკეთესო პოსტი იყო, რაც ამ ბოლო დროს წავიკითხე :) ანუ, ამაზე კარგი ინფორმაცია არ მიმიღია არსაიდან. როდის ვნახავ ამ ფილმებს, გავაფრეეეენ!
ტრეილერებს რომ მივყევი, მეთქი დრიუს 'Everybody's fine' ჩემი ფავორიტია, მაგრამ მერე 'New York, I love you', 'Valentine's day' და ბოლო ტრეილერმა ხომ საერთოდ; გამაჟრჟოლა, რა ფერებია, ები კორნიში უსაყვარლესი გოგო და ეპოქა - მისტიკურ-ფარულ-პოეტური.

THANK YOU SO MUCH, KATE!!!

Kate said...

გაიხარე სოფ. ძალიან დიდი მადლობა.
ხო აი მართლა ძალიან ბევრი ტრეილერი ვნახე და ყველაზე კარგები შევარჩიე.
ყველა საყვარელი და საინტერესო იქნება.

Leonard Shelby said...

1–2ის გარდა ყველა მაგრად მაინტერესებს, იმ ორსაც ვნახავ თუმცა მხოლოდ იმიტომ რომ კამათი შემეძლოს თვაილაითის ფანების არმიასთან :დ

Bako said...

wooooooooow sagol ket kargad gimushavia :))

P.s. es komenatrebi tavshi ratoa?? mabnevs... :S

Kate said...

მისტერ შელბი – შენ განსაკუთრებით უარყოფითად ხარ ხო "ბინდი"–ს მიმართ განწყობილი. :D :D

ბაკო – ხო, ძალიან ბევრი ტრეილერი ვნახე და საუკეთესოები ამოვარჩიე. მადლობა ბაკ. :***
პ.ს. უი მართლა??? რატომ??? :(