to my blog

უი ახალი ხარ??? სალამი...
ხო...
დაიწყო ახლა ჩემი და შენი ურთიერთობა...
ახლა შენც უნდა შემიყვარდე...
ახლა შენც უნდა გამოგიყო სიყვარული, უნდა გიწილადო...
როგორ ხარ??? ოღონდ გეხვეწები "რავი, შენ?" არ მიპასუხო, ჩემი საძულველი ფრაზაა და იმიტომ. მითხარი რეალურად როგორ ხარ და დაივიწყე ის ტრაფარეტული ფრაზები, რომელსაც არათუ მთელი თბილისი, არამედ მთელი საქართველო იმეორებს, თითქოს სათქმელი არაფერია.
დედაააა... ახლა აქ რამდენი ადამიანი "დაასატკავებს?!"რამდენი დაიწყებს აქ ჩემი ნაწერების შეფასებას...
მე თავიდანვე გეტყვი, რომ არ ვაპირებ მაგაზე ფიქრს. მე უბრალოდ დავწერ. ცუდს, საშინელს, კარგს თუ გადასარევს, მკიდია. უბრალოდ დავწერ და მორჩა.
ახლა ჩემი პროლოგის დროც დადგა ნელნელა.
(ნეტავ ჩემი ეპილოგის დრო როდის დადგება? )
ხოდა საკუთარ თავზე საუბარს მირჩევნია ...
არც კი ვიცი რა მირჩევნია, მაგრამ საკუთარ თავზე საუბარს რომ ვერ ვიტან, ეგ ნაღდად ვიცი.
ხოდა ზუსტად აქედან გამომდინარე არ დავწერ დადებით თვისებებს. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება და მაგიტომ. ნუ, ჰაჰა, დავწერ ნეიტრალურ დახასიათებას, მაგრამ „მე ასეთი კარგი ვარ“–ს ვერ ნახავთ.
(რაც არ მაქვს რა უნდა დავწერო )
ხოდა:
1) ჯიუტი (აი საშინელი ჯიუტი, შანსი და ზღვარი იმისა, რომ ჩაფიქრებული შევცვალო, მიისწრაფის 0–სკენ).
2) აგრესიული/ფეთქებადი/მოუთმენელი (როცა რაღაც არ მომწონს, მაშინ ვხდები რაღაც უსასიზღრესი არსება. თუმცა მინდა გაუწყოთ, რომ ეს სიბოროტის გამო არ ხდება. მართლა არა, უბრალოდ იმ მომენტში მართლა საშინელი ვარ).
3) მტირალა (შემიძლია მთელი დღე გაუჩერებლად ვიტირო. ოღონდ უმიზეზოდ არასოდეს მიტირია. ყველა ჩემი ტირილი ბავშვობიდან დღემდე არის ბუნებრივი). პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ბევრს ვტირი.
4) მცინარი (გრამატიკულად არ მგონია ეს სწორი ფორმა, but still). ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე.მახასიათებს ისტერიული ჩაბჟირებები. თან ისეთი ისტერიული, რომ დაჟე "ნახე, თითი"–ზეც კი ორმაგად მეცინება.მერე ამ სიცილს თან ტირილი ახლავს მუდამ. ანუ ვტირი და ვიცინი.)
5) პირდაპირი (აი მართლა რაღაც საოცრად პირდაპირი ვარ. მავანთ და მავანთ ვერ განურჩევიათ ეს პირდაპირობაა თუ „სწერვობა“, მაგრამ დანამდვილებით ვამბობ, რომ ეს არის პირდაპირობა. „სწერვობა“ და ეგეთი სირობები ჩემგან შორს. ხოდა იმ ადამიანთან, ვისთანაც ძალიან კარგად ვარ და ჩემი მეგობარი ეწოდება, ვეპირდაპირები, ხოლო ვისთანაც არ ვარ ახლოს და ჩემი მოყვარე არ არის, ის იასნად მაგრად მკიდია ფეხებზე. ანუ ვცხოვრობ პრინციპით „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“.
6) გიჟი (აი ცვეტში გიჟი ვარ. რა დროს რა მემართება და როგორ მემართება, არავინ იცის. შეიძლება უცებ ავფეთქდე და რაღაც სიგიჟე ჩავიდინო, ყოვლად არანორმალური ვარ, თუმცა „არანორმალურ“–ში ცუდი არაფერი იგულისხმება.) თან ყველაზე გიჟ თვეს ვარ დაბადებული, ყველაზე გიჟი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ. მარტი ჩემსავით გიჟია თუ მე ვარ მარტივით და თევზებივით და კატასავით გიჟი ეგ არვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ზოდიაქოების მხრივ ზუსტად იმ დროს უნდა დავბადებულიყავი, როცა დავიბადე. (პ.ს. თან 6 რიცხვში ვარ დაბადებული, რაღაცა არსებობს )
7) დეპრესიული (ძალიან ხშირად ვარ ცუდ ხასიათზე, არვიცი ამ დროს რა ან ვინ მშველის, სავარაუდოდ ისევ საკუთარი თავი).(პ.ს. 7–იანი ჩემი საყვარელი ციფრია.)
8) ზიზღია (აი, ძალიან ბევრი რამ მეზიზღება, ცვეტში ძალიან ბევრი, ზოგჯერ საკუთარი თავიც)ბლოგში ერთი დიდი პოსტიც კი დავწერე იმ ყველაფრისგან შემდგარი, რაც ძალიან მეზიზღება.
9) დაბნეული (შეიძლება ისეთ ელემენტარულ და ადვილად გასაგებ ამბავში დავიბნე, რომ მერე მერიდება ხოლმე.) და ამ დროს ვინმე კეთილმა თუ არ ამიხსნა ყველაფერი დაწვრილებით, საშველი არ არის.
10) მელომანი (მუსიკის გარეშე ისევე წარმოუდგენელია ჩემი არსებობა, როგორც ბევრი წყლისა და ბევრი ჰაერის გარეშე. ქუჩაში თუ სახლში, ყველგან მუსიკას ვუსმენ.) (პ.ს. დიდი მადლობა კომპიუტერს )
ჩემი გამოხატულებაა და სმაილები. საყვარლელი ფრაზა: ღმერთო ჩემო / ღმერთმანი / ეეე, რა პონტში ეეე?? / მეზიზღები/გეზიზღები . პოსტებში ძალიან ხშირად ვწერ 3 წერტილს, დაჟე „ხელმოწერა“–შიც კი მიწერია, რავი, იმიტომ, რომ ეგეც გამომხატავს და კიდევ 3 კითხვის ნიშანს.
მძინავს ცოტა, რადგან დრო მენანება ძილისთვის. ძილისთვის განკუთვნილ დროს საფიქრელად ვიყენებ ხოლმე და ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. მერე რა, რომ მეორე დილით გაღვიძება მიძნელდება და ჩემი ტელეფონი მთელ ხმაზე, 10 წუთის ინტერვალით აჟღერებს ჩემი საყვარელი ჯგუფის სიმღერას?! Это не помеха
რავიცი, მეტი რა დავწერო?!
ბოლოს დაგიწერთ ჩემს საყვარელ ფრაზას, რომელიც ადრე მეწერა სიგნიჩარში : მე მიყვარხართ და სულ მკიდია თქვენ რას გრძნობთ.



I'm broke but I'm happy
I'm poor but I'm kind
I'm short but I'm healthy, yeah
I'm high but I'm grounded
I'm sane but I'm overwhelmed
I'm lost but I'm hopeful baby
I feel drunk but I'm sober
I'm young and I'm underpaid
I'm tired but I'm working, yeah
I care but I'm restless
I'm here but I'm really gone
I'm wrong and I'm sorry baby
I'm free but I'm focused
I'm green but I'm wise
I'm hard but I'm friendly baby
I'm sad but I'm laughing
I'm brave but I'm chickenshit
I'm sick but I'm pretty baby.

http://www.link.ge/file/242044/Hand-In-My-Pocket.mp3.html

57 კომენტარი:

Roisin said...

კი, ახალი ვარ))რავი მე მკითხე??? :))ძალიან ჩავერთე შენს ნაწერებში და მაგრა მომწონს))

female said...

მე "უბრალოდ" ვარ :)


პ.ს მომწონს ბლოგი

m i r a m a x said...

ეგრე გააგრძელე :)

Kate said...

დიდი მადლობა, გაიხარეთ.

Natalia said...

ეხლახანს ვნახე შენი ბლოგი და 'ჩემი შეყვარებული'–ს კითხვით დავიწყე, გაგრძელებას ველოდები : ))

თათია said...

ბლოგროლში არ ჩაგვამატებ? :)

Kate said...

დიდი მადლობა...
დაგამატეთ უკვე ორივე.

Morrissey said...

მე მიყვარხართ და სულ მკიდია თქვენ რას გრძნობთ :D :D :D es magari rame vnaxee :D D:
tumca arc chems dzvel xelmoweras verchodi :
I'm always right.
I once thought
that i was wrong...
but i was wrong..

-))))))))

Kate said...

კი, ეგეც ძალიან მაგარია.

Morrissey said...

chemi blogis agweraze shens blogrollshi vixalise magrad :) cool :) nu rogor agar viyavi agwerili magram :)

mwvanewiwila said...

გამარჯობა... მე ახალი ვარ ;;)

ჯერ ვერაფერი ვერ გავიგე და დავბოდიალობ ბლოგიდან–ბლოგზე გზააბნეული. ბლოგპოსტის ბლოგებს ვერ ჩავამატებ ვოდპრესის ბლოგზე ბლოგოლში? :|

Kate said...

@ Morrissey - ხო,მე სულ ჩემით ვარქვამ ხოლმე ბლოგებს სახელებს.

@ mwvanewiwila – სალამი.
კი როგორ არ შეგიძლია დამატება, უბრალოდ მე არვიცი როგორ და dodka.ge bigcrow.wordpress.com–ზე შედი და მათ ჰკითხე. :)

Anonymous said...

დილით შემოვედი შენ ბლოგში და იმის მერე აქ ვარ. თავიდან რომ დავიწყე კითხვა ესე მეგონა სხვის სულში ხელებს ვაფათურებდი, მაგრამ მერე დავიმშვიდე თავი, რომ ამ ყველაფერს ჩემ გარდა სხვებიც კითხულობენ.
იცი რატომ შემოვრჩი აქაურობას დიდხანს? -ძალიან ჩემ რაღაცეებს წერ. ძალიან...
ამჟამად განსაკუთრებით კრიტიკული პერიოდი მაქვს და მამშვიდებს აქ ყოფნა. ხოდა დიდი მადლობა შენ. :* მე კიდევ შემოვალ ხოლმე...

Kate said...

ვა, სალამი.
საიდან შემოხვედი??? გუგლიდან???
ხო რავიცი, მე გულახდილობით გამოვრჩევი მუდამ და რავიცი.
იკითხე კაცო, არ არის პრობლემა :D :D

მობრძანდი :)

Anonymous said...

არა. გოოგლიდან არა :) ადრე საიდანღაც მოვხვდი დგიური.ცომ-ზე და იმის მერე სულ ვსტუმრობდი სხვადასხვა ადამიანების ბლოგებს. კონკრეტულად შენთან კი ფორუმზე გახსნილი თემიდან-ბლოგერები-ამოვარჩიე და გესტუმრე. :)

Kate said...

აააა, ანუ დვორსკის ბლოგიდან და მერე ფორუმიდან.
გასაგებია.
რომელი ფორუმელი ხარ??? იქნებ გიცნობ.

Anonymous said...

არა ქეთ, არ მიცნობ. ძალიან ძააალიან იშვიათად ვპოსტავ. სამაგიეროდ აქტიურად ვკითხულობ სხვების პოსტებს. :)

Kate said...

ააა, კი ბატონო.
იკითხე რამდენიც გაგიხარდება. :)

Anonymous said...

აღარ დამრჩა წასაკითხი. რაც იყო ყველაფერი გადავიკითხე. უბრალოდ, ახალ პოსტებს დაველოდები :)

Kate said...

ვაა, დაჟე არქივის ჩანაწერებიც ნახე???
საღოლ.

არტ ჰედ კოლექტივი said...

saintereso xar! ar ginda chveni saitebi davazmobilot

?

Kate said...

რავიცი აბა. მადლობა. კი რატომაც არა.

არტ ჰედ კოლექტივი said...

rogor mogacodo baneri? skype momcere tu ginda am mailze
antilife_88@mail.ru

Kate said...

ra baneri???

არტ ჰედ კოლექტივი said...

chveni saitebis banerebi gavcvalot. ise shennair adamiantad didi siamovnebit vimegobrebdit chven art hedelebi

invisible said...

ჩემი invisible მხარე გააღვიძე და ეს უკვე მომწონსსსს.რაღაც უცნაურად გემრიელია აქ ყოფნააა

Kate said...

დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა. :)

Anonymous said...

salami momwons es blogebic da shenc magram exla cudad var sashinlad ase rom .....
p.s. magari xar!!! mec shenairi var anu mgavxar mgoni:)an piriqit:)

Uninstall Soul said...

saertod komentaris formac ar vici rogoria aq tqventan, magram gadavwyvite mainc damewera :) albat imitom rom daxmareba mchirdeba da albat kidev imitom rom momewona yvelaferi rac giweria. ragac sxvanairad wer, ise ara rogorc me vfiqrob da me davwerdi...

Kate said...

@Anonymous - ეგ არაფერი, მოვა დრო და კარგად იქნები... რა საოცარია, ამას მე რომ ვამბობ, მაგრამ რავიცი აბა. მე მაინც ვამბობ...

@Uninstall Soul – თუ დახმარება დაგჭირდა. არ მოგერიდოს. აგერ ვარ. მეილიც მითითებულია, თუ რამეა. ხოდა მადლობა... დიდი... ვიბნევი ხოლმე კომპლიმენტებზე.

adinfernum said...

გამარჯობა :)) ნუ მთლად ახალი არ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს შენი ბლოგი :)

Kate said...

ძალიან დიდი მადლობა. :)

Ane said...

გამარჯობა! მე ახალი ვარ. როგორ ვარ? დაღლილად.
კეთილი იყოს ჩემი მაუსი და კლავიატურა შენს ბლოგზე :p

Kate said...

სალამი :)
მადლობა. :)

donshakal said...

რამდენად ახალი ვარ არ ვიცი, მაგრამ აქ დღეს პირველად მოვხვდი :)) მომეწონა ეს გულწრფელი ნაწერი საკუთარ თავზე.

Kate said...

ეგ პოსტი დავწერე 2009 წლის აპრილში. მაგ დროს მეც აღარ ვიყავი უკვე ახალი.

დიდი მადლობა :))))))))

ninno said...

momoewona da mgoni didxans davrchebi shens blogze ;)))

fr_ANI said...

მომწონხარ kate :) კიდევ გესტუმრებიიი if you don't mind ? ... :)) ხო, მართლა, ახალი ვარ :P:)

Kate said...

@ ninno - მობრძანდით, მობრძანდით.
@ fr_ANI - კეთილი იყოს მობრძანება. დიდი მადლობა :))

Kiwi said...

ჰეჰ.. მეც ახალი ვარ:> ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი შენს ბლოგზე... როგორი ვარ? რა ვიცი აბა... :) მე ვარ მე და არაფერი განსაკუთრებული, ვინმესთვის შეიძლება განსაკუთრებულიც ვიყო...

მაინტერესებს ყველაფერი ახალი და საინტერესო, მაგიტომაც აღმოვჩნდი ალბათ ამ ბლოგზე :>

Kate said...

კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ბლოგში.

აბა შენ იცი, წარმატებები. :)

ელენე said...

საიდან მოვხვდი შენს ბლოგზე ახლა ვარკვევ...gmail-ის ფოსტიდან... რაღაცეებს ვკითხულობდი და...უცებ შენ, ასეთი არაორდინალური, კარგი და თვალმოუწყვეტელი...
შენი რა გითხრა, როცა ამბობ "შემიყვარდებითო" და მე კი უკვე შემიყვარდი!!!!!!!!!

Kate said...

ვაი...
gmail-ზე კი მაქვს მეილები და ამბები, მაგრამ მთლა ბლოგიც თუ იყო, არ მეგონა.
დიდი მადლობა, დავიბენი ახლა უცებ. ჯერ ადრეა, არ შემიყვარო.

mezareba said...

დიდი მადლობა ერთხელ ჩემს ბლოგზე რომ შემოადგი ფეხი და დაბადების დღე მომილოცე..

ძალიან მომწონს აქაურობა.. ძალიან ძალიან!!!!

Kate said...

არაფრის, რა მადლობა. :))

დიდი მადლობა. :)

Mallorie said...

ბოლო ფრაზაზე კარგად გამეღიმა.
ჩვეულებრივად წერ, მაგრამ ამავდროულად საოცრად უჩვეულოდ.
უკვე ძალიან მომწონს ეს ბლოგი, რადგან ჩემს დაბადების დღეს დაიწერა ეს პოსტი, ჰო, 28 აპრილს.. ^^ რაღაცნაირად მესიამოვნა.. ^^

Kate said...

ძალიან დიდი მადლობა. არც კი ვიცი რა გითხრა :))

Psycho said...

კარგია, წარმატებები! ოღონდ პოსტების სათაურებში ბევრი ინგლისური ენა არ გინდა რა :)

Kate said...

დიდი მადლობა.
შევეცდები. :))

qameleoni said...

შენც ჩემსავით გაქვს ჰოლივუდზე ქრაში :) მომწონს ეს ფაქტი :)

Kate said...

უჰჰ. კი.

კინემატოგრაფიაზე ბევრს ვწერ ხოლმე. :დ

tatatatatuli said...

მომწონს აქაურობა, რაღაცნაირად აუხსნელად კარგია :) ჩემს საკითხავ ბლოგებში გამატებ, წინსვლები და წარმატებები ;)

Kate said...

ძალიან დიდი მადლობა. :))
შენც წარმატებები.
მეც წავიკითხავ ხოლმე შენსას. :)

sophi said...

momecona dzaan da kidev chemi tavi agmovachine ak :)

Kate said...

:******

Mo said...

წავიკითხე რამდენიმე პოსტი, მომეწონა შენი სტილი.
წარმატებები :)

Kate said...

დიდი მადლობა :)